ამ დღეებში თბილისში საქმიანი ვიზიტით ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ
ამ დღეებში თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომიტეტის წევრები ჯოზეფ ლიბა და კატერინა ნიცოვა. ისინი სადამკვირვებლო მისიაშიც შედიან და თბილისში აქამდეც რამდენჯერმე იყვნენ სპორტული ბაზების, ფესტივალის მიმდინარეობის შესამოწმებლად, თუმცა ამჯერად მათ სტუმრობას ტრადიციული სემინარიც დაემთხვა ღონისძიებაში მონაწილე გუნდების მისიების ხელმძღვანელთათვის, რომელიც, ჩვეულებრივ აპრილში იმართება ფესტივალის მასპინძელ ქალაქში.

ამჯერად თბილისში ევროპის 43 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომელთათვისაც ორდღიანი სემინარი "ექსპო-ჯორჯიაში" ჩატარდა.

ის პარასკევს დაიწყო და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და სხვები, რომლებიც ასევე მიესალმნენ სტუმრებს.

"საქართველოსთვის დიდი პატივია მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა. მადლობას ვუხდი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს ამ ნდობისათვის და გარწმუნებთ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე მზადაა, ღირსეულად ჩაატაროს ეს ფესტივალი, რადგან ის უფრო მეტია, ვიდრე სპორტული შეჯიბრება. საქართველოში 4 000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი ჩამოვა და ჩვენი ათლეტებისთვის ეს კარგი სტარტია მომავალი გამარჯვებებისთვის", - ასე მიესალმა სემინარის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სემინარის ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა და ხელმძღვანელმა სტუმრებმა დაათვალიერეს მშენებარე ობიექტები, რამაც მთლიანობაში, დადებითი შთაბეჭდილება კი დატოვა, მაგრამ ისევ რჩება ორიოდე "ცხელი წერტილი" - ხელბურთის დარბაზი და საცურაო აუზი. ამათგან ხელბურთის დარბაზი იმთავითვე პრობლემური იყო და მასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა დიდი კითხვის ნიშნები, ახლა კი სტუმრებმა აუზის მშენებლობის დროულად დასრულებაზეც გამოთქვეს გარკვეული ეჭვი.

საინტერესოა, რომ ორივე ობიექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აშენებს.

როგორც შაბათს, სემინარის დასკვნით დღეს "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ახვლედიანმა გვაცნობა, ღარიბაშვილს პარასკევ საღამოს, სტუმრებთან ერთად ბაზების შემოვლის შემდეგ ნარმანიას მონაწილეობით საგანგებო თათბირი მოუწვევია, სადაც ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება მოუთხოვია.

"როცა პრემიერმა ჯოზეფ ლიბასგან მოისმინა ცოტა არასასიამოვნო ინფორმაცია, საღამოს 19 საათზე მოიწვია კრება, სადაც დეტალურად განიხილეს გრაფიკი და დედაქალაქის მერს ამ ორი ობიექტის მშენებლობაზე დამატებითი კონტროლი დაევალა, ხოლო ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ერთი კვირის ვადაში უნდა მიავლინოს ექსპერტები და წარმოადგინოს დასკვნა, მოესწრება თუ არა მათი დროულად დასრულება", - გვითხრა ახვლედიანმა და იქვე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ალტერნატიულ ვარიანტებზე - "არენა-1"-სა და "არენა-2"-ზე.

ითქვა ისიც, რომ პარასკევს სპორტის სამინისტროსა და მშენებელი კომპანიის მხრიდან მიიღეს მყარი გარანტიები სამუშაოთა დროულად დასრულების თაობაზე.

ახვლედიანის თქმით, ალტერნატიულ ვარიანტზე გადართვამდე 20 მაისამდე დრო კიდევაა.

რომ არა ეს ორი ბაზა, რაც შაბათს პრესკონფერენციაზე სტუმარ-მასპინძლისაგან მოვისმინეთ, სრული უფლება გვექნებოდა იმის სათქმელად, რომ თბილისი მზადაა ამ მასობრივი და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მართლაც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების სამასპინძლოდ.

ჯოზეფ ლიბამ სიტყვები არ დაიშურა მასპინძელთა შესაქებად.

- ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ ოლიმპიური სპორტული ობიექტების მშენებლობის გზაზე სერიოზული პროგრესია მიღწეული - განაცხადა მან. ყველა ობიექტი ჯერ არაა დასრულებული, მაგრამ სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ვადებს ჩამორჩება ხელბურთისა და ცურვის ბაზების მშენებლობა, რაც გვაშფოთებს, თუმცა ქალაქის მერმა და სპორტის მინისტრმა მოგვცეს გარანტია, რომ დროულად დაასრულებენ. საცხოვრებელი კორპუსები და ოლიმპიური სოფელი თითქმის დამთავრებულია. მისიების ხელმძღვანელებმა მოიწონეს ის და მაღალი შეფასებაც მისცეს.

დარწმუნებულნი ვართ, ათლეტებს თბილისში საუკეთესო პირობები ექნებათ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს სხვადასხვა საკითხზეც შევხდვით სათათბიროდ - სპორტსმენთა განთავსება, ლოჯისტიკა თუ სხვა ტექნიკური საკითხები. კიდევ ბევრი საკითხი დაგვრჩა მოსაგვარებელი, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, ფესტივალამდე დარჩენილ 100 დღეში ყველაფერი მოესწრება. აქ ჩამოსული დელეგაციების წარმომადგენლები კმაყოფილები არიან გაწეული მოსამზადებელი სამუშაოებით".

შეიძლება ითქვას, ახვლედიანის გამოსვლა ემოციური და ცოტათი ეიფორიულიც კი იყო, რაც სამუშაოთა მიმდინარეობითაა გამოწვეული.

"მიხარია და ბედნიერი ვარ, რადგან ამ საბოლოო და თან ასეთი მასშტაბური ვიზიტის მონაწილენი ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე ჩატარებული ღონისძიება უნდა იყოს.

მთავარი კითხვა ყოველთვის ის იყო, მოესწრებოდა თუ არა ამ თამაშებისთვის მომზადება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ 26 ივლისს კი არა, 26 მაისსაც რომ იწყებოდეს ფესტივალი, საორგანიზაციო კომიტეტი მზადაა, სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს ის. ამის თქმისგან აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ დღეს ამ განცხადებისთვის ყველა საფუძველი მაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს აკეთებდა და კვლავაც გააკეთებს, რათა "თბილისი-2015" ევროპულ ოჯახში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი.

თავის მხრივ, ეს მომავალში ნებისმიერ ფედერაციას, მთლიანად ქვეყანას საშუალებას მისცემს, განაცხადი გააკეთოს უმაღლესი დონის შეჯიბრებათა მასპინძლობაზე და უკვე აღარ იარსებებს კითხვის ნიშანი იმაზე, შევძლებთ თუ არა ღირსეულად მასპინძლობას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - "თბილისი-2015" ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად ახალ სტატუსს აძლევს მსოფლიოს რუკაზე, როგორც მასშტაბური ღონისძიებების, უპირველესად კი, სპორტული შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩამტარებლისა, რაც აქამდე არ გვქონდა", - განაცხადა მან.

ხაბელოვმა ყურადღება უფრო გუნდების მომზადებაზე გაამახვილა, თუმცა არ დამალა, რომ წარმატებას ძირითადად ძიუდოსგან ელოდებიან, სხვებში კი ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უკვე დასრულებულია ვერის ბაღისა და კალათბურთის აკადემიის საკალათბურთო დარბაზები, ძიუდოს აკადემია, უახლოეს დღეებში სარემონტო სამუშაოები დასრულდება ჩოგბურთის კორტებზე და ფრენბურთის სასახლეში, 28 აპრილს გერმანელი სპეციალისტები ტანვარჯიშის დარბაზის დაპროექტებას დაიწყებენ, მაისის ბოლოდან კი ახალაშენებულ სპორტულ ბაზებზე სატესტო შეჯიბრებები უნდა დაიწყოს.

გამოსწორდა და მოგვარდა დაფინანსების საკითხიც. ჩამოსულები არიან გერმანელი სპეციალისტები, რომლებმაც ადგილობრივ კადრებთან ერთად (არსებითად, მათი გადამზადება მოხდება) უნდა დაამონტაჟონ გერმანულ-შვეიცარიული კომპანიის ელექტროინვენტარი - ტაბლოები და სხვა.

ეს უახლესი ტექნიკა უკვე დატესტეს ძიუდოს ტურნირზე, მალე კი ისევ იგეგმება მეორე შემოწმება იმავე ძიუდოს შეჯიბრებაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა
ისტორიული "ლაგუნა ვერე" აღარ გვჭირდება? მისი შემცვლელი ადგილმდებარეობის მიხედვით რომელი აუზია? იქნებ მასაც მივხედოთ როგორმე და გავარემონტოთ!!!
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
დავით ნარმანია: აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა [PHOTO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
"მაქრო ქონსთრაქშენი" "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორი გახდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ოლიმპიური კომიტეტის კომისია "თბილისი-2015"-ის მზადებით კმაყოფილია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
თბილისში სპორტის ახალი სასახლე გაიხსნა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
სეოკ-მა წლის სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ლევან კობიაშვილი: გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს
რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს
ქართველ ძიუდოისტებს ნატვრა აუხდათ - საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსი [PHOTO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ