ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ქართველი ფეხბურთელი მენტალურად შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაიკეტა"

"ქართველი ფეხბურთელი მენტალურად შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაიკეტა"

ლევან სილაგაძე: "ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გუნდში არსებული ატმოსფეროცაა"
საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოსა" და ყაზანის "რუბინის" ყოფილი მცველი ლევან სილაგაძე ბოლო წლებში გორის "დილაში" მუშაობდა. ის ეროვნულ ნაკრებში არსებული კრიზისის მიზეზებს თავისებურად ხსნის.

"ნიჭიერი ბავშვები ახლაც მოდიან და იმედი არ მტოვებს, რომ ბევრად მეტს შეძლებენ.

თავის დროზე, ეროვნულ ნაკრებშიც მითამაშია და ახალგაზრდულშიც. დიდი წარმატებები არ გვქონია, მაგრამ მაშინდელი ნაკრებები ახლანდელისგან მაინც საგრძნობლად განსხვავდებოდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ვიყავი, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და უკან ბუფონის იტალია ჩამოვიტოვეთ. ეროვნული ნაკრები კი ზოგჯერ მაინც ჩაატარებდა ეფექტურ მატჩს, ხალხიც უფრო მეტი დადიოდა სტადიონზე...

სამწუხაროა, რომ ჩვენმა თაობამ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. გამიხარდება, ახალმა თაობამ ჩვენზე მეტი რომ შეძლოს. ეგაა, ადრე სხვაგვარი შემართება და თავდაჯერება გვქონდა.

იტალიასთან მოედანზე რომ გავდიოდით, ვფიქრობდით, ფრედ მაინც გვეთამაშა. ახლა კი ყველას ცხვირ-პირი ჩამოსტირის და ირგვლივ უიმედობაა", - ამბობს ლევან სილაგაძე და დასძენს, რომ ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გუნდში არსებული ატმოსფეროცაა:

"განსხვავებას სხვა რამეშიც ვხედავ. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. შეკრებაზე ჩამოსვლა და ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა. ყველა ერთმანეთის მეგობრები და გულშემატკივრები ვიყავით, რაც მერე, თამაშის დროს, ყველა წვრილმანზე აისახებოდა.

მინდა, ვურჩიო ახალგაზრდებს: ერთმანეთის დაფასება და მეგობრობა არ გაწყენდათ. ფეხბურთი კრივი, ჭიდაობა და ჭადრაკი არაა, გუნდური სახეობაა და გუნდური სულისკვეთება აუცილებელია.

სამწუხაროდ, ვხედავ, რომ გუნდში მეგობრული დამოკიდებულება აღარ არის. ეტყობა, ცხოვრებამ და დღევანდელობამ მოიტანა. ქართველი ფეხბურთელი მენტალურად აბსოლუტურად შეიცვალა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო. შესაძლოა, კომპიუტერული ეპოქის ან სხვა რამის ბრალია".

როგორც ზემოთ ვთქვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სილაგაძე გორის "დილაში" საქმიანობდა და გუნდის აღმავლობის პერიოდი სწორედ მას და მამუკა ჯუღელის სახელს უკავშირდება. მაგრამ წლეულს სილაგაძემ კლუბი დატოვა:

"კლუბში აღარ ვარ და მის თამაშებს მხოლოდ გულშემატკივრის რანგში ვესწრები. გორის "დილას" ერთი ნაბიჯი დააკლდა, თბილისის "დინამოს" მიერ 2004 წელს ნაჩვენები შედეგი რომ გაემეორებინა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულიყო.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი ან სახელმწიფო ფეხბურთში ფულს ხარჯავს და გვიკვირს, შედეგი რატომ არ გვაქვს. ბევრს "მარიტიმუს" დამარცხებაც რეალური ეგონა. მაგრამ კანონზომიერი იყო, პორტუგალიის ერთ-ერთმა რიგითმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წარმომადგენელი რომ დაამარცხა.

ყველას გვავიწყდება, რომ სხვები ჩვენზე გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ, მეტსაც აშენებენ და პროგრესს ამიტომაც აღწევენ. საქართველოში კი, ფულის დაბანდებას ვინ ჩივის, გუნდებს ელემენტარულ პირობებსაც ვერ ვუქმნით.

ფეხბურთი ჩვენთანაა გაჭირვებაში, თორემ სხვაგან ყველგან ვითარდება. გადახედეთ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ და ხორვატულ კლუბებს. შემთხვევითი არ არის, ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი გელაშვილი ალბანეთში რომ წავიდა. გამოდის, ფული იქაც აქვთ და იქაც ვითარდებიან. მაგრამ ჩვენ რა გვჭირს, ეს ვერ გამიგია".

სილაგაძის აზრით, წარსულით ცხოვრება დამღუპველია:

"არ შეიძლება სულ იმაზე ლაპარაკი, რომ ოდესღაც რაღაც ვიყავით და რაღაცას მივაღწიეთ. უნგრეთში ჩვენზე დიდი ფეხბურთი ჰქონდათ, 1954 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ მას შემდეგ ვერაფერს მიაღწიეს.

სამწუხაროდ, მათი ბედი გავიზიარეთ, რადგან წარმატება ვერ განვავითარეთ და ახლა მხოლოდ მოგონებები დაგვრჩა, სხვა - არაფერი.

უმაღლესი ლიგის საბიუჯეტო კლუბების მდგომარეობა რაიონების სოციალურ პროექტებს ჰგავს, ადამიანების ნაწილი რომ დააკმაყოფილონ. მაგრამ ამას პროფესიულ ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი მიდგომებით წინ ვერ წავალთ".

ნაკრების ყოფილი მცველი ფეხბურთელების დეფიციტზეც ლაპარაკობს:

"ზაფხულში საქართველოდან ლამის ყველა საინტერესო ფეხბურთელი წავიდა - ზოგი "დინამოდან", ზოგიც - "ზესტაფონიდან". ახლანდელი კონტინგენტიდან კი ევროპა-რუსეთ-უკრაინისთვის მოთამაშეების შერჩევა ძალიან ძნელია.

იშვიათად, რომ საქართველოში ვინმე ჩამოვიდეს. ვინც გვყავს, დროულად უნდა წავიდეს, თორემ აქ ვეღარ გაიზრდება.

ისიც სათქმელია, რომ ადრე სავიზო საკითხი ამხელა პრობლემებს არ გვიქმნიდა. მაგალითად, რუსეთში ვიზის აღება იოლი იყო. გარდა ამისა, მაშინდელი დონით იოლად შეგვეძლო წასვლა ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, რუსეთში კი საერთოდ არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა ეს შეუძლებელია.

მენეჯერი ვარ და ვიცი - რუსეთში ქართველი ფეხბურთელის გადასვლა ურთულესი საქმეა. მაგრამ სავიზო პრობლემებიც რომ მოიხსნას, აქ ძნელია ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თავს დაიმკვიდრებს.

16-გუნდიანი ჩემპიონატი კარგია, რადგან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი და სპეციალისტი გამოჩნდა. მაგალითად, "დილას" თავკაცი უჩა სოსიაშვილი პერსპექტიული მწვრთნელია. იქ კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა".

სილაგაძე ქართული ფეხბურთის მომავალს მაინც იმედიანად უყურებს:

"დარწმუნებული ვარ, ამ კრიზისულ პერიოდს სახადივით გადავიტანთ და გამოვძვრებით. მთავარია, კლუბებში ისეთი ხალხი მივიდეს, ფულის სწორი ხარჯვა რომ იციან. სწორედ ასეთი ხალხის ხელში იქნება შესაძლებელი ფეხბურთელების გაზრდა და მათი ნიჭის რეალიზება.

ჰაერივით აუცილებელია სახელმწიფოსა და საფეხბურთო სამყაროს ერთსულოვნებაც, დიდი ინვესტიციაც და ფეხბურთის ტელევიზიამდე მიტანა. მაგრამ ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. რაც მთავარია, ახლა ჯიბრში ჩადგომისა და დაპირისპირების დრო არ არის, ამით ჩვენ ყველა ვზარალდებით.

კლუბებს ელემენტარული პირობები უნდა ჰქონდეთ, ფეხბურთელებს კი ხვალინდელი დღე არ უნდა აშინებდეთ.

იმედია, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ფეხბურთსაც მიხედავს, საფეხბურთო სამყაროსაც დაალაგებს და სახელმწიფოსთან ურთიერთობასაც. სხვაგვარად წინსვლა გამორიცხულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 777

საერთოდ იცნობთ ლევანს? აფსოლუტური სიმართლეს ამბობს ბიჭი. ....თუმცა ზოგიმა რა ჩემი ცოცორი იცით. გენაცვალე ლეუშ, წარმატებები ძმა

• nuadrakebt

მაინც არ დამიბეჭდავთ, მაგრამ დავწერ. სულ ფულზე რო ხართ გაფაცაცინებული, იმის ღირსები იყავით რასაც იღებთ. უნამუსო ფეხბურთს რომ თამაშობთ. საქართველოში ფულის პრობლემა კი არა ფულის მიმთვისებლების პრობლემაა. კაცი რომ იმას იტყვი 16 გუნდიანი კარგიაო, ფეხბურთის მენეჯმენტს არ უნდა გაგაკარონ. მიდი რა დაახვიე.

• eppi

სანამ ქვეყნის ეკონომიკა არ აგორდზინდება ფეხბურტს და ხალხს არაფერი ესჰველება მანამდე.გაიგეტ ვირებო!ახალი წელი მოდის და საქარტველოს მოსახლეობის ნახევარს ლიმონატის ფული არაააქვს ,გოწზე ლაპარაკი ზედმეტია.ვის ეფეხბურტება.ფეხბურტი დზვირიანი სიამოვნბაა,და გარიბი ქვეყნები ვერასოდეს გახდებიან მსოფლიო ცჰემპიონები.

• გუადუა

მართალს ამბოსბ ეს კაცი და რა გინდა რომ ქნა? მერაბ , რგორ მოახერხე ასეთინ სტატიის დაწერა? ყოჩარ და ბრავო!! ახლა კიდევ ერთი პლიუსისათვის ისღა დარჩა ჩახვიდე სამტრედიაში და ხალხს ჰკითხო,აწყობს კი ასეთი სამარცხვინო სტადიონი ამხელა ქალაქს ასეთი საფეხბურთო ტრადიციებით? და შეხვიდე სტადიონზე, დათვალო რამდენი ადგილია იქანა, რომარასოდეს დაწეროს ვინმე რომ 1400 ადგილიან სტადიონზე 2500 კაცი იყოო (მსურველი 6 და 8000 იც არის) ამის მერე ალბათ მიხვდები ფეხბურთის მოყვარულ ქალაქში რატომ არ დადის ყოველი მეორე სტადიონზე...

• puma

ეს ადამიანი ყოველთვის თავმდაბალი და წესიერობით გამოირჩეოდა. კარგი სტატიაა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს

ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს

რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს

ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს

ლევან სილაგაძე: "რუსთავი" თავის ადგილს დაიბრუნებს!

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი

კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...

"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]

სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ