ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
ალექსეი ანდრონოვი: სადღა არიან ყიფიანისთანა "მხატვრები"?!
ალექსეი ანდრონოვი: სადღა არიან ყიფიანისთანა "მხატვრები"?!
"ენ-ტე-ვე ფეხბურთის" კომენტატორი თბილისში საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრებად და კახა ცხადაძის საქომაგოდ ჩამოდის
"შესაძლოა, ვინმესთვის საქართველო და უკრაინა მტერია, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხულია!" - ამბობს ალექსეი ანდრონოვი, რომელსაც საქართველოს სიყვარული ბევრჯერ დაუმტკიცებია.
"ენ-ტე-ვე ფეხბურთის" კომენტატორი ბუნდესლიგის ექსპერტია, თუმცა ქართული ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაც გამოირჩევა, თბილისის "დინამოს" კი სულაც 5 წლის ასაკიდან ქომაგობს!
მარტის ბოლოს ალექსეი ანდრონოვი კიდევ ერთხელ ჩამოვა თბილისში, საქართველო-გერმანიის მატჩს დაესწრება და კახა ცხადაძეს უქომაგებს. მანამდე კი, რუსი კომენტატორი ჩვენი ექსკლუზიური სტუმარია:
- ფეხბურთს პირველად ხუთი წლისამ თბილისის "დინამოს" მონაწილეობით ვუყურე და ქართველების თამაში ისე მომეწონა, მას შემდეგ ვქომაგობ... კარგად მახსოვს ის სეზონიც, როცა ქართველებმა თასების მფლობელთა თასი მოიგეს. დღეები გადიოდა იმის ლოდინში, როდის გავიგებდი ნანატრ ფრაზას: "ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი"...
- ახლა? პირველად რა გახსენდებათ, როცა საქართველოს ახსენებენ?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთი! ასევე, ქართული სამზარეულო და ღვინო... ქართველი მეგობრები მოსკოვშიც საკმაოდ მყავს. ახლაც ქართველი მეგობრის კაფეში ვარ და გარშემო რუსულ-ქართული ლაპარაკი ისმის (იცინის).
- მართალია, რომ 29 მარტს თბილისში მეგობრის, კახა ცხადაძის მხარდასაჭერად ჩამოდიხართ? თუ მთავარი მიზეზი მაინც საქართველო-გერმანიის მატჩზე დასწრებაა?
- მართალია. გერმანიასთან მატჩზე ჩამოსვლა ისედაც დაგეგმილი მქონდა, თანაც, კახას საქართველოს ნაკრები ჩააბარეს და ამ შეხვედრას მით უმეტეს ვერ გამოვტოვებ!
ცხადაძეს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ, ჯერ კიდევ მოსკოვის "დინამოდან". ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ ამჯერად აუცილებლად ვნახავ! მე და ჩემი გადამღები ჯგუფი თბილისში 26 მარტს ჩამოვალთ და მთელი კვირა დავრჩებით, საქართველოში 1-2 დღით ჩამოსვლას რა აზრი აქვს (იცინის)?!
- ცხადაძის გარდა, კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელებს იცნობთ?
- დემეტრაძეს, ყაველაშვილს, კალაძეს და კიდევ ბევრს... ალექსანდრე ჩივაძეს ვერ ვაკადრებ, ჩემი მეგობარი ვუწოდო, მაგრამ მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ძალიან მწყდება გული, რომ რამაზ შენგელია აღარ არის ცოცხალი...
საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ და ყოველთვის დადებითი ემოცია მიმაქვს! 2011 წლის 13 მაისს, როცა თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლისთავი აღნიშნეთ, რუსული საფეხბურთო სამყაროდან მხოლოდ "ენ-ტე-ვეს" გადამღებმა ჯგუფმა და "სპორტექსპრესის" ჟურნალისტმა საშა ბობროვმა მოვახერხეთ ჩამოსვლა. თბილისის ოპერის სცენაზეც კი წარმოვთქვით მისალოცი სიტყვა...
- უკანასკნელ წლებში წარმატებებით არც საქართველოს ნაკრები გამოირჩევა და არც ჩვენი კლუბები - ქართულ ფეხბურთს "ინერციით" ქომაგობთ?!
- ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს მართლაც ძალიან უჭირს გოლის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მცველი იყო, ვიმედოვნებ, კახა ცხადაძე უფრო შემტევ და გაბედულ თამაშზე გადააწყობს გუნდს. 5 მცველით თამაში ნამდვილად არ შეეფერება ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს!
- ქართველი ფეხბურთელებიდან ვისმა თამაშმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ყველაზე მეტად შენგელიას თამაში მომწონდა! მოგვიანებით, გიორგი ქინქლაძის - დიდებული მოთამაშე იყო! თბილისის "დინამო" პირველად რომ ჩამოვიდა თანამეგობრობის თასზე სათამაშოდ, ის გუნდიც კარგად მახსოვს - არველაძეები, ინალიშვილი, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, ცხადაძე, შელია და სხვ. კუდინოვი და არზიანიც კი, რომლებმაც ჯერ კიდევ საბჭოეთის პირველობაზე მოასწრეს თამაში.
- ფეხბურთი ძალიან შეიცვალა... თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ არიან გამთამაშებლები, მით უმეტეს, ყიფიანისთანა "მხატვრები". ასე რომ, მისთვის ვინმეს მიმსგავსება ძნელია. დათოს თამაში ხელოვნება უფრო იყო, ვიდრე სპორტი. ყიფიანს "ფეხბურთის კომპოზიტორს" ვეძახი...
- ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ... ძველი თაობის ვარსკვლავები დღევანდელ ფეხბურთშიც იბრწყინებდნენ?
- რატომაც არა?! დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ალექსანდრე ჩივაძე დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა!
- როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ არის ძველებური მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე?
- უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატში გამოირჩევიან ჯაბა კანკავა და სოლომონ კვირკველია, დროდადრო გაიბრწყინებენ ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, სხვა ახალგაზრდები, მაგრამ მთლიანობაში ბევრი გამორჩეული მოთამაშე აღარ გყავთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს კიდევ არაერთი საინტერესო, შემტევი ფეხბურთელი ეყოლება!
- საქართველო, როგორც ქვეყანა, რით არის მიმზიდველი თქვენთვის?
- სილამაზით, ღვინით, სამზარეულოთი, კულტურით... ახლახან მოსკოვში რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრის წარმოდგენას დავესწარი მეუღლესთან ერთად. საოცრება იყო! კიევში ჩემი საყვარელი ადგილია რესტორანი "ვარენიჩნაია", სადაც დაუსრულებლად ატრიალებენ "მიმინოს" - ფილმს, რომელიც რამდენჯერაც უნდა ნახო, არ მოგბეზრდება!
- რომელი ქართული კერძი გიყვართ გამორჩეულად?
- ქართულ სამზარეულოში ყველაფერი გასაოცარია! მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ქართული ყველი, ლობიო, ჩიხირთმა, საცივი. ხინკალზე არაფერს ვამბობ, თუმცა ნამდვილი ხინკალი მხოლოდ საქართველოში მზადდება! ღვინო? - "გორული მწვანე" და "საფერავი"!
- მაგრამ ბოლო წლებში რომ რუსეთში მოდური აღარ არის საქართველოზე თბილი სიტყვის თქმა?
- სინამდვილეში, რუსების უმეტესობას ძველებურად უყვარს საქართველოც და ის ყოველივეც, რასაც თქვენი ქვეყანა მსოფლიოს ჩუქნის! მოსკოვში უამრავი ქართული რესტორანია და პოლიტიკური პრობლემები ნამდვილად არ ასახულა მათი სტუმრების რაოდენობაზე.
- მეკარეს, ისევე, როგორც ქალს, ასაკს არ ეკითხებიანო, კომენტატორების ნათქვამია... თავად სპორტულ კომენტატორს რას არ ეკითხებიან? თქვენთვის თუ არსებობს "დახურული თემები"?
- "დახურული" არა, მაგრამ არის არასასიამოვნო თემები და ის ყოველთვის პოლიტიკას უკავშირდება... 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პეკინის ოლიმპიადაზე ვიყავით და იმდენი სევდა, რაც იმ დღეებში ალექსანდრე მეტრეველის თვალებში იკითხებოდა, არასდროს მინახავს!
ამავე დროს, არ დამავიწყდება, ტყვიის მსროლელთა ასპარეზობის შემდეგ როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს კვარცხლბეკზე ასული ნინო სალუქვაძე და რუსი ნატალია პადერინა...
უკრაინაში უკვე წელიწადია გრძელდება ეს საშინელება, რამაც ბევრისთვის უკვე გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა. ამ ყველაფერზე ლაპარაკიც კი არ მინდა, რადგან ჩემი სული აპროტესტებს ამას...
შესაძლოა, ვინმესთვის საქართველო და უკრაინა მტერია, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხულია!
რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"
• Gaixare
გაიხარე ! მაგარი კაცი ხარ
• მუხა-1955
იმრავლოს შენნაირმა რუსმა!!!!....ამინ!!!!!
• qutaiseli
გენეცვალე შეინაირი იყოს მთელი რუსეთი რა კაი იქნებოდა
• alex
კარგი კაცი ხარ! გაიხარე
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ანდრონოვმა საქართველო ესპანეთის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლის კაპიტულაცია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა