"ბათუმმა" სუპერლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში "ქუთაისი" დაამარცხა
"ბათუმმა" სუპერლიგის მე-9 ტურის შეხედრაში "ქუთაისი" დაამარცხა. დავით უსტიაშვილმა აჭარულ გუნდში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო. "ბათუმის" ყოფილი თავკაცი, მიხეილ კობეშავიძე დღეს "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. სატურნირო მნიშვნელობასთან ერთად ამ მატჩის მთავარი შტრიხიც მწვრთნელების ფაქტორი იყო.

"ქუთაისი" ბათუმელებს ცხრილში 3 მოგებით გვარიანად უსწრებდა, თან შინ თამაშობდა და ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა. თამაშის მსვლელობამ კი საპირისპირო აჩვენა. შინაურ სარბიელზე ტრადიციულად კარგად მოასპარეზე ქუთაისელებმა გამართულად მოთამაშე ბათუმელებს ვერაფერი დაუპირისპირეს.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა მოიპოვეს და ეს შედეგზეც აისახა. მეორე პერიოდი ბათუმელებმა 27:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 46:36.

ბათუმელები გუნდურად თამაშობდნენ, მათი წინამძღოლი კი ბომბარდირი ბიჯეი იანგი გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ 37 ქულა ჩააგდო და აჭარულ გუნდს გამარჯვება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. იანგს ოპონენტობას უწევდა ქუთაისელთა სლოვენიელი ახალწვეული მირზა სარალია, რომელმაც იმერულ კლუბში თავის რიგით მეორე მატჩში 23 ქულა ჩააგდო.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოაკეთეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. ცხადი გახდა, რომ ყველაფერზე პასუხი ბოლო მეოთხედს უნდა გაეცა. გუნდებმა შედეგიანობა გამოავლინეს და უკანასკნელი ათწუთეულში მთლიანობაში 65 ქულა ჩავარდა. ბათუმელებმა გუნდურად ითამაშეს - იანგმა, ნოდარ თენიეშვილმა, ნიკ კელოგმა, ირაკლი მიქელაძემ და კრის ფელჩერმა გასამარჯვებლად აუცილებელი ბურთები ჩააგდეს და ქუთაისელთა მცდელობა, მატჩის ბედი შემოატრიალებინათ, მცდელობად დარჩა. მაქსიმუმი, რაც მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა შეძლეს, სხვაობის 3 ქულით შემცირება იყო.

საბოლოოდ ბათუმელებმა 97:91 მოიგეს და ცხრილში პოზიცია გაიმაგრეს. ქუთაისურ მატჩში საუკეთესო ზემოთხსენებული იანგი გახლდათ, 17-17 ქულა დააგროვეს ირაკლი მიქელაძემ და ნიკ კელოგმა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ბათუმელთა ამერიკელმა ცენტრმა, კრის ფელჩერმა მიითვალა - 13 ქულა, 14 მოხსნა. ქუთაისურ გუნდში 23 ქულით საუკეთესო მირზა სარალია გახლდათ, ზაურ ფაშაევმა კი 21 ქულა მიითვალა.

13.02.15, 18:00

ქუთაისი - ბათუმი 91:97

ქუთაისი 18 18 24 31

ბათუმი 19 27 17 34

მატჩისშემდგომი კომენტარები

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): როგორც ყოველთვის, დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ბათუმის გუნდი ძალიან მომზადებული ჩამოვიდა ქუთაისში და მივულოცავ ამ წარმატებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ დალაგებული თამაში და არ მოგვეცა ჩვენი უპირატესობის გამოყენების საშულება. ფარქვეშ თამაში წავაგეთ, დავკარგეთ ძალიან ბევრი ბურთი... როდესაც თანაბარი ძალების მქონე გუნდთან თამაშობ, ბურთის დაკარგვა მეტოქის მიერ ჩაგდებული ქულების ტოლფასია. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ბარბაქაძე, თუმცა მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, ვინც დღეს მოედანზე იმყოფებოდა და ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ამ შეხვედრაში. სპორტული ფორტუნა დღეს არ გვწყალობდა. გული მწყდება რომ ვერ ვასიამოვნეთ ჩვენი გულშემატკივარი, თუმცა ყველაფერი წინაა და ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი და კარგი ატმოსფერო იყო. მთელი თამაშის მანძილზე ვიგებდით, შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით და ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. მოწინააღმდეგე გუნდმაც ბრწყინვალედ იასპარეზა. გამოვარჩევდი "ქუთაისის" ახალ ლეგიონერს, მირზა სარალიას, რომელიც შესანიშნავი მოთამაშეა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წინ დაძაბული მატჩები გველის, ყველა გუნდი გაძლიერებულია და ვფიქრობ მეორე წრე საინტერესო იქნება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში
სუპერლიგა. XI ტური: "ბათუმმა" დრამატულ ბრძოლაში "შსს-აკადემია" დაამარცხა
სუპერლიგა. 1/2-ფინალი: გახურდა, უქმეებზე გაცხარდება
საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს "რუსთავი" და "დინამო" შეხვდებიან
"ᓐᓠ
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
ქუთაისი-რუსთავი 100:67 - ქუთათურთა იოლი გამარჯვება
სუპერლიგა. XVIII: "ბათუმი" და "დინამო" ორპიროვნული ლიდერები არიან
დუდუ დადიანის მემორიალი: სტარტი საინტერესოა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
თბილისში 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი იწყება
სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
მთავარი მწვრთნელი "ქუთაისშიც" იცვლება
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" ფინალშია, "ქუთაისი" თუ "სოხუმი"?
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
სუპერლიგა 2017/18: "სოხუმი" უკრაინელებითა და მიხეილ კობეშავიძით
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა
All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
სუპერლიგა. X ტური: ფაშაევის გმირობა ქუთაისში და "მგზავრები-არმიას" გამარჯვება ბათუმში
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო
სუპერლიგა. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
იშვიათი სიზუსტის ტყორცნა ქუთაისი-ბათუმის მატჩში [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
"ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ" ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ: ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ ᓛᓔᓠᓘᓐ ᓨᓔᓫᓚᓔᓑᓘᓡᓓᓐᓒᓕᓐᓠᓐᓓ ᓒᓕᓔᓮᓛᓐᓠᓔᓑᓐ
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
სუპერლიგაში სათამაშოდ უცხოეთიდან ერთბაშად 15 კალათბურთელი ჩამოვიდა
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა

All Star 2015-ის გამოკითხვა დაიწყო! აქციას ''თბილისი მოლი'' უმასპინძლებს!
ბათუმი-სოხუმი 98:84 - იანგის 39 ქულით
სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური: მაყურებელი VS მსაჯი - "ბათუმმა" რუსთავიდან ორი ქულა წაიღო [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო
სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]