სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა 2014-15 წლების მსოფლიო გრან პრის მესამე რაუნდი დამთავრდა
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა 2014-15 წლების მსოფლიო გრან პრის მესამე რაუნდი დამთავრდა, რომელშიც 12 საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობდა.

10 ტურის შედეგები უკვე გაუწყეთ. ბოლო, მეთერთმეტე ტურში ექვსივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ბაადურ ჯობავა-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია)-ლენიერ დომინგესი (კუბა).

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: I. ევგენი ტომაშევსკი (8 ქულა), II. დმიტრი იაკოვენკო (6,5), III. რაჯაბოვი (6), IV-VII. რუსტამ კასიმჯანოვი, ლენიერ დომინგესი, შაჰრიარ მამედიაროვი, ანიშ გირი (5,5-5,5), VIII-X. ბაადურ ჯობავა, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ალექსანდრ გრიშჩუკი (5-5), XI. პიოტრ სვიდლერი (4,5), XII დმიტრი ანდრეიკინი (4). სამი რაუნდის შემდეგ გრან პრის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ევგენი ტომაშევსკი (ორი შეჯიბრების შემდეგ) - 252 ქულა, შაჰრიარ მამედიაროვი (3) - 235, ფაბიანო კარუანა (2) - 230, თეიმურ რაჯაბოვი (3) - 210, ჰიკარუ ნაკამურა (2) - 207, დმიტრი ანდრეიკნი (3) - 200, ბორის გელფანდი (2) - 170, დმიტრი იაკოვენკო (2) - 170, სერგეი კარიაკინი (2) - 157, რუსტამ კასიმჯანოვი (3) - 125, ალექსანდრ გრიშჩუკი (2) - 122, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2) - 115, ბაადურ ჯობავა (2) - 115, ანიშ გრი (2) - 115, პიოტრ სვიდლერი (2) - 102, ლენიერ დომინგესი (85).

გრან პრის გათამაშების მე-4 ეტაპს (ჯობავაც ითამაშებს) წლეულს რუსული ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

თბილისური ეტაპის დასრულების შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს შენობაში ასპარეზობის საზეიმო დახურვა გაიმართა.

გრან პრის მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, რომელმაც ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს მთავრობას, დედაქალაქის მესვეურებს, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას, შეჯიბრების გენერალურ სპონსორ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მადლობა გადაუხადა.

ლევან ყიფიანი: "საქართველოში ჭადრაკს მუდამ ეკავა გამორჩეული ადგილი. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ სახელმწიფომ მიიღო ჩვენს ქვეყანაში ჭადრაკის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელმაც სტარტი გრან პრის მესამე ეტაპით აიღო და 2018 წელს ბათუმში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადით დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის".

დავით ნარმანია: "წლეულს ჩვენს დედაქალაქში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის განსაკუთრებულია ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. "ქორთიარდ მერიოტში" მოწყობილმა გრან პრის მესამე ეტაპმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება დედაქალაქში მაღალი დონის შეჯიბრებების ჩატარება. თბილისის მერია დღესვე აცხადებს მზაობას სამომავლოდ ნებისმიერი შეჯიბრების მასპინძლობაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
დავით ნარმანია: აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ლევან კობიაშვილი: გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ