საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლიხტენშტაინთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლიხტენშტაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ლიხტენშტაინთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები - გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც თავიანთ პირველ თამაშს ჩაატარებენ ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის თქმით, სურვილი დიდია, რომ ამხანაგური შეხვედრები უფრო ძლიერ გუნდებთან გაიმართოს, თუმცა ეს მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული.

ქეცბაიამ სათამაშო ტაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები არ არის ის გუნდი, რომ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

"არიან ახალგაზრდები, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ ეროვნულ ნაკრებში და კარგია, რომ მათ თამაშს ვნახავთ.

რაც შეეხება შემადგენლობას, შესარჩევი ციკლი ძალიან დიდია - ეს არ არის ერთი და ორი თვე, ეს არის ორი წელიწადი და რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. ამიტომ ჩვენი სურვილია, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც კანდიდატია ნაკრების, მზად იყოს იმისათვის, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებს დასჭირდება, ჩამოვიდეს და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი საქმე", - განაცხადა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ და გურამ კაშიამ "ადიდასის" მიერ შექმნილი ეროვნული გუნდის ახალი ფორმა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მაისურზე საქართველოს გერბია გამოსახული...

იხილეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ლიხტენშტაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ასევე იხილეთ:

მოიგე საქართველო-ლიხტენშტაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები!

შესაძლოა, გადადგეს... ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან

guja_kakhadze
ჩემი კომენტარი ეხებოდა მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს რამდენად ადვილია ფიზიკური კონდიციების მომატება ჩემი მეთოდით. განსაკუთრებით კი იმ ჟურნალისტებს, ვინც თემურ ქეცბაიასგან ისმენს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და ამიტომ დგანან დაცვაში. ასეთ დროს შესაძლებელი იყო შეკითხვის დასმა: "თუ ფეხბურთელები ვერ დარბიან ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ ერთ ვარჯიშში ეს პრობლემა გვარდება და რატომ არ იყენებთ"?
თენგო
ადიდას ეგ ფორმა გაუსაღებელი დარჩა და ჩვენ შეგვტენა?:) ლურჯი რა შუაშია ერონულ ნაკრებთან ვერ ვხვდები :)))) ახლა არ დაიწყოთ იტალიის დროშაშიც არაა ლურჯი და არც გერმანიის დროშაა თეთრიო :) ის ტრადიციაა ბატონო და რამდენადაც ვიცი ეროვნული ფორმა დროშასთან კავშირში უნდა იყოს :)
ზურა
მგონი არსებობს ფეხბურთში ასეთი ცნება: პირველი და მეორე ნომერი. გუნდს, რომელსაც შეტევის თავი არ აქვს, ან ტაქტიკა აქვს შესაბამისად არჩეული, თამაშობს მეორე ნომრად. როცა მწვრთნელი წინასწარ აცხადებს, რომ მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს არ ითამაშებს, პრეტენზია არ უნდა ქონდეს, როცა ცარიელი ტრიბუნები იქნება გულშემატკივარი
ნეო
გიბრალტართანაც გაგვიჭირდება მოგება. მე 4 ადგილზე თუ გავიდა გუნდი მიღწევა იქნება, , ნუ ყველას გვაქ სურვილი რომ პირველ ადგილზე გავიდეთ მაგრამ რეალობა სულ სხვაა.
cotne-s
და რა ევალება გულშემატკივარს? აიღოს ბილეთი და უყუროს თამაშს,ფეხბურთელების ბრძოლას გამარჯვებისთვის,თავდადებას,...და ჩვენ რას ვუყუროთ? როცა მწვრთნელი წინასწარ აცხადებს რომ ეს ის გუნდი არაა შეტევაზე ითამაშოსო, აბა ბურთი როგორ უნდა გაიტანო გამაგებინეთ? ხო, კიდევ გვევალება ვუგულშემატკივროთ- მაგრამ ვის? მოედანზე სირბილი რო ეზარებათ? არ ვიცი რაღაცას ეტყობა ვერ ვხვდები.
baton guja kakhadzes
ნაკრები ფიზიკურად უკვე მზად უნდა იყოს ტაქტიკაზე და მენტალობაზე უნდა იმუშავოს მწვრთნელმა და 2 ვარჯიშით რას შემატებთ უკაცრავად? ცოტა დაფიქრდით რასაც საუბრობთ. ეს ნაკრებია და არა კლუბი. საქართველოში პროფესიონალები არ გჭირდებათ ყველაფრის მცოდნეები ხართ. ამიტომ სხვა ქვეყნებს ვახარჯავთ დროს და ჩვენს პროფესიონალიზმს სამწუხაროდ.ქეცბაია კიდე მეორე სააკაშვილია. მაგის ადგილას ბევრს შერცხვებოდა.
ტომას
თუ გუნდი არ თუ ვერ შეუტევს, რისთვის მივიდეთ სტადიონზე? რაღაც შეცდომაა, მთავარი მწვრთნელი ამას არ იტყოდა.
Irakli
შემტევ ფეხბურთს თუ ვერ ითამაშებთ აბა როგორ აპირებთ მოგებას თავდაცვით? მწვრთნელი რომ ამას იტყვის , მოთამაშეს რაღა უნდა მოჰკითხო.
gia_merebashvili@yahoo.com
წარმატებებიიი
gia
წარმატებებს გისურვებთ
gocha-gochashvili@yahoo.com
ბატონო თემური მერებაშვილმა რა დაგიშავათ ესეთი რომ საერთოდ გაფართოებულ სიაშიც აგარ ეძახით არა და დინამოს ლიდერია წლების განმავლობაში... ნუ კარგავთ ამ ფეხბურთელს გთხოვთ... მერე იძახით ნაკრები შემტევ ფეხბურთს ვერ თამაშობსო...
cotne
ძალიან მიუღებელია ეროვნული ნაკრების მიმართ აგდებული დამოკიდებულება,გულშემატკივარი მწვრთნელისგან და ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს,ეს ასეც უნდა იყოს,მაგრამ მათ ზოგჯერ ავიწყდებათ თუ რა ევალება გულშემატკივარს
fafriani lomi
ეგ არაფერი მტავარია რაგაც ფეხბურტის მზგავსი მაინც ვიტამასჰოტ
tamazi tsomaia
ბატონო თემურ ძალიან დიდ პატივს გცემთ,როგორც ფეხბურთელს,მაგრამ როგორც მწვრთნელი ანართოსისის დონეს ვერ გასცდით.ანანიძე,კანკავა,ყაზიშვილი,ოქრიაშვილი,ჭანტურია,მჭდლიძე,ებრალიძე,დავიჯეროთ ვერ შეუტევენ?გუნდი შეკარი და მერე მერე ვნახოთ.ხალხი პატივს გცემთ ჯერ კიდევ და თავს ნუ აძულებთ,გულიანი თავდადებული ფეხბურთელი იყავით და ნუ დაკარგავთ იმ სიყვარულს და პატივისცემას რაც მართლაც დაიმსახურეთ თქვენი თამაშით
levani
დავიჯერო ნაკრების ვერცერთი ფეხბურთელი 1 კაცს მაინც ვერ მოატყუებს? დაუჯერებელია იმიტომ რომ მტელი ცხოვრება ბურთს აგორებს და ერთ ილეთს მაინც ისწავლიდა. მეორე, ტაქტიკაა რომელიც მწვრთნელმა უნდა შეიმუშაოს. და მესამე, ფიზიკური მომზადება, რომელიც ერთერთ მთავარ კომპონენტს შეადგენს და მაინტერესებს 25 წლის მანძილზე რითი ვერ შეძლეს ამ პრობლემის აღმოფქვრა? იქნებ ვცადოდ ამგუჯა კახაძის ვარჯიშები, ბევრჯერ იყო მისი სტატიები გამოქვეყნებული, და ის საოცრებებს გვპირდება. ვცადოთ
ზურაბ
შემდეგი ამხანაგური ფარერებთან გავმართოთ,შემდეგ სანმარინოსთან და იქნებ ამით მაინც ავიმაღლოთ რეიტინგი
guja_kakhadze
ჟურნალისტები! ვისაც ჩემი ვარჯიში ერთხელ მაინც გინახავთ რატომ არ ჰკითხავთ, ფედერაცია რატომ არ იყენებს ჩემს მეთოდს? ეროვნულ ნაკრებს ორ ვარჯიშში ფიზიკის პრობლემას რომ მოვუხსნი ეს ხომ კარგად იცით?
zura1504
იმედია, ლიხტენშტეინს მაინც შევუტევთ :)))
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
სანიოლის კაპიტულაცია
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...