ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! - თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია [სრულად]

მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! - თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია [სრულად]

"თუ ვერ მივაღწევთ შედეგს, ეს იქნება ჩემთვის ბოლო თამაში ამ პოსტზე"
* თუ პოლონეთის ნაკრებთან წავაგებთ, ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები!

* აკაკი ხუბუტია ამ ჩემპიონატში საუკეთესო იქნებოდა და ვინ დავაყენო ცენტრალურ მცველად?

* პირდაპირ ვაცხადებ: ამ საქართველოს ჩემპიონატში მეც ვითამაშებდი!

* ვიღაცაში არ შეგეშალოთ! მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიყიდია.

* ვინ არის დვალი? სადაც წავიდა, ყველგან გამოუშვეს.

* მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩამდე ოთხი დღით ადრე ქართული მედიის ცნობისმოყვარეობა პრესკონფერენციაზე დააკმაყოფილა.

ნაკრებმა საპოლონეთო სამზადისი უკვე დაიწყო. ერთი რამ ცხადია - ნებისმიერი შედეგი, გარდა გამარჯვებისა, ეროვნული გუნდისთვის წარუმატებლობად შეფასდება. ეს ბუნებრივიცაა. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი კარგავს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. არადა, სწორედ ეს მისია იდგა ნაკრებისა და მისი მთავარი მწვრთნელის წინაშე შესარჩევი ციკლის დაწყების წინ...

ამაზე ბევრი დაიწერა და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ამიტომ სჯობს, ეროვნული გუნდის დამრიგებელს მოვუსმინოთ:

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. თანაც, ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, შესარჩევის დაწყებამდე რომ ვერავინ წარმოიდგენდა. გვეგონა, გერმანია პირველ ადგილზე იქნებოდა, არადა, ერთი ქულითაა ჩვენზე წინ... პოლონეთი ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მჯერა ჩემი გუნდის.

- თქვით, რომ ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩის შემდეგ მიიღებდით ნაკრებიდან წასვლის ან დარჩენის გადაწყვეტილებას. ამ მხრივ, პოლონეთთან შეხვედრაც მნიშვნელოვანია...

- ჩვენ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დავისახეთ ძალზე ამბიციური გეგმა - პლეი ოფის საგზური. რას წერენ საბერძნეთში, მე არ ვიცი. სანამ აქ ვარ, ვფიქრობ მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე. თუ ვერ მივაღწევთ შედეგს, ეს იქნება ჩემთვის ბოლო თამაში ამ პოსტზე.

- შედეგში რას გულისხმობთ?

- წაგების შემთხვევაში მე აღარ ვიქნები საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

- რომელი პოლონეთი უფრო ძლიერია - 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში რომ დავამარცხეთ თუ ახლანდელი?

- ჩემი აზრით, ეს პოლონეთი უფრო ძლიერია. ისინი რთულ თამაშს ელიან თბილისში. პოლონეთის ძალაზე მეტყველებს მისი სატურნირო მდგომარეობა ჩვენს ჯგუფში.

- რატომ არიდებენ თავს ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოსვლას?

- ეს ჩვენი პრობლემაა. ხშირად უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება გვიხდება. რაც შეეხება ამ ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებს, რა ვქნათ, გვიწევს უთამაშებლების გამოძახება. არ არის რესურსი.

- ესაუბრეთ თუ არა თორნიკე ოქრიაშვილს?

- ის ხვალ ჩამოვა. ვერ დავუკავშირდი პირადად, თუმცა ახლობლებს ვესაუბრე. ქართველებს ყველგან აქვთ პრობლემები და ყველგან თემურ ქეცბაია ხომ არ არის? ამაზეც დავფიქრდეთ...

- რატომ გამოიძახეთ ნაკრებში ოქრიაშვილი, ხუბუტია და კაკუბავა? ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კაკუბავას გაყიდვა გინდათ... ოქრიაშვილმა სახეში შეაბოლა სიგარეტი ნაკრების მეორე მწვრთნელს. რატომ არ უხმეთ ჯაბა დვალს?

- ინტრიგანობაა ეს და მეტი არაფერი! ოქრიაშვილმა შეიძლება ერთი თვე არ ივარჯიშოს, მაგრამ ჩამოვიდეს და თამაში მოიგოს, მაგრამ ინტრიგანი ხარ და ეს არ გაინტერესებს.

- ნიკა ჭანტურია, თევზაძე, ტაბიძე... მიეცემათ ახალგაზრდებს შანსი?

- ნუთუ ვერ ხედავთ სხვაობას საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპას შორის? თუ ამას ვერ ხედავთ, მაშინ აზრზე არ ყოფილხართ. ხუბუტია საქართველოს პირველობაზე საუკეთესო იქნებოდა. საქართველოს ჩემპიონატში მეც კი ვითამაშებ.

რით ვჯობივართ გიბრალტარს? მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! ზოგიერთ კლუბში ხუთი თვეა, ხელფასი არ აუღიათ ფეხბურთელებს. 0:8 წავაგოთ? თქვენ ეგ გინდათ! ვინ ვათამაშო? არ დამიტოვებია არავინ! ვიღაცაში არ შეგეშალოთ! მე არავინ გამიყიდია!..

ვინ არის დვალი? სადაც წავიდა, ყველა გუნდიდან გამოუშვეს. რა, ასე არ იყო? რომელს სჯობია - ჭანტურიას თუ გელაშვილს?

- ისევ პოლონეთთან თამაშზე ვთქვათ...

- მე რომ ეს ბიჭები სულ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგაში ვათამაშებ. მოკლე დროში ეს არ გამოდის. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა მოგება. ყველაფერს თავისი წესი აქვს... ხუბუტიას რომ არ დავუძახო, ვინ დავაყენო ცენტრალურ მცველად? ამაზე ხომ უნდა იფიქროთ?

ბიჭებისგან მოგებას ითხოვთ პოლონეთთანაც და სხვასთანაც, მაგრამ ამ მოთხოვნას ხომ უნდა ჰქონდეს რეალური საფუძველი? არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ჩვენი მედიის ნაწილს არ უხარია ნაკრების წარმატება. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• murtalo

...ეეეჰ!

• qazwsx

მეთქი, რა ხდება? ... ქეცბაიას დამცველები, უმეტესობა ალბათ მეგრელებია.

• wc 2018 champion

საქართველო შოთა არველაძის მწვრთნელობით მოხვდება 2018 რუსეთშI კარგად დაიმახსოვრეთ და და იქ 7 თამაშს ითამაშEბს

• exo

შენ მესაფლავედ ყავდით მოწვეული?

• ახალი

ვერაფრით ვერ დავეთანხმები ქეცბაიას,რომ დაუშვილზე ნაკლებად შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება კობახიძეს,მინიმუმ-არანაკლებად მობილურია!და მგონი მეტად!და თან კობახიძეს შექმნაც შეუძლია,შეტევის დინამიკასაც გაცილებით გააძლიერებს და თან ძლიერი(მგონი საუკეთესო ჩვენს ფეხბურთელებში!),საკმაოდ კარგად დაყენებული დარტყმა გააჩნია და მეტოქისთვის პრობლების შექმნაც(რაც დაუშვილისგან გამორიცხულია).ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ ქართველ მწვრთნელს ვთხოვე აზრი გამოეთქვა დაუშვილზე და მოკლედ მოჭრა-,,მე დაუშვილს ნაკრებში საერთოდ არ გამოვიძახებდი,,-ო... -ირლანდიასთან დამარცხებით,ნაკრებმა დაკარგა პრაქტიკული შანსი მესამე ადგილისთვის ბრძოლის!შანსი იყო გლაზგოში გამარჯვებით შანსი დაბრუნებულიყო და ისევ შვიდი ფეხბურთელი,რომლებიც მხოლოდ ჩაშლაზე არიან ორიენტირებულები...ისევ ფრეზე თამაში!ლოგიკა?როგორ იბრძვი მესამე ადგილისთვის ,თუ მხოლოდ ფრეზე ხარ ორიენტირებული?მათემატიკა სკოლაში არ უსწავლია ქეცბაიას?მესამე ადგილი თუ გაქვს დასახული,მინიმუმ უშუალო ონკურენტებთან 9-10ქულა უნდა აიღო ექვს თამაშში!დღეს ორ თამაშში გვაქვს ნოლი!სოტუაცია უფრო გართულდა ,როცა გერმანიამ დაკარგა ქულები ,რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია,თუ იმედი გვაქვს,რომ გერმანიას უკან მოვიტოვებთ და ჩვენი კონკურენტია?....

• აკაკი

მერე ვინ მოკლა?

• Grigoli

დასაწვავია ფეხბურთის ფედერაცია!!!

• goga

ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას

• temoqute

ხალხო მიკვირს თქვენი ვინც ფეღბურთელებს ამართლებს და ქეცბაიას აკრიტიკებს,,,,ნუთუ ვერ უყურებთ რო ჩვენი ნაკრების 99% თავიანთ კლუბებში სკამებს ხეხავენ წონაშI არიან ფიზიკურათ სირბილი არ შეუძლიათ უდისციპლინოები არიან თავიან კლუბებში დუბლებშI თამაშობენ ზოგი განაცხადში ვერ ხვდება რა ქნას ამ კაცმა ამ გუნდიდთ ამიხსენით???ამათზე კაი თაობა გვყავდა ქინქლაძე არველაძეები ჯამარაული დემეტრაძე ცქვიტიშვილი რომელი ერთი ჩამოვთვალოოო კაი ტრეინერებიც გვყავდა რომელმა დადო შედეგიიი ერთი დამისახელეთ და ხმას არ ამოვიხებ????ამ თაობის ნაკრებიდან ორი კაცი იმსახურებს ნაკრებში თამაშს ხუბუტია და კანკაავა ხუბუტია იმიტომ რო ათასი ჩხუბი გადაუტანიაა თავის კლუბში რო ნაკრებშI ჩამოსულიყო ასათი ჯიგრიანი ბიჯები გვინდა ,,,ბაზარი არაა ოქროაშვილი ანანიძე ძალამიძე ყენია მჭედლიძე ნიჭიერები არიან მარა ესენი სულ სიგარეტის მოწევის და გულავის მეტი არაფერი უნდათ დავიჯერო ეხლა ოქრიაშვილი დედიკოს და მამიკოს გარეშე ვერ ძლებს???მაშIნ უკრაინაში როგორ ძლებდა??? ეს მხოლოთ მიზეზი იყო იგულავა ბიჯმა რესტორნიდან რესტორანშI ქეიფობდა სიგარეტს აბოლებდა ასე ძმაო სპორცმენი არ უნდა იქცეოდეს წონის პრობლემა როექნება ფეხბურთელს იქ მთავრდება ყველაფერიი,,,,ქეცბაია უნდა წავიდეს და წავა კიდევაც განა იმიტომ რომ მისი ბრალია ნაკრები ამ დგეში როა არა იმიტომ უნდა წავიდეს რო ენა ჩააგდებიოს ბარეორს მოვა სხვა და კიდე ვარეს დღერში ვიქნებით და ესე ვიტრიალოთ კრუგზე ყველა აკრიტიკებს ტრეინერს არადა ფეხბურთელებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას არ დეიცვამს ჯიგრულათ და მართლა თავს არ შეაკლავს მეტოქეს არ უნდა ჩამოასუნიო საქართველოში

• goga

ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას

• ბიკენტი

მოკვდა ხოო?! მოკვდა ქართული ფეხბურთი-ალბათ ესენი მოედანზე რო არიან ესენი ფეხბურთელების სულებია,თანაც უპატრონოები.იმიტომაც დადიან ასე უთავბოლო ბატებივით მოედანზე.ეეჰ რა გინდა,რო ქნა

• Lasha

შედეგს ვერ დებს შეიძლება, მაგრამ ამაზე უკეთესიც არავინ მეგულება. თანაც ეს კაცი თავის ფეხბურთელებს კი არ ლანძღავს, რაც სიმართლეა, იმას ამბობს. კლასით, ფიზიკურად, ფანტასტიკურად რომ ძალიან დაბალ დონეზე ვართ, ეს ხომ ცხადია?! ეხლა ბიჭები მოედანზე კი აკეთებენ, რასაც შეუძლიათ, მაგრამ მარტო მონდომებით სპილოს ზურგზე ვერ შემოიგდებ და ცხენს ვერ გაასწრებ.

• ნიკო

დაახლოებით 40 წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ათასობით პრესკონფერენცია და ინტერვიუ მინახავს და წამიკითხია. ქეცბაია ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც თავის ფეხბურთელებს ლანძღავს და აბრალებს წარუმატებლობას. ერთადერთი მსოფლიოში:))))))))))))

• kola

დაანებოს ფედერაციამ ფეხბურთელების კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებას თავი. პირად მოგებას ნუ ელოდებიან.ეს ანგრევს ფეხბურთელთა მომავალს.დაანებონ თავი და ძალიან ,ძალიან სერიოზული კლუბები ინტერესდებიან ჩვენი ახალგაზრდებით,მაგრამ ესენი ნაკრებში იმ რაოდენობის თამაშს არ ათამაშებენ,რაც აუცილებელია უეფას კანონებით.ესაა თავი და თავი ფეხბურტელთა დაბალხარისხიანი კლუბებში თამაშს.ესენი არ უშვებენ,Fული,ფული და ფული უნდა მისცე და შემდეგისთვის კიდევ რაღაც პროცენტი.ასე ინგრევა ახალგაზრდა და მიწდება ქართული ფეხბურთი.ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ.

• koki

ამიტომ ვამბობ ორი ნაკრერბი გავაკეტოტ რომ კონკურენცია იკოს

• gela sulaqvelidze

cavides raa dagvasvenos sxva moinaxeba

• gela sulaqvelidze

ცავიდეს რაა ეგებ ვიხაც გამოჰდეს ნორმალური მცვრტნელიი ჰვენ ვიციტ როო ფეხბურტელების კრიზისიაა მე ტუ მკიტხავს კაცი საერტოდ არ უდა გამოუცახო უცხოეტსი კლუბებსი მკოპ პეხბყრტელებს აქ ჰვეტა სულრო 11 კაცი აიკვანო ჰვენივე კლუბებიდან ამატზე უფრო ჯიგრიანატ იტამასებენნ

• temoqute

იმენა 100 ანს ამბობს ეს კაცი ამიტომაც მევასება და ამიტომ არ ევასებათ ფეღბურთელებს ლოთობის და გულავის მეტს არაფერს არაკეთებენ,,,,ერთ გოლს გაიტანენ და თავში უვარდებათ ეგრევე,,,,რა გააკეთა ფეღბურთში ოქრიაშვილმა ისეთი რო ვარსკლავათ მოაქ თავი?????კვდრები არიან ეს ჩვენი ფეღბურთელები და რა ქნას ამ კაცმა გენაცვალე ქეცბა,,,ადექი და წადი რო ხელი შენ ვერ შეგახოცონ და რადღეშიც ჩავარდება ნაკრები მერე ყველა ვნახავთ და სულ გი ნება ექნებათ მაგ გაჭირებულებს ამისულაშვილის ნაირი მოხალატეებით როა ნაკრები სავსე მიტო ვართ ამ დღეში,,

• ვაი საქართველოვ

ოქრიაშვილს გენკის სპორტული დირექტორი რომ მოჰყვება ვითომ "დასაკვირვებლად", სინამდვილეში კი ოქრიკა დედასთან რომ არ გაიქცეს და აქ რომ არ დარჩეს იმიტომ რომ მოჰყვება ეს კაცი ესეც ქეცბაიას ბრალია? რამდენჯერ მითქვამს და კიდევ ვამბობ, ქეცბაია არ გვჭირდება ჩვენ მწვრთნელად, ძალიან ძვირი გვიჯდება. მართლაც არის მაღალი დონის მწვრთნელი, მაგრამ როდესაც ოპელ ვექტრათი გინდა ფერარის, მერსედესს ან მაკლარენს ებრძოლო იქ ამ ჩვენი ოპელ ვექტრას "პილოტად" ალონსო არ გვჭირდებააააა..... გაიგეთ რა..... მაშინ როდესაც ყველაზე მაგარი კლუბი სადაც ჩვენები თამაშობენ მხოლოდ გენკია და სხვა დანარჩენები ვინ სად თამაშობს არავინ რომ იცის, ისიც მეორე ლიგის დუბლებში.... კატასტროფაა.... აქ ქეცბაია არაფერ შუაშია... და იმ ერთერთი შეკითხვის ავტორ ჟურნალისტს მინდა რომ ვუპასუხო, რომელმაც იკითხა: "- რატომ გამოიძახეთ ნაკრებში ოქრიაშვილი, ხუბუტია და კაკუბავა? ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კაკუბავას გაყიდვა გინდათ... ოქრიაშვილმა სახეში შეაბოლა სიგარეტი ნაკრების მეორე მწვრთნელს. რატომ არ უხმეთ ჯაბა დვალს?" თუ ფეხბურთელი სახეში აბოლებს სიგარეტს ნაკრების მეორე მწვრთნელს, იმ ნაკრებისგან რა შედეგს ელოდები? ხომ ხედავთ რომ არჩევანი არ არის? ყენიაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, ადამიანი ძლივს გადავიდა პრაღის სლავიაში და 3 ნოემბერს ითამაშა სარეზერვო გუნდში, აზრზე ხართ რა ხდება? ანანიძე სპარტაკის დუბლებში, ოქრიკაც გენკის დუბლებში თავისი საქციელის გამო, ჭანტურია კლუჟში, დანარჩენები სადაც თამაშობენ იმ კლუბების ვებგვერდები როგორ იკრიფება კლავიატურაზე ეგეც არ ვიცით..... ჩვენ კიდევ ქეცბაიას უნდა ვაგინოთ. 100%-იანი თქვა, საქართველოს დონის ჩემპიონატში მეც კი ვითამაშებო, ასაკის მიუხედავად, არ არის მართალი? ყველას ვეთანხმები ვინც ქეცბას წასვლას ითხოვს, ოღონდ მე დავეთანხმები იმ მოტივით, რომ ამხელა ბიუჯეტიანი და ამ დონის მწვრთნელი ჩვენ არ გვჭირდება. ეს რომ იყოს ნებისმიერი საშუალო დონის ევროპული კლუბის მწვრთნელი მჯერა, რომ აუცილებლად შედეგს მიაღწევს

• koba

მართალია ეს კაცი რას ერჩით,ფეხბურთელების მაგივრად ვერ შევა მოედანზე და ახლა ვერ ასწავლის თამაშს,ფეხბურთელებმა თუ არ მოინდომეს თვითონ არ გამოვა არაფერი ვინც არ უნდა მოიყვანონ

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს

უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"

ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

ლევან კაკუბავა: "საბურთალომ" ქვეყნის სახელი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უნდა დაიცვას

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]

"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?