სავარაუდოდ, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 30 მილიონ ლარს გამოყოფს
ქართულ ფეხბურთს რომ გაუჭირდა, ბევრი საინტერესო პროექტი გამომზეურდა. ეს პროგრამები აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს უკვე დაამუშავა, რაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

"ლელო" ამ პროგრამის ავტორს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიას შეხვდა.

2009-12 წლებში, ლოდია ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მრჩეველი და კლუბების არაოფიციალური გაერთიანების, "თორმეტთა საბჭოს" კოორდინატორი გახლდათ.

წინასწარ გეტყვით, რომ ლოდიას პროგრამის დეტალებს პირველად გაეცნობით და ძალზე საინტერესო ამბებსაც შეიტყობთ.

- ახლახან გავიგეთ, რომ სპორტის სამინისტროს ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაუმუშავებია. ეს აქამდე არავინ იცოდა...

- დიახ, პროგრამა შემუშავებული იყო, მაგრამ სამთავრობო სექტორთან, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა, დეტალებს ვათანხმებდით. ეს პროგრამა დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საფუძველი უნდა გახდეს და დეტალების დაზუსტებამდე პრეზენტაცია გაუმართლებელი იქნებოდა.

კრიტიკასაც ვიღებდით და ვითვალისწინებდით, რადგან იდეალური პროგრამა არ არსებობს და იქნებ, რაღაც გვეშლებოდა? რჩევას სიამოვნებით ვიღებდით. ეს არ არის პროგრამა პროგრამისთვის და ამიტომაც გაგვეწელა დროში. მთელი სერიოზულობით მოვეკიდეთ და დიდი სამუშაოც გავწიეთ.

- მინისტრი გაეცნო პროგრამას?

- ცხადია და მოეწონა კიდეც. მგონია, რომ მის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება და შედეგსაც მოგვიტანს.

- რეალურად რომ ვთქვათ, ახლა ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო დაპირისპირებული მხარეებია. აქედან გამომდინარე, თქვენი თანამშრომლობა შესაძლებელია?

- მთავარია, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა იყოს. სხვაგვარად, შეთანხმება გამორიცხულია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ფეხბურთის ასაღორძინებლად ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიცია გაითვალისწინოს. სამინისტრო სამთავრობო სტრუქტურაა და სულ სხვა მოთხოვნებზე მუშაობს.

- სახელმწიფო კომისია როდის დაკომპლექტდება?

- კომისია უკვე შეიქმნა და მასში შედიან თავად პრემიერი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის, სპორტისა და ეკონომიკის მინისტრები, ფეხბურთის ფედერაციიდან ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, აგრეთვე, კერძო კლუბების - "დინამოს", "ზესტაფონისა" და "საბურთალოს" მფლობელები - რომან ფიფია, ილია კოკაია და ტარიელ ხეჩიკაშვილი, აგრეთვე თქვენი მონა-მორჩილი.

- როგორ გგონიათ, როდის დამტკიცდება პროგრამა?

- ეს ყველფერი დროულად უნდა დავგეგმოთ და გავაკეთოთ. თარიღების დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. კომისიის პირველი სხდომა, ალბათ, უახლოეს პერიოდში გაიმართება და ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გარკვეული გადაწყვეტილებები ექნება მისაღები.

- რა გადაწყვეტილებებს გულისხმობთ?

- ლაპარაკია იმაზე, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში კლუბების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს. შესაბამისად, მოსაწვევია აღმასკომის სხდომა, რათა ჩემპიონატის კალენდარი და დებულება ახალ სახელმწიფო პროგრამას მოერგოს.

- კლუბების რაოდენობა რამდენამდე უნდა შემცირდეს?

- უმაღლეს ლიგაში 12 ან 10 გუნდი უნდა იყოს, პირველში კი - 18-მდე, თან ერთიანი, რადგან ასე უფრო ძლიერი და საინტერესო პირველი ლიგა გვექნება. დანარჩენი გუნდები დაბალ ლიგებში გადანაწილდებიან.

პირადად მე 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგის მომხრე ვარ, რადგან ოთხ წრედ 36 ტური გაიმართება. გუნდების განვითარებისა და ფეხბურთელების ზრდისთვის სასურველია მეტი მატჩი ჩატარდეს, თანაც ამ სისტემაში ქულაც არავის დაეკარგება.

- ლიგებში რეორგანიზაცია ახალ სეზონამდე იგეგმება?

- ამ საკითხს სახელმწიფო კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს. კლუბებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, მომდევნო სეზონში რა ამოცანების გადაწყვეტა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს კლუბების ლიცენზირების საკითხი.

- იმ გუნდებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან, სტიმული არ დაეკარგებათ?

- ამ პროგრამის მთელი არსი სწორედ სტიმულის გაათმაგებაა. წარმატება კი არავის დაეკარგება.

სავარაუდოდ, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 30 მილიონ ლარს გამოყოფს, ფული კი წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა უნდა გახდეს.

- თქვენი პროგრამით, სახსრები რა პროექტებზე გადანაწილდება?

- დაფინანსდებიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო სკოლები, ეროვნული ჩემპიონატი, ფულის ნაწილი მენეჯმენტისა და განათლების სპეციალისტების მომზადებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. მთავარია, ეროვნულ ჩემპიონატში თითოეულ ქულას ფასი დაედოს და გუნდებს მაქსიმალური სტიმული გაუჩნდეთ, რათა არ მიიღონ მონაწილეობა გარიგებულ მატჩებში. რამდენი უნდა მისცენ გარიგებაში, 10 ათასი? იქნებ, ფრეზე სახელმწიფომ 30 ათასი მისცეს? ზოგადად, ახლა გუნდები ხავსს ეჭიდებიან და ვფიქრობ, ეს პროგრამა გახდება მაშველი რგოლი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ვცდილობთ.

- სახელმწიფო პროგრამა მოსამზადებელი ცენტრების გახსნას ითვალისწინებს? ინფრასტრუქტურა არც შავიზღვისპირეთშია და არც ბორჯომ-ბაკურიანშია ხეირიანი ბაზა. არადა, ზაფხულში ასეთი უნიკალური კლიმატის პირობებში მომზადებას ყველა გუნდი ეტანება. ამ დროს კი ასეთი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ქვეყანა შემოსავლებს კარგავს...

- ჩემი იდეა, რომ 5 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯოს, მაგრამ რა მიმართულებით, ეს კომისიაზე კოლეგიალურად უნდა გადაწყდეს. საკურორტო ზონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ჩვენც ბევრი გვიფიქრია და მიმაჩნია, რომ მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია.

- წლეულს რომელ ქალაქებში იგეგმება სტადიონების რეაბილიტაცია?

- ზუგდიდში, ბოლნისში, წყალტუბოსა და მარტვილში. მომავალ წელს პროგრამაში სხვა ქალაქები მოხვდებიან. საინტერესო ამბავს გეტყვით: სპორტის სამინისტრომ პრობლემა იმდენად წამოსწია, რომ წლეულს უნიკალური რამ მოხდა - სპორტული ობიექტების დაფინანსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელ პრიორიტეტებში მესამე პოზიციაზეა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

- სახელმწიფო პროგრამა თუ განხორციელდა, სახსრების ეფექტური ხარჯვა აუცილებელი გახდება. ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დავით ებრალიძემ, რომელიც მანამდე "ზესტაფონის" მენეჯერი გახლდათ, აღმოაჩინა, რომ კლუბები ტყუილად იხდიან წყლის ხუთმაგ ტარიფს. მან სხვა საინტერესო საკითხებიც წამოსწია. "მეტალურგის" გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე კი, სახსრების ეფექტური ხარჯვისთვის, აუცილებლად მიიჩნევს ტენდერების ჩატარებას.

- წყლისა და კომუნალური გადასახადები მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ მას არეგულირებს არა სახელმწიფო, არამედ, სემეკი. ასე რომ, მას თითოეულმა კლუბმა ცალკე უნდა მიმართოს, ტარიფები რომ დარეგულირდეს. მაგალითად, ოზურგეთის "მერცხალი" იტყვის, რომ ბიუჯეტი აქვს მწირი, წყლის გადასახადი კი ძალიან დიდია და, შესაძლოა, სემეკმა სპერცტარიფი დაუდგინოს. რაც შეეხება ფინანსების კონტროლს, ეს იქნება აუცილებელი და გასამკაცრებელი.

არ შეიძლება, გუნდში 100-კაციანი მმართველი გუნდი და 25 ფეხბურთელი იყოს და ფული გაუგებრად ხარჯო. ასეთი საკადრო პოლიტიკით ბიუჯეტი არავის ეყოფა. "მეტალურგის" პრეზიდენტის მიერ წამოჭრილი ტენდერების თემაც საინტერესოა, რადგან ფულის ეფექტურად ხარჯვა ყველა საკითხშია საჭირო - ტრანსპორტირებაში, სასტუმროებში, ეკიპირებაში და ასე შემდეგ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qomagi
სანამ *** ფიფია სიჭინავა და არველაძე და კიდევ ეგეთი მრავალი წურბელა იქნება ფედერაციაში ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება :)
qutaiseli
მერე ვერ ააშენებიენ ნაცებმა მაგ თურქ ბიზნესმენებს რო დაანგრიეს სამაგიერო თუ არ ეხერხებოდათ ბიზნესის დაყაჩაღება რო მიუგდეს მთელი აჭარა თურქებს.სტადიონს 2ლარად და 3 თვეში ვერ ააშენებ დრო უნდა.
გიორგი
მე მგონი კარგი აზრია, 10გუნდი სრულიად საკმარისია შოტლანდიაშიც ასე არ არის? და არავითარი ქულების დათვლის რაღაც გართულებული სისტემა. რაც მთავარია გუნდები ოთხჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და ყოველგვარი შემთხვევითობა გამოირიცხება.
გიო
რით ვერ მივხვდით, რომ ფეხბურთი არ არის ჩვენი საქმე და რამე ახალის გამოგონება კი არ გვინდა საერთოდ უნდა შევეშვათ ამ საქმეს. დროა მივხვდეთ და ვაღიაროთ რა არის ჩვენი ეროვნული სპორტი და იქ ჩავდოთ ეს მილიონები. (რაგბი, ჭიდაობა, მძლეოსნობა)--------------------------------------------------------------------------------მშვენიერი აზრია და რეგბისტებს რო ვთხოვოთ? დიდი განსხვავება არ არის და რაც მთავარია ჯიგარი აქვთ, ვითომ ვერ გაქაჩავენ? რუსებს მაინც მოუგებენ ეგენი ხო დაჩმორებული ყავთ.
Gio
რით ვერ მივხვდით, რომ ფეხბურთი არ არის ჩვენი საქმე და რამე ახალის გამოგონება კი არ გვინდა საერთოდ უნდა შევეშვათ ამ საქმეს. დროა მივხვდეთ და ვაღიაროთ რა არის ჩვენი ეროვნული სპორტი და იქ ჩავდოთ ეს მილიონები. (რაგბი, ჭიდაობა, მძლეოსნობა)
ჯ.ჩ.
სასწრაფოდაა დასაწყები სტადიონის მშენებლობა ბათუმში.სასურველი ადგილები ბევრია.ანგისა,გონიო,ქალაქის ფარგლებშიც.
gizog
თვითონ, ყოფილი და არა მარტო ყფილი ფეხბურთელების გან აღებული ინტერვიუებიდან ჩანს, რა ხდება ქართული ფეხბურთის მეურნეობაში. გასამკაცრებელია დამოკიდებულება , მხოლოდ ფულის საკეთებლად ფეხბურთს შეფარებული ხალხის მიმართ, თუ არ შეცვლია ძველებურ მიდგომას უნდა დატოვონ ეს სფერო. აქ სახელმწიფო უნდა იყვეს შეუვალი, მას არ უნდა აუკანკალდეს ხელი უმკაცრესი ზომების მისაღებადაც კი, სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი მაქვს, თუ როგორ ელოდებიან ბიუჯეტის შემოსვლას ამ სფეროში. რამდენი ფულიც არ უნდა დააბანდო სპორტში, წარმატება არ გვექნება მანამ, სანამ გუნდის ვინმე წარმომადგენელი, მით უმეტეს მწვრთნელი ფეხბურთელის ასაყვანად წილს ითხოვს ფეხბურთელის ხელფასიდან. საფეხბურთო სამყაროს უნდა გაწმენდა ხელმძღვანელი ორგანოებიდან დაწყებული. წესიერი და პატიოსანი კადრები ყველგანაა მათ ბოდიშს ვუხდი კატეგორიულობისთვის და განზოგადებისთვის.
vaxvax
რაც არ უნდა იძახოთ,რომ ბათუმის სტადიონი სხვა თემაა,მაინც ვერ ამბობენ კონკრეტულად აშენდება თუ არა ნორმალური სტადიონი(საერთოდ თუ აშენდება). ბოლოს და ბოლოს ჯგროდ დადიან ბათუმში ეგრეთ წოდებული თურქი ინვესტორები,დაახარჯვინონ ფული და ააშენებინონ.გონიოში,რუსის ჯარის ყოფილი უზარმაზარი პოლიგონია ამდენი წლის განმავლობაში უქმად.მთელი ქალაქის აშენებაა შესაძლებელი,სადაა პატრონი?
qutaiseli
ბათუმი სხვა თემაა იქ საერთოდ ახალი უნდა აშენდეს აქ კი რემონტზეა საუბარი.დანგრევა ადვილია აშენება კი ძნელია და დიდი თანხაც ჭირდება.მომავალი წლიდან დაიწყება ალბათ ბათუმის სტადიონის მშენებლობა.
zaza
როდის დაიწყებს ეგ პროგრამა მუშაობას?დრო გადის და ნელნელა ჩემპიონატი ეზოს პირველობას ემსგავსება
akhali
ბათუმი?ბათუმს სტადიონი არ სჭირდება?
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
აქტუალურ თემაზე: რას გვაძლევს ფეხბურთის განვითარების პროგრამა?
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"ბორჯღალოსნებს" თბილისის აეროპორტში ფოიერვერკებით დახვდნენ [VIDEO+PHOTO]
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
საქართველო და ექვსი ერი - არის რაღაც ძვრები...
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას აკაკი ლოდია დაიკავებს
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ვინ გახდება სფფ-ის ახალი გენმდივანი? 3 სავარაუდო კანდიდატი
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა