რა ბედი ელის "ზესტაფონს" და იმ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რომელიც ილია კოკაიამ შექმნა?
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "ზესტაფონის" გარეშე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება 20 აპრილს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო...

ყველაფერი აქეთ მიდიოდა

სხდომა დიდხანს, დაახლოებით ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. სანამ დეტალებზე ვიტყოდეთ, გთავაზობთ აღმასკომის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ზუსტ ფორმულირებას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა.

იხილეთ:"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატიდან მოიხსნა!

უნდა ითქვას, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ იცოდა, რაზეც მიდიოდა. ფეხბურთის ფედერაციამ იმოქმედა დებულების მიხედვით და გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელსაც მას კანონი ავალდებულებდა. ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის ბრალი ვერაფრით იქნება მომხდარი, თუმცა ერთს კი ვისურვებდით - "ზესტაფონი" იქნება თუ სხვა რომელიმე კლუბი, ან ნებისმიერი სადავო საკითხი, რეგლამენტი ყველა შემთხვევაში განუხრელად უნდა იყოს დაცული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა: "ზესტაფონი" მოხსნილია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან. თუ რომელ ლიგაში ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში, ეს უკვე სხვა თემაა და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია".

იქნება აპელაცია?

ახლა საინტერესო ისაა, გაასაჩივრებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილ ვერდიქტს. ზემოთ უკვე გვეწერა, რომ კლუბს საამისოდ ერთკვირიანი ვადა მიეცა. ეს კითხვა დავუსვით "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს. მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ "დილასთან" მატჩის გადადების თხოვნით. იმიტომ, რომ ამისთვის სათანადო მიზეზები გვქონდა, ამის საფუძველი არსებობდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ფედერაციამ შეუძლებლად მიიჩნია თამაშის გადადება.

რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებს თუ არა კლუბი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ამაზე განცხადებას ოდნავ მოგვიანებით გავაკეთებთ. სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი კი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა", - გვითხრა ფუტკარაძემ.

დღეს დაგეგმილია ქალაქის საკრებულოს სხდომა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ის "ზესტაფონთან" დაკავშირებით. ერთი ფაქტია - პირველ ლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში, კლუბს ფული მაინც დასჭირდება, თუმცა უკეთესი იქნებოდა, უკიდურესი ფინანსური შეჭირვების პირობებში, ეს თანხა მანამდე გამოძებნილიყო, სანამ ურემი გადაბრუნდებოდა.

"საფრთხე რეალური იყო, პრეცედენტი მოხდა"

როგორც ვთქვით, "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს. სხდომის შემდეგ მან თქვა:

- ამჯერად, მხოლოდ იმ სასჯელზე ვილაპარაკებ, რომელიც ჩვენს კლუბს დაეკისრა. სადისციპლინო კომიტეტის წევრებს მე წარვუდგინე მთელი რიგი არგუმენტებისა, თუ რატომ არ გავიდა "ზესტაფონი" გორის "დილასთან" კალენდარული მატჩის სათამაშოდ.

სამწუხაროდ, ძალიან რეალური იყო იმის საფრთხე, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე, თვეების განმავლობაში უხელფასოდ, ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე რომ თამაშობენ, ადრე თუ გვიან ვინმე "გასულიყო". სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა კიდეც და უახლოეს დღეებში დაიდება ამ მოვლენის დამადასტურებელი ფაქტები.

- კლუბი აგრძელებს არსებობას?

- რა თქმა უნდა, "ზესტაფონი" აგრძელებს არსებობას. ჩვენი ბაზა რომ ავიღოთ, თუნდაც თბილისში, 1.5 მილიონი ლარი უკვე გვაქვს ჩადებული და კიდევ რამდენიმე მილიონი უნდა დაიხარჯოს. გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმით გააგრძელებს არსებობას "ზესტაფონი".

- რატომ წახვედით ამ ნაბიჯზე მაინცდამაინც ახლა?

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვთქვათ, ის, რომ იანვრიდან გამგეობისა თუ ქალაქის მმართველი სხვა სტრუქტურების მხრიდან არაერთი დაპირება ისმის, რომელიც არა და არ შესრულდა.

დიდი დანაკლისი

ყველა თანხმდება ერთში - მარგველთა ამ დღეში ყოფნა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

ახლა ნამდვილად არ გვინდა ჩავუღრმავდეთ ქვედინებებს, რომლებიც ამ საკითხს ახლავს. ერთი კი ფაქტია - მართალია, კერძო მფლობელის, მაგრამ მაინც ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდი შუა ჩემპიონატს ქალაქის ამ ხელმძღვანელობის დროს გამოეთიშა.

ქართული ფეხბურთი კი "ზესტაფონის" სახით ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საკლუბო ფლაგმანს კარგავს. თავად განსაჯეთ: არსებობის 11 წლის განმავლობაში გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/11, 2011/12), ერთხელ დაეუფლა ვერცხლის მედლებს (2013/14), ორჯერაც - ბრინჯაოს (2007/-08, 2009/10). 2008 წელს "ზესტაფონმა" მოიგო საქართველოს თასი და ოთხჯერ ითამაშა ამავე გათამაშების ფინალში. ორჯერ აღმართა საქართველოს სუპერთასი (2011, 2012) და ერთხელაც გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.

გარდა ამისა, "ზესტაფონმა", სხვადასხვა დროს, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე. რომელი ერთი გავიხსენოთ - "ლისბურნთან" თუ "ჰელსინგბორგთან", "დუკლასთან" თუ "დაჩიასთან", "შტურმთან" თუ "ბრიუგესთან"...

რა ეშველება ბაზას და სტადიონს?

ალბათ, ის დროა, ვიკითხოთ - რა ეშველება ქალაქის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რომელიც ილია კოკაიამ შექმნა?

აქ ვგულისხმობთ როგორც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს, ისე გუნდის ბაზას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. სტადიონიც ერთ-ერთი გამორჩეულია მას შემდეგ, რაც "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ იქ მინდვრის ახალი საფარი დააგო და ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

ამ დროისთვის, ორივე ეს ობიექტი "ზესტაფონის" საკუთრებაში რჩება. ახლა მთავარია, როგორმე ისე მოხდეს, რომ ბაზა და სტადიონი შენარჩუნდეს. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ ასეთი ფაქტის მოწმენი - დატოვებს თუ არა კერძო ინვესტორი გუნდს, სტადიონიცა და ბაზაც ვერანდება.

ეპილოგის მაგიერ

იმედი დავიტოვოთ, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება, რადგან ასე სჭირდება ქართულ ფეხბურთს. დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე კლუბის დახმარების საკითხი დადგება.

დღეს შეგნებულად ავუარეთ გვერდი იმ უამრავ, გადაუმოწმებელ ვერსიას, რომელიც ვრცელდება "ზესტაფონის" გარშემო და იმაზეც არაფერს დავწერთ, რომელთა გამოც, ქალაქში მოარული ხმებით, ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს კლუბის დახმარებისგან.

სამყაროში დროზე უკეთესი ლაკმუსი არავის მოუგონია. მოვიცადოთ ცოტა და დრო ყველაფერს გამოაჩენს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nn
მადლობა ბატონო ილია
noShrevani
მადლობა გეორგევიჩ.
genadi
მილიონ პროცენტიანი ხარ გაგა ესენი ფეხბურთის სატანები არიან როგორც საქართველოსთვი სააკოვი'
gaga
რატომ არუშვებთ სმს
gaga
არველაზეეებო ... ჯერ სადა ხართ თქვენ რა მოგელით კიდე რამდენი გუნდი ვერ ჩაამთავრებს რუსთავი და მერე მიკვებიან ჩაცირეთ არა ფეხბურთი და დადიხართ მუქთა პაესტქებში თითქოს რამეს ცკვეტდეთ .... ბარტლომეს მოგიცკოფთ ქართველი ხალხი და საზოგადოება ვაი მართლა თქვენ საცოდავებო სადახართ ვეტერანები კარგია არა მუქთა ფული მუქთა ჩამა და ბილიარდის გორაობა .... თქვენც პირველი მტრები ხაღ არველაზე სიჩინავებთან ერთად გაუშვით თავიდან ბოლომდე კველაფერი .....
G.Pique
დაგვიბრუნეთ ფეგბურთი ზესტაფონშიიი
1111
ზესტაფონს ყოველთვის ებრძოდა ფედრაცია. ახლა ჰქონდათ რეგლამენტით მოხსნის საფუძველი, მაგრამ რამდენჯერ დაარღვიეს რეგლამენტი? ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე აზრს უკარგავდნენ თამაშებს, რადგან კანონის დარღვევით ზრდიდნენ გუნდების რაოდენობას. წელს ლიცენზიის გარეშე გამონაკლისის სახით 2 კლუბი არ დაუშვეს ჩემპიონატში? ფედერაციას ვადაგასული პრეზიდენტი არ ყავს? ანუ კანონი მარტო ზესტაფონის წინააღმდეგ კანონობს?
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება

"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატიდან მოიხსნა!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"