დაე, მკითხველმა განსაჯოს, რამხელა ფანტაზიას იჩენენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები
"აზერისპორტმა" ინტერვიუ ჩამოართვა საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს.

ჩვენ შეუცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს და არც სათაურს ვცვლით - დაე, მკითხველმა განსაჯოს, რამხელა ფანტაზიას იჩენენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები, განსაკუთრებით - სათაურის შერჩევისას...

"ნეფთჩისთან" მატჩები გამოცდილებაა "ჩიხურასთვის", ცხადაძე კი საქართველოს ვერ დაეხმარება"

- თქვენი გუნდი დისციპლინირებული დაცვით დაგვამახსოვრდა. სათამაშო სტილი ხომ არ შეცვალეთ?

- არა, არ შეგვიცვლია, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში სხვანაირად ვთამაშობთ. ყველაფერი მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენზე ძლიერია, მაშინ დაცვიდან თამაშს ვამჯობინებთ.

- მაგალითად, როგორც "ბურსასფორთან" და "ნეფთჩისთან"? რა მოგონებები დაგრჩათ ევროთასებიდან?

- ორივე გუნდი ჩვენზე მაღლაა სათამაშო დონით. მოგონებები კი კარგი დარჩა. ვითამაშეთ მაღალი კლასის გუნდებთან. ამან ჩვენს კოლექტივს არგო - "ჩიხურა" მხოლოდ მესამე წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

- რატომ დაეცა ქართული ფეხბურთის დონე?

- პრობლემა ბევრია. ყველაზე მთავარი - ერთიანი სისტემის არქონაა. არ გვაქვს ინფრასტრუქტურა. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებს ეხებათ, არამედ საქართველოს ჩემპიონატსაც. მეორეც - არ იდება ფული, უფრო ზუსტად, ფული არ არის. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ფეხბურთის დახმარება, რადგან მას არ აქვს ამის საშუალება. არის მესამე მომენტიც - ვინც თავს გამოავლენს, ეგრევე საზღვარგარეთ მიდის, იქ ხომ კარგად იხდიან.

- აზერბაიჯანშიც კარგად იხდიან...

- ამიტომაც გაქვთ კარგი ჩემპიონატი. შეგიძლიათ მოიწვიოთ მაღალი დონის ლეგიონერები, რომლებიც ფეხბურთის დონეს განაპირობებენ.

- "ჩიხურა" და "ყარაბაღი" ერთ სასტუმროში არიან შეკრებაზე. "ყარაბაღს" მსაჯის შეცდომამ ევროპალიგის პლეი ოფის საგზური წაართვა...

- ჯგუფში "ყარაბაღის" შედეგებს არ გავუკვირვებივარ. გუნდს დიდი ფული აქვს. ვნახე მათი თამაში "სენტ ეტიენთან" ბაქოში. ძალიან მომეწონა "ყარაბაღი".

- როგორ მიიღეთ კახა ცხადაძის დანიშვნა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

- მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ადგილობრივი სპეციალისტი. კარგია, რომ ადგილობრივი და, თანაც, ახალგაზრდა მწვრთნელი გვყავს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოახერხებს ის ორი სამუშაოს შეთავსებას. ეს უნდა ჰკითხოთ "ინტერის" პრეზიდენტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (იღიმის). მთლიანობაში, მივესალმები.

- შეძლებს თუ არა ის საქართველოში შედეგის მიღწევას?

- სანამ ქართული ფეხბურთის დონე არ აიწევს, ვერანაირი მწვრთნელი ვერ გვიშველის, მათ შორის - ვერც ცხადაძე. მან უნდა შეძლოს დისციპლინის დამყარება ფეხბურთელებში, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, რათა მათ გულით ითამაშონ ქართული დროშისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koki
აზერების ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვა. როგორი ცავარდნაც არ უნდა ქონდეს ჩვენს ნაკრებს, მაგათ მაინც არ დააცაგვრინებს თავს. ასე იყო, ასე არის და მუდამჟამს ასე იქნება.
შალვა
ნორმალური ინტერვიუ მიუცია და რა არ მოგეწონათ ერთი ვერ გავიგე?
რეზო
რაში გამოიხატა ფანტაზია? რაც თქვა ის დაწერეს სათაურშიც და ინტერვიუშიც.
irakli79
giorgi-ს eს პესიმიზმი კი არა რეალობაა და ქართული ფეხბურთი ნწვავე აგონიაშია ,არც ფულის ჩადება არ გვინდა ,არც სირბილი არც ,თამაშის ხარისხი უსაშინლესი,ტემპი საერთოდს არ არის ,სანახაობრივად მაგის ყურებას გამორთულ ტელევიზორს უყურო ის მირჩევნია,ნაკრებმა დაიყწო კარგათ მაგრამ დაამთავრა როგორც ყოველთვის, პესიმიზმი?? პესიმიზმი კი არა ღირსები ვართ არასაფეხბურთო ქვეყანად გამოგვაცხადონ,ფედერაცია კიდევ გააუქმონ .
vaxo
გეტანხმები სოსო სანამ საქარტველოში პეხბურტი მკვდარია და სანამ ეს **** იქნებიან პედერაციაში არველაზეების ტამადობიტ ნაკრებს არაპერი არეშველება
zuriko
სოსო კარდაშ. ამბობ, "როგორ მოახერხებს ის ორი სამუშაოს შეთავსებასო". მინდა შეგახსენო მეგობარო, რომ შეთავსებით ის მხოლოდ ივნისამდე იმუშავებს, მერე მთლიანად ნაკლებზე გადაერთვება. ასე, რომ ცოტა .................... გიჭირს. ბოდიში, მაგრამ ასეა. გარდა ამისა, აზერებს თუ ჩბენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს, იმიტომ "ბდღვნის" ყველა მათი ნაკრები. არც კი ვიცი რეიტინგში სად არის..
zaza
ამას მაგრად ყავს მგონი. ეტყობა აზერებთან აპირებს კარიერის გაგრძელებას.
giorgi
ესეთი პესიმიზმი არ გვჭირდება ბატონო სოსო... ნუ გვავიწყდება საქართველო დიდი ფეხბურთელების (მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია ქინქლაძე არველაძე, კალაძე და მრავალი სხვა) სამშობლოა და ყოველთვის შეიძლება მოვუგოთ მაგარ გუნდებს!
grisha
ფერერაცია, ერთი ამხანაგური მაინც გააჩალიჩეთ ამ აზერებთან, იქნებ მოვუგოთ და იქნებ ცოტა მიწაზე დავუშვათ, თორემ გასკდა გული. ამათი საკაიფოც რომ გახდები ამაც ცუდად არის საქმეო უკვე აღარ ჰქვია.მაგრად ტეხავს რა. კარგი მონდომებით და სწორი ტაქტიკით ნაღდად მოვუგებთ. თან ცხადაძე ხუთი თითივით იცნობს მაგათ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ