მილანის "ინტერის" ყოფილ მწვრთნელს გული აწუხებს
რამდენიმე დღის წინ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალტერ მაცარი გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი რობერტო მანჩინიმ დაიკავა.

53 წლის მაცარისთვის "ინტერი" მეშვიდე კლუბი იყო პროფესიულ კარიერაში. მან ყველაზე ნაყოფიერად "ნაპოლიში" იმუშავა. იტალიელი სპორტული ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა სენიორ ვალტერმა და მას რამდენიმე კითხვით მიმართეს.

- თუ მიიღეთ რომელიმე კლუბისგან წინადადება?

- უცხოეთიდან შემეხმიანნენ, მაგრამ უარით გავისტუმრე. მუშაობაზე არ ვფიქრობ, დასვენება მჭირდება და წინადადებებს არც ველოდები.

- ნუთუ ასე დაგწყვიტათ გული "ინტერიდან" წამოსვლამ?

- "ინტერში" მთელი გულით ვმუშაობდი, მაგრამ მწვრთნელის ხვედრი ასეთია. წარსულს ვერ დავაბრუნებთ და ბედს უნდა შევეგუოთ. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე.

- და მაინც, სად ისურვებდით მუშაობას?

- არსად. ვისვენებ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფეხბურთს გულშემატკივრის როლში ვუყურებ და ეს ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მუშაობას არ ვაპირებ.

კარიერის დასასრული?

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ვალტერ მაცარი სერიოზულად ფიქრობს სამწვრთნელო კარიერის დასრულებას და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს. მაცარის კარიერის დასრულება "ნაპოლიში" მუშაობის დროსაც სურდა და ამის შესახებ ერთხელ განაცხადა კიდეც, თუმცა შემდეგ "ინტერის" შეთავაზებას ენთუზიაზმით დათანხმდა.

საქმე იმაშია, რომ ვალტერს გულის პრობლემა აქვს და პერიოდულად მკურნალობის პროცესს გადის. მაცარის "ინტერთან" კონტრაქტი 2016 წლის მაისამდე აკავშირებდა და რადგან კლუბმა ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება, კომპენსაციის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ მაცარიმ ახალ სამსახურზე არ იფიქროს და მშვიდად დაისვენოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ძაკარდო: ამ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, შეუძლია დიდებული გახდეს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
იტალიის უჩვეულო უმუშევართა ბირჟა - ვარსკვლავურ მწვრთნელებს აღარ იწვევენ
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
გენუის "სამპდორია": ვინ შეცვლის სინიშას?
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
შესაძლოა, ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეგრი შეცვალოს
რობერტო მანჩინი: "ინტერი" ჯერ გუნდად უნდა ვაქციო
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ვალტერ მაცარის გაშვების მიზეზი რობერტო მანჩინია
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
ვინ გაწვრთნის ტურინულ გუნდს - "ტორინო" ცვლილებების მოლოდინში
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს