...ცოტა მეტი ფეხბურთი, ცოტა მეტი პასი, მეტი შეტევა და არა - მთების გადადგმა
ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? ამ კითხვას საბოლოო პასუხი, ალბათ, იანვრის დასაწყისში გაეცემა. დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია კონკრეტულ კანდიდატურებსაც დაასახელებს, მანამდე კი მხოლოდ ზოგადი მსჯელობა შეგვიძლია.

"ლელოს" წინა ნომერში საქართველოს ნაკრებში უცხოელი სპეციალისტის დანიშვნის ალბათობა განვიხილეთ, დღეს კი მწვრთნელობის ქართველ კანდიდატებზე უნდა ვიმსჯელოთ.

ამ ეტაპზე დიდია ალბათობა, რომ საქართველოს უპირველესი გუნდი სწორედ ადგილობრივმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, თუმცა არც უცხოელი უნდა გამოვრიცხოთ.

ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დანამდვილებით დავწეროთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებითაც მუშაობს...

გამოცდილები

ალექსანდრე ჩივაძე, კახა ცხადაძე, გია გეგუჩაძე - გამოცდილი მწვრთნელებიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შანსი ამ სამეულიდან ერთ-ერთს აქვს. თითოეულ მათგანს გვარიანი კოზირი უჭირავს ხელში.

ასე მაგალითად, ჩივაძე ორჯერ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მას აქვს ქარიზმა და უდიდესი ავტორიტეტი. ჩივაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებში, ალბათ, წერტილი დაესმება ყველა ქვედინებას.

ცხადაძის პოზიცია ცნობილია. ის თანახმაა, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე მოამზადოს საქართველოს ნაკრები მომდევნო ორი შესარჩევი მატჩისთვის. ჯერჯერობით უცნობია, დათანახმდება თუ არა ამ წინადადებას ფეხბურთის ფედერაცია.

ცხადაძეს აზერბაიჯანის "ინტერში" ტიტულები არ აკლია, აზერული საკლუბო ფეხბურთი კი აღმავლობის გზაზეა. ცხადაძეს აქვს ერთი თვისება, რომელიც ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს ძალიან უნდა გამოადგეს - მას შეუძლია, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებისგან შეკრას ბრძოლისუნარიანი გუნდი. აღარაფერს ვამბობთ სათამაშო დისციპლინასა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის ცოდნაზე. თავის დროზე, ცხადაძემ იმუშავა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

გეგუჩაძე "ზესტაფონს" უდგას სათავეში. დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში სწორედ მან მიაღწია საუკეთესო შედეგს - თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა. მას არ შეუძლია შეტევის, სანახაობის გარეშე. ეგაა, სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.

ახალგაზრდები

ამ კატეგორიაში ის მწვრთნელები ერთიანდებიან, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთან ერთად რომ მიაღწიეს წარმატებებს - ათამაშეს ისინი ევროფორუმებზე.

გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე - "ახალი ტალღიდან" სანაკრებო პრიზმაში ესენი უნდა განვიხილოთ.

სამივე მათგანი ინტელექტუალია, შეუძლია მოთამაშეთა მოტივაცია. ისინი ბევრს სწავლობენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საფეხბურთო ცოდნას.

ჭრელ ქართულ საფეხბურთო მილეთში ამ ეტაპზე კაცი არ მეგულება, ამ ტრიოზე ცუდი თქვას. მეტიც - თუ რამ გვახარებს დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, მათ მიერ გაწვრთნილი გუნდების ჩაუქობაა, მაგრამ...

აქ არის ერთი "მაგრამ" - ეყოფათ კი მათ გამოცდილება იმისთვის, რომ ხელი დაატყონ საქართველოს ნაკრებს?

უარი არ უნდა გაგვიკვირდეს

არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა ეროვნული გუნდის გაწვრთნა იუაროს, მით უმეტეს, ამის ნიშნები უკვე არის.

საქართველოს ნაკრებში მწვრთნელები მაშინაც ვერ აღწევდნენ შედეგს, როცა მაღალი დონის ევროპულ გუნდებში ქართველი ფეხბურთელების ცვენა იყო. მით უფრო, რთული იქნება ახლა, როცა მაღალი კლასის ბევრი მოთამაშე არ გვყავს.

გამოდის, რომ სპეციალისტს, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდება, ყველაფრის სასწორზე შეგდება მოუწევს. იქნებიან მსურველები? ვნახოთ!

ნუ ველით მესიას!

ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა მოგვდგამს: სულ მესიას ველით. გვგონია, რომ მოვა ვიღაც, ვინც ერთი ხელის მოსმით მოერევა ყველა პრობლემას და გვიშველის. ეს მხოლოდ საფეხბურთი პრობლემა არ არის, ეს ჩვენი საერთო-ქართული შეგნების პრობლემაა.

ცხადია, "მესიანური მოლოდინი" არსებობს ქართულ ფეხბურთშიც. სწორედ ეს მოლოდინი უნდა მოისპოს, რაკი ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ნაკრების ახალ დამრიგებელს.

მოვითხოვოთ მისგან კონკრეტული, თუნდაც მოკრძალებული ამოცანის შესრულება. მოვითხოვოთ ცოტა მეტი ფეხბურთი, ცოტა მეტი პასი, მეტი შეტევა და არა მთების გადადგმა.

მისია: გარდატეხა!

ქართული ფეხბურთი ვერაფრით იქნება განცალკევებით ჩვენი ქვეყნის წარსულთან. საქართველოს ისტორიაში მუდამ ასე იყო - ქვეყანას გმირი ევლინებოდა მაშინ, როცა თითქოს არსაიდან ჩანდა საშველი, როცა ქვეყნის რესურსი თითქოს სამუდამოდ და საბოლოოდ დაშრეტილი იყო.

ჩვენ არ ველით გმირს, ქართული ფეხბურთის გადამრჩენს კი ველით. ნაკრების ახალმა დამრიგებელმა იმდენი კი უნდა შეძლოს, რომ საქართველო არ წაიშალოს საფეხბურთო რუკიდან და მართლა არ მოკვდეს ქართული ფეხბურთი.

იმდენი უნდა შეძლოს, რომ აღარავინ მოგვიხსენიოს ფარერების, ლიხტენშტაინის ან სან მარინოს გვერდით. ახალი მწვრთნელის მისია სრულ უძრაობაში გარდატეხის შეტანა უნდა იყოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ZVELI
ამ აბდაუბდას წერა არ მოგბეზრდა არაკაცო. თუ ქართული ფეხბურთი გაინტერესებს გამოიკვლიე და დაწერე რეალური მიზეზები ფეხბურთის განადგურების.
akhali II
რა მაგრად აფასებ ყველაფერს)) დადექი მერე)) თუ გიყვარს ასე შეტევა. ეგრევე გეტყობა რო პიროვნული პრობლემები გაქვს,ვიდრე საღი აზრი
akhali
ოროსანი-სამოსანი ფეხბურთელების ფეხდერაციის პრეზიდენტად და ტოპ-მენეჯერად ჩამოყალიბების გჯერათ?ფეხბურთელობა და ტოპ-მენეჯერობა სხვადსხვა პროფესიებია... -პროვინციალიზმი...
akhali
გეგუჩაძე?დაგავიწყდათ ტრნავის სპარტაკის სოფლის კლუბისგან განადგურება?თუ ტრნავა ევროპის ტოპ-კლუბია?გეგუჩაძეს შეტევითი ფეხბურთი უყვარს?მეც მიყვარს შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი და ამიტომ პრეტენზია უნდა მქონდეს ნაკრების გაწვრთნაზე? -მათეუსი?რა იფიქრეს ფედერაციაში?ამათ ყველა გულშემატკივარი მაგარი მყუდრო გონიათ....რადგამ მაგარი გერმანელი ფეხბურთელი იყო,ე.ი.მაგარი მწვრთნელია?თუ გულშემატკივარში თავს იწონებენ,რომ რა მაგარი კანდიდატურა ,,გავჩითეთო,,?გოიმს რა ხშირად სხვა გონია გოიმი... -ვის უნდა ,,აჭამოთ,, ,,ბაბნიკი,, მათეუსით? და რა ცვლილებზე და თანამედროვე ფეხბურთზე გვაქვს პრეტენზია?ჯერ კიდევ ტვინში საბჭოთა მენტალიტეტია...კლუბების სახელწოდებაა ჯერ სასაცილო,კომიკური:მეტალურგი,ტორპედო,დინამო-2ბათუმი....
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს