ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის თქმით, რომელმაც საქართველოს ნაკრების სადავეები ორიოდ წლის წინ გადმოიბარა, ეს იქნება საუკეთესო შედეგი მისი გუნდისათვის
სარაგბო საიტ rugbyworldcup.com-ზე ქართველი ქომაგისთვის საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. სტატია საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრას ეძღვნება, რომელიც მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 22 თებერვალს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მსოფლიო თასზე გასვლით მხოლოდ საქმის ნახევარია დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა რუსეთის ნაკრებზე 36:10 გამარჯვებით ინგლისის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებმა" თავიანთ მუდმივ მეტოქესთან - რუმინეთის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეოთხედ შეძლეს მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ყველაფერი 15 მარტს გაირკვევა თბილისში, როდესაც ეს ორი გუნდი, ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება ერთმანეთს, რათა გამოავლინონ, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვინ მოიხვეჭს ევროპა 1-ის და ევროპა 2-ის სტატუსს.

თუ საქართველო დაამარცხებს რუმინეთს, მაშინ "ბორჯღალოსნები" ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველადგილოსნები გახდებიან და შესაბამისად, მსოფლიო თასზე C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკა 1-ის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებენ.

ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის თქმით, რომელმაც საქართველოს ნაკრების სადავეები ორიოდ წლის წინ გადმოიბარა, ეს იქნება საუკეთესო შედეგი მისი გუნდისათვის.

ჰეიგმა განაცხადა:

"გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება გადასარევი რამ არის. ამით ერთ დასახულ მიზანს უკვე მივაღწიეთ. ახლა მეორე მიზნამდე მიღწევაღა დაგვრჩა, რომელიც მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ჯგუფში მოხვედრას გულისხმობს.

"ოლ ბლექსთან" თამაში ჩემი მორაგბეებისათვის საუკეთესო სარაგბო გამოცდილება იქნება, მაგრამ წინ ჯერ ესპანეთთან გასვლაზე გასამართი თამაშია და უკვე შემდეგ სახლში უნდა მივიღოთ რუმინეთი.

მართალია, ინგლისში მივემგზავრებით, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა - მთავარია, ცხრილში პირველი ადგილი დავიკავოთ."

მძლავრი მეორე ტაიმი

წინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვა მატჩის შედეგად, მხოლოდ ქულათა სხვაობა ანცალკევებს საქართველოს (+160) რუმინეთისაგან (+130), რომელმაც მსოფლიო თასის საგზური ესპანეთთან 32:6 მოგების შემდეგ მოიპოვა.

55 000 გულშემატკივრით ზურგგამაგრებულმა საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო მატჩი, მაგრამ მალე სტუმრების ფრთის მოთამაშემ, ანდრეი ოტროკოვმა შეძლო ქართველი 15 ნომრის, მერაბ კვირიკაშვილის მიერ თავის 22-ში დარტყმული ბურთის დაფარება და მე-11 წუთზე ლელო დადო. დიმიტრი გერასიმოვმა კი გარდასახა.

15 წუთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ანგარიშში წინ წავიდნენ, მას შემდეგ, რაც ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა აგორებული მოლიდან მძლავრად გადაუარა მოწინააღმდეგეს და ლელოში ბურთი დაამიწა.

კვირიკაშვილმა ლელო გარდასახა და შესვენებამდე მასპინძლების ანგარიში 10:7 გახადა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს დრო უქმად არ დაუკარგავს, რათა მათ და რუსებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო - ვიქტორ კოლელიშვილმა ოფლოუდიდან ბურთი მიიღო და ნაკრების ანგარიშში მატჩის მეორე ლელო ჩაწერა. მალევე ლელო მამუკა გორგოძემ დადო და კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 24:7 გახდა.

რუსეთის ნაკრების მგეზავმა იური კუშნარევმა დროებით შეძლო ქართველთა ტემპის დაგდება, როდესაც 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ იმ საღამოს ეს გახლდათ ბოლო რუსული ქულა "დინამო არენაზე".

მერაბ კვირიკაშვილის მიერ დროულად გადაცემულმა ბურთმა შეტევისათვის კარგი პლატფორმა შეუქმნა თედორე ზიბზიბაძეს, რომელმაც მარცხენა კუთხეში ბურთის დამიწებით პრემიალური ქულა შესძინა საქართველოს ნაკრებს.

მატჩის ბოლო წუთზე მთავარმა არბიტრმა ალექსანდრე რუზიმ მძლავრი და დომინანტი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო ჩათვალა.

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:

საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

GiorgiG83
სამწუხაროა, რომ რეიტინგში 20-ლში მყოფ გუნდტან პრემიალური ლელოთი მოგების მიუხედავად რეიტინგში არაფერი შეგვემატა. თუმცა არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ მიზანი მხოლოდ რეიტინგში დაწინაურებაა. მართალია რეიტინგი გარკვეულ წილად ასახავს რეალობას, მარგამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის პროცესებია, რაც ქართულ რაგბიში ხდება და რისკენაც ვისწრაფვით. ობიექტურად თუ მივუდგებით საკითხს - არგენტინა, სამოა, შოტლანდია, იტალია, ფიჯი და ტონგამდე ჯერ შორსვართ - მე არ ვგულისხმობ პერიოდულ, ერთჯერად წარმატებებს. ამ ქვეყნებს სტაბილურობისთვის საკმარისი საფუძველი აქვთ (აღარ მივუბრუნდები აქ უამრავჯერ განხილულ პრობლემატიკას, რომლის მოუგვარებლად წინსვლა შეუძლებელია). დღეს ალბათ მიზანი უნდა იყოს აშშ, რუმინეთთან და კანადასთან უპირატესობის მოპოვება - შესაბამისად რეიტინგში ერთით ზედა საფეხურზე პოზიციების გამყარება და იაპონიასთან, ფიჯი და ტონგასთან თანაბრად თამაში და გარკვეული უპირატესობის მოპოვება, რაც აგვიყვანს იმ საფეხურზე რასაც შემდეგი ეშელონი მოყვება - სამოა, არგენტინა, შოტლანდია და იტალია. ამაზე მაღლა ფიზიკურად ვერ ავალთ უახლოესი 10 წლის მანძილზე, ისიც თუ პროგრესი არ შეჩერდება. გადამწყვეტი ამ ყველაფერში უნდა გახდეს 15-ში, თბილისში რუმინეთის დამაჯერებლად დამარცხება. რთულია, როდესაც ერთა თასზე მიზნად პირველ ადგილს დაისახავ და ამავე დროს მოსამზადებელ პერიოდად გამოიყენებ, ორივე ერთად არ ხერხდება, თუარადა მიმაჩნა, რომ 19 წლამდელებიდან, 19 წლამდელებს გადაზრდილი ბიჭებიდან ბევრი უნდა მისინჯოს სხვადასხვა პოზიციებზე - საამისოდ ალბათ ივნისში თბილისის ტურნირს გამოვიყენებთ. მსოფლიოზე კი ორი გამარჯვება ძირეულად შეცვლის რაგბის განვითარების ტენდენციებს, ჩვენ ამისთვის მივდივართ და ამ გზაზე ბიჭები არ უნდა მივატოვოთ. დროა პროგრესისთვის საჭირო ნაბიჯები უკვე საკლუბო დონზე გადაიდგას, რაც არ უნდა მტკივნეული და ძვირი იყოს ეს ყველაფერი თუნდაც პირველი ნაბიჯების გადადგმისას.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"