ანტეტეკუნმპო ჩვენც გვყავს, მიდლტონიც და ფაჩულიაც
ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ სპეციალისტთა უმეტესობა ჩვენი ჯგუფის გუნდებს ასე ახარისხებს: ფავორიტთა ტრიო (სლოვენია, ხორვატია და საბერძნეთი) და აუტსაიდერები (საქართველო, მაკედონია, ჰოლანდია), რომლებიც მერვედფინალში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებენ.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა არც აუტსაიდერის მანტიაა ურიგო რამ - დროულად უნდა გაიძრო და ფავორიტებში ჩაეწერები.

ასე დაემართა ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსს", რომელიც სეზონის დაწყებამდე სპეციალისტებს აღმოსავლეთის კონფერენციის აუტსაიდერად მიაჩნდათ, თუმცა დღეს 16 გუნდში მე-6 პოზიციაზეა და ისე თამაშობს, რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ცხრილში დაწინაურებაც შეუძლია. პლეი ოფის საგზური კი თითქმის განაღდებული აქვს.

საქართველოს ნაკრებისთვის "მილუოკი" მისაბაძი მაგალითია. ჩვენი ეროვნული გუნდიც არ მიიჩნევა ევრობასკეტი 2015-ის ფავორიტად, მაგრამ პლეი ოფში უნდა გავიდეს. თუ ისევე ითამაშა, როგორც "ბაქსი" ასპარეზობს, ნამდვილად გავა.

ჩვენც გვყავს ქართველი ანტეტეკუნმპო (თორნიკე შენგელია ამერიკელმა ექსპერტებმა ბერძენზე ადრე შეამჩნიეს), ჩვენც გვყავს მფრინავი პარკერი (სანიკიძე NBA-ს 2004 წლის დრაფტზე "ატლანტამ" აირჩია და "სან ანტონიოს" დაუთმო), ჩვენც გვყავს სამქულიანების ოსტატი მეიო (მარკოიშვილის სამქულიანს არაერთი დიდი გუნდი მოუკლავს), ჩვენც გვყავს ბრენდონ ნაითი (გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე) და ჩვენც გვყავს ზაზა ფაჩულია, ოღონდ თეთრ-წითელ ფორმაში გამოწყობილი.

თავქუდმოგლეჯილნი

სწრაფი შეტევა "მილუოკი ბაქსის" საფირმო ნიშანია. გუშინდელ მატჩში, "საკრამენტოსთან", პირველ ტაიმში ვისკონსინელები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ იერიშზე, თითქოს ბავშვები ყოფილიყვნენ და მწვრთნელს დაფაზე არაფერი დაეხაზოს.

გგონიათ, "მილუოკის" თავკაც ჯეისონ კიდს დაფა არა აქვს? აქვს, მაგრამ იცის, რომ ანტეტეკუნმპო, ნაითი, დადლი, მიდლტონი, მეიო, ბეილსი ინდივიდუალურად ძლიერი კალათბურთელები არიან, კაცის მოტყუება მათთვის მზესუმზირის კნატუნივითაა და სწრაფი შეტევის ხარჯზე მოწინააღმდეგესთან უპირატესობის მოპოვებაც შეიძლება. მოიპოვეს კიდეც, რის შემდეგაც "მილუოკი" პოზიციურ შეტევაზე გადავიდა და მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე. როგორია "ბაქსის" პოზიციური შეტევა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

საქართველოს ნაკრებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია. თუ შარშანდელი შესარჩევის მატჩებს გავიხსენებთ (დინჯად ვთამაშობდით), ზოგს ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ აქვე განვმარტავ: ჩვენი ნაკრების კალათბურთელებს მილუოკელებივით შეუძლიათ სწრაფ თამაშში ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაჯაბნონ, მაგრამ ამას ხშირად არ აკეთებენ. ...გააკეთეს 2012 წელს ბოსნიაში, როცა სანიკიძე და შენგელია რეაქტიული თვითმფრინავებივით შედიოდნენ და ბომბავდნენ მასპინძელთა კალათს, რასაც სამქულიანები დაემატა და 19 ქულით დავწინაურდით. თუმცა მეორე ტაიმში თამაში დავაწყნარეთ და მოპოვებული უპირატესობაც გავანიავეთ (მინიმალური სხვაობით ვიმარჯვეთ).

თუ გამოგვდის, რატომ არ ვთამაშობთ სწრაფ კალათბურთს? იმიტომ, რომ გუნდი არ გადაიღალოს და ბოლო წუთებს ენერგიულად შეხვდეს. მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი 7-8 კალათბურთელს ეყრდნობა. მაღალ ტემპში თამაში მათ დაღლას გამოიწვევს, რაც ბოლო წუთებზე შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. გამოსავალი არსებობს, ოღონდ, მასზე მსჯელობა მომდევნო ქვეთავს მივანდოთ.

თორმეტი დამრტყმელი

კალათბურთი ფეხბურთისგან იმით განსხვავდება, რომ მწვრთნელს შეუძლია მოთამაშე სულის მოთქმის მიზნით მოედნიდან თუნდაც ორი წუთით გაიყვანოს. დასვენებული მოთამაშე კი დაღლილზე გაცილებით სასარგებლოა, მთავარია იგი სკამზე იმდენ ხანს არ დარჩეს, რომ რიტმიდან ამოვარდეს. "მილუოკი ბაქსის" თავკაც ჯეისონ კიდის კარგად მოეხსენება, რომ მისი გუნდი განსაკუთრებულად ენერგიული ბოლო მეოთხედში უნდა იყოს, რადგან მსოფლიოს უპირველეს ლიგაში, NBA-ში თამაშობს. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს ანაცვლებს სამ გამთამაშებელს, ნაითს, ბეილესსა და გუტიერესს.

მსროლელად და მსუბუქ ფორვარდად დადლი, ანტეტეკუნმპო, მიდლტონი და მეიო ჰყავს, მძიმე ფორვარდად - ობრაიანტი, ილიასოვა და კენიონ მარტინი.

ცენტრის პოზიციაზე სეზონის დასაწყისში ერთმანეთს სამი კალათბურთელი ცვლიდა - ფაჩულია, ჰენსონი და სენდერსი. სადღეისოდ მათ სენდერსი გამოაკლდათ და ზაზა და ჰენსონი ინაწილებენ ცენტრისთვის განკუთვნილ დროს.

მარათონული სეზონის განმავლობაში გუნდს ხან პარკერი გამოაკლდა, ხან ილიასოვა, ნაითი, ფაჩულია, მაგრამ "მილუოკის" თამაშზე ეს ნაკლებად მოქმედებს. იმიტომ, რომ მწვრთნელს ყოველ პოზიციაზე სამი კანდიდატი ჰყავს. თან ისეთები, ყოველ მატჩში რომ ათამაშებს და სათანადო კონდიციებში ჰყავს.

საქართველოს ნაკრებში 2014 წელს სხვაგვარი სიტუაცია იყო: პლეიმეიქერი გიორგი ცინცაძე, არც მეტი, არც ნაკლები, 38.2 წუთს თამაშობდა. გამოდის, რომ იგი ფაქტობრივად არ ისვენებდა. არადა, ყველაზე დიდი დატვირთვა გამთამაშებელზე მოდის და სწორედ მას სჭირდება ენერგია ბოლო წამებზე თამაშის დასალაგებლად, "ასარევად", თუ ასასწრაფებლად. ეს იგორ კოკოშკოვმაც იცის, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა: ევროპის ჩემპიონატზე ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება გვიწევს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა კალათბურთელის გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებაო.

სწორედ ამიტომ, ხშირად უნდა ცვალონ ერთმანეთი გიორგი ცინცაძემ, ლაშა გამყრელიძემ (რომელსაც მწვრთნელი გუნდში 2012 წლის შემდეგ აღარ იწვევს) და კიდევ ერთმა პლეიმეიქერმა (ოთარ ფხაკაძემ, ბექა წივწივაძემ, ირაკლი ჩლაიძემ...) ან სულაც ნატურალიზებულმა ამერიკელმა, სავარაუდოდ რიკი ჰიკმანმა.

"მილუოკის" საინტერესო ტაქტიკა აქვს: როცა ზაზა ფაჩულია მოედანზეა, იგი მეტოქის ფარქვეშ შედის, დანარჩენი ოთხი კი პერიმეტრზე მოძრაობენ, თუ საჭიროა, სხვადასხვა კუთხიდან სტყორცნიან სამქულიანებს, თუ საჭიროა, საჯარიმოში შერბიან და ზუსტი პასის შემდეგ შეტევას ორი ქულით ამთავრებენ.

"ბაქსი" იმიტომაცაა აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზე, რომ მრავალფეროვნად უტევს: მეტოქეთაგან არავინ იცის, ხუთიდან რომელი მილუოკელისგან როდის და რომელი წერტილიდან ელის ხიფათი. ზაზა ფაჩულიაც თამამად სტყორცნის შორეულ ორქულიანებს და მიზანსაც აღწევს.

ზაზა საქართველოს ნაკრებშიც ცენტრის პოზიციაზეა, იგი თვითონაც ხშირად უტევს და თანაგუნდელებსაც უთავისუფლებს ზონებს ფარქვეშიდან ბურთის ჩასაგდებად, არც პასებს იშურებს (პორტუგალიასთან 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა). თუმცა საქართველოს ნაკრებს მაინც აკლია მრავალფეროვნება შეტევაში.

განვლილ შესარჩევზე თამაშის მოგებას უმთავრესად ფარქვეშ უპირატესობის მოპოვებით ვცდილობდით, მაგრამ ევრობასკეტზე თანაბრად უნდა მივაქციოთ ყურადღება პერიმეტრსაც და საშუალო დისტანციიდან (ეს საქართველოს ნაკრების მთავარი ნაკლია, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად ვტყორცნით საშუალოებს) სროლებს. ამას თუ მაღალ ტემპში თამაშს დავურთავთ, ევრობასკეტზე ხორვატიიდან საფრანგეთში მერვედფინალის სათამაშოდ აუცილებლად გადავალთ.

იგორ კოკოშკოვს ნამდვილად აქვს რესურსი, ყველა ლიდერი საკმარისად დაასვენოს და 40 წუთი მაღალ სისწრაფეზე, მაღალ დონეზე ჩაატაროს.

მსროლელის პოზიციაზე ერთმანეთს კარგად შეენაცვლებიან მარკოიშვილი, ფაცაცია, ლეჟავა, ჰიკმანი და სანაძე. მანუს, ფაცაციასა და დუდას მსუბუქი ფორვარდობაც შეუძლიათ, თუმცა ამის აუცილებლობა ნაკლებად იქნება, რადგან საქართველოს ნაკრებს ჰყავს სანიკიძე, შენგელია და ბურჯანაძე.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტრიოს მხოლოდ მესამე ნომრად გამოყენების ფუფუნება ჩვენს ნაკრებს არა აქვს, ამიტომ, სიტუაციისდა მიხედვით სამივეს შეუძლია მძიმე ფორვარდად თამაში. შეუძლია კი არა, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ხორვატიაში ხან ერთს, ხან მეორეს და ხან მესამეს მეოთხე ნომრად აუცილებლად ვიხილავთ.

ამავე პოზიციის მოთამაშეა ნიკა მეტრეველი, ბოლო დროს კი იტალიაში შესანიშნავად ათამაშდა გიგა ჯანელიძე, რომლის გასინჯვა ნამდვილად შეიძლება. ნიკა ცქიტიშვილი? ეს ის კალათბურთელია, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსებას რომ იცავდა, ხოლო წლეულს საუკეთესო სეზონს ატარებს, ერთ მატჩში 52 ქულამდეც ადის...

ცენტრის პოზიციაზე ევროპაში ბევრს ვჯობნით: ფაჩულია-შერმადინი. ის კი არა, თავისუფლად შეიძლება ამ ორი ტანმაღლის მოედანზე ერთდროულად დაყენება, რაც კოკოშკოვმა 2012 წელს ჰოლანდიაში გააკეთა და როგორც შემდეგ აღნიშნა, კმაყოფილი დარჩა. ნაკრებში სხვადასხვა დროს ცენტრად ცქიტიშვილი, მეტრეველი, შარაბიძეც თამაშობდნენ.

გამთამაშებლიან-ცენტრიანად

რამდენი კალათბურთელი დავასახელეთ? თორმეტს ნამდვილად გავცდით. არადა საევრობასკეტო განაცხადი 12 კაცს არ უნდა გასცდეს. ოღონდ, აქედან 8 დამრტყმელი და 4 წუთების მაძიებელი არ უნდა იყოს. "მილუოკი ბაქსის" თამაში რვა კალათბურთელზე რომ გადადიოდეს, დღეს აღმოსავლეთის კონფერენციის აუტსაიდერთა შორის იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tengo
პირველად წავიკითხე ასეთი სრულფასოვანი ანალიზი გუნდიდ სათამაშო ტაქტიკის. ყოჩაღ ბატონო ვაჟა. გმადლობთ.
roberti
შეხვდებიან "ანტეტოკოუმბო" და შენგელია სექტემბერში
me
ცქიტიშვილი სიაფანდია,ლიბიის ჩემპიონატში მეც ჩავაგდებ 50 ქულას.
Taso
კალათბურთი მარტო სტატისტიკის ოქმი არაა, შენგელიას თამაში ნანახი გაქვს წელს ან შარშან. ძალიან მაგრა თამაშობს, თამაში ან სროლა თუ არ მისდის მაინც ყველაზე სასარგებლო არის თუ მისდის ვერავინ შეაჩერებს ჯაბარსაც double team ი დაჭირდება
sabonis
ცინცაძე, ნატურალიზებული, მარკოიშვილი,ფაცაცია,სანაძე, სანიკიზე, შენგელია, ბურჯანაძე,ცქიტიშვილი, ფაჩულია,შერმადინი, ესენი აუცილებლად უნდა იყვნენ და რჩება ერთი, რომელზეც შეიძლება ფიქრი, მე მგონი ის ერთი გამთამაშებლებიდან უნდა ავარჩიოთ.
emre
აუ რა შედარებები გააკეთა ავტორმა :D ეგრე ჩვენც გვყავს 11 ფეხბურთელი მოედანზე მაგრამ ხარისხს ხო გააჩნია როგოები არიან. იმას არ ვიძახი, რომ გინდ შენგელია და გინდ სანიკიძე ცუდი კალათბურთელები არიან, მაგრამ ანტეტოკოუმბოსთან და ჯაბარისთან შედარება ცოტა ზედმეტი ხო არაა? სანიკიძეს უნიქსში 3-5 წუთამდე ათამაშებენ ევროლიგაზე, შენგელიაც დიდი ვერაფრით გამორჩეულია ამ წელს, ასე რომ ცოტა რეალურად შევხედოთ სიტუაციას
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება - შენგელიას ლიდერობით "ბარსამ" ურთულესი მატჩი მოიგო
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება