21 წლის გიორგი ქვილითაიამ უნგრეთის ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა
ამ უქმეებზე ქართული ლეგიონი მკვეთრად შეთხელდა, რადგან ზამთრის მოახლოების გამო ზოგიერთი პირველობა დასრულდა ან პაუზაზე გავიდა.

ჩვენებურთა მონაგარს კი მართლაც ძალზე მწირი ეთქმის - 21 წლის გიორგი ქვილითაიამ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა უნგრეთის ჩემპიონატში. მისი გუნდი "დიორი ეტო" კი "პაკშს" 2:2 დაუზავდა.

ფორვარდისთვის 10 წუთი მეტისმეტად ცოტა დროა, რომ სერია A-ს თამაშში თავი გამოიჩინოს. "ემპოლის" მწვრთნელმა ლევან მჭედლიძე 79-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე, მაგრამ "ატალანტას" კარში გოლი ვერც მან შეაგდო დარჩენილ დროში - 0:0. ირაკლი შეყილაძე განაცხადშიც ვერ ხვდება.

"რეიმსი"-"ბასტიას" მატჩში (2:1) სტუმართა განაცხადში არ ყოფილა ლუკა კიკაბიძე.

როგორც ჰოლანდიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, ისე მოხდა - "გო ეჰედ იგლსთან" მატჩში "ვიტესის" სასტარტოში ვაკო ყაზაიშვილი გამოჩნდა, გურამ კაშია კი სათადარიგო იყო. მატჩი 2:2 დასრულდა, ერთხელ ყაზაიშვილის დარტყმული მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ბელგიაში "გენკის" სასტარტოში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ლუკა ზარანდია - სათადარიგო. "გენკმა" სტუმრად იმარჯვა "სერკლ ბრიუგესთან", თორნიკე მატჩის მიწურულს შეცვალეს.

პოლონეთში ნიკა ძალამიძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა "იაგელონიასა" და "ზავიშას" შორის შეხვედრაში, შესვენებაზე ის შეცვალეს - 0:0.

ჩეხეთის პირველობის მე-16 ტურში ლევან ყენიას "სლავია" "ოსტრავას" სტუმრად 0:0 დაუზავდა. ამჯერად ქართველმა უფრო შემტევ პოზიციაზე ითამაშა, ვიდრე სადებიუტო მატჩში. ჩვენებური 79-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო. "სლავიას" 20 ქულა აქვს.

თურქეთში მოიგო შოთა არველაძის "ქასიმფაშამ", რომელმაც შინ "რიზე" დაამარცხა - 3:1. რაიან ბაბელმა დუბლი შეასრულა.

უცნაურია, მაგრამ წინა ტურის გმირი ლადო დვალიშვილი "სილკებორგთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს "ოდენსეს" ხელმძღვანელებმა. "ოდენსემ" 1:0 იმარჯვა.

III ბუნდესლიგაში "უნტერჰახინგმა" 4:2 აჯობა "ერფურტს". მასპინძელთა რიგებში ლუკას ჰუფნაგელი 35-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა.

ბუქარესტში გიორგი ჭანტურიას "კლუჟი" აუტსაიდერ "რაპიდს" დაუზავდა - 0:0. ჩვენებური (ყვითელი ბარათი) მატჩის მიწურულს შეცვალეს.

საბერძნეთის ჩემპიონატი მსაჯის ცემის გამო იყო შეწყვეტილი, თუმცა ამ უქმეებზე პირველობა ისევ განახლდა. ქართველთა ოფი "იანინას" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც გიორგი მერებაშვილმა, თუმცა მერებაშვილის პოზიცია უცნაური იყო, ის წინ თამაშობდა.

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვური დერბი მოუგო "ლოკომოტივმა" "სპარტაკს" - 1:0, ჯანო ანანიძე სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

ყაზანის "რუბინი" შინ დაუზავდა მოსკოვის "დინამოს" - 1:1. 90-90 წუთი ითამაშეს საბა კვირკველიამ და მამუკა კობახიძემ. კობახიძის ანგარიშზე საგოლე პასია.

უკრაინაში სანდრო კობახიძის "ვოლინმა" "ილიჩევეცს" 3:1 მოუგო. მასპინძელთა მეორე გოლი სანდროს პასით გავიდა.

ჯაბა ლიპარტია "მეტალისტთან" 2:4 წაგებულ მატჩში "ზორიას" სათადარიგო იყო.

ბუბა დაუშვილის "კარპატიმ" 1:0 დაამარცხა "ჰოვერლა". ჩვენებურმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალიის მეორე ლიგაში "ფეირენშემ" 2:0 მოუგო "სპორტინგის" მეორე გუნდს. გიორგი მაკარიძე გამარჯვებულთა კარში არ მდგარა.

გამარჯვება ცხადაძის გარეშე

აზერბაიჯანში იმარჯვა კახა ცხადაძის "ინტერმა", ოღონდ გუნდმა ეს ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით მოახერხა, რადგან თავად ცხადაძე 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. ბაქოურ დერბიში "ინტერმა" "ბაქის" 1:0 აჯობა. გოლი თბილისის "დინამოს" ყოფილმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გაიტანა. სასტარტოში იყვნენ: გიორგი ლომაია (გააფრთხილეს), ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ბაჩანა ცხადაძე კი მე-80 წუთზე გამოჩნდა. "ინტერი" 21 ქულით მე-3 ადგილზეა.

ლაშა კასრაძე 71-ე წუთზე შევიდა აზალ-ისა და "სუმგაითის" მატჩში (3:2), ქართველის გუნდი მე-7 ადგილზე გადავიდა. გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" შინ "ყარაბაღთან" 2:3 დამარცხდა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველთა "ოთელოსი" სტუმრად აელ-თან 0:1 დამარცხდა. როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი მატჩის მიწურულს შეცვალეს. "ოთელოსს" მხოლოდ 8 ქულა აქვს.

"ომონია" ქართველების გარეშე ეთამაშა აპოელ-ს და სტუმრად 0:1 დამარცხდა. გიორგი აბურჯანიას და ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" კი დღეს, 1-ელ დეკემბერს თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chiko
რისი იმედი უნდა გვქონდეს. ჭ კლასის გუნდებში ზამენაზე სხედან ქართველები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
მამუკა კობახიძე "ტორპედოს" დაემშვიდობა - ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?