ქართული სპორტული მედია თითქმის ერთსულოვანია - საქართველოს ნაკრები ქართველმა უნდა გაწვრთნას!
ქართული სპორტული მედია თითქმის ერთსულოვანია - საქართველოს ნაკრები ქართველმა უნდა გაწვრთნას!

სანამ ქვეყნის მთავარ გუნდს არ ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩვენი უპირველესი საფიქრალიც ესაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლა კანდიდატურებს განიხილავს და ვინძლო, ამ განხილვისას ქართული სპორტული მედიის აზრიც გაითვალისწინოს.

რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხეთ ყველა სპორტული ჟურნალისტის გამოკითხვა, თუმცა ბევრი ჩვენი კოლეგის აზრი შევიტყვეთ. სპორტულმა ჟურნალისტებმა ასეთ კითხვას უპასუხეს: ვის მოიაზრებთ საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელად?

ელენე ბილიხოძე ("საქართველოს რადიო"):

"ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ არჩევანი შეჩერდება ქართველ სპეციალისტზე. მიმაჩნია, რომ საუკეთესო კანდიდატი გია ცეცაძე იქნება".

გიორგი ვაშაკიძე ("ჩვენი თამაში"):

"არჩევანი ქართველ სპეციალისტზე უნდა შეჩერდეს. ასეთია ჩემი აზრი. კანდიდატურებზე კი არ დავკონკრეტდები".

კობა ინასარიძე ("ჩვენი თამაში"):

"იუპ ჰაინკესი მგონია იდეალური კანდიდატი. ეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიიდან აქტიურ სამწვრთნელო მოღვაწეობას დაუბრუნდება".

გია პლატონიშვილი ("საქართველოს რესპუბლიკა"):

"ჩემი აზრით, არჩევანი კახა ცხადაძეზე უნდა შეჩერდეს. კახას სამწვრთნელო კარიერა წარმატებულია. მას აქვს სამწვრთნელო ერუდიცია, შეუძლია გუნდის აწყობა და არის დისციპლინის მოყვარული. ის ამ შანსს იმსახურებს.

ლაშა თაბაგარი ("მსოფლიო სპორტი"):

"შოთა არველაძე ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატურაა, მაგრამ მან თავად იუარა ეროვნულ გუნდში მოსვლა. მაშინ უპრიანია, დაინიშნოს საქართველოში დასაქმებული ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ასეთად მე გია გეგუჩაძე მიმაჩნია. კარგ უცხოელს კი, ცხადია, დიდი თანხა დასჭირდება.

ლევან სალუქვაძე ("სილქ TV"):

"კახა ცხადაძე ან შოთა არველაძე. როგორც ვიცით, შოთამ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს საქართველოს ნაკრებში მოსვლას.

ყველაზე რეალური და სასურველი კანდიდატურა ცხადაძე მგონია. მას ფეხბურთელობის დროსაც ჰქონდა და მწვრთნელობის პერიოდშიც არ აკლია მიღწევები. მისასალმებელი იყო მისი ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არის, ორ მატჩში უფასოდ უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.

დავით მინაშვილი ("I არხი"):

"კონკრეტული გვარის დასახელება მიჭირს. ერთი კი შემიძლია ვთქვა: საქართველოს ნაკრები პროფესიონალმა ქართველმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს.

დავით ერაძე ("რუსთავი 2"):

"ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე თანხმობის თქმა მგლის ხახაში თავის შეყოფას ჰგავს. ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს მწვრთნელად, ვინც ცივი გონებით განსჯის ყველაფერს და ისე დათანხმდება ამ შეთავაზებას.

ახალ მწვრთნელს სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს. მე ქართველისკენ ვიხრები, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვალიფიციური უცხოელის ჩამოსაყვანად სახსრები არ ეყოფა. ძალიან მომწონს გიორგი დევდარიანის, კახა ცხადაძისა და გია გეგუჩაძის კანდიდატურები.

ვახტანგ გაფრინდაშვილი ("მაესტრო"):

"დღევანდელ ვითარებაში უცხოელი არ გვჭირდება. უნდა იყოს ქართველი, რომელიც ბოლომდე აითვისებს ეროვნულ ჩემპიონატში არსებულ რესურსს და თანაც, გათვლას გააკეთებს პერსპექტივაზე.

ჩვენი ლეგიონერები ძირითადად სკამზე სხედან და არ თამაშობენ. ამიტომ, უმჯობესია, ძირითადი აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდეს.

მიხეილ აბაიშვილი (სპორტული ჟურნალისტი):

"ნაკრები აუცილებლად ქართველმა უნდა გაწვრთნას. ამ კუთხით არის არჩევანის საშუალება.

მაგდა კლდიაშვილი ("პრაიმ ტაიმი"):

"გია გეგუჩაძე! მან ყველგან მიაღწია წარმატებას. ფეხბურთელებს სიამოვნებთ მასთან მუშაობა. უპირატესობას ანიჭებს სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს და იცის ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

პაატა ძნელაძე (სპორტული ჟურნალისტი):

"შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო კანდიდატად კახა ცხადაძეს დავასახელებდი. მის მიერ მოგებული ტიტულები ბევრ რამეზე მეტყველებს.

დავით თავართქილაძე ("ჩვენი თამაში"):

"თუ ნაკრების მწვრთნელი ქართველი იქნება, შოთა არველაძესა და გია გეგუჩაძეს დავასახელებდი. შოთა შესანიშნავად იცნობს თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს და ასეთივე ადამიანია. რაც შეეხება გეგუჩაძეს, მან ყველა ქართულ კლუბში დაამტკიცა, რა შეუძლია. მან იცის გუნდის აწყობა და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა.

რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტის იდეას, მე იურგენ კლოპი მომწონს, თუმცა, ცხადია, ამ ეტაპზე ეს არარეალურია.

ნიკოლოზ ნეფარიძე ("ლელო"):

"ქართველი მწვრთნელებიდან ვერავის ვხედავ ისეთს, ვისი დანიშვნაც უპრიანი იქნება. ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა: ორი თამაშით ან ციკლის ბოლომდე მწვრთნელის დანიშვნა საქმეს არ არგებს. ამ ციკლის დარჩენილი თამაშები მომავალი შესარჩევისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

ქართველებიდან უპირატესობას ვასილ მაისურაძეს მივანიჭებდი, თუმცა ამ ეტაპზე მას შედარებით აკლია გამოცდილება. ჩემი აზრით, წელიწადში ნახევარ მილიონ ევროდ შეიძლება ისეთი უცხოელი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ჩვენს ნაკრებს გამოადგება".

დიმიტრი ობოლაძე ("რუსთავი 2"):

"ამ ციკლში რა მიზანი უნდა დავუსახოთ ახალ მწვრთნელს? სამომავლო პერსპექტივაზე გათვლით კი უმჯობესი იქნება, საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტს ჩავაბაროთ".

ლაშა დვალიშვილი (სპორტული ჟურნალისტი):

"ყველაზე ოპტიმალური შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის კანდიდატურები მგონია. ამ ეტაპზე უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა საქართველოს ნაკრებში წამგებიანი იქნება. ჯერ ერთი, მაღალი დონის უცხოელს დიდი თანხა სჭირდება და მეორეც - უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაციაა თავად საქართველოს ნაკრებში".

გია ტუხაშვილი ("ლელო"):

"დავასახელებდი კახა ცხადაძის კანდიდატურას. 10 წელია, ცხადაძეს უწყვეტი სამწვრთნელო პრაქტიკა აქვს. ის მეექვსე სეზონია, საქმიანობს აზერბაიჯანში და წინა ხუთ სეზონში შედეგი ჰქონდა. საქართველოში მოღვაწეობის დროს კახამ ჩემპიონი გახადა თბილისის "დინამო" და არსებობის ისტორიაში პირველად მოაპოვებინა ოქროს მედლები ბოლნისის "სიონს".

ცხადაძის პლუსი ისაა, რომ ის განსაკუთრებით ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ბაქოს "ინტერში" მუშაობის დროს ხშირად ცვლის ტაქტიკურ სქემებს.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა არ არის გამართლებული. ახალ მწვრთნელთან უნდა გაფორმდეს, სულ მცირე, 3-წლიანი კონტრაქტი. მომავალ შესარჩევ ციკლში კი მიზანი იმის მიხედვით უნდა დავსახოთ, როგორ შესარჩევ ჯგუფშიც მოვხვდებით. დარწმუნებული ვარ, ცხადაძე ნაკრებში მხოლოდ ღირსეულ ფეხბურთელებს გამოიძახებს და არ იქნება არანაირი პიროვნული მომენტები.

ასევე, არ მიენიჭება მნიშვნელობა კლუბების დასახელებას. მთავარია, ფეხბურთელი სტაბილურად თამაშობდეს. ეს უმჯობესია, ვიდრე სახელიან კლუბში იჯდეს სკამზე".

ლევან ჯანეზაშვილი ("ჩვენი თამაში"):

"ან გია გეგუჩაძე, ანდაც ახალგაზრდა, არცთუ მაღალანაზღაურებადი უცხოელი მწვრთნელი. სასურველია, აღმოსავლეთ ევროპიდან იყოს. ისეთი მწვრთნელია საჭირო, წარმატებები რომ სწყურია".

მერაბ მამულაშვილი ("ლელო"):

"მთავარია, საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისგან რას ვითხოვთ. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასა და ზღაპრულ შედეგებს არავინ ელის. მან გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს და სახე შესძინოს.

ჩემი აზრით, ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს. უცხოელებიდან აქ მეორეხარისხოვანი მწვრთნელი თუ ჩამოვა. სანამ ის ვითარებაში გაერკვევა, დრო, შესარჩევი ეტაპი და დიდი ფული წყალში გადაიყრება. ქართველები კი მილიონებს არ ითხოვენ, აქაური რესურსისა და მენტალიტეტის ცოდნის ხარჯზე კი უცხოელზე არანაკლებ იმუშავებენ.

სხვათა შორის, სანამ შანსს მისცემდნენ, ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცსაც არ ჰქონიათ დიდი სახელები. მე კი მგონია, რომ გია გეგუჩაძე, ვასილ მაისურაძე, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, გია ცეცაძე და გიორგი დევდარიანი ნიჭიერი სპეციალისტები არიან. შესაძლოა, მათ შორის მომავალი ჟორდანია ან ახალკაციც იმალება. მთავარია, ვინ უფრო რისკიანია და ვის უფრო სჯერა ჩვენი ფეხბურთის - არჩევანის გაკეთებისას, ცოდნასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saqo
გია გეგუჩაძე ბოლო პერიოდში ცოტა აიჭრა. არა მგონია ის შოთის ან კახა ცხადაძის დონის იყოს. ისე რა ეროვნებაა ეს კაცი? გარეგნობით არანაირად არ გავს ქართველს. ჰა ეს ხომ არ არის ტო?
ამერიკელი
სიაა რა შუაშია. აბა ამ სიიდან ვინ იყო საუკეთესო ფეხბუთელად მიჩნელი (ტურის, თვის, ჩემპიონატის, ევროპის, მსოფლიოს და ა.შ) სად, რამდენჯერ: ყიფიანი ჩივაძე შენგელია გუცაევი დარასელია ხინჩაგაშვილი კოსტავა და აღარაფერს ვამბობთ დანარჩენებზე.ამ ხალხს მაშინდელი კი არა, ევროპის ახლანდელი ბობოლებიც ინატრებდნენ. ვინც არ გითქვამთ იმათ რა სტატისტიკა აქვთ. ასეა შედარება საჭირო. თორემ ისე ყველას რაც ესიზმრება ის ელანდება.
shoda
ამერიკელები რომ ბოროტები არიან ამას ეს გენიოსი ამერიკელიც ადასტურებს! -სად იბადებიან ნეტავი ასეთები?
Grigoli
გაყარეთ სიჭინავა და გოთვერანი არველაძა
Grigoli
ამერიკელი შენნაირზეა ნათქვამი ქართული სიტყვა-შტერი
simartle
ბევრი ისეთი წერს კომენტარებს ფეხბურთის ისე რომ გაეგება როგორც მე ჩინური. რა მოაგებინეს გიჟები ხომ არა ხართ ვინც ასე თვლის. ვინ მოაგებინა 1960 წელს საბჭოთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა ,მერე კიდევ ფინალები , მსოფლიოს მესამე ადგილი ისიც მსაჯების გამო და რომელი ერთი ჩამოვთვალო. და თასების თასი იყო ყველაფრის ამის ლოგიკური დაგვირგვინება ოღონდ სუფთა ქართული და არა რუსებთან ერთად. ეს იყო წლებით მოპოვებული გამოცდილების და კლასის შეხამება და ლივერპულს რა დღეც დააწია იმ დინამომ როცა მთელს მსოფლიოს აკანკალებდა მისი შიშით, ყველამ კარგად იცის. და გადახედეთ მომდევნო წელს დინამო სად და როგორ გამოვარდა და ისევ მსაჯების დიდი მცდელობის შედეგად. მწვრთნელად კი ქართველი უნდა იყოს ამას წყალი არ გაუვა რადგანაც თავმოყვარე უცხოელი ამ ნაკრებს ხელს არ მოკიდებს თუ ფულის გამო არ გარისკა.
zaza
ის ინგლისური გუნდი ვინც სუპერთასის თამაშზე უარი თქვა ლივერპულია.ეს ის ლივერპულია რომელსაც დინამომ წინა წელს3:0 მოუგო.ვესტ-ჰემთან გასვლაზე5:1გახსოვს,ან ფეინოორდთან როტერდამში მსაჯობაზე რა აზრის ბრძანდებით.არ დაგავიწყდეს"ბაიერნი"ესპანეთში(გაქცეული
oto
კახა ცხადაძე ან სჰოთა არველაძე, რა დროს ცეცაძეა
akhali
81წლის წარმატება განაპირობა-ნოდარ ახალკაცმა(გენიალურმა,ძალიან განათლებულმა პროფესიონალმა),როლის იდეებსაც მოედანზე ახორციელებდნენ გენიალური,განათლებული პროფესიონალი ყიფიანი და ასევე გენიალური ჩივაძე...
akhali
ამერიკელი?თუ დაფიქრდი რამხელა ....დაწერე?ხო,თურმე მასონებმა ჩააწყვეს...
geronti
ყიფიანი,ჩივაძე,შენგელია,გუცაევი,დარასელია,ხინჩაგაშვილი,კოსტავა და აღარაფერს ვამბობთ დანარჩენებზე.ამ ხალხს მაშინდელი კი არა, ევროპის ახლანდელი ბობოლებიც ინატრებდნენ.
ფერნანდო
ამერიკელო, რაებს წერ?
qutaiseli
რასარ გაიგონებს კაცი დინამოს აჩუქეს თურმე თასების თასი ამერიკელებმა და ევროპელებმა აჩუქეს არა ტოროლა კიდე მიტო დალეწენ ჩვენები ფეინორდის ფეხბურთელებმა რო გადამეტებული სიყვარული ქონდათ თურმე ჩვენი დდ გუნდი იყომაგარი და მიტომაც აიღო ეს თასი დინამომ და სუპერთასსაც წამოიღებდა ლივერპულს როარ ეთქვა უარი.ერთი სიტყვით ზღაპარია ეს ყველაფერი და რეალობასთან არაფელიაქ საერთო როგორ ვყვარებივართ ისე ამერიკელებს ერთი ევროპაც მოგვაგებიონ თუმასეა.
ამერიკელი
1981 წლის თასი - დინამოს მოაგებინესს საქართველოში ანტი-საბჭოური განწყობილება რომ გაღვივებულიყო. უფრო სწორედ დააჯახეს გდრ -ს გუნდს, და რომ მოგებას პოლიტიკური ელფერი ქონებოდა. ფინალი დინამომ გირსეულად მოიგო. აი ფინალამდე კი - ცუდად ითამაშაო ვერ იტყვის ადამიანი მაგრამ - მიიყვანეს. ეს კლასში სხვაობა რომ არ გამოჩენილიკო - იმიტომ არ ეთამაშენ დინამოს სუპერთასში ინგლისელები (ინგლისი - ამერიკესთან ყოველთვის შეკრულია) გადახეხეთ - სხვა რომელი ქვეყნის გუნდს მოუგო დინამომ 2-3 მატჩი? არავის. 1-0 ინტერთან კარგი იყო - მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ დინამო იტალიურ გუნდებს ანადგურებდა. გამრუდებული თოფი ერთხელ მაინც არტყავს მიზანში. გამგები გაიგებს.
akhali
მაისურაძე-დევდარიანი...და ასაკობრივებისათვისაც ალბათ ექნებათ დრო(თანაშემწეებად ასაკობრივებში ახალაგაზრდები,როგორც გერმანიაში).არც ახალკაცს გააჩნდა არავითარი გამოცდილება,მაგრამ განათლება,ინტელექტი უმაღლესი(დერვალიც აღიარებდა,რომ საუკეთესო იყო)!
levani
ისე კაცურად ან საბჭოთა პერიოდის წარმატებული ან შემდეგ საერთაშორისო არენაზე შედეგის დამდები ქართველი მწვრთნელები ჩამომითვალეთ რა? ნოდარ ახალკაცი. კიდე? 1936-დღემდე
tamazi
რუსი ან ჩეხი სპეციალისტი, ისტორიული გამოცდილებაა, რას ჰქვია ჩვენი მენტალობა უნდა იცოდესო, ფეხბურთს ერთი მენტალობა გააჩნია: ითამაშე მოგებისათვის და თავი არ დაზოგო(პროფესინალიზმი), წაგებულ თამაშზე შეგვიQია ფეხბურთელები, მაგრამ რომ ხედავ ყველაფერს დებს, დანარჩენი კლასია და იღბალი
dato
ძოძუაშVილს რატო არ ახსენებთ უსიდისობაა,ყველაზე სამართლიანი მისი დანიშვმა იქნებოდა.ობიექტვზე გამოკიტხვისას ხალხმა ყველაზე მეტი ხმა მას მისცეს.ჰე დაიტყეთ ეხლა მისი გინება
ლადო
კარგი იქნება თუკი დანიშნავენ და სრულ თავისუფლებას მიანიჭებენ ამ ორ მწვრთელს: გია გეგუჩაძე ან კახა ცხადაძე...
David
კიდევ ვიმეორებ, ვინც ციკლის დამთავრებამდე უხელფასოდ იქნება და ვინც შედეგს და წარმატებულ ქართულ ფეხბურთს აჩვენებს. და კიდევ ეს ციკლი დაუთმეთ ახალგაზრდებს, დეე წავაგოთ გერმანიასთან 10 ბურთის სხვაობით მაინც დაუთმეთ. ფარერებზე უკანა ვართ მაიც რეიტინგში
qarTveli
მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს.
mogvaSoreT
გაიყვანეთ სიჭინავა და არველაძე ფედერაციიდან.
zaza
ნაკრების მწვრთნელი პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.ცეცაძე,მაისურაძე,დევდარიანი
Zaza
რატომღაც,არავის არ მოსცლია თავში,ეთქვა,რომ ნაკრების თავკაცი,ნაკრების მწვრთნელობაში უნდა იყოს გამოცდილი.კლუბი სულ სხვაა.კლუბში ცხოვრობ ფეხბურთელებთან ერთად.ნაკრებში კი თვეში 2 დღეს ხედავ ფეხბურთელს...ნაკრებში ცოტა სხვანაირი სპეციალისტი,ცოტა სხვანაირი ფსიქოლოგი უნდა იყო...
irakli
მოგვაშორეთ სიჭინავა-არველაძე!!!!!!!!
Gala
Dagvakenet sashveli mietsit shansi geguchadze-devdarians (ertoblivad) ras fiqrobs federatsia amdens gadaglilixart mushaobit da ver itslit ara. Nakrebs dekembershive jirdeba mtsvrtneli.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე