ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კუტალიას კარგად იცნობს და ენდობა
27 თებერვალს ქობულეთის "შუქურამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდმა "ზუგდიდიდან" ლევან კუტალია დაიმატა. როგორ აღმოჩნდა 25 წლის ზუგდიდელი შემტევი ნახევარმცველი პირველი ლიგის კლუბში, როცა სეზონისთვის "ზუგდიდში" ემზადებოდა და საკონტროლო შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა?

"ლელო" წერდა, რომ "ზესტაფონში" ნათამაშები კუტალიას მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნება ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გადაწყდა. ინფორმაცია კი გუნდიდან მოგვაწოდეს.

ვწერდით იმასაც, რომ "ზუგდიდს" "ზესტაფონიდან" იჯარით შეუერთდა ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი. ჯერჯერობით, 23 წლის ცენტრალური მცველი ზუგდიდელთა შორის არ გამოჩენილა, თუმცა არაერთ საიტზე კაჭკაჭიშვილი ზუგდიდელთა განაცხადშია მოხსენიებული.

ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა. შევიტყვეთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კუტალიასა და კაჭკაჭიშვილს 2 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე დაემშვიდობა.

კუტალიაზე უკვე მოგახსენეთ - ის პირველი ლიგის A ზონის მეორეადგილოსან "შუქურას" უმაღლესში გადმოსვლაში უნდა დაეხმაროს. ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კუტალიას კარგად იცნობს და ენდობა.

კაჭკაჭიშვილმაც პირველი ლიგის კლუბს მიაშურა და ასევე აჭარაში - გაზაფხულამდე ის ხელვაჩაურის "მაჭახელაში" ითამაშებს, რომელიც B ჯგუფში მე-3 ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ კუტალიამ კარიერა ზუგდიდის "მგლებში" დაიწყო და 4-ჯერ მოირგო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმა. 2008-10 წლებში ბოსნიურ (სარაევო) "სლავიაში" თამაშობდა და კლუბს ქვეყნის თასის მოპოვებაში დაეხმარა. 2011 წელს, თანაგუნდელებთან კონფლიქტის გამო, "სლავია" დატოვა და მეორე ბოსნიურ კლუბ "ზრინსკში" გადავიდა. 2012 წელს ზუგდიდურ კლუბს დაუბრუნდა და იმავე წელს "ზესტაფონში" მიიწვიეს, მაგრამ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ მისი და იმერული კლუბის გზები გაიყო და კუტალიამ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

გეგუჩაძესთან თანამშრომლობა არც კაჭკაჭიშვილს გამოუვიდა. ის "ზესტაფონის" მოთამაშეა, მაგრამ 2011/12 წლებში ბათუმის "დინამოში" გაანათხოვრეს და გუნდს მხოლოდ გეგუჩაძის წასვლის შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნდა, მაგრამ ზამთრის შესვენებაზე ახალი გუნდის ძიება მოუხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

marisha
იქ წავიდა სადაც დააფასეს,ზუგდიდმა ვერ გამოიყენა მისი შესაძლებლობები და ვერ დააფასა,მაგრამ მალე დაუბრუნდება უმაღლეს შუქურასთან ერტად,წარმატებებს ვუსურვებ მას
marisha
იქ წავიდა სადაც დააფასეს,ზუგდიდმა ვერ დააფასა,მაგრამ მალე დაუბრუნდება უმაგლეს შუქურასთან ერთად,წარმატებებს ვუსურვებ მას
marisha
იქ წავიდა სადაც დააფასეს,ზუგდიდმა ვერ დააფასა.მაგრამ მალე დაუბრუნდება უმაგლეს ,,შუქურასთან"ერთად.წარმატებებს ვუსურვებ მას
777
საცოდაობააა, საცოდაობაააა...ასეთი ტალანტი პირველი ლიგაში თამაშობდეს და ვიღაც ზოგიერთი სი..ბი ზუგდიდის სასტავში იყვნენ. ცოტაც მოითმინეთ, ნაც-ბანდასთან ერთად
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
გიორგი დარასელიამ "ზუგდიდი" ზესტაფონელებით გააძლიერა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ზესტაფონი" ბოლო წამზე დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" უშეცდომოდ!..
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
"ზუგდიდმა" "ზესტაფონიდან" იჯარით გიორგი კაჭკაჭიშვილი დაიმატა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა