თუ არაფერი შეიცვალა, რუსთავის "მეტალურგთან" მატჩი "ზესტაფონისთვის" ბოლო იქნება
დღეს, 3 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურია. ზესტაფონში ორი გაჭირვებული გუნდი, რომ იტყვიან, "ექვსქულიან" მატჩს ჩაატარებს - ადგილობრივი გუნდი რუსთავის "მეტალურგს" დაუხვდება.

დიდი იყო ალბათობა, ეს თამაში საერთოდ არ გამართულიყო "ზესტაფონში" არსებული უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო, თუმცა შეხვედრა მაინც შედგება - უკანასკნელ წამს ერთ-ერთმა ზესტაფონელმა ბიზნესმენმა, ინკოგნიტოდ დარჩენა რომ ისურვა, თბილისიდან ზესტაფონში გუნდის გამგზავრებისა და იქ სასტუმროში ცხოვრების ხარჯები გაიღო.

რა ხდება ამჟამად "ზესტაფონში"? გუშინ "ლელო" მარგველთა თავკაც გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა:

- დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით. კლუბში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. სულ გვესმის - სიტუაცია ორ დღეში გამოსწორდებაო, მაგრამ ეს ორი დღე აღარ მორჩა, არის გაუთავებელი დაპირება. ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია!

- ფაქტია, "ზესტაფონი" დიდხანს ვერ გაძლებს ასე. თვეობით უხელფასო გუნდის წევრებს ხომ ყოფითი პრობლემებიც ექმნებათ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე არის ასეთი პრობლემები. რა ქნას თბილისში ჩამოსულმა ფეხბურთელმა, რომელიც ამხელა ქალაქში არავის იცნობს? ის ხომ სრულიად უფულოდაა დარჩენილი. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელი ვარჯიშზე ხომ უნდა მივიდეს?! მშიერი ხომ არ უნდა იყოს?!

- "მეტალურგთან" მაინც ითამაშებთ?

- კი, ვითამაშებთ. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ჩვენი გულშემატკივრის გახარებას ერთხელაც შევეცდებით. ჩვენ მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ერთხელაც გადავუხდით ხარკს ამ ხალხის დიდ სიყვარულს.

- მერე რა იქნება?

- ჩვენ ყველას გვაქვს თავმოყვარეობა. მე ბიჭებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. მწვრთნელს თავისი საქმე აქვს და ის არ უნდა წუწუნებდეს. ყველაზე მეტად წუწუნს ვერ ვიტან ცხოვრებაში, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ეს გაუსაძლისი ვითარება საწვრთნელი პროცესის წარმართვაში მიშლის ხელს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - "მეტალურგთან" ვითამაშებთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის! ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და თუ სიტუაცია არ შეიცვალა და არ დარიგდა ხელფასები, მომდევნო თამაშზე გუნდი ვერ გავა. ამას თქვენ პირველად გეუბნებით...

ზესტაფონში გატარებული უამრავი კარგი წუთი მახსოვს. ჩემს დიდ მეგობრად მივიჩნევ გუნდის ყველა ქომაგს, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. კი, ყველა მოვიკლებთ ყველაფერს, მაგრამ უკვე ამოწურულია ყველა რესურსი - მოსაკლები აღარაფერი გვაქვს. ეს ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება...

ერთიცაა - ჩემთვის ურთულესია ასეთ ვითარებაში ყოფნა. გამოდის, რომ ეს ბიჭები მე მოვატყუე, როცა "ზესტაფონში" მოვიყვანე. თავიდანვე ვიცოდით, რომ ძველი ფინანსური მდგომარეობა არ გვექნებოდა და გუნდში ისეთი ბიჭები შევკრიბეთ, ფეხბურთის სიყვარული ძვალ-რბილში რომ აქვთ გამჯდარი, მაგრამ მათი მორალურ-ფიზიკური შესაძლებლობებიც კი უკვე ამოწურულია.

თქვენც დამეთანხმებით - იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეიკრიბა, ურიგო კონტინგენტი არ გვყავს. არა მგონია, ეს მარტო ჩემი აზრი იყოს - ეს ფეხბურთელები თავისუფლად ითამაშებდნენ ფინანსურად შედარებით უზრუნველყოფილ ქართულ კლუბებში.

- ქალაქის ხელმძღვანელობა კლუბის დასაფინანსებლად გზას ვერ პოულობს. ის კი არა, რამდენიმე დღით სტადიონსა და ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს...

- ვიცი ამის თაობაზე. ორმა ბიზნესმენმა გაიღო კონკრეტული თანხა. იმ ხალხს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია და მეც მათ ასე გადავუხდი მადლობას. რაიონის ხელმძღვანელობამ ჩვენი ამბავი გულთან ახლოს უნდა მიიტანოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გუნდი ზესტაფონს წარმოადგენს, ამ ქალაქის მკვიდრნი არიან აქ დასაქმებულნი...

- კონკრეტული დაპირებაც არ ისმის?

- არ ისმის და ეს მეორე, ძალიან ცუდი მომენტია. როცა იცი, რომ ზუსტად ამა და ამ დროს გეშველება, კიდევ გაუძლებ რაღაცას და აიტან.

ჩვენს შემთხვევაში ისმის მხოლოდ "ორი დღე" და ამ ორ დღეს არ სცდება ეს დაპირება. რით ვეღარ გავიდა ეს ორი დღე?! გვირაბის ბოლოს შუქი რომ ჩანდეს, კიდევ მოვითმენდით. ასე კი, რა გამოდის? მიყრილნი ვართ უპატრონო ბავშვებივით და ვერც იმ ხალხის აზრს ვისმენთ, ვინც გუნდი ასეთ დღეში ჩააგდო, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა. ეს ხომ გიორგი მიქაძის, ჩვენი ხელმძღვანელობის ან ამ ბიჭების პრობლემა არ არის?! ან ქომაგების?! ეს რაიონის პრობლემაა.

მინდა, მჯეროდეს, რომ "მეტალურგთან" თამაშის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ არა და... როგორც გითხარით, ჩვენ მეტი არ შეგვიძლია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
რაღაც დიდხანს გაუგრძელდა კოკაია ბიძიას აცტრედნოი გაბუტვა...))
qartveli
შემოხაზეთ კიდე ზესტაფონლებო 41, უკან გადაურიცხეს 2 მილლიონი ლარი შარშან ბიჯეტს ვერ გავვიხარჯეთოოოოოოოო. თუთარაშვილი გზას ვერ აგებს ქუჩაში გახდა მატრო იამა ზესტაფონი რა გუნდს დააფინანსებსსს
grisha
კოკაია არ არის მთლად კაი კაცი. გასაგებია რომ დაიღალა უთავბოლო დაპირებებით და გვარიანი მაყუთიც დახარჯა. ვერავის ვერაფერი დაანახა და ვერ მიაღწია რომ გვერდში დადგომოდა მუნიციპალიტეტი, მაგრამ ამ საცოდაობით ნეტა გული არ უკვდება? როგორ მიაგდო ეგრე უგულოდ გუნდი? მე დინამოს გულშემატკივარი ვარ და ნაკლებად უნდა მაღელვებდეს მაგრამ წლობით ნალოლიავები და ნაკოწიწები გუნდის, რომელიც 2 გზის ჩემპიონია ერთბაშად მიგდება საცოდაობაა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი
გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა
მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა