ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1 - მტკივნეული რევანში [VIDEO]

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1 - მტკივნეული რევანში [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
"ცხინვალი" პირველ წრეში აღმავლობის გზაზე იდგა, როცა თბილისის "დინამოსთან" 1:6 დამარცხდა. ეს კახა კაჭარავას გაწვრთნილებისთვის მტკივნეული დარტყმა კი იყო, მაგრამ გუნდი შოკიდან გამოვიდა, ათამაშდა და ახლა სამეულში მოსახვედრად იბრძვის.

დინამოელები უპირატესობასაც ფლობდნენ და ისე თამაშობდნენ, მათ გამარჯვებაში დაეჭვებაც ძნელი იყო და ანგარიშიც დასაწყისში გახსნეს: მარცხენა ფლანგიდან საბა ლობჟანიძემ საჯარიმო შეასრულა, ბურთი კარში კი თავით მათე ცინცაძემ გააგზავნა - 0:1.

შემდეგში აღმოჩნდა, რომ ეს თბილისელებისთვის საიუბილეო გოლი იყო. მათ ეროვნულ ჩემპიონატებში მეტოქეთა კარში უკვე 2000 გოლი გაიტანეს.

ეფექტური და დასამახსოვრებელი გამოდგა ლობჟანიძის შეტევა, რომლის დარტყმული ბურთიც მეკარე გიორგი ნადირაძემ ნახტომში მოიგერია. ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის აღებას ვახტანგ ჭანტურიშვილი ძლიერი დარტყმით შეეცადა და ბურთი ძელს მოხვდა. "დინამოს" უპირატესობის გაზრდა მანუელ ოვნუსაც შეეძლო, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარს ახლო მანძილიდან ააცილა.

გაუგებარი მიზეზის გამო დინამოელები მოეშვნენ და ამისთვის სამართლიანად დაისაჯნენ. "ცხინვალმა" კი სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. კახა კაჭარავას შეფუცხუნებამ მოთამაშეები გამოაფხიზლა: ჯერ იყო გიორგი ივანიშვილის მწვავე შეტევა, როცა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ გაანეიტრალა. მერე კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს: შეტევაში კარგად ჩაერთო მარცხენა მცველი ვასიკო ბაჩიაშვილი და ივანიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ამ უკანასკნელმა შანსი გოლად აქცია - 1:1.

მალე მანუელს კიდევ ერთი შანსი მიეცა, როცა ოთარ კიტეიშვილის შეტევის დასრულება სცადა - ამჯერად, "ცხინვალი" ძელმა იხსნა.

ვერ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში თბილისელებმა მომენტები ვერ შექმნეს, თავიანთი შანსები გაანიავეს ჭანტურიშვილმა და მანუელმა, მაგრამ მთლიანობაში, "დინამო" ისე გამოიყურებოდა, როგორც ამ გუნდის სახელს არ შეშვენის. და ეს იმ დროს, როცა გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოსთან" საჩემპიონო დავაში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს...

მეორე ტაიმში ცხინვალელები თითოეული ბურთისთვის იბრძოდნენ და მალე დაწინაურდნენ კიდეც. ივანიშვილმა შეტევაში მარჯვენა მცველი გიგა ცერცვაძე ჩართო, რომელიც საჯარიმოში მცველს გასცდა და კართან ნიკა კაჭარავა მოძებნა, რომელმაც მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო - 2:1.

73-ე წუთზე "დინამო" ისევ ჰრდლიჩკამ გადაარჩინა - სლოვაკმა მეკარემ ვარლამ კილასონიას პენალტი აუღო.

სტუმართა გულშემატკივრებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. კიდევ ერთი შანსი ჰქონდა მანუელს, მაგრამ საჯარიმოს სიახლოვიდან მის ძლიერ დარტყმულს მასპინძელთა მეკარე ლამაზი ნახტომით გადაეღობა. ესპანელ თავდამსხმელს თავის გამოჩენა 85-ე წუთზეც შეეძლო, როცა ჭანტურიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ დაახანა და მცველმა ვითარება განმუხტა.

"ცხინვალმა" კი თავისი შანსები უნაკლოდ გამოიყენა: 87-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო და ძლიერი დარტყმით ჰრდლიჩკასგან ახლო კუთხის "ცხრიანი" შეარხია.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი შეტევა უკვე ირაკლი ლექვთაძემ გაამწვავა - მართალია, თბილისელთა მეკარემ მას აჯობა, მაგრამ დამატებაზე რატი ცაცკრიალაშვილს ვეღარაფერი მოუხერხა - 4:1.

კაჭარავას გუნდმა ევროსაგზურისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა "დინამოსთან" რევანშით მოახერხა. რაც მთავარია, გუნდმა ლამაზი, შემტევი და გამართული ფეხბურთი აჩვენა, რაც ნებისმიერი ქართული გუნდისგან სასიხარულო ამბავია.

დინამოელებმა კი ამ წაგებით საქმე ძალიან გაირთულეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერმა გორის "დილამ" კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებს 4 ქულით გაუსწრო და ახლა ძალზე ძნელი სათქმელია, მოახერხებს კი "დინამო" დარჩენილ ტურებში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას?

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური

24.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1

გოლები: 0:1 ცინცაძე (24. ლობჟანიძის პასით), 1:1 ივანიშვილი (39. ბაჩიაშვილის პასით), 2:1 კაჭარავა (59. ცერცვაძის პასით), 3:1 მახარობლიძე (87), 4:1 ცაცკრიალაშვილი (90)

გამოუყენებელი პენალტი: კილასონია (73. მეკარე)

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კილასონია, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, თარხნიშვილი - მახარობლიძე, ივანიშვილი (75. ლექვთაძე), შინდაგორიძე (54. ცაცკრიალაშვილი) - კაჭარავა (87. კაჭკაჭიშვილი).

სათადარიგოები: იმედაშვილი, ჯიშკარიანი, ნანიევი, ბურძენაძე.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო (თბ) (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე (75. ჯიღაური), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი - ცინცაძე, პარუნაშვილი (61. ჩირგაძე) - ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (88. ჯანელიძე) - მანუელი.

სათადარიგოები: გველესიანი, დაუშვილი, ბუკორაცი, ტაბატაძე

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: თოთაძე (28), ფერეირა (65), კაკაბაძე (73), ბაჩიაშვილი (78), ცინცაძე (80)

მსაჯი: ა. ბასლეჰლო (სირია).

ბომბარდირები:

ი. მოდებაძე (დილა) 12

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

ო. კვერნაძე (ტორპედო) 9

შ. ლომია (ზუგდიდი) 9

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

ნ. კვეკვესკირი (დილა) 7

ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7

თ. კაპანაძე (სამტრედია) 7

თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური

1-ლი მაისი, პარასკევი

გურია-ზუგდიდი

შუქურა-მერანი

2 მაისი, შაბათი

სიონი-ცხინვალი

ჩიხურა-დინამო (ბთ)

დინამო (თბ)-ტორპედო

მეტალურგი-დილა

სამტრედია-კოლხეთი

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ilia

ეხლა რას იტყვის ის ზაკოო თუ ვიღაცა ძალიან მაინტერესებს

• dito

სირცხვილია როცა ასეთი ბიუჯეტის მქონე გუნდი ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. მცირე შემოსავლიანი გუნდიც კი უგებს, იმიტომ რომ ბიჭები ფულს კი არ უყურებენ, არამედ ჯიგარს დებენ, უყვართ ფეხბურთი და თავის გულშემატკივარსაც ახარებენ.

• chero

მე პირველი და მეორე ლიგის თამაშებსაც ვუყურებ.მე ამ ფერეირას კი არ ვჯავრობ ,საქმეს მივსტირი რომელიც ისეთ ხალხს აბარია რომელიც ვერ ხედავს.

• Rati Guruli

chero- იმიტომ ვერ ხვდება ვერავინ , რომ შენ არ ვარგიხარ როგორც ქართველი გულშემატკივარი

• DATO

დინამოს სამეულშიც გაუჩირდება, მიხედეთ,. საშინელებაა სტაფი

• givi

ესეთი სუსტი დინამო არ ყოფილა, მიიყვანეთ გეგუჩაძე,კარგი მწვრთნელია.

• hoo

დინამო ბევრ მომენტს ქმნის მარა ბურთს კარში ვერ აგდებს, ჰოდა გოგიჩაიშვილამ მაგაზე შედეგიანობის ამაღლებაზე უნდა ამუშაოს, ისე კი ღირსია დინამო რომ აგებს

• HOO

დინამო ბევრ მომნწტა

• chero

არ ვარგა ეს ფერეირა და ვერ ხვდება ვერავინ.

• zviadi

Vულოცავ ცხინვალს!მიხარია როცა დინამო ისე აშკარა უპირატესობით არ იგებს ყველა თამაშს და ჩემპიონატს და როცა სულაც აგებს იმიტომ,რომ ძაან-უღირსად იქცევიან და ძალიან ბევრ ბავშვს აფუჭებენ იმით ,რომ თუ კი დაინახავენ ნიჭიერს მიყავთ თავისთან მერე სვამენ სკამზე და უნგრევენ კარიერას.გარდა ამისა არ ვგულშემატკივრობ გუნდს სადაც აღარც ტრადიციაა,აღარც სულისკვეთება და აღარც ის ლამაზი ფეხბურთი,რომლის გამოც ესე ძალიან გვიყვარდა ეს გუნდი.

• dato

ახია ასეთი პატრონის ხელში.ჯობია ეხლავე ხედავდე ევროპაში საქმეარა გაქვს ვიდრე აგვისტოში რატომგაც გაოგნებული იყო.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

"რუსთავის" ფეხბურთელმა გოლი 55 მეტრიდან გაიტანა [VIDEO]

"საბურთალო": იაშვილთან კონტრაქტი გაგრძელდა, ახალი ცაცკრიალაშვილია

ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]

[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: ახალი სტადიონი და ბაზა შემდეგი სეზონიდან

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება

ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა

[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"

რატი ცაცკრიალაშვილი "სიონში" გადავიდა

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"

"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]