გელა სანაია: "ძალიან გამახარებს "სამტრედიას" წარმატება. ამ გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!"
ქართულ ფეხბურთში ბოლოხანს ახალგაზრდა, ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მათ შორისაა 36 წლის გელა სანაიაც, რომელმაც უკვე მოასწრო ხობის "კოლხეთის", თბილისის "ლოკომოტივის", ჭიათურის "მაღაროელის", რუსთავის "მეტალურგისა" და "სამტრედიას გაწვრთნა.

მას შემდეგ, რაც სანაიამ "სამტრედია" დატოვა, უმუშევარია. "ლელომ" ახალგაზრდა სპეციალისტს ინტერვიუ სთხოვა...

- თავდაპირველად, ის გვითხარით, "სამტრედიიდან" წასვლის შემდეგ თუ გქონდათ შეთავაზება რომელიმე კლუბისგან?

- რეალური და საინტერესო შეთავაზება, ისეთი, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდებოდი, არ ყოფილა.

- მოდით, შევაფასოთ "სამტრედიაში" თქვენ მიერ გატარებული პერიოდი...

- უპრიანია, შეფასება იმ დღიდან დავიწყოთ, როცა გუნდში მივედი. მაშინ "სამტრედია" პირველ ლიგაში თამაშობდა და არცთუ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ამის მიუხედავად, მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში აღზევება.

რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში ამ გუნდის მწვრთნელად გატარებულ პერიოდს, ბუნებრივია, იყო გარკვეული ხარვეზები და ყველა თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი, თუმცა ფაქტია - ჩემი წამოსვლის დროს გუნდი მეორე ადგილზე იყო საქართველოს ჩემპიონატში.

აქვე, მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - ძალიან გამახარებს "სამტრედიას" წარმატება. ამ გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!

- საინტერესოა, თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

- ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა ვერ გაამართლა, არგუმენტად ზოგიერთი კლუბის ფინანსურ გასაჭირს იშველიებენ. კი, საქართველოში ბევრს არ ულხინს, მაგრამ განა მაშინ არ იყვნენ ფინანსურად გაჭირვებული გუნდები, როცა 10 და 12-გუნდიან პირველობებს ვატარებდით?

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე, მაგალითად, შარშანდელთან შედარებით საქართველოს ჩემპიონატს რეგრესს ვერ ვამჩნევ. 16-გუნდიან პირველობას კი ის პლუსი აქვს, რომ რამდენიმე ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებიც თანდათან უმატებენ. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ რეგიონები ფართოდ არიან წარმოდგენილნი საქართველოს ჩემპიონატში და ეს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის, ჩვენ რომ გვინდა, თუმცა ვითარება ერთად უნდა გამოვასწოროთ.

- არ იქნება, საქართველოს ნაკრების თემას გვერდი ავუაროთ. რას იტყვით მის ახალ მწვრთნელზე, რომელმაც, საყოველთაო აზრით, ძალიან გარისკა?

- მართალია, კახა ცხადაძის მხრიდან ეს ნაბიჯი არის რისკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მან თანხმობა აბსოლუტურად შეგნებულად თქვა. ცხადაძე მაღალი დონის პროფესიონალია, მას ყველა შესაძლო დაბრკოლება და რისკი ექნება გათვლილი. გასაგებია, რომ ის ურთულეს მისიას შეეჭიდა, თუმცა ვიღაცას ხომ უნდა მოეკიდა ხელი ამ საქმისთვის?!

როგორც ერთი რიგითი ქართველი, კახა ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ.

- ბუნებრივია, ცხადაძისგან სასწაულს არავინ ითხოვს. ალბათ, ამ ეტაპზე ისიც წარმატება იქნება, ცოტა მეტი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, ცოტა მეტჯერ დავარტყათ კარში, ცოტა მეტი შევუტიოთ... ისე, ყოველივე ეს სათქმელად ადვილია...

- კითხვას ნაწილობრივ უკვე გაეცით პასუხი. მართლაც, სათქმელად ადვილია. არ მეგულება მსოფლიოში მწვრთნელი, რომელსაც არ სურს, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. სხვა საქმეა, რამდენად გაძლევს ამის საშუალებას გუნდში არსებული კონტინგენტი. აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში განვიხილოთ ამა თუ იმ სპეციალისტის სამწვრთნელო ფილოსოფია, თუმცა კონტინგენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ალბათ, არ გავაკეთებ ახალ აღმოჩენას, თუ ვიტყვი, რომ დიდწილად მაინც მწვრთნელის განკარგულებაში თავმოყრილი ფეხბურთელები განაპირობებენ იმ სათამაშო მოდელს, რომელსაც თამაშის აწყობისას ესა თუ ის სპეციალისტი ირჩევს.

- ფაქტია, ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი დარჩა უმუშევარი, მათ შორის - თქვენც. ვფიქრობთ, ეს არ არის კარგი ჩვენი ფეხბურთისთვის...

- მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ჩემი უმუშევრობა არ არის ტრაგედია ქართული ფეხბურთისთვის. მწვრთნელის პროფესიას თუ ირჩევ, საამისოდ მზად უნდა იყო.

მჯერა, გამოჩნდება ჩემთვის საინტერესო შეთავაზება, რომელსაც დავთანხმდები და მუშაობასაც დავიწყებ. არ არის ეს ისეთი მდგომარეობა, რომლისთვისაც მზად არ ვიქნები. ის კია, რომ მზად ვარ მოვისმინო და განვიხილო ნებისმიერი საინტერესო შეთავაზება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
ცადი სხვა საქმეს მიხედე არარი შენი საქმე პეხბურტი
kacho
აი ამას რაგა უნდა პეხბურტში ვერ გამიგია როგორც გულშემატკივარი გასაგებია მაგრამ როგორც სპეციალისტი ზალიან შორსარიიი
გუჯა კახაძე
ალეკო კაკაურიძე:"ბუნებრივია, ცხადაძისგან სასწაულს არავინ ითხოვს. ალბათ, ამ ეტაპზე ისიც წარმატება იქნება, ცოტა მეტი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, ცოტა მეტჯერ დავარტყათ კარში, ცოტა მეტი შევუტიოთ... ისე, ყოველივე ეს სათქმელად ადვილია..." გეთანხმებით ბატონო ალეკო!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ