მომდევნო შეხვედრამდე "ტორპედოს" მწირ ბიუჯეტს ფულით შეავსებენ - ეს იქნება საუკეთესო დახმარებაც, გამხნევებაც და მოკითხვაც
ქუთაისის "ტორპედომ" მორიგი სპარინგი გამართა. რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილებმა საღორიას ბაზაზე პირველლიგელ წყალტუბოს "სამგურალს" 3:1 მოუგეს.

ანგარიში თორნიკე ჩადუნელმა ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით გახსნა, რასაც სტუმრებმა ონისე ჩინჩალაძის გოლით უპასუხეს - 1:1. მერე ოთხწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ: ჯერ მიზანს მახვილი კუთხიდან დარტყმით მიაღწია, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

ტორპედო: რ. კვასხვაძე, ზ. გელაშვილი, თ. ჩადუნელი, ს. თოდუა, ადამაძე (20. სტეფნიაშვილი (46. ბაქარ ლაღაძე/75. გ. ცაბუტაშვილი), ჩიკვილაძე (46. ხურციძე), მამასახლისი, ლექვთაძე (46. გოგიჩაიშვილი), ჭედია (46. ღვიტიძე/65. ც. ხარაბაძე), მარკოზაშვილი (46. კვერნაძე), ღონღაძე.

მომდევნო სპარინგი ქუთაისელებმა 16 თებერვალს გამართეს, საკუთარ ბაზაზე პირველი ლიგის B ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, გელა სანაიას "სამტრედიას" უმასპინძლეს.

"ტორპედომ" ეს საკონტროლო მატჩიც 3:1 მოიგო, თუმცა ამჯერად ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ლევან ბაკურაძემ (პენალტით) გახსნა. მეორე ტაიმში თავი ქუთაისელთა ბომბარდირმა კვერნაძემ გამოიჩინა, მერე თენგიზ ჩიკვილაძემ დააწინაურა "ტორპედო", მესამედ კი მეტოქის კარი გუნდის ლატვიელმა ახალწვეულმა, ცენტრალურმა მცველმა იგორ სავჩენკოვსმა აიღო - 3:1.

ტორპედო: ადამია (46. კვასხვაძე), დუდუჩავა (46. ლაღაძე), ნაცვლიშვილი (46. თოდუა), ხუჭუა (46. სავჩენკოვსი), კოღუაშვილი (46. ნ. ხარაბაძე), თვალავაძე (46. გ. ცაბუტაშვილი), ვოლნერი (46. ჩიკვილაძე), ლ. მაჭავარიანი (46. ლექვთაძე), ზ. ხურციძე (30. ამბარდნიშვილი/46. გიორგი ჭედია), დ. ხურციძე (46. ტუღუში), თორთლაძე (46. კვერნაძე)

ამ საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდა მეკარე ალეკო ადამიას საკითხი - ის ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხება.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა სწორედ მეკარე ადამია იყო. ამ ამხანაგურ შეხვედრებშიც მან რიონისპირელთა სამწვრთნელო შტაბსა და მაყურებლებს თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზას იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პრობლემები გამოჰკითხეს და იმედად დაპირებები დატოვეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ტორპედო" უპატრონოდ არ დარჩება.

იქვე ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, რათა ხელისუფლებასა და გუნდს შორის ურთიერთობა არსებობდეს და პრობლემები დროულად მოგვარდეს.

მომდევნო შეხვედრამდე "ტორპედოს" მწირ ბიუჯეტს ფულით შეავსებენ - ეს იქნება საუკეთესო დახმარებაც, გამხნევებაც და მოკითხვაც.

როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" პრობლემები გვარდება, მაგრამ კლუბი ჯერაც "ვისოლის" საკუთრებაშია. დავაზუსტეთ, რომ კომპანიამ "ტორპედოს" ანგარიშზე 350 ათასი ლარი დატოვა - ეს და ფედერაციიდან დასარიცხი თანხა გუნდს სეზონის ბოლომდე ეყოფა. მერე კი "ტორპედოს" "ვისოლი" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანს და ახალი მეპატრონეც ამის შემდეგ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოდან" წასული ფორვარდი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
თენგიზ ჩიკვილაძის ეფექტური ჯარიმა თბილისის "დინამოს" კარში [VIDEO]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოდესის "ჩერნომორეცი" ოთარ კვერნაძეს აკვირდება
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
ოთარ კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა, რამდენად რეალურია პოლონური ვარიანტი?
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "დინამომ" და "დილამ" მეორე წრე მოგებით გახსნეს [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა
დინამო (თბ)-ჟილინა 1:1 - ფრე ურიგო არ უნდა იყოს... [VIDEO]
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი