გუნდისა და მწვრთნელთა შტაბის მუშაობაზე სწორად გაზრდილი ფეხბურთელები და მათი ტრანსფერებისგან მიღებული შემოსავლები მეტყველებს
ბოლო წლებია, თბილისის "ლოკომოტივი" შედეგზე მეტად ნიჭიერი მოთამაშეების გაზრდაზეა ორიენტირებული, მაგრამ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, პირველი ლიგის ბინადარმა "ლოკომოტივმა" გასულ სეზონში სატრანსფერო შემოსავლებით უმაღლესი ლიგის გუნდებსაც აჯობა და ამ მხრივ, საქართველოში პირველია: ლუკა ზარანდია ბელგიის პროლიგის "გენკში" წავიდა, ლუკა კიკაბიძე - საფრანგეთის ლიგა 1-ის "ბასტიაში", გიორგი აბურჯანია - კვიპროსულ "ანორთოსისში", ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია - თბილისის "დინამოში", გიორგი გოროზია - ნორვეგიულ "სტაბეკში", ილია კერძევაძე - "სამტრედიაში", ხოლო მეკარე გაბრიელ თებიძე - ქუთაისის "ტორპედოში".

იმავე სააგენტოს ცნობით, "ლოკომოტივმა" შემოსავალი მხოლოდ ორ ტრანსფერში მიიღო: "გენკმა" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ზარანდიას სანაცვლოდ 704 ათასი ევრო გადაიხადა, ხოლო "ბასტიამ" კიკაბიძის ტრანსფერში - 88 ათასი ევრო. ჯამში, "ლოკომოტივი" ამ ორი ოპერაციის შედეგად 792 ათასი ევროთი გამდიდრდა.

ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს კლუბის მეპატრონე ლექსო თოფურია ნიჭიერი თაობისა და კლუბის გაზრდა-განვითარებაზე.

ამავე დროს, "ლოკომოტივი" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი საბაზო გუნდია. ეს არის ამ კლუბის ერთგვარი მისია და მარტო ამითაც იწვევს დიდ ინტერესს. დღევანდელ "ლოკომოტივშიც" ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ირიცხება. გუნდს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობით ცნობილი სპეციალისტები ავარჯიშებენ - მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, ხოლო მისი ასისტენტი - გიორგი დევდარიანი.

მაისურაძე ამბობს, რომ საკლუბო პოლიტიკა გამართულად მუშაობს:

"გუნდისა და მწვრთნელთა შტაბის მუშაობაზე სწორად გაზრდილი ფეხბურთელები და მათი ტრანსფერებისგან მიღებული შემოსავლები მეტყველებს და არა ის, გადავალთ თუ არა უმაღლეს ლიგაში.

ჩვენნაირ ქვეყანაში მთავარია ნიჭიერი ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენება. მთელი ჩვენი მცდელობა სწორედ ამისკენაა მიმართული - გავზარდოთ ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის.

მე რასაც ვუყურებ, ლექსო თოფურია თავისი სახსრებით ქართული ფეხბურთისთვის მაქსიმუმს აკეთებს".

მაისურაძის თქმით, "ლოკომოტივის" საგურამოს ბაზაზე დიდი სამუშაოები დაიწყო:

"ფაქტობრივად, ბაზის მთლიანი განახლება მიმდინარეობს. მაგალითად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩამოვა სავარჯიშო აპარატი, რომლითაც ფეხბურთელები კოორდინაციას გაიუმჯობესებენ. ფეხბურთელის ზრდისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია. უკეთეს მოსამზადებელ პირობებში კი ფეხბურთელებს უკეთ ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნებათ".

გუნდმა ჩემპიონატი ვერც წლეულს დაიწყო კარგად, თუმცა მეორე წრეში აკრიფა ტემპი - 5 მატჩიდან 4 მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა, რაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მაისურაძის თქმით, სწორედ ამის გამოა, წლეულს უმაღლესში გადასვლაზეც რომ ფიქრობენ:

"როცა მოთამაშეთა გაზრდაზეა ლაპარაკი, მიმაჩნია, რომ შედეგის საერთოდ იგნორირებაც გაუმართლებელი იქნება. ფეხბურთელები შედეგთან ერთად იზრდებიან, დამარცხებულ გუნდში კი გამარჯვებულის ფსიქოლოგიის მქონე მოთამაშე ვერ გაიზრდება.

პირველი ლიგის ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პლეი ოფში მოგვიწევს მონაწილეობა, სადაც მეორე ზონის ორ გუნდს შევხვდებით. ახლა "ლოკომოტივს" უმაღლეს ლიგაში დაწინაურების შანსი გააჩნდა და თუ ეს უფლება მოვიპოვეთ, უარს ნამდვილად არ ვიტყვით.

სხვათა შორის, ხელს ისიც გვიწყობს, რომ "ლოკომოტივმა" ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია უკვე მიიღო, მაშინ, როცა ეს ბევრი კლუბისთვის პრობლემად არის ქცეული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხათუნა
ლექსო თოფურია და ვასილ მაისურაძე, ეს არის ქართული ფეხბურთის სწორი განვითარება და მომავალი. წარმატებები!
puma
კარგი სტატიაა პოზიტიური. ვასკას მალე უმაღლეს ლიგაშია
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ