ომარ თეთრაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ფიქრობს
როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, გულშემატკივრები ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტების კანდიდატურებს განიხილავდნენ - კახა ცხადაძე, შოთა არველაძე, გია გეგუჩაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე...

მერე ცნობილი გახდა, რომ არველაძე, ამ ეტაპზე, ნაკრებში მოსვლას გამორიცხავს. ბაქოს "ინტერის" დამრიგებელი ცხადაძე კი თანახმაა, ორ უახლოეს შესარჩევ მატჩში უხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნულ გუნდს, ხოლო მერე ქართული ფეხბურთის მესვეურებს დაელაპარაკოს.

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ამას წინათ გადაცემა "არენაში" თქვა, რომ ნაკრების მომავალ მწვრთნელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

თუმცა, დღესდღეობით, ზუსტად ვერავინ ამბობს, რეალურად ვინ განიხილება ადგილობრივი კანდიდატურებიდან და რას სთავაზობენ მათ...

სწორედ ამ განხილვების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ომარ თეთრაძე, რომელიც თითქოს ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ასევე საინტერესო და წარმატებული მწვრთნელია.

თეთრაძემ მაშინ "ლელოსთან" თქვა, რომ ახალ შეთავაზებას ელოდებოდა და დიდი იყო ალბათობა, რუსულ კლუბში ემუშავა, თუმცა დაკონკრეტება არ ისურვა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა კი მისთვის იმ პერიოდში არავის შეუთავაზებია და აქედან გამომდინარე, ამ თემაზე კოკომენტარის გაკეთებას უხერხულად თვლიდა...

მაგრამ მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა, 45 წლის სპეციალისტი კი კვლავ უმუშევარია. გუშინ კი ასეთი ამბავი გავიგეთ - ახლახან, ფეხბურთის ფედერაციას განსახილველად მისი კანდიდატურაც შესთავაზეს და სწორედ ამიტომ იკავებს თავს სხვა წინადადებების (ლაპარაკია რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ კლუბებზე) განხილვისგან.

ამის თაობაზე კომენტარი თავად თეთრაძეს ვთხოვეთ:

"უკრაინული, რუსული და ყაზახური კლუბებიდან მოწვევები ნამდვილად მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ. არ დავმალავ - მიზეზი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტია.

შეთავაზების შემთხვევაში, ნაკრებში სიამოვნებით ვიმუშავებდი, რადგან ეს ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევა იქნებოდა.

იმედია, ახლა მაინც მექნება საშუალება, საქართველოს ვემსახურო", - ამბობს თეთრაძე.

მოკლედ, ძნელია დასკვნების გაკეთება, სანამ ფეხბურთის ფედერაცია არ გაასაჯაროებს კანდიდატთა სიას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თეთრაძემ პროფესიული კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. მერე იყო ოზურგეთის "მერცხალი", მოსკოვის "დინამო", ვლადიკავკაზის "ალანია", იტალიური "რომა", საბერძნეთის პაოკ-ი, მახაჭყალის "ანჟი" და სამარის "კრილია სოვეტოვი".

იყო სსრკ-ის ოლიმპიური, დსთ-ისა და რუსეთის ნაკრების წევრი. სამწვრთნელო კარიერა კი 2003 წელს, "ანჟიში" ასისტენტის პოსტით დაიწყო. 2007-10 წლებში, დაღესტნური კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო და ეს გუნდი რუსულ პრემიერლიგაშიც გადაიყვანა.

2010-11 წლებში თეთრაძემ იგივე გზა უკვე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" ერთად გაიარა, ხოლო 2012 წელს მცირე ხნით "ხიმკიში" იმუშავა. 2013 წელს ის დანიშნეს ყაზახური სუპერლიგის კლუბ "ჟეტისუში", რომელიც ამა წლის სექტემბერში დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TAMUNA
ძალიან კეთილი, სამართლიანი და დიდი პიროვნებაა ომარი. არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველგან, სადაც მოღვაწეობდა, ქართველების გულშემატკივარი და პატრონია. თუ გუნდს ხელს მოკიდებს, მთელ გამოცდილებას, სულს და გულს ჩადებს ამ საქმეში, მთავარია აცალონ და ნუ ჩაერევიან. დიდ წარმატებებს ვუსურვებ, უმაგრესი კანდიდატია!
Zviadi
საიდან, ამ კაცზე რა ნამუსით გაიძახით ასეთ საძაგელ რაღაცეებს ? არაფერი არ იცით ამ კაცზე ან ავადმყოფები ხართ. ხმა ჩაიგდეთ! ომარი თეთრაძე არის მაგარი კაცი! საქართველო და ქართველები უყვარს ბევრი ცუდი რამის მიუხედავად და თქვენი დებილი კომენტარები ზედ დამატებული. ბიჭებს კითხეთ ვინც ომარის გაუწვრთნია იმ ქართველების ბანდას ანჟი და ვოლგა რომ გადმოათრიეს ერთად, და დაინახავთ რა საკადრისს გეტყვიან. ომარის უბრალოდ არავის არ გაალანძღვინებენ. ამ კაცს უბრალოდ არავინ აცალა თორე ძაან მაგარი მწვრთნელია და არაფერი აქვს დასამტკიცებელი. რომ იცოდეთ რა.
zaza
რატომ არ იღებთ ინტერვიუს ვასილ მაისურაძესთან?საინტერესოა მაისურაძის აზრი ნაკრებზე და ....
Givi
ამის არ მჯერა. ეს ის თეთრაძე არ არის 90-ან წლებში რო გაჰყვიროდა: საქართველოში მავიწროვებდნენ და გვარის გამოცვლა მაიძულესო?!საქართველოს-ქართველებს გვლანძღავდა...დაგავიწყდათ?!
irakli
აუ ეს არა რა!!
გელა
ომარ თეთრაძემ როგორც იქნა ამოიღო ხმა,ღირსეული კანდიდატია,მე თავიდან ვფიქრობდი ორ კანდიტადზე, ომარი ან კახა,მიჭირს, რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა,დაე მოილაპარაკონ და გაუგონ ერთმანეთს თუ ეს შესაძლებელია.
eppgeo
ამას მომავალი კარიერისთვის ჭირდება ნაკრების მწვრთნელობა---ეს გასაგებია,მაგრამ ნაკრებს რაში ჭირდება ასეთ მწვრთნელი---ესაა საკითხავი.
joni
მაისურაძის ნაირი შედეგი და წარმატება არავის არააქვს
Tamazi
წ
jaba
Aმ ხალხის ვერ გავიგე.რომ მოიტოვებენ მერე ახსენდებატ საქარტველო
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ