საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, გუნდს გარკვეული პაუზის მერე რომ უბრუნდება
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მოვლენებით "დახუნძლული" გამოდგა ქართული ფეხბურთისათვის გაზაფხულის დასაწყისი!

ჰო, მართლაც ასეა: ეროვნული ჩემპიონატი დამაინტრიგებელი და არაპროგნოზირებადი გახდა (ოღონდ დონის ამაღლებაზე არავინ ილაპარაკოს!), საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრებიდან ორი მატჩი გამორჩეულად საინტერესო იყო და ნახევარფინალებიც არანაკლებ ინტრიგას გვპირდება, ორ დღეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელოდება და ასე შემდეგ...

თუმცა მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ცხადაძის პირველი პრესკონფერენცია იყო, სადაც ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცმა ქართულ მედიასთან ცივილური ურთიერთობის სურვილი (გნებავთ - მზაობა) გამოთქვა და "მინიშნებით" იმაზეც ისაუბრა, რომ საქართველოს ნაკრები, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად სულ "სხვა" ფეხბურთს ითამაშებს!

რა თქმა უნდა, იყო ლაპარაკი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც, ფეხბურთელთა მოტივაციაზეც და კიდევ ბევრ ნიუანსზეც; მაგრამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟურნალისტებიც და ქართველი გულშემატკივრებიც, უმნიშვნელოვანეს მომენტად, ალბათ, მაინც "იმედის დაბრუნებას" მიიჩნევდნენ!

რა დასამალია და, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას, სამწუხაროდ, "წაგებულის მენტალიტეტი" ჩამოუყალიბდა და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ კლუბშიც არა აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, სწორედაც მისწრებაა თვითრწმენის ამაღლებაზე აქცენტის გაკეთება!

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ფეხბურთი, ცოტა არ იყოს, "მეცნიერებას" ემსგავსება: მხოლოდ ფიზიკური თუ ტაქტიკური მომზადება წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის და დღესდღეობით ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური (გნებავთ - მენტალური) მზადყოფნა მეტად და მეტად აქტუალური და, რაც მთავარია, ერთობ მნიშვნელოვანი საკითხია.

სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა და პირველივე პრესკონფერენციაზე ხაზგასმით მიგვანიშნა ყველას: ნაკრების შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარო!..

აუცილებელი განმარტება, ანუ ოცდასამის მოლოდინი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა კახა ცხადაძემ, დაპირებისამებრ, 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (დილა), რევაზ თევდორაძე (სამტრედია);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე (იაგელონია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია), ლაშა თოთაძე (დინამო, თბ);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ბუბა დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).

რა თქმა უნდა, ნამდვილად იყო იმის მოლოდინი, რომ ამ გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე იქნებოდა და ასეც მოხდა: ზოგი ახალწვეულია, ზოგს გარკვეული პაუზის მერე გაუჩნდა ნაკრების მაისურის ჩაცმის შანსი.

თუმცა, იმ პრესკონფერენციაზეც და მერეც, სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისასაც, კახა ცხადაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები კიდევ იქნებოდა.

ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ დილით დასახელებულ 29-კაციან სიას საღამოთი კიდევ ორი ფეხბურთელი (ლევან კაკუბავა, ნიკა საბანაძე) მიემატა, - ორივე მათგანი ნაკრების ახალმა თავკაცმა "ტორპედო"-"სამტრედიის" სათასო მატჩში იხილა და კანდიდატთა სიაც გაიზარდა.

იმავე "არენაში" სტუმრობისას კახა ცხადაძემ ისიც აღნიშნა, რომ გაფართოებულ შემადგენლობას აუცილებლად დაემატებოდა ამპლუით მარჯვენა მცველი-ფეხბურთელი; ანუ დღესდღეობით ამ გაფართოებულ შემადგენლობაში 31 მოთამაშეა და კიდევ ერთს (მარჯვენა მცველს) "ველოდებით", თუმცა, არა მხოლოდ ერთს: ვიდრე საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყება, ეროვნულ ჩემპიონატში 3 ტური უნდა ჩატარდეს, ევროპაში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებსაც ამ დრომდე ორი-სამი მატჩის ჩატარება უწევთ და ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ ამ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატოს.

ამას გარდა, ნურც არასასიამოვნო ფაქტორებს გამოვრიცხავთ: რამდენჯერ მომხდარა, როცა ნაკრების ოფიციალური მატჩების წინ (თანაც, არა მხოლოდ - საქართველოში) ამა თუ იმ ფეხბურთელს საკუთარ კლუბში ტრავმა მიუღია და ამის გამოც შეკრებაზე ვეღარ ჩამოსულა.

იმედი დავიტოვოთ, რომ არც ამჯერად და არც მერე, ქართველი ფეხბურთელები სრულიად ჯანმრთელნი და ყველანაირად (ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც) მომზადებულნი ჩამოვლენ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე. ხოლო რაც შეეხება გაფართოებულ შემადგენლობას, კიდევ ვიმეორებთ, აქ ყოფნა იმის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი აუცილებლად მოხვდება მალტასა და გერმანიასთან მატჩებისათვის 23-კაციან განაცხადში.

ეს სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, ანდა შემცირდეს. ასე რომ, სტიმული (თანაც, საკმარისზე მეტი) იმ ფეხბურთელებსაც უნდა ჰქონდეთ, დღესდღეობით ამ გაფართოებულ შემადგენლობაში რომ არ არიან - როგორც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს, ასევე - უცხოეთში მოასპარეზე ლეგიონერებსაც...

ისინი ნაკრებში ბრუნდებიან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ჩვენს უპირველეს გუნდს გარკვეული პაუზის მერე რომ უბრუნდება.

რა თქმა უნდა, ამ სიაში ყოფნა იმის გარანტი არ არის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები აუცილებლად მოხვდებიან 23-კაციან განაცხადში, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "დასაკარგი" ფეხბურთელები (მით უფრო, ისეთი კატეგორიის, საკუთარ გუნდებში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა რომ არ გააჩნიათ) ნამდვილად არა გვყავს.

ჰოდა, მივყვეთ ამპლუების მიხედვით...

...რუსული "ტოსნოს" 28 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილმა საქართველოს ნაკრებში ბოლოს 2013 წლის 10 სექტემბერს იასპარეზა; ბევრს ემახსოვრება თბილისში იმ დღეს ჩატარებული მატჩი ფინეთის ნაკრებთან, სტუმრებმა რომან ერიომენკოს პენალტით რომ მოიგეს და საქართველოს ნაკრებში თუ ვინმე იმსახურებდა შექებას, სწორედაც რომ რევიშვილი გახლდათ...

რევიშვილმა მაღალი კლასი საკლუბო დონეზე მერეც არაერთხელ დაამტკიცა, აი, რევაზ თევდორაძე კი ამჟამად მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს: 27 წლის მეკარემ პირველი წრე "ზუგდიდშიც" მაღალ დონეზე ჩაატარა და ახლა უკვე "სამტრედიაშიც" ასევე აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ რევაზ თევდორაძეს აქამდე ერთადერთხელ აქვს ნათამაშები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: 2006 წლის 27 თებერვალს, კლაუს ტოპმიოლერის სადებიუტო მატჩი რომ შედგა მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებთან.

დაცვის ხაზშიც გარკვეული სიახლეებია და ეს, უპირველეს ყოვლისა, გაფართოებულ შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელების გამოჩენაა; ბაქოს "ინტერის" ცენტრალური მცველები, 33 წლის ლაშა სალუქვაძე და 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი წლების განმავლობაში ჩვენი ნაკრებისათვის შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ.

თუმცა, მერე და მერე, სხვადასხვა მიზეზის გამო სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ახლა ეს ორი მართლაც გამორჩეული უკანახაზელი კვლავაც ნაკრებშია: სალუქვაძე თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე, ამისულაშვილს კი, ნუკრი რევიშვილის მსგავსად, ჩვენს უმთავრეს გუნდში 2013 წლის შემოდგომაზე ფინეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია...

ასევე ორწლიანი პაუზის მერეა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი.

უფრო ხანგრძლივი გამოდგა გიორგი ნავალოვსკის პაუზაც: ამ რეაქტიულ მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე 2008 წლის მაისის ბოლოს ამხანაგურ შეხვედრებში (ესტონეთთან და პორტუგალიასთან). შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნავალოვსკი ამჟამად საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს რუსულ "ტოსნოში".

...არ დავმალავთ და ძალიან დიდი ხანი ველოდით საქართველოს ნაკრებში კახა მახარაძის დაბრუნებასაც; 27 წლის მახარაძე უკვე ხუთი წელია უზბეკეთში წარმატებულად ასპარეზობს და იქაური გრანდის, "ფახთაქორის" ლიდერი და კაპიტანიც გახლავთ! მახარაძეს საქართველოს ნაკრებში ასევე 2 მატჩი აქვს ჩატარებული - 2006 წლის დასაწყისში კლაუს ტოპმიოლერმა 18 წლის მახარაძე ჯერ მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებთან დააყენა ძირითადში, მერე კი მალტის ნაკრების წინააღმდეგ შეცვლაზე შემოიყვანა.

დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს გაუხარდებოდა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 24 წლის ლევან ყენიას გამოჩენა და ჩვენც იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე კვლავაც დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ნაკრებს.

გაფართოებულ შემადგენლობაშია კიდევ ერთი ინდივიდუალისტი, 28 წლის გიორგი მერებაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 წელიწადია არ უთამაშია! თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე კვლავაც ნაკრებში არიან გამოძახებულნი ფორვარდები - 30 წლის ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი) და 27 წლის ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

აი, ტრავმებისგან გაწამებულმა მართლაც გამორჩეულმა თავდამსხმელმა, 26 წლის მათე ვაწაძემ კი ბოლოს სანაკრებო მატჩი ორი წლის წინათ, სტუმრად, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

დაბოლოს, სამ ფეხბურთელზეც, რომლებთაც საქართველოს ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ: 19 წლის ლაშა დვალსა და 26 წლის ლაშა თოთაძეს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ ცენტრალური მცველისა თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობა.

23 წლის ნიჭიერ ფორვარდ ნიკა საბანაძეს კი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება აშკარად მოუხდა და საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც დაიმსახურა.

თუმცა, დღესდღეობით ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რომელი ფეხბურთელები მოხვდებიან იმ 23-კაციან განაცხადში, 25 და 29 მარტს ჯერ მალტასთან, მერე კი გერმანიასთან რომ უნდა ითამაშონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რიგითი ქართველი
ოხროხინეს - შენ არ ხარ გენერალი. გენერალი და საკუთარ ერზე მასხარაობა არ ვიცი მე, ბრძოლა თუ არ გინდა რისი გენერალი ხარ. გერმანია პირველმა შენ ახსენე და კარგად გახსოვდეს რაც მოისმინე, ქართველი გმირების დავიწყება არ შეიძლება და ვინც ეცდება დაგვავიწყოს - ის არის მტერი სხვა არავინ. სხვა დანარჩენი შენთვის შეინახე, აქ მაგაზე ლაპარაკის ადგილი არაა. ქართველებს "სხვა არაფერი რომ არ შეგვეძლოს" დიდგორს სხვა მოიგებდა. აქ თვითრწმენაზეა ლაპარაკი და შენ მაგის წინააღმდეგ გამოდიხარ, ეგ წადი და გერმანელებს წაუკითხე იმათ უფრო წაადგებათ. რიგითი ქართველი.
რიგითი ქართველი
მოღალატეზე უარესია ის ვინც საკუთარი ერის გამარჯვების რწმენას ებრძვის. ის არის აგენტი - ყველაზე მომგებიანი მოღალატე მტრის სამსახურში. აქ ნებსით თუ უნებლიედ არ არსებობს. უნდა გავიღვიძოთ ქართველებმა - მოღალატეებისგან უნდა გავწმინდოთ ერი. რიგითი ქართველი.
გორი
გეთანხმები მეგობარო ცხადაძის საწინააღმდეგო ნამდვილად არაპერი მაქვს პირიქით დიდი პატივს ვცემ მარა ამ ფედერაციის ხელსჰი რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი?ამათი საზრუნავი დინამოა და ფული,ფული კიდე დინამოს ააქვს,და ამ მენახირე მსაჯებსაც მეტი რა უნდათ?ქვევრები არიან.და ნამუსი აქვთ დაკარგული,კიდე იტყვიან გვაგინებენო,ხორავა საგინებელი კიარა დასაწვავია და კიდე მაგნაირები........
jguna
რა ....გინდათ ვინც ილანდზგებით აქ ? ჯერ არ უთამაშნია ამ კაცს ერთი თამაშიც კი და რა აიმყრალეთ პირი ? დადექით და უბალეშიკეთ მაშინ გერმანიას თქვე ტვინგაყინულებო . მოიყარეტ ტავი ბაიერნის და ბუნდესნაკრების ფანებმა ( საქმისტვის რომ ვერ მიგიგნიატ და ფეხის ხმას აყოლილები ზოგი ვისი ფანი ხარტ და ზოგი ვისი ) , დაიმატეტ მუდმი მლანდზგველები და ქეცბაიას ფანები კიდევ . საცოდავი ტქვენი თავი !
გენერალი ოხროხინე
რიგითო ქართველო, იუმორის გრძნობა არ გივარგა. ოხროხინე კი არა, გენერალი ოხროხინე ვარ, ჯერ ეს ერთი. თუ სერიოზულად გინდა მაშინ ქართველები მაგრები ვართ სხვის ბრძოლებში; რუსების, ამერიკელების, სპარსეთის, ოსმალეთის, მონღოლების და ვისი აღარ... საკუთარ ომებს კი ქრონიკულად ვაგებთ. დაივიწყე გერმანია! მაგრები ვართ ღიპის ამოყორვაში და ტრაბახა სადღეგრძელოების უსასრულო ლუღლუღში და ერთმანეთის ღალატში.
givargi
პატრიარქს დაალოცინეთ ნაკრები, აუცილებლად, გერმანიასთან დაულოცველი არ ათამაშოთ..
რიგითი_ქართველი
ოხროხინე, ჩვენ იმის გორისანი ვართ თბილისის დინამოს მიუნხენის "ბაიერნი" მეორე ტაიმში მოედნიდან რომ გაურბოდა. მეორე მსოფლიო ომს რაც შეეხება, რაიხსტაღზეც ქართველმა ააფრიალა დროშა, ასევე მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლა ქართველებსა და გერმანელებს შორის მოხდა - კუნძულ ტექსელზე ერთ ღამეში 400 გერმანელს ღორივით რომ გამოჭრეს ყელი და ღირსეულად დაასრულეს საქართველოსთვის ბრძოლა. ისიც თუ იცი შენ,არ გექნება გაგონილი - ვერმახტის ახალაშენებული თავდაცვითი ზღუდის კედლები ქართველების დაჯგუფებამ ააფეთქა მაფიოზურ კინოებში როა ისე - პირველი მანქანით მივიდნენ ბომბი დაამონტაჟეს მერე მეორე მანქანამ ჩამოიარა შეახტნენ და გაეცალნენ. ასე დარჩა ვერმახტი ზღუდის გარეშე და საბჭოთა არმიამ თავისუფლად გადაუარა, რითაც ფაქტობრივად დამთავრდა გერმანია - ეს იგივეა მაგალითად აშშ-მ პენტაგონი რომ დაგარკოს. სწორედ ამის დაკარგა ქართველების ნდობა ფიურერმა და ტექსელზე გადაისროლა სამხედრო ტყვეებად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უთხრეს რომ ქალები და ბავშვები დაემალათ ერთი კავკასიური ტომი მოგვყავსო. ამაზე იძიეს შური გერმანელების მოდგმამ და 9 წელი გავაწამეს ნაც-ზონდერებმა. აწი დაგიხვდებით ედიკას საფლავის საძებნელად ჩამოსულებს! საქართველოს გაუმააარ ჯოოოს!!!
gorgi
მხნედ და ძლიერად შეუტიეთ იმედი და რწმნაა საჭირო
გუჯა კახაძე
საინტერესოა რა „ჯადოქრობა“ უნდა დავუპირისპიროთ გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს?
football fan
გაზეთო ლელო:) ვაი თქვენს პატრონს!!!! ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი ფეხბურთელი იყო, თავისი ქვეყნის პარიოტი და ალბატ არაუშავს მწვრთნელი, მაგრამ ქეცბაიას ფერაფრით აჯობებს ნამდვილად და აი, თქვენი, მინაშვილის და თქვენნაირების ბოღმას სულ მალე დავინახავთ:)
zura
გული მერევა უკვე! ყველგან ნათესავები,შვილები,ცოლები და ქმრები,როგორ უნდა იყვნენ შეტენილები? ამ ქვეყანას არაფერი ეშველება !!!
გენერალი ოხროხინე
ქართველნო! მამულიშვილნო! არ დაგავიწყდეთ ვისი გორისანი ხაართ! 45-ში რეიხსტაგზე დროშა ქართველმა ააფრიალა, ახლა კი გენერალი ცხადაძის მეთაურობით ქართულმა დივიზიამ უნდა დაიპყროს გერმანია! წინ ჯვაროსნებო! მე თუ მჯერა რაც დავწერე ახლა?
emigranti.
ნაკრები ნაკრებს დაემსგავსა რა.. დღევანდელ მსოფლიო სპორტში, 80-90% ფსიქოლოგიაა და ნერვებია გადამწყვეტი, ანუ რწმენა - ამაშიც არის კლასი. ფიზიკურად და ტაქტიკურად ყველა ყველა საკმარისადაა მომზადებული რომ მოგება შეეძლოს. მაგალითად ჯოკოვიჩი კაი ხანი ურახუნებდა თავს ფედერერს და ნადალს, მესამე კაცი იყო ვერ გაეგო რა იყო საჭირო ამ ორის დასამარცხებლად. მერე მოკიდა მწვრთნელმა ხელი და უთხრა, თამაში ძალიან მაგრად იციო, მაგრამ აქ უკვე 80% ფსიქოლოგიაა გადამწყვეტიო. მოემზადა ჯოკო და გახდა პირველი. ჩვენთან რა ხდება? დროა ყველამ შეიგნოს რომ პესიმისტი არის არის ერის მტერი, პირდაპირ - და ასე უნდა მოვთხოვოთ პასუხი მაგათ, მტერზე უარესად.
jonia
ამათი აღებული გერმანია ...ნ
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
ზურა ხიზანიშვილის გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის
ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
ვიდალი თუ ხიზანა? - "ბარსელონას" ფეხბურთელმა "ხიზანას სასწაული თამაში" გაიმეორა [VIDEO]
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...