ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლევან სალუქვაძე: მწვრთნელი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ...

ლევან სალუქვაძე: მწვრთნელი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ...

"საქართველოს ნაკრების ამ თაობას იმის პოტენცია მაინც აქვს, რომ ფიფას რეიტინგში სადღაც 70-ე ადგილი ეკავოს"
ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობას "კატასტროფული" თუ არა, "კატასტროფულთან მიახლოებული" ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიფას რეიტინგში ფარერებმაც კი გაგვასწრო და, ალბათ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ისღა დაგვრჩენია, გამოსავლის ძიებაში რაც შეიძლება მეტი კომპეტენტური პირის აზრი მოვისმინოთ. გვესაუბრება ჩვენი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე...

- ლევან, ჩვენი რეალობისთვის ყველაზე აქტუალური საკითხით დავიწყოთ. ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად გვითხარით - ვინ მიგაჩნიათ შექმნილ სიტუაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ყველაზე სასურველ კანდიდატად?

- ჯერ კიდევ თემურ ქეცბაიას მუშაობის პერიოდში, როცა ცხადი გახდა, რომ ის ადრე თუ გვიან დატოვებდა პოსტს, დავაფიქსირე ჩემი აზრი ამ თემაზე. ყველაზე სასურველად მიმაჩნია ორი კანდიდატურა - კახა ცხადაძის და შოთა არველაძის. ჩემი არჩევანი ეფუძნება ამ ორი ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ განვლილ გზას, სამწვრთნელო კარიერისას მიღწეულ წარმატებებს... ორივეს აქვს მებრძოლი სული, რაც წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი.

მოგვიანებით, თქვენს გაზეთში წავიკითხე შოთა არველაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში მისი მოსვლა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, დამრჩა ერთი ფავორიტი - კახა ცხადაძე.

ძალიან მომწონს ცხადაძის ერთი განცხადება - ის მზადაა, ორ შესარჩევ მატჩში უფასოდ უხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. რაც მთავარია, კახას ბოლოდროინდელ განცხადებებში ჩანს ოპტიმიზმის მარცვალი. ის ამბობს, რომ თუ მოვა ნაკრებში, მაშინ ეროვნული გუნდი კონკრეტული მიზნების მისაღწევად იბრძოლებს. ამის მოსმენა სასიამოვნოა ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე, რომელთა მიხედვითაც "ქართული ფეხბურთი ჭაობშია", "უკვე მოკვდა" და ასე შემდეგ.

- თქვენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, რა უნდა შეცვალოს ნაკრებში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა?

- ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, მან დაკარგული რწმენა უნდა დაუბრუნოს ფეხბურთელებს. ბოლო დროს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, ისე ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ მოთამაშეების შესაძლებლობების გაუთავებელ დაკნინებას. მეტიც - ასეთი განცხადებები სანაკრებო შეხვედრების წინაც კი ისმოდა.

ფიფას რეიტინგი ყველამ ვნახეთ. ტრაგედია მარტო ის არ არის, რომ ფარერები გვისწრებს. უკვე ჩვენზე წინ არიან ისეთი კუნძულებიც კი, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე მხოლოდ რობინზონს თუ ეცოდინებოდა რამე... ფაქტია, ასე გაგრძელება შეუძლებელია.

საქართველოს ნაკრების ამ თაობას იმის პოტენცია მაინც აქვს, რომ ფიფას რეიტინგში სადღაც 70-ე ადგილი ეკავოს. ამის ურყევად მჯერა.

- სად გადის ამ თაობის შესაძლებლობების ზღვარი? რეალურად რისი მიღწევა შეუძლიათ ამ ბიჭებს?

- ობიექტურად რომ შევხედოთ, რთულია, წილისყრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ამა თუ იმ დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე. ეს ასეა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი კანონზომიერად რომ ხდებოდეს, მაშინ ის ფასს დაკარგავდა.

მითხარით, ვინ ელოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა-რიკის ნაკრების ასეთ გამოსვლას? ვინ იფიქრებდა, რომ ასე დაიწყებდა ევროშესარჩევ ციკლს ისლანდია და რომ სლოვაკეთს ამ დროისთვის ასპროცენტიანი შედეგი ექნებოდა ჯგუფში. მწვრთნელი იმისთვის არის საჭირო, რომ ზოგჯერ შეუძლებელი შეძლოს. გავიხსენოთ, როგორ მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი ოტო რეჰაგელმა საბერძნეთს? - ორჯერ მოუგო პორტუგალიაში გაცილებით უკეთ დაკომპლექტებულ მასპინძელს.

სულ ამბობენ, რომ ეს თაობა ცუდი და არაფრისმაქნისია. მგონი, მხოლოდ ეს ბიჭები არ არიან დამნაშავენი. დარწმუნებული ვარ, თორნიკე ოქრიაშვილი 60-იან წლებში რომ დაბადებულიყო, ის 1981 წლის "დინამოში" მოხვდებოდა. ვლადიმერ გუცაევი რომ ახლა დაბადებულიყო, მას შეიძლება ხაბაროვსკში ან მახაჩყალაში ერბინა კაპიკებზე. არავინ იფიქროს, რომ ოქრიაშვილსა და გუცაევს ვადარებ ერთმანეთს. გუცაევი ჩემი კერპია. უბრალოდ, ყურადღება გავამახვილე იმ რეალობაზე, რომელიც დღეს არის ქართულ ფეხბურთში.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობას? ფაქტია, ამა თუ იმ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების დინამიკაზე სწორედ ფედერაციაა პასუხისმგებელი...

- რადგან ყველა ქვეყანაში არსებობს ფეხბურთის ფედერაცია, გამოდის, რომ ის საჭიროა. ფედერაციამ უნდა განაგოს ფეხბურთი ქვეყანაში. მისი მუშაობა კი ფეხბურთის დონით და მიღწეული შედეგებით ფასდება. ჩვენ არ გვაქვს შედეგი ფეხბურთში, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კი გვაქვს - ავიღოთ თუნდაც რაგბი, ავიღოთ კალათბურთი...

არა მგონია, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპულ პირველობებს უწევდეს კონკურენციას. ან ხელბურთზე ვთქვათ - ჩვენი ნაკრები შინ ყველას უგებს. ფეხბურთელს რომ კარგად აცვია და კარგად ჭამს, ეს არ არის საკმარისი. ხალხი ითხოვს შედეგს. შედეგი კი არ ჩანს.

არ შემიძლია, ერთ დეტალზეც არ გავამახვილო ყურადღება. გაუთავებლად კეთდება აქცენტი დიდი თანხების არქონაზე. ჩემი აზრით, ამ კუთხით ევროპულ ფეხბურთს მხოლოდ საკლუბო სეგმენტში ჩამოვრჩებით. არა მგონია, ვთქვათ, ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე საქართველოსი.

- ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებზე გკითხავთ. ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს. მთავარია, ქართულ ფეხბურთს ეშველოს. თქვენც იმედით ელით ამ არჩევნებს?

- ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ქართულ საფეხბურთო თემთან და უნდა გითხრათ, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა მოუთმენლად ელის ამ არჩევნებს.

ჩვენ დაახლოებით ვიცით, ვინ იქნებიან კანდიდატები, მაგრამ არ ვიცით მათი საარჩევნო პროგრამების თაობაზე. ალბათ, მოვა დრო და ესეც გვეცოდინება. მაშინ თითოეული მათგანის პლუს-მინუსზე უფრო დაწვრილებით შეგვეძლება საუბარი.

გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლია არჩევნების დანიშვნა. დროის გაწელვის არგუმენტად თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩს იშველიებენ. არა მგონია, პლატინის იმ პირობით მიეცა თბილისისთვის სუპერთასის გამართვის უფლება, რომ ამ მომენტისთვის მაინცდამაინც ზვიად სიჭინავა უნდა ყოფილიყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ხომ თქვა სიჭინავამ, რომ არ გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას? იყაროს კენჭი და რა ვიცით, იქნებ, მოიგოს კიდეც.

ჩემი აზრით, არჩევნების რაც შეიძლება ადრე დანიშვნა კარგი ჟესტი იქნებოდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. წაგების შემთხვევაში კი, სულაც არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებული ადამიანები გაქრნენ ქართული ფეხბურთიდან. ისინი თავისუფლად შეიძლება დასაქმდნენ თუნდაც ჩვენს კლუბებში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

sake! შარშან, ნოემბრის თვეში, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" ჩავატარე 12 ვარჯიში (მთ. მწვრთნელი: პაატა მეტრეველი). ვისაც ეგონა, რომ ჩემი ვარჯიშები მხოლოდ ინდივიდუალერია, ისინიც კი დარწმუნდნენ, რომ ამ მეთოდით გუნდის ვარჯიშიც არის შესაძლებელი. შედეგი ბ-ნ პაატა მეტრეველს შეგიძლია ჰკითხოთ. ჩემი მეთოდით ვარჯიჩი შეიძლება 5 წლიდან! zaza! მსოფლიოში უკეთესი მეთოდებიც არსებოს, თუნდაც გერმამიის ნაკრების ფიზმომზადების ახალი მეთოდი. სამწუხაროდ ასეთ თემებზე აქ არ საუბრობენ. ჩვენთან "ყველაფრისმცოდნეობაა" მოდაში და გერმანელებს როგორ ვთხოვთ გამოცდილების გაზიარებას? ვერც ერთი პროფესიონალი ვერ იტყვის (ვინც ჩემს ვარჯიშს დაესწრო), რომ ჩემი მეთოდის მსგავსი სწრაფი შედეგი სადმე უნახავს ან წაუკითხავს! თუ ჰკითხავთ მაშინ რატომ არ იყენებთო, უბრალოდ არ გიპასუხებენ. თუმცა ხშირად მოსულან ისეთები, რომლებიც ვერ იჯერებდნენ და უნდოდათ ნიშნისმოგებით ეთქვათ: "ხომ ვამბობდი ეს შეუძლებელიაო". სამაგიეროდ ყველა ამბობს: "ვერაფრით დავიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყოო".

• 000

არა ლევან, არ ხარ მთლად მართალი. კოსტ-რიკას ასე ნუ წამოარტყავ თავში ხელს. ყველა კომპონენტში (ეკონომიკურადაც), საქართველოს დასაცინი არაფერი სჭირს. ისლანდია კი, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ებრძოდა ტოლ-სწორად საფრანგეთს-უკრაინას და რუსეთს (მოუგო კიდეც 1-0). ახლა კი აიაქსში, სუონსიში და სამპდორიის დონის გუნდებში ჰყავს ფეხბურთელები. ერთი სიტყვით: შეეშვით ნახევრად სიმართლის ლაპარაკს და აღიარეთ, საქართველოში ფეხბურთის თამაში აღარ უნდათ და საკუთარი კარიერის და შესაძლებლობების ზღვარი ბმვ X5 ზე გადის.

• grisha

საქართველოში ყველა სფერო ოკუპირებულია სიჭინავა და ფეხბურთი ერთად ვის გაუგია

• zaza

გუჯა ეგეტი რამე მსოფლიოსჰი არავინ იცის გეყო რა მაიმუნობა, სჰენ ტქვი რასჰი იგებ ფულს, ქვრყანა ბავსჰვები ატყუე გეყო რა.

• dato

გუჯა გეყოფა რა ეს ქლესობა არავინ მოტყუვდება

• sake

ბატ.გუჯა რომელი ასიკიდან შეიძლება თქვენი მეთოდის გამოყენება და თუ არის რეკომენდირებული 10-13წ ბავშვებში [ფეხბურთელებში] თქვენი მეთოდის გამოყენება? ვგულისხმობ სწორად სირბილის სწავლას.

• sake

თქვე დალოცვილებო ეს კაცი [გუჯა კახაძე] განა ისეთს,რას ითხოვს,რომ ვერ გაუგოთ?იქნება და როგორ წაადგეს და დაეხმაროს ამ მომაკვდავს,ქართული ფეხბურთი,რომ ქვია,თუ არა და გვეცოდინება მაინც,რომ ტყუილია.

• gujuna

გამიყენეთ გუშას კოსმიური შურდულების მეთოდი.

• გუჯა კახაძე

ლევან სალუქვაძე:"მწვრთნელი იმისთვის არის საჭირო, რომ ზოგჯერ შეუძლებელი შეძლოს". ვეთანხმები ბ-ნ ლევანს! შეუძლებელი კი ხშირად კარგად დავიწყებული ძველია. ჩვენი წინაპარი თუ უძლებდა გაუთავებელ ომებს, ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი რომ გაძლოს რატომ არის წარმოუდგენელი? ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავმეორდები:ფეხბურთელს მოეთხოვება ის, რაც მწვრთნელმა ასწავლა. 90 წუთის განმავლობაში რომ არ დაიღალონ ამის სწავლას 30 წუთიანი 2 მსუბუქი ვარჯიში სჭირდება. ამის შემდეგ თამაშის ხარისხი რომ გაუმჯობესდება ამაზე არავინ დავობს. მხოლოდ იმის დაჯერება უჭირთ, რომ 2 ვარჯიში ამისთვის სრულიად საკმარისია (47+5 მეთოდიკით ვარჯიშს ვგულისხმობ). თუ ვინმეს შეკითხვები გაუჩნდება სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებით აქვე მომწერეთ და გიპასუხებთ!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ