გორის "დილაში" გიორგი მელქაძის ჩარიცხვა გადაწყვეტილია, ბრაზილიელ ფორვარდს კი ელოდებიან
გორის "დილა", ბევრისთვის მოულოდნელად საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი რომ უჭირავს, ახალი სეზონისთვის სამზადისს 8 იანვარს დაიწყებს.

გორელთა ასეთი კარგი თამაში პირველ წრეში მართლაც სიურპრიზი იყო. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 25 წლის უჩა სოსიაშვილის სახით, ქართულ ფეხბურთს ძალიან საინტერესო, თვითმყოფადი სპეციალისტი ეზრდება.

საყურადღებოა, რომ "დილამ" ეს შედეგი მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე აჩვენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდმა რამდენიმე შეხვედრა დისკვალიფიცირებული ლიდერების (მათ შორის - მწვრთნელისაც) გარეშე გამართა და ამასთან ერთად, ერთგული ქომაგიც მოისაკლისა.

"ლელო" გორელთა დამრიგებელს გუნდის მომავალზე ესაუბრა. საინტერესოა, როგორი განწყობაა ამჟამად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და რა გეგმები აქვს "დილას" ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს და "ლელოს" მკითხველს. ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.

- როდის დაიწყებს "დილა" სამზადისს სეზონის განახლებისათვის?

- 8 იანვარს გორში შევიკრიბებით.

- ცხადია, გაძლიერებას გეგმავთ. რომელი ფეხბურთელები მოვლენ "დილაში"?

- გადაწყვეტილია გიორგი თექთურმანიძის საკითხი. ეს უკვე იცის თქვენმა მკითხველმა. შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ ცენტრალური მცველისა და ასევე, ცენტრალური ნახევარმცველის საკითხიც, ოღონდ ამ ფეხბურთელებთან ჯერ კონტრაქტები არ გაგვიფორმებია და მათი ვინაობის დასახელებას მოვერიდები. ამასაც მალე გაიგებთ.

- ცენტრალური მცველისა რა გითხრათ, მაგრამ ის კი შევიტყვეთ, რომ თქვენ მიერ შეგულებული ნახევარმცველი ექსსამტრედიელი გიორგი მელქაძეა...

- მართალი ხართ. იმედი მაქვს, ეს ფეხბურთელი ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- როგორც ვიცით, "დილა" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება...

- 28 იანვრამდე გორში ვივარჯიშებთ. გვექნება ერთკვირიანი შეკრებაც. ამის შემდეგ გავემგზავრებით თურქეთში.

- სპარინგ-პარტნიორები უკვე შეარჩიეთ?

- ეს საკითხი ამ დროისთვის მოლაპარაკების ფაზაშია. არაერთი კარგი გუნდი იქნება თურქეთში - ჩვენი დონისაც და უფრო ძლიერებიც. ვეცდებით, ძლიერი სპარინგები შევიგულოთ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თურქული შეკრების მსვლელობისას ლეგიონერებიც გასინჯოთ?

- შეკრებაზე არა, მაგრამ საქართველოში იგეგმება ერთი ლეგიონერის ჩამოსვლა.

- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მის შესახებ...

- ის "დილაში" გასასინჯად არ მოდის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონტრაქტის პირობებზე ადგილზე უნდა მოვილაპარაკოთ. სწორედ ამ მოლაპარაკებისთვის ჩამოდის ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოში. ის ამპლუით ფორვარდია, კარგი თავდამსხმელია. თუ მისი დამატება მოხერხდა, ეს "დილას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- გუნდის მიზანზეც უნდა გკითხოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ჩემპიონობა უნდა იყოს...

- ვერც თქვენ მოგატყუებთ და ვერც "დილას" იმ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომასაც ჩვენი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში გრძნობს. საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესაბამისი მომზადება, პირობები და გაძლიერება სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ საამისოდ მზად.

- ევროტურნირებზე მოსახვედრად?

- საქართველოს ჩემპიონატი ახლა ძალიან თანაბარია. ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ევროტურნირების საგზურის მოპოვებას მოვახერხებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯანგო
ყოჩაღ ამ ბიჭს.არ არის უტაქტო,რეალურად ხედავს სიტუაციას და ასრულებად გეგმებს ისახავს. ისე კი ფაქტიურად პირველ შვიდეულს აქვს საკმაოდ დიდი მოტივაცია (ქულებიდან გამომდინარე) იბრძოლოს ჩემპიონობისათვის ხოლო პირველ ათეულს კი საპრიზოსათვის. ეს უკვე ცოტა არაა, ამდენ კლუბს რომ აქვს შანსი და მოტივაცია საპრიზო ადგილისათვის ირბძოლოს,ეს 12 კლუბიან ჩემპიონატში ვერაფრით ვერ მოხდებოდა. სიტუაცია ახლა ისეთია რომ ამ გადაადგილებების შემდეგ არც დინამოს შესაძლებლიბები არის გარკვეული, ასე რომ უმთავრესი საჩემპიონო კანდიდატები მაინც დილა და სამტრედია რჩებიან და მათ გევრდითაა დინამოები ბათუმ-თბილისის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს