რუსულ ტყვიებს გამოქცეული საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არჩილ არველაძესა და ზვიად სიჭინავას შეხვდა
მიხეილ ფოცხვერიას ინტერვიუმ "ლელოს" მკითხველთა შორის დიდი რეაქცია გამოიწვია. არცაა გასაკვირი - რეალურად, მან ხომ კარიერა და უზრუნველი ცხოვრება საქართველოს ერთგულებას შესწირა.

სამთვიანი მცდელობის შემდეგ ფოცხვერია ლუგანსკში რუს ოკუპანტებს გამოექცა, უსახლკაროდ დარჩენილი 5 შვილის მამა კი საქართველოში სამუშაოს პოვნისა და ოჯახის დასახლების იმედად წამოვიდა.

იხილეთ: ლუგანსკიდან ძლივს გამოვიქეცი... - ექსკლუზივი მიხეილ ფოცხვერიასთან

მკითხველების რეაქცია ცალსახაა: ხალხი მოგვიწოდებს, რომ ფოცხვერიას მხარდასაჭერად ყველაფერი გავაკეთოთ.

* "მაგარი კაცია! გენაცვალე გულში!"

* "გთხოვოთ ჟურნალისტებს, ფეხბურთის ჩინოვნიკებს, ბიზნესმენებს, უბრალო ქართველებს - ამ კაცს გვერდში ამოვუდგეთ და გასაჭირში არ მივატოვოთ. მიშა ფოცხვერია ამას იმსახურებს! გაუკეთეთ ორგანიზება ფონდს და დარწმუნებული ვარ, რიგითი ქართველი ფულს არ დაინანებს".

* "მაშინ, როცა საქართველო სავსეა "ყანწიანი პატრიოტებით", ამ ადამიანმა სამშობლოს ღირსეული შვილობა საქმით დაუმტკიცა. ახლა კი დროა, სამშობლომაც დაუფასოს გაღებული მსხვერპლი".

* "5 შვილის მამა! შექმენით ფონდი და გაზეთიდან გვაცნობეთ, სად ჩავურიცხოთ ფული".

* "ახლა, როცა გაუჭირდა, ჩვენ უნდა გავუწოდოთ ხელი, ვალდებულები ვართ. მაგრად ჩავჭიდოთ ამ კაცს ხელი და არსად გავუშვათ".

"ყველაზე კარგი იქნება, ძველმა თაობამ საქველმოქმედო მატჩი რომ ჩაატაროს და ქართველი ხალხისგან ფოცხვერიას ბინა გადავცეთ. ალალია ამ კაცზე".

* "ფონდს თუ არ მოება თავი, ჩვენ შევხვდეთ მიშას და დავეხმაროთ".

* "მადლობა მიხეილ, შენისთანა ვაჟკაცის მხრებზე დგას ერის სიამაყე".

* "კარგი იქნება, თუ ისევ ფეხბურთში დავასაქმებთ, თუნდაც - ბავშვთა მწვრთნელად. ბინითაც უნდა უზრუნველყონ. გაანძრიეთ ერთი ადგილი, ვისაც დახმარება შეგიძლიათ და გეკუთვნით".

* "ამ კაცმა თავის დროზე ფულს სამშობლო არჩია. ახლა დროა, სამშობლომ ვალი გაუსტუმროს!"

* "ფონდი უნდა შეიქმნას, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ჰქონდეს".

* "С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ, ითავოს ფედერაციამ ეს საქმე".

მიხეილ ფოცხვერიას თაობაზე სფფ-ის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს ვკითხეთ და სასიხარულო სიახლეც გავიგეთ:

"მიშას უანგარო საქციელი ჩვენც კარგად გვახსოვს, ვაფასებთ და სურვილიც გვაქვს, რომ გვერდში ამოვუდგეთ.

მეც ვნახე და გენერალურმა მდივანმაც, რომელიც მერე ამის შესახებ ზვიად სიჭინავას დაელაპარაკა. მასთან შეხვედრისა და დახმარების სურვილი ფედერაციის პრეზიდენტმა თავადაც გამოთქვა.

არ არის გამორიცხული, ფოცხვერია ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში დასაქმდეს. ამ პროფილით უმუშავია, გამოცდილება აქვს და გაგვიხარდება, ქართული ფეხბურთის სამსახურში თუ ჩავაყენებთ.

წესით, ეს საკითხი მალე უნდა გადაწყდეს", - ამბობს არველაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია
უამრავი მოზარდია უცხო ქვეყნებში მიმოფანტული,აგერ რუსეთის ნაკრებში ყიფიანიც კი გამოჩნდა (ახალგაზრდულში), თუ გვინდა რომ ისინი სამშობლოს დაუბრუნდნენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ სამშობლო არასოდეს მიატოვებს გასაჭირში, მიშა ფოცხვერიას გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა მათ დაანახებს, რომ მხოლოდ სამშობლოში იქნებიან ასე დაფასებულები.
გია
ეს უკვე საქმეა,ხედავთ ფეხბურთის ფედერაციასაც შესძლებია კარგი საქმის გაკეთება.
KAcHO
ამ ბიჭმა თავის დროზე სამშობლოს სიყვარულის გაკვეთილი ჩაატარა. ერთი სული მაქვს სანამ გავიცნობ და გულში ჩავიკრავ.
fn57
გაიხარე მიშა!აუცილებლად მოუგვარეთ ამ კაცს,ყველა პრობლემა,ღირსია-დამსახურებულიაქ თავიცი პასტუპკებით.კეთილი ინებეთ!!!ერთი დგე არ წავიდეს არცერთი ფეხბურთელი კაზინოსა და რესტორანში,და ეგაარა!ანახეთ ქვეყანას აბა რა ჯიგრები ხარღ,ფედერაციიან
ეთერი
განა ასე ძნელია საქარტველოში ერთი კაცის დასაქმება? ისიც მრავალშვილიანის? მგონია ამას არსად არ გააკეთებენ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ რომ სხვაგან გასაქცევად არ ექნება საქმე.
გუჯა კახაძე
ძლივს გავიგე პოზიტიური იფორმაცის. ახლა გერმანიის ეროვნული ნაკრების დასახვედრად მოვემზადოთ! ყველანი სტადიონზე!!!!
Vova
ყანწების პატრიოტებზე მაგრად თქვა იმ ადამიანმა
Vova
მიშა გაუმარჯოს ! მაგარი კაცია
gio
საქველმოქმედო მატჩი მართლა მაგარი იდეაა იმედია ფედერაცია ან მისი მეგობრები ამას მოახერხებენ....ყველანი სტადიონზე, ეს მარტო მიშას კი არა ჩვენც გვჭირდებაააა
zviadi
სიჭინავას ადგილი ზედგამოჭრილი იქნება მაგისთვის
ერისკაცი
მარტო ფედერაცია კი არა მთელი საქართველო უნდა დავუდგეთ გვერდში! მე მზად ვარ დავესწრო საქველმოქმედო საქველმოქმედო მატჩს! :)
tedo
საქართველო ვალდებულია რომ დაეხმაროს ამ ადამიანს,. უნდა ვიგრძნოთ მოვალეობა და პასუხისმგებლობა.
merabi
კარგია, მარა ბინა? ამასთან ერთად კარგი იქნებოდა საქველმოქმედო მატჩის გამართვა. სტადიონი შეივსებოდა, დარწმუნებული ვარ
gela
არჩილის მჯერა.
მე
გაიხარეთ თქვენ, ამ ადამიანის გვერდით დადგომა იმის იმედსაც აჩენს, რომ ასეთი ღირებულებები ჩვენს დროშიც ფასდება! წარმატებები!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო