"ზესტაფონს" უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო კომიტეტში
დღეს, 20 აპრილს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთი - სკ "ზესტაფონის" საკითხი განიხილეს. კლუბის მხრიდან, სხდომას ესწრებოდნენ "ზესტაფონის" დირექტორი - მიხეილ ხუციშვილი და კლუბის იურისტი.

თითქმის ორსაათნახევრიანი მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მისმა თავმჯდომარემ - ჯიმშერ ტყებუჩავამ გაახმოვანა.

სკ "ზესტაფონს" დაეკისრა შემდეგი დისციპლინარული სასჯელი:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის ("მატჩზე გუნდის გამოუცხადებლობა") თანახმად, "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება 0:3 გორის "დილასთან" მატჩში გამოუცხადებლობის გამო. დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა შეჯიბრებიდან.

ასევე, საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.34 პუნქტის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება, ამავე პუნქტის თანახმად - თუ გუნდს მატჩების ნახევრის ან მეტის ჩატარების შემთხვევაში, გუნდს ყველა დარჩენილ თამაშში ჩაეთვლება წაგება 0:3 და ასეთი გუნდი დაგროვილი ქულებით დარჩება გათამაშების ცხრილში.

სადისციპლინო კომიტეტმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა კლუბის დირექტორსაც. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 130-ე, გარდამავალი დებულებების მუხლისა და 55-ე, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ზოგადი იურისდიქციის მუხლის თანახმად, მიხეილ ხუციშვილს მიეცა ერთწლიანი სანქცირებადი ვადა. ამ ერთი წლის განმავლობაში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

"ზესტაფონს" უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო კომიტეტში.

სფფ-ის პრესსამსახური

gaga
Federacia kiara xrovas uniato xalxis ra sanqcia,sadaa samartali deda etireba moedansac mokvdeba zestafoni fegburtis gareshe aq uyvart fegburti,mindris safari gapartaxdeba tribunebi,gaidzarcveba tstadioni,atasobit daxarjuli laric gaqreba,isev agadgent vici gmirebi zixart federaciashi,gulshematkivari tiris bevri,da mat aq zestafonshi spobt fegburt?rato ver itant am zestafons federaciashi+?usaqmurad xart,aq 90%bavshvi fegburtshi midis saswavlad,exla ki eg 90% quchashi varjishis magivrad gaaboleben,da ravi kidev umitom rom deda etireba ese fegburts ,metalurgic idzireba,saertod agar aqt am federacias unari martos vitareba fegburtsho
rezi
მოაცილეთ სიჭინავა ქართულ ფეხბურთს
gizog
რა ლოღიკაა, ვერ ვხვდები, გუნდი უფულობის გამო ვერ იხდის ხელფასს, კომუნალურ გადასახადებს, არ აქვს კვების ფული, ვერ ჩავიდა კონკრეტული მატჩის გასამართად უფულობის გამო და ასეთ გუნდს ვუთვლით წაგებას, გასაგებია, არ ჩანს პერსპექტივა მომავალში მდგომარეობის გამოსწორების(თუმცა ბოლომდე გამოკვლეული ეს საკითხი არ ჩანს)და ვხსნით შეჯიბრებიდან, ვთქვათ ესეც გასაგებია, მაგრამ ასეთ გუნდს ვაჯარიმებთ სოლიდური თანხით 5000 ლარით ეს ჩემთვის გაუგებარია, ასეთი ფული, რომ ჰქონოდათ ხომ მატჩზე ჩავიდოდნენ და ითამაშებდნენ? ეჰ ნეტა როდის გახდება ე.წ. ზემდგომი ორგანოები ვითარების ადექვატურები?
555
არ ინერვიულოთ ეგენი უმუშევრები არ დარჩებიან ფედერაცია მალე დაასაქმებს, კარგა ხანია ერთად მოდიან.
გია ოზურგეთიდან
იდიოტიზმის დონემდე აყვანილი საცოდავი ბიუროკრატების უბადრუკი გადაწყვეტილება. მოშორდით ფეხბურთს თქვენი ბინძური აზრებით და გადაწყვეტილებებით
gela
სულ გადაირიეთ ეს ხალხი უმუშევარი უნდა დატოვოთ , რა უბედურებაა ეს
domenti
რუსთავიც მოხსნან და დარჩება 14 გუნდი.
domenti
კანონი კანონია. 15 გუნდი უნდა დატოვონ. ესე ჯობია.
fexburtis moyvaruli
სირცხვილია რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება,იმის ნაცვლად გუნდის პრობლემები გულთან ახლოს მიეტანათ და დახმარებოდნენ. ფედერაცია უაზრო სანქციებს აწესებს.რა შუაშIა ხუციშვილი. ბიჭებს ს 3 თვეა ხელფასი არ აუღIათ და მისი და მიქაძIს ხათრით ათამაშობდნენ.ვიღაც ბიუროკრატების ახირებებს ეწირება ყველაფერი. ფედერაცია პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმაროს მათ სჟობს სირაქლემის პოზაშI ყოფნას. თორემ Yველაფერ ამას რაც მოფყვება მალე ნახავენ.საინტერესოა სპორთIსა და ახალგაზრდობის მინისტრი რით არის დაკავებული , თუ არა ასეთი საკითხების მოგვარებით დროა -დააფიქრდეთ.პასუხი ნამდვილად უნდა მოეთხოვოს იმათ ვინც გუნდი აიძულა ეროვნულ ჩემპიონატს ჩამოშორებოდნენ . ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების ნერვების ცვეთის ხარჯზე
romeo
სასაცილო ხდება უკვე ეს კველაფერი,იმის მაგივრად კლუბს დაეხმარონ,სოლიდარობა გამოუცხადონ,საპირისპიროს აკეტებენ ჯარიმას აკისრებენ,სამარცხვინოა ეს ქართული ფეგბურთისთვის.ამას არ ვამოობ იმის გამო რომ ზესტაფონის გულსჰემატკივარი ვარ ბევრი ქართული კლუბია ასეტ დგესჰი,მაგალითად ერთ-ერთი ლიდერი [თავის დროს]მეტალურგი.
სოსო
ესე გააგრძელეთ წინ წავა აუცილებლად საქართველოში ფეხბურთი.უბადრუკი ქვეყანაა.აქ ადამიანს მალე სუნთქვის საშუალება აღარ ექნება თავისუფლად
gio
კი მარა სად წავიდა იმ უცნობი ბიზნესმენის ფული?? თუ გადაიფიქრა დახმარება??? ასე შეეწირა კოკაიას უაზრო თამაშებს "ზესტაფონი" :)
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
რა ფორმით გააგრძელებს არსებობას "ზესტაფონი"?
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა