ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს ეროვნულ გუნდზე აზრი ვკითხეთ
საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განსჯისთვის მსუყე მასალას იძლევა. ახლახან ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს, ვლადიმერ გუცაევს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, რაზეც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე ვიტყვი ერთს: ჩანდა უდიდესი მონდომება. არც ერთი ფეხბურთელი არ გაფრთხილებია თავს, - გვითხრა გუცაევმა საუბრის დასაწყისში. - იყო ცვლილებები ტაქტიკურ სქემაში და უნდა გითხრათ, რომ მომწონს ის ტაქტიკა, რასაც იყენებს კახა ცხადაძე. ეს სქემა მოქნილია როგორც დაცვის, ისე შეტევის დროს. ამ სქემაში გაცილებით ნაკლები ნაპრალი შეიმჩნევა დაცვას, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის.

ერთიც არ დაგვავიწყდეს - საქართველოს ნაკრების მწვრთნელს აქვს იმის საშუალება, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს. არ დაგვავიწყდეს - გერმანიის ნაკრების სახით ჩვენ ვეთამაშეთ უმაღლესი კლასის მეტოქეს. თბილისში ამ დონის გუნდი აქამდე არ ჩამოსულა. ყველას ვიხსენებ - თუნდაც, ჩემი ფეხბურთელობის დროინდელ მეტოქეებს და ანალოგს ვერ ვპოულობ. ჩვენ ვნახეთ სრულყოფილი გუნდი პასის უდიდესი კულტურით, შეტევის წყურვილით, არნახული ფიზიკური ძალით...

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების თამაშს შეტევაში?

- მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღევანდელ პირობებში თამაშს მეტწილად იგებს შეტევა. გერმანიასთან ორჯერ დავარტყით მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით და ეს ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა კიდევ ვიმეორებ - ჩვენ მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონი გვყავდა და ეს გარემოება ამას უნდა მივაწეროთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს თუ არა, ამას მინდორზე მყოფ მოიერიშეთა რაოდენობა განსაზღვრავს. არადა, გერმანიამ უფორვარდოდ მოგვიგო. ვგულისხმობ გამოკვეთილ, ეგრეთ წოდებულ "საჯარიმოს თავდამსხმელს". თავის დროზე, ფორვარდის გარეშე თამაშობდა ყველა სანაკრებო ტიტულის მომგები ესპანეთიც. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- გერმანია მართლაც გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე გვეთამაშა. ასეთ დროს მინდორზე მთავარია არა შემტევი ფეხბურთელების რაოდენობა, არამედ ის, თუ როგორი სათამაშო კლასი აქვთ მათ. გერმანიის ნაკრებში ამ დროისთვის თავმოყრილნი არიან უმაღლესი დონის შემსრულებლები - გიოტცე, იოზილი, მიულერი, როისი... მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ცენტრფორვარდის ვაკანსიის შევსება, რადგან ფლობენ ფეხბურთელისთვის აუცილებელ თვისებას - უნივერსალიზმს.

თვალი გადავავლოთ დღევანდელ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს. "ბარსელონას" ჰყავს სამი ფორვარდი და სამივე - ტოპ-კლასის. ასეთივე სიტუაციაა მადრიდის "რეალშიც". ანალოგიურ გზას ადგას ბევრი გრანდი.

პირადად მე, საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს იმედიანად ვუყურებ, რადგან ჩვენს გუნდში არიან შემტევი სტილის მოთამაშეები, რომლების ჯერაც განაგრძობენ ზრდას. ეს, განსაკუთრებით, ნახევარდაცვის ხაზზე ითქმის.

- თავის დროზე, მილიონობით გულშემატკივარმა თქვენ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმისთვისაც შეგიყვარათ. ხედავთ თუ არა ამ ფორმაციის ნაკრებში ასეთ ინდივიდუალისტებს?

- ვხედავ და ეს არის გიორგი ჭანტურია - უდავოდ! გერმანიასთან თამაშმაც გვიჩვენა, რომ მას კაცის მოტყუება შეუძლია.

საერთოდ, ინდივიდუალიზმის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. ეს არის ის, რაც თამაშს "ხსნის", იგებს. ინდივიდუალურ თვისებებს ვხედავ ლევან მჭედლიძეშიც.

ამ ორს, ისევე, როგორც დანარჩენ ფეხბურთელებს, ერთ რამეს ვურჩევ - იყვნენ კონკრეტულ სათამაშო მომენტში უფრო მეტად აგრესიულები. მიმიხვდით, ალბათ, აქ ვგულისხმობ არა უხეშობას, არამედ წმინდა საფეხბურთო აგრესიას, თორემ ნიჭი არის, ესეც უდავოა.

- მოდით, დაახასიათეთ ამ ორ მატჩში საქართველოს ნაკრების გარემარბების - თორნიკე ოქრიაშვილის, სანდრო კობახიძისა და გიორგი ჭანტურიას თამაში.

- გარემარბებმა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, ცდა და მონდომება არ დააკლეს. ერთია კია - როცა ამ პოზიციაზე თამაშობ, მეტი უნდა აიღო საკუთარ თავზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ უნდა გვიჩვენონ მეტი სითამამე. ამას გარდა, მინდვრის ცენტრში გარემარბი კაცს რომ ატყუებს, ეს არ არის მთლად მიზანშეწონილი. უმჯობესია, მან სიტუაცია მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში გაამწვავოს, რასაც უნდა მოჰყვეს მეტოქის კართან საგოლე მომენტის შექმნა.

აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა - თითოეული ფეხბურთელი ნაკრებში სათამაშოდ საკუთარ კლუბში უნდა მოემზადოს. ეს მისია მას ქვეცნობიერად უნდა ჰქონდეს გათავისებული. თავად ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და ძალიან კარგად ვიცი, რომ სამ დღეში ფეხბურთელს ვერ მოამზადებ.

- არის აზრი, რომ ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრები უფრო მეტს ფიქრობდა შეტევაზე, ვიდრე თემურ ქეცბაიას დროს იყო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მალტასთან ეს ნამდვილად ჩანდა, გერმანიასთან - იგრძნობოდა. თუმცა სხვა საქმეა, რომ გერმანია უმაღლესი დონის გუნდია და ცხადია, არ მოგვცა ბევრი იერიშის განხორციელების საშუალება.

- დაბოლოს, როგორ ხედავთ საქართველოს ნაკრების მომავალს?

- ოპტიმისტი ვარ. მე მჯერა ამ გუნდის!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

гия
владимер гуцаеви аи вин ико пехбуртели рамдени силамазе хибли да остатоба ико ам легендарули пехбуртелис тамашши ромелсац агтацебаши мохкавда милионобит пехбуртис гулшематкивари
ა
გუცაევის დარი ფეხბურთელი რამდენ წარმატებასა და სიხარულს მიანიჭებდა ნაკრებსა და გულშემატკივარს.
hhhhh
ჭანტურიას მთავარი პრობლემა მისი ხასიათია ვისაც გაუწვრთნია ან უთამაშია მასთან ყველა იტყვის მაგარი ,,,, ხასიათი აქ და ეს პრობლემაა დიდი
დათო
კარგი ახლა ვოვა, რეებს ამბობ.შენი დონის მეასედი მაინც რომ იყოს ხმას არ ამოვიღებდი.
mamulo
ბატონო ვლადიმერ,თქვენ და ჭანტურიას შორის იმხელა განსხვავებაა ნიჭიერებაში,როგორც ცასა და დედამიწას შორის.
ოტტო
ჭანტურია ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი და უდისციპლინო.
zico
ჭანტურია ნიჭიერი ფეხბურთელია და ცოტა მოთმინება, ნებისყოფა თუ ეყოფა აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, ცოტა მეტი მუშაობაა საჭირო თავის თავზე და კონკურენტი მის პოზიციაზე ნაკრებში ერ ეყოლება
Zaza
გეთანზმებით ბატონო ვლადიმერ,ჭანტურია ტექნიკურია.მაგრამ ის უკვე 21 წლისაა.თქვენ კი 21 წლისა უკვე "ბრდღვნიდით' სსრკ–ს ჩემპიონატის ყველა გუნდის დაცვას.ნაჯახით დაგდევნდნენ რუსი და ევროპელი მცველები...
status quo
ვოვას ფეხბურთს ნუ ასწავლით....
emre
ჭანტურიაში გეთანხმები, მაგრამ აი კაცურად საიდან დაინახე მჭედლიძეში ინდივიდუალიზმი ძალიან მაინტერესებს, ტიპი იმენა ხეა
effe
მეც მჯერა და დარწმუნებული ვარ თუ სწორი მიდგომა იქნება შედეგიც არ დააყოვენბს..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
7:1 - "ჯვაროსნების" მეტოქემ მალტა გაანადგურა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
მალტის ნაკრების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და...
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...