ტაშკენტის "ფახთაქორის" 27 წლის უნივერსალი საქართველოს ნაკრებში გამოძახებამ უზომოდ გაახარა
კახა ცხადაძემ მალტასა და გერმანიასთან სანაკრებო მატჩებისთვის ტაშკენტის "ფახთაქორის" 27 წლის უნივერსალი, გუნდის კაპიტანი კახა მახარაძეც გამოიძახა. მიმდინარე სეზონში მახარაძე მართლაც ჩინებულ ფორმაშია და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი (თამაში შეუძლია ცენტრალურ მცველადაც) თამაშიდან უგოლოდ არ გადის.

მახარაძე "ფახთაქორის" თურქულ შეკრებაზე ხომ ბომბარდირობდა და, რაც აზიის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ამ ტურნირშიც უკვე 2 გოლი შეაგდო.

ერთი შეხედვით, უზბეკეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება უცნაურ ამბად კი მოჩანს, მაგრამ მახარაძის შემთხვევაში ამას ვერავინ იტყვის. ჯერ ერთი, სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს და მეორეც - ვისაც, თუნდაც წლების წინათ, ერთხელ მაინც უნახავს კახა მახარაძის თამაში, ალბათ დაგვეთანხმება, რომ მას ახალი შტრიხების შეტანა შეუძლია საქართველოს ნაკრების თამაშში.

"ლელო" მახარაძეს ტაშკენტში შეეხმიანა. რესპონდენტს პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში გამოძახება მივულოცეთ...

- უზომოდ ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენთ, ისე გავიხარე, - გვითხრა მახარაძემ საუბრის დასაწყისში.

- "ფახთაქორში" თუ გაიგეს, ნაკრებში რომ ხართ გამოძახებული?

- გაიგეს და მომილოცეს კიდეც. უზბეკეთში ქართული ფეხბურთი ძალიან უყვართ, საქართველოს ნაკრებს აფასებენ...

- თქვენი გუნდიდან სხვა მოთამაშეები თუ არიან მიწვეულნი ეროვნულ გუნდებში?

- ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც აზიის მასშტაბით საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

- "ფახთაქორი" ძნელად გელევათ ხოლმე. ეროვნულ გუნდში თქვენს წამოსვლას ხომ არ შეაფერხებენ?

- არანაირად! ეს გამორიცხულია! ადრე ეს მწვრთნელების შეთანხმების საფუძველზე მოხდა და მაშინ არ იყო ოფიციალური სანაკრებო დღე. რას ამბობთ?! რომც არ გამომიშვან, მაინც ჩამოვალ (იცინის)...

- მალტასა და გერმანიასთან მატჩებზე რას იტყვით?

- ყველა ფეხბურთელმა, ვინც ერთი წუთით მაინც ითამაშებს ამ ორ შეხვედრაში, მაქსიმუმი უნდა დადოს მინდორზე, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოგვივა.

- გინდათ, თქვათ, რომ გერმანიასთანაც გვაქვს შანსი?

- ჩემი თქმა რად უნდა, რომ გერმანია მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია. ერთ ადგილზე თანაბარი ძალის სამი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში შანსი ყველასთან არის. წინასწარ არავინ არავისთან აგებს. მიმაჩნია, რომ შანსი გვაქვს...

- საქართველოს ნაკრების უკეთესი მომავლისა თუ გჯერათ?

- მჯერა. საჭიროა, ყველა ერთად დავდგეთ, ერთ მუშტად შევიკრათ... აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს იმისთვის, რომ მენდო და შანსი მომცა. ვეცდები, ეს შანსი გამოვიყენო.

- სათამაშო ფორმას არ უნდა უჩიოდეთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ და "ფახთაქორმა" სეზონი შესანიშნავად დაიწყეთ...

- აზიის ჩემპიონთა ლიგაში ორი მატჩის შემდეგ "ფახთაქორს" 4 ქულა აქვს და ეს კარგი შედეგია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გეტყვით ამ ტურნირში ჩემი თამაშის გაშუქებისთვის...

რაც შეეხება მიზნებს, "ფახთაქორი" ამ წარმომადგენლობით გათამაშებაში შორს აპირებს წასვლას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jiji
დაიმახსოვრეთ! ეს ბიჭი ივარგებს!
თამაზაშვილი
საღოლ ძმაო მართლა ჭირდება საქართველოს შენისთანა პატრიოტები ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა მამულიშვილები წარმატებები ქვეყნისთვის სასიკეთო დიდ საქმეში
odala
ბერჯავახი, შენ ის გულშემატკივარი ხარ ბარსელონას (თუ რეალის, ან ბაიერნის, რა განსხვავებაა) თამაშებს რომ არ მაზავს და საქართველოს ნაკრების თამაში არც კი იცის როდის არის.
Giorgi
ანტიქართველებს ამ საიტზე უნდა ავუკრძალოთ წერის უფლება. კახა შენ კიდევ გენაცვალე, საუბარზე გეტყობა პატრიოტი ქართველი ხარ და არა ისეთი ნაკრებში თამაში რომ ეზარებათ. კახასნაირი ბიჭების დეფიციტია დღეს ნაკრებში. წარმატებები კახა მახარაძეს, მართლა კარგ ქართველს!
დათო
რა კარგად მსჯელობს!!! კარგი ადამიანია ეტყობა!!! წარმატებებს ვუსურვებ!!!!!
Iveri
ბერჯავახი, საცოდავი ისაა რომელიც საქართველომ რომ მოიგოს მაინც რომ ვერ გაიხარებს.
ბერჯავახი
დაემატა გსაცოდავებულ ცვენს ნაკრებს კიდევ ერთი ,,ვარსკვლავი''..................
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ