32 წლის ქართველი ფორვარდის თამაში კიშინიოვის გუნდში თითქმის გადაწყვეტილია
მცირე ხნის წინ მოლდოვის ჩემპიონატის A დივიზიონის კლუბ კიშინიოვის "დაჩიაში" "ზესტაფონის" ყოფილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი ჩაირიცხა. იანვრის დასაწყისში კი ინტერნეტტელევიზია Sports.md-მა გაავრცელა ცნობა, რომ "დაჩიაში" კარიერას დავით სირაძეც გააგრძელებდა.

დეკემბერში ნაკრების ყოფილი ფორვარდი მოლაპარაკებას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ პერმის "ამკართან" აწარმოებდა, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელად გაჯი გაჯიევის დანიშვნამ ვითარება შეცვალა, მან საკუთარი კადრები მიიზიდა და მოლაპარაკებაც შეწყდა. მოლდოველებმა მასთან კონტაქტი ამის შემდეგღა დაამყარეს.

"დაჩიაში" ქართველებს რეკომენდაცია კიშინიოვური კლუბის ყოფილმა ლეგიონერმა ლევან კორღალიძემ გაუწია, რომელსაც ახლახან სელექციონერობაც შესთავაზეს:

"სირაძე მოლდოვაში ჯაბა დვალთან ერთად მიემგზავრება. ამჟამინდელი მდგომარეობით, ვიცი, რომ მოლაპარაკება შეთანხმებისკენ მიდის და დათოს "დაჩიაში" თამაში თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ ყველაფერი ადგილზე უნდა გადაწყდეს.

გასინჯვაზე ლაპარაკი არ არის; უბრალოდ, კიშინიოვში კონტრაქტის დეტალებს გაარკვევს", - ამბობს კორღალიძე, რომელსაც 18 იანვარს დავუკავშირდით.

შეგახსენებთ, რომ დავით სირაძემ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ბოლო წლებში "ჯვაროსნების" ყველაზე შედეგიანი ფორვარდი იყო. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე 32 წლის თავდამსხმელი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
ჯაბა დვალი: სადაც არ არის ამბიცია, იქ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გუგა ფალავანდიშვილი: თამაში და ნაკრებში მოხვედრა მინდა და არა ფეხბურთით სარგებლობა
ნუკრი რევიშვილი: მოლდოვაში მეტი საშინელება ხდება, ვიდრე ჩვენთან!..
გუგა ფალავანდიშვილი: დიახ, "დაჩია"... კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ
ჯაბა დვალი "საბურთალოში" ვარჯიშობს, მაგრამ...
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]