საქართველო-ლიხტენშტაინის ამხანაგურ მატჩამდე თვალი გადავავლოთ შემადგენლობას და ცალკეული რგოლების შეფასებასთან ერთად, ცვლილებებზეც ვისაუბროთ
ფოტოზე: საქართველოს ნაკრებმა ბოლო გამარჯვება 2012 წლის 7 სექტემბერს, ბელორუსთან მატჩში მოიპოვა

კვირას ნიცაში ჩატარებული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წილისყრა მორჩა და ისღა დაგვრჩენია, ქრონიკულად იმედიანი მოლოდინით შევხვდეთ წლევანდელ შემოდგომას, როცა საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლში ჩაებმება...

წნეხი და თითქმის რეკორდი

...მანამდე კი დიდი მნიშვნელობა ექნება ამხანაგურ მატჩებს. თითქმის წელიწადნახევარია (2012 წლის 14 ნოემბრის მერე, როცა ეგვიპტესთან 0:0 ვითამაშეთ), საქართველოს ნაკრებს თბილისში ამ ტიპის თამაში არ ჩაუტარებია.

როგორც იქნა, აქ ჩამოსვლაზე "ვიღაც" დავითანხმეთ, თანაც, ამ შემთხვევაში გამართლებულადაც მიგვაჩნია სუსტ ნაკრებთან შეხვედრა - ბოლოს და ბოლოს, შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ხომ უნდა შეწყდეს?!

ჰოდა, საამისოდ, ლიხტენშტაინზე უკეთეს ვარიანტს ვერც ვინატრებდით. და საერთოდაც - თუ წელიწადს გამარჯვებით დაიწყებ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც ნაკრების ფეხბურთელებისათვის, ასევე თემურ ქეცბაიასთვის, რომელსაც ლიხტენშტაინის მერე კიდევ ორი მატჩი სჭირდება, ნაკრების თავკაცის რანგში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენი რომ გახდეს.

საქართველო-ლიხტენშტაინის ამხანაგურ მატჩამდე თითქმის ერთი კვირაა დარჩენილი და რადგან ამ თამაშით იწყება მზადება შესარჩევი ციკლისთვის, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი შემადგენლობას და ცალკეული რგოლების შეფასებასთან ერთად, ცვლილებებზეც ვისაუბროთ.

მეკარეები

საბედნიეროდ, ამ რგოლში სანერვიულო არაფერი გვაქვს და ასე გრძელდება ბოლო რამდენიმე წელიწადი; თანაც, ნაკრებში მოღვაწეობის 4 წლის განმავლობაში, ალბათ, არც ყოფილა შემთხვევა, როცა თემურ ქეცბაია ამა თუ იმ მატჩის წინ ძირითადი მეკარის შერჩევაში შემცდარიყოს!

ანუ გიორგი ლორიასაც და ნუკრი რევიშვილსაც საკუთარი ოსტატობის დამტკიცების შანსი თითქმის ყოველთვის სამართლიანად ეძლეოდათ. ამათ გარდა, როინ კვასხვაძეც უნდა ვახსენოთ, ჩვენი აზრით, ასევე უპრობლემოდ რომ შეუძლია ზემოთ ხსენებული ორივე მეკარის სრულფასოვნად ჩანაცვლება.

მართალია, ამ მატჩისათვის არ არის გამოძახებული, მაგრამ, ალბათ, კვლავაც ნაკრების კანდიდატად მოიაზრება ომარ მიგინეიშვილი. მუდმივი სათამაშო დრო თუ ექნება თავის გუნდში, ამ მეკარის სანაკრებო პერსპექტივები უტოპიურად სულაც არ მოჩანს.

დაცვა

საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი შარშან, 15 ოქტომბერს ალბასეტეში ჩაატარა ესპანეთის ნაკრებთან; იმ შეხვედრისათვისაც 23 ფეხბურთელი იყო გამოძახებული, ოღონდ მეკარეთა სამეული თუ არ შეცვლილა, გარკვეული სიახლეებია დაცვის ხაზში.

ასე მაგალითად, იმ მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გამოძახებულთა შორის ვერ ვხედავთ გიორგი ფოფხაძეს ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძეს ("სევასტოპოლი", უკრაინა), გულვერდ თომაშვილსა და ალექსანდრე კვახაძეს (ორივე - "დილა").

რაც შეეხებათ დანარჩენებს, გურამ კაშიას, უჩა ლობჟანიძის, დავით კვირკველიას, აკაკი ხუბუტიას, გია გრიგალავასა და გიორგი ხიდეშელის სანაკრებო პოზიციები კვლავაც მყარია და ამ მცველებს, დიდი ალბათობით, ქეცბაია ახალ შესარჩევ ციკლშიც დაეყრდნობა.

ახლა კი სიახლეებზე: ქეცბაიამ გარკვეული პაუზის მერე გამოიძახა ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ტანმაღალი ცენტრალური მცველი საბა კვირკველია. თუმცა, მთავარი სიახლე, რაღა თქმა უნდა, ნაკრებში ლაშა სალუქვაძის დაბრუნებაა.

32 წლის ცენტრალური მცველი ჩინებულად ასპარეზობს თავის ახალ გუნდში (ბაქოს "ინტერი") და ნაკრებში მისი მიწვევაც სრულიად ლოგიკურად მიგვაჩნია.

სხვათა შორის, ქეცბაია რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააბრუნა, მისი წინამორბედი ექტორ კუპერი რომ არ სწყალობდა და მათ შორის სალუქვაძეც გახლდათ. ეს უკანასკნელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მუდამ ძირითადში იყო, თუმცა 2011 წლის 3 ივნისს, ხორვატიასთან სტუმრად წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ სალუქვაძე ნაკრებში აღარ გამოჩენილა.

ისე, არ არის ცუდი პრეცედენტი, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელის ასაკს კი არა, მის სათამაშო კონდიციებს რომ "აკვირდება"; აქვე, ბარემ, ისიც ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე გამონახონ ერთმანეთში კომპრომისი თემურ ქეცბაიამ და ბოლო წლების ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო და მართლაც შეუცვლელმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა...

ნახევარდაცვა

...ესპანელებთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავამ და დავით თარგამაძემ გამოტოვეს, სხვადასხვა მიზეზით ალბასეტეში არც თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ყოფილან, - როგორი საქმეა, ნაკრების ოთხი წამყვანი შუახაზელის არყოფნა?

ამ ოთხეულიდან სამი გამოძახებულია; აი, დავით თარგამაძე კი ამჯერად ნაკრებს მიღმა დარჩა; თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ახალგაზრდა და კრეატიული გარემარბი თავის ახალ გუნდში (რუსეთის "ურალში") ადგილსაც მალე დაიმკვიდრებს და საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც გაუჩნდება პრეტენზია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქეცბაიას სიაში ვხედავთ ბოლო წლების ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელს სანდრო კობახიძეს (სამწუხაროა, რომ ამ ბიჭს კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია), ისე, როგორც ირაკლი ძარიას ("დინამო") და ესპანეთთან სადებიუტო მატჩის ჩამტარებელ ავთანდილ ებრალიძეს ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია).

აი, სამ შუახაზელზე კი ქეცბაიამ ამ ჯერზე უარი თქვა: თბილისის "დინამოდან" "ჩიხურაში" გადასულ ლევან ხმალაძესა და ელგუჯა გრიგალაშვილზე, ასევე, კვიპროსულ "ანორთოსისში" მოასპარეზე შოთა გრიგალაშვილზე. არადა, შეგახსენებთ, რომ შარშან, ალბასეტეში დიდი ხნის პაუზის მერე ჩვენი ნაკრების ძირითადში ძმები (გრიგალაშვილები) გამოჩნდნენ...

...ბუბა დაუშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 19 წლის ასაკში, ექტორ კუპერის დროს ჰქონდა; თუმცა ჩვენი უპირველესი გუნდის საკვანძო და ძირითად ფეხბურთელად ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეგ კი არა, ნაკრების შეუცვლელ საყრდენს კლუბ(ებ)ში სერიოზული პრობლემები რომ ჰქონდა, ქეცბაიას მაინც ყოველთვის თვალთახედვის არეში ჰყავდა და ფსიქოლოგიურად თუ მორალურად უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდა.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია, დაუშვილი თავისი კლუბის ("კარპატი") ძირითად შემადგენლობას რომ დაუბრუნდა, - ამის "გამოძახილი" საქართველოს ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე გამოჩენაა!

არ დავმალავთ და ქართველ ქომაგთა მსგავსად, ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით ვაკო ყაზაიშვილის სანაკრებო დებიუტს! ფაქტია, რომ ეს ბიჭი უკვე "გასცდა" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დონეს და ამ ყველაფერს ჰოლანდიურ "ვიტესში" ჩინებული თამაშითაც ამტკიცებს!

აქვე, კიდევ ერთ აუცილებელ კომპრომისზეც: თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას შორის არსებულ ასევე არცთუ სასურველ ურთიერთობას ვგულისხმობთ...

თავდასხმა

ესპანეთთან მატჩის მსგავსად, თემურ ქეცბაიამ კვლავ გამოიძახა ნიკოლოზ გელაშვილი - აზერბაიჯანული "ყარაბაღის" ფორვარდი ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩებს მუდამ ძირითადში იწყებდა.

ასევე გამოძახებულია აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ ერთი თავდამსხმელი, ბაჩანა ცხადაძე, თუმცა ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს საქართველოს ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ისე, როგორც პირველად გამოძახებულ გიორგი ჭანტურიას - აწ უკვე რუმინული "კლუჟის" შემტევის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოჩენა, უდავოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.

...ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩში ლადო დვალიშვილი და ირაკლი მოდებაძე იყვნენ გამოძახებულნი, თუმცა მათ ნაცვლად თემურ ქეცბაიამ ამჯერად იტალიური "ემპოლის" შემტევს, ლევან მჭედლიძეს უხმო - ტრავმებისგან დატანჯული ეს ფორვარდი ნაკრების ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში არ გამოჩენილა.

სამწუხაროდ, არანაკლები დრო გაუცდა კიდევ ერთ შემტევს, რომლის შესაძლებლობებიც ნაკრებს უსათუოდ გამოადგებოდა - დანიური "ორჰუსის" ფორვარდ მათე ვაწაძეს, რომელიც ამჯერად ნაკრებში გამოძახებულთა შორის არ გახლავთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

imedebi kargia
ჩვენი ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ლიხტენშტეინელები შვეიცარიის ჩემპიონატში თამაშობენ და მთლად კეფაში წამოსარტყმელი გუნდი არ უნდა იყოს. ამიტომ წინასწარ გარანტირებული გეგმების დალაგება არა სწორია დღევანდელ ფეხბურთში. ბურთის გორება ყველამ ისწავლა. ჩვენზე ნაკლები სენსაციები არ გამოუცხვია ამ ნაკრებს კარგად რომ გადავხედოთ ახლო წარსულს.
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
სანიოლის კაპიტულაცია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...