პირველი წრის ბოლოსწინა ტური 19 დეკემბერს ბათუმში დაიწყო, სადაც სათამაშოდ "სოხუმი" ჩავიდა და უხვქულიან მატჩში მარცხი განიცადა
პირველი წრის ბოლოსწინა ტური 19 დეკემბერს ბათუმში დაიწყო, სადაც სათამაშოდ "სოხუმი" ჩავიდა და უხვქულიან მატჩში მარცხი განიცადა - 84:98.

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი იოლად არ დანებებულა. ის კი არა, გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე ძალები აღარ ეყო და გადამწყვეტი პერიოდის 12 ქულით წაგებით წარმატების იმედი გადაეწურა.

სოხუმელებმა პირველი პერიოდი 29:21 მოიგეს. ლაშა ფარღალავამ შედეგიანობა გამოავლინა, რასაც სოხუმელთა ხელჩასაჭიდი დაწინაურება მოჰყვა. მეორე მეოთხედში ვითარება იმ მხრივ შეიცვალა, რომ მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა ჩამორჩენის შემცირება დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით მოახერხეს - 42:49.

მესამე პერიოდში მანამდეც შედეგიანად მოთამაშე ბათუმელთა ამერიკელ ლეგიონერ ბიჯეი იანგს მხარი ირაკლი მიქელაძემ აუბა და ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება სეძლეს. თანაბარი თამაში გაგრძელდა ბოლო მეოთხედი საწყის წუთებამდე, რის შემდეგაც მასპინძლებმა საბოლოოდ იპოვეს საკუთარი თამაში და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

39 ქულით გამარჯვებულებს იანგმა ულიდერა, მიქელაძის ანგარიშზე 25 ქულა, 8 პასი და მოხსნა დაგროვდა, კრისტოფერ ფელჩერმა კი ორმაგი დუბლი - 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ იანგის 39 ქულა მიმდინარე სეზონში სარეკორდოა. "სოხუმში" 24 ქულით ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, 16 ქულა და 17 მოხსნა გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზეა, გრიგოლ შვანგირაძემ კი სოხუმელებს 19 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.

ბათუმში დაწყებული ტური 20 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება.

19.12.14, 18:00

ბათუმი-სოხუმი 98:84

ბათუმი 21 21 27 29

სოხუმი 29 20 18 17

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, მსაჯობაც იდეალური იყო, თუმცა არ გაგვიმართლა. არადა, მოსაგები თამაში იყო. ჩლაიძემ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, ჯგერენაიაც არ გვყავდა, ამ 2 მოთამაშის დანაკლისი რომ არა, აუცილებლად მოვიგებდით. მინდა აღვნიშნო ფერიაშვილის არაჩვეულებრივი თამაში, სამწუხაროდ, მან 5 ჯარიმა მიიღო და გავარდა, ასევე ფარღალავამაც. დასანანი მარცხი განვიცადეთ".

მიხეილ კობაშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ. მეორე ტაიმში დაცვაში კარგად ვიასპარეზეთ და ამაის ხარჯზე გავიმარჯვეთ".

წყარო: superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
სუპერლიგა. XI ტური: "ბათუმმა" დრამატულ ბრძოლაში "შსს-აკადემია" დაამარცხა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები