მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი რეგიონებში დასრულდა
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი რეგიონებში დასრულდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ქუთაისსა და ბათუმში, აღნიშნული პროგრამის ეგიდით, დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ, 1-ელ და 2 დეკემბერს კი პროგრამაში ჩართულ მწვრთნელებს გამოცდები ჩაუტარდათ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული პროგრამა გასულ ივნისს დაიწყო და თბილისში მისი პირველი ეტაპი ჩატარდა.

აქტივობა დიდი იყო, რის გამოც დედაქალაქში პირველი ეტაპის მეორე ნაწილის ჩატარებაც იგეგმება. მანამდე კი პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებმაც გაიარეს.

1-ელ დეკემბერს ქუთაისში გამართულ გამოცდებში მონაწილეობა 35-მა მწვრთნელმა მიიღო, რომლებიც იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებს წამოადგენდნენ. საგამოცდო კომისიაში შედიოდნენ კალათბურთის შემდეგი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, გივი ბიჭიაშვილი, დავით უსტიაშვილი, გელა წულაძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.

გამოცდები ჩატარდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებში. ანალოგიური გამოცდები გაიმართა 2 დეკემბერს ბათუმშიც, სადაც აჭარის რეგიონის 17-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი.

გამოცდების საბოლოო შედეგები თეორიული საგამოცდო ბილეთების შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი. მწვრთნელები, რომლებმაც მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მინი-კალათბურთში და 14-წლამდელებში მწვრთნელად მუშაობის ლიცენზიას მიიღებენ.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"აკადემიამ" "ბათუმი" ისევ დაამარცხა
[იუბილე. გივი ბიჭიაშვილი 70] დიდი შრომა, დიდი სიყვარული თუ არ ჩადე...
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ხუთივე მატჩი მოიგო და ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა
სუპერლიგა. X ტური: გეგმურად
ბოისას ვარჯიშები, კაზანჯიანის ლექციები - მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა
ქართველები "სასკი ბასკონიას" საერთაშორისო კემპზე
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა
U20. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა [PHOTO]
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
U20. საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული "ოლიმპი 97" გაანადგურა
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
ანტონ კაზანჯიანს 80 წლის იუბილეზე ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ქართული კალათბურთის დიდი დანაკლისი: გარდაიცვალა გივი ბიჭიაშვილი
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს