ფრანგი ბლოგერი "ბიმენ 15" საქართველოს ნაკრების თამაშს ეხმაურება და მითებს ანგრევს
საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა პროგრესირებს. საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატებები, ცხადია, ჩვენი ქვეყნის რაგბისადმი ინტერესს ზრდის.

უცხოურ მედიაში რაგბის სპეციალისტებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი ექვსი ერის გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

ამ გაზრდილი ინტერესის დასტურია ერთი ფრანგი ქომაგის, "ბიმენ 15"-ის მიერ შექმნილი ბლოგი, რომელიც ძირითადად მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ეძღვნება. ვინაიდან ამ დონეზე ჩვენ საუკეთესოები ვართ, ცხადია, ბლოგერის სტატიების დიდი ნაწილი სწორედ ქართულ რაგბის, ჩვენს ნაკრებსა და მორაგბეებს ეხება.

ავტორი თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, რომლებსაც შესაძლოა ყველა ასპექტში არც ვეთანხმებით, თუმცა, ვფიქრობთ, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს "ბიმენ 15"-ის წერილიდან - "ხუთი მითი ქართული რაგბის შესახებ".

მითი პირველი: ქართველი უკანახაზელები სუსტები არიან

ეს სენტენცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული როგორც პრესაში, ისე ქომაგებს შორისაც. ხალხი ამბობს, რომ ქართველი უკანახაზელები მეტოქის ხაზს იშვიათად ჭრიან. შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნების" უკანა ხაზის არსენალი მართლაც შეზღუდულია და ამის დანახვას გენიოსობა არ სჭირდება. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ქართველ უკანახაზელებს არ ჰყოფნით სისწრაფე, ფეთქებადობა და შემოქმედებითი უნარი.

თუმცა არ შეიძლება თამაშის მთელი სურათის იგნორირება. ქართველი უკანახაზელები შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში. ამასთან ერთად, ნელ-ნელა ისინი ხელდახელ ბურთაობაშიც პროგრესირებენ. ისეთ ღონიერ მორაგბეებს, დავით კაჭარავა და თამაზ მჭედლიძე რომ არიან, დაემატა ნიჭიერი ახალგაზრდა მერაბ შარიქაძე, მგეზავის პოზიციაზე გამოჩნდა ლაშა ხმალაძე და საქართველოს ნაკრების თამაში უფრო დაბალანსებული გამოდის. მათ ყველა მონაცემი აქვთ საიმისოდ, რათა თუნდაც არგენტინის 2006-2007 წლების ფორმაციის ნაკრების უკანა ხაზის დონეს მიაღწიონ.

მითი მეორე: მთავარ საფრთხეს ქართველების შერკინება ქმნის

ეს სტერეოტიპი საფრანგეთში უხვად მოთამაშე შერკინების ქართველი მორაგბეების გამო ჩამოყალიბდა. ხალხი ელოდება, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება ძალიან მძლავრი იქნება, იმის მიუხედავად, რა შემადგენლობას დააყენებს მწვრთნელი პირველ ხაზში.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქართველოში პირველხაზელების პოტენციალი ამოუწურავი არაა.

მეორე ეშელონის გუნდებში, ცხადია, ისინი საუკეთესოები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, ელიტური ქვეყნების გუნდების მორკინალებს მათი არ უნდა ეშინოდეთ. ამის დასტურად შარშან გამართული საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩიც გამოდგება.

მითი მესამე: რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა

ეს ყველაზე მეტად უცნაური მოსაზრებაა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველად 2003 წელს გავიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სარაგბო მოედანი არ არსებობს და შერკინების მხოლოდ ერთი სავარჯიშო დაზგა აქვთ.

დიახ, ნამდვილია, რომ რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

მაყურებელი ნაკრების თამაშზე გაცილებით მეტი დადის, ვიდრე მეორე დონის სხვა ქვეყნებში.

მაგრამ რაგბი სულაც არ არის საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობა. საკმარისია, ოდნავ თვალი შეავლოთ ქვეყნის სპორტულ ცხოვრებას, რომ დარწმუნდებით, ფეხბურთს მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ასევე პოპულარულია კალათბურთი და ჭიდაობის სახეობები.

ამ მითის არსებობის მიზეზი ალბათ ისაა, რომ რაგბი სპორტის სათამაშო სახეობებში მართლაც ყველაზე წარმატებულია. გლობალური მასშტაბით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებები.

მითი მეოთხე: საქართველო და რუმინეთი ერთ სტილში თამაშობენ

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების სათამაშო სტილს შორის განსხვავება მკაფიოა.

ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ ორივე ჯერ კიდევ იყენებს მოლს, როგორც შეტევის იარაღს.

საქართველოს ნაკრები, ძირითადად, ბურთის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს, ეიმედება რა თავისი მესამეხაზელების - მამუკა გორგოძის, ვიქტორ კოლელიშვილის და დიმიტრი ბასილაიას ოსტატობის.

დიდი ხანი არ არის, რაც "ბოჯღალოსნების" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ცდილობს, თამაში გაშალოს.

რუმინელები შერკინებას უფრო აქტიურად იყენებენ. მთავარი აქცენტი დაცვაზე აქვთ აღებული და ცდილობენ, მეტოქე შეცდომებზე გამოიჭირონ. ქართველები კი შეტევაში ფაზების აკინძვას ამჯობინებენ და ხაზის გაჭრას ლაშა ხმალაძისა და მერაბ შარიქაძის შემოქმედებითი დუეტით ცდილობენ.

მითი მეხუთე: საქართველო იტალიის დონესთან ახლოს არ არის

საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის ერთადერთი შეხვედრა 2003 წელს გაიმართა. მაშინ მატჩის 68-ე წუთზე იტალიელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ - 20:19. საბოლოოდ კი 31:22 გაიმარჯვეს. ეს დიდი სხვაობა არ არის. მით უფრო, რომ იმ დროისთვის ერთა თასზე საქართველო ლიდერი არ იყო. მაშინ რუმინეთი პირველობას არავის უთმობდა.

მას შემდეგ საქართველოს ნაკრები გაიზარდა. პროგრესი აქვს იტალიასაც, მაგრამ მეორე დონის გუნდებთან მათი თამაში გვიჩვენებს, რომ ისინი ძალიან შორს არ არიან. "სკუადრა აძურამ" ყველაზე დიდი ანგარიშით, 20 ქულის სხვაობით აშშ-ის ნაკრებს მოუგო. ისიც იმიტომ, რომ მაშინ 44-ე და 65-ე წუთებზე არბიტრმა ორ ამერიკელ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა.

საქართველო ახლა კანადის, აშშ-ისა და ფიჯის ნაკრებების დონეზე იმყოფება. ამიტომ, კაცმა არ იცის, გამარჯვების რამდენად რეალური შანსი ექნებათ იტალიელებს, მით უფრო, თუ მატჩი თბილისში გაიმართება.

ადგილობრივი ქომაგების მხარდაჭერით, ქართველებმა ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრები დაამარცხეს, რომელმაც ივნისში იტალიას 39:10 მოუგო. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიელი თანატოლები ორჯერ დაამარცხა და ელიტაში მათი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა აშორებს საქართველოს ექვს ერამდე - ექსკლუზივი IRB-ის პრეზიდენტთან

rugbyworldcup.com: საქართველოს ერთი სული აქვს, "ოლ ბლექსს" ეთამაშოს

საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

saba
მადლობა თარგმნისთვის, ლინკიც რომ დაგედოთ უკეთესი იქნებოდა...
Erekle
ლინკი დადეთ ხოლმე რა, სირცხვილია
მიხო
რატომღაც მგონია, რომ შოტლანდიასთან მაინც ღირსეულად ვითამაშებთ. შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დიდი ბრძოლა რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.
davidbe
ლოგიკასთან ახლოა ეს შეფასებები,მაგრამ იტალიას მოუგებთ თუ წავაგებთ,დიდი მნიშვნელობა არ აქვს,იმიტომ,რომ ჩვენების გვჯერა,გვეამაყება და გვწამს,რო არც ერთ შეხვედრას უბრძოლველად არ დათმობენ არცროდის!!!!!!!!გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ რაგბისტებს!!!!!!!
qartveli
ერთი რამ ნამდვილად ვიცი.რაგბი ქართულ სისხლთან უფრო ახლოსაა ვიდრე ფეხბურთი და კალათბურთი
ბესარიონ
იტალიას შევხდეთ და მერე გააკეთე დასკვნები შენ ალბათ სამოას თამაშის წინ იმას ფიქრობდი რომ დიდი ანგარიშით წავაგედით. როგორც მოიტანე, წაიღე ეგ შენი მითოლოგია უკან :). რაგბის წესები მაინც თუ იცი ბოლომდე
GiorgiG83
მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო! -ს ისეთი ყველასთვის ცნობილი, მაგრამ ყველასგან მივიწყებული ფრაზა გააჟღერე, რომ, როგორც ქართული რაგბის ქართველი გულშემატკივარი - მადლობას გიხდი. ჩვენი რაგბით საზღვრებს გარეთ რიგითი გლშემატკივრის მიერ დაინტერესება ყველაზე სასიამოვნო რამაა (რეიტინგში 1-2 საფეხურით აწევაზეც კი) სიმართლეც ბევრია ამ ნაწერში და ცდომილებაც, მაგრამ ფაქტია ქართულ რაგბის აქვს მყარი ენეტიკური ფესვები შორეულ წარსულში და მომავალი განვითარებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. პირველ მითს რაც შეეხება - ვისურვებდი, რომ ქართველი უკანახაზელები ფედერალ 1-ში და პრო "დ" 2-ში კი არ თამაშობდნენ არამედ ტოპ 14-ში და ასაკიდან გამომდინარე პრო "დ" 2-ში, ბრიტანეთში... მეორე მითი - ქართული შერკინება მართლაც ძლიერია (მარტო ტოპ 14-ში რეგულარული სათამაშო პრაქტიკით 8 და ჯამში 15 მორაგბე თამაშობს), იმდენად რომ რამდენიმე ტოპ ევროპულ ნაკრებსაც კი დაამშვენებდა და ზოგადად 10-ლს მიღმა არსებულ გუნდებში ადგილს მოიპოვებდნენ მითი მესამე - არა ქართველს სიტყვა ეროვნული სხვაგვარად ესმის... ვერც ერთი სახეობა ვერ იქენბა ფეხბურთზე პოპულარული ზოგადად მსოფლიოში (და არა მხოლოდ ახალზელადნიაში ან ავსტრალიაში), ჩვენ უდიდესი წარმატებები გვქონდა ან გვაქვს - ძიუდოში, ჭიდაობაში, სამბოში, ფეხბურთსა და კალათბურთში (სხვადასხვა სინჯის, მათშორის ოქროს მედლები)... მსგავსი ჯერ რაგბიში არ გვქონია, მაგრამ ის რომ რაგბი ქართულ გენეტიკასთან, ხასიათთან და მენტალიტეტთან ახლოს დგას უდავოა, რაც სპორტის ამ სახეობის პოპულარობის საფუძველია. მითი მეოთხე - ეთია სტილი და მეორე აქცენტი თამაშის დროს - აქცენტი წლების მანძილზე ერთნაირი იყო - შერკინების უპირატესობის ხარჯზე ფონს გასვლა, რუმინელები ნაკლებად ბურთაობენ ხელით, ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ. ზოგადად კონტინენტური ქვეყენის სათამაშო სტილში აქცენტები ერთმანეთის მსგავსია (საფრანგეთი, საქართველო, რუმინეთი) მითი მეხუთე - ჩვენ დონით სწორედ რომ ახლოს ვართ იაპონიასთან, ფიჯისთან, ტონგასთან, კანადასთან, იტალიასთან, შოტლანდიასთან მაგრამ მათ ჩამოვრჩებით სათამაშო კლასით, დისციპლინით, ზოგჯერ თამაშის ორგანიზებით - რაც სწორედ რომ რეიტინგშია ასახული - მათ გვერდით და (ოდნავ) უკან ადგლი ახლახან დავმკვიდრეთ და ჯერ პოზიციები გვაქვს გასამყარებელი, კლასი ასამაღლებელი და შემდეგ... შემდეგ ადვილია :) ეს ბლოგერი შემთხვევით 10-25 % -ით ქართველიც ხომ არ არის? :)
მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო!
„მობურთალსა-მოედანი,მართლად ცემა,მარჯვედ ქნევა,“ „ანუმცა მგვანმშვილდოსნად,ანუ კვლა ბურთაობითა“ „მოაპარეზედ ვინ მგავსო?-ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი მოედანია!“ „ვბურთობდი ვნადირობდი,ვით კატასა ვხოცდი ლომსა.“ „მერე ვიბურთი მოედანს,მინდორით შემოქცეულმან;“ „აღარ იბურთეს,დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.“ „მოედანს მღერა,ბურთობა,დგრიალი ცხენთა დგენისა.“ ლელოს(რაგბი) გატანა ჩვენ საუკუნეებია სისხლში გვაქვს და ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!!!!!!!
მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო!
"ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა," XII საუკუნეში ფეხბურთი ნაღდად არ იქნებოდა FIFA არ არსებობდა მაშინ.რაგბი ჩვენი ეროვნულია!!!!!!!!!!
მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო!
ლელო – სპორტის სახეობა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით. აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელოს მსგავსი თამაში გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები ლელოს გატანის დროს სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით – “ლელო!”, რაც მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო. გურია-სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა.
ჯანო
რა კვალიფიციურად წერს ეს ბლოგერი. ყოჩაღ.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რაგბი ევროპა | რუმინეთთან სამი სიახლით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ავჭალაში
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
სავსე ტრიბუნების დროა!
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!