"ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ "დილა" მომზადებული იყოს საქართველოს ჩემპიონობისთვის. ჩვენ 5 ფინალი დაგვრჩა"
არავინ იცის, სად ითამაშებდა დღეს 27 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი, ტრავმებს რომ არ შეეშალა ხელი. იყო დრო, მისი გადასვლა კიევის "დინამოში" გადაწყვეტილ ამბად მოჩანდა, თუმცა "ზესტაფონის" მცველმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დაჩიასთან" მოლდოვურ მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო...

მას შემდეგ ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის კარიერას ლაიტმოტივად გასდევს ტრავმები. სწორედ ამის "ბრალია", ბოლომდე რომ ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.

სეზონის მეორე ნახევარში გიორგი ხიდეშელი გორის "დილას" შეურთდა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. მიზეზი ისევ ტრავმაა.

ხიდეშელი მინდორს ახლახან დაუბრუნდა და "დილას" დუბლშემადგენლობის მაისურა მოირგო...

- მოხარული ვარ, რომ მინდორს დავუბრუნდი, - გვითხრა გიორგიმ საუბრის დასაწყისში, - ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მეორედ დაბრუნებულმა მივიღე ტრავმა ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში. მერე "დილაში" მოვედი. კარგად იყო ყველაფერი და თურქულ შეკრებაზე კვლავ დამიზიანდა ფეხის გვერდითა იოგი. ისე გამოვიდა, რომ რაც სეზონი განახლდა, ოფიციალურ მატჩში საერთოდ არ მითამაშია. ახლაღა მოვირგე "დილას" დუბლშემადგენლობის მაისურა.

- როდის უნდა ველოდოთ ძირითად შემადგენლობაში თქვენს დებიუტს?

- ამაზე ვერ გიპასუხებთ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის და როდის ათამაშებს.

- ტრავმის შემდეგ ფეხბურთელებს უჭირთ ფსიქოლოგიურად. უფრთხიან ორთაბრძოლებს, იკარგება თავდაჯერება. თქვენ უამრავი ტრავმა გადაიტანეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ხომ არ გიჭირთ?

- მთავარი მართლაც ისაა, რომ ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდეს. თავს კარგა ხანია, საამისოდ ვამზადებ. ვფიქრობ, ცოტა სათამაშო პრაქტიკა მჭირდება და ეს უხერხულობა თავისით გაივლის. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება - სადაც ფეხბურთია, იქვეა ტრავმაც.

- ვიცით, რომ უსაზღვროდ გიყვართ საკუთარი საქმე. თანაგუნდელების ტრიბუნიდან ყურება არ გიჭირდათ?

- ძალიან. როცა ვერ ვთამაშობ, გაცილებით მეტს ვნერვიულობ, ვიდრე მინდორზე. საშინელებაა, როცა თამაში გინდა, მეგობრების დახმარება გინდა და მათ ვერაფრით ეხმარები.

- ფაქტია, გორის "დილა" ეროვნული ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზია. როგორ დაახასიათებთ თქვენს გუნდს?

- მოკლედ ვიტყვი და, რაც შეიძლება, ტევადად - "დილა" პროგრესირებადი გუნდია. თამაშიდან თამაშამდე ეტყობა უკეთესობა. ეს მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.

- ახლა, როცა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია, როგორც შედარებით გამოცდილი, ახალგაზრდა პარტნიორებს რჩევებს თუ აძლევთ?

- "დილას" ერთ-ერთი პლუსი ისიცაა, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგ სინთეზს წარმოადგენს. ჩემ გარდა, კიდევ არიან გამოცდილი ბიჭები - თუნდაც, მოდებაძე, კვახაძე, რაზმაძე...

რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ გუნდი მომზადებული იყოს საქართველოს ჩემპიონობისთვის. ჩვენ 5 ფინალი დაგვრჩა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "დილას", დიდი ალბათობით, განაღდებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- არა, 5 ტურია დარჩენილი და უახლოეს მდევართან სხვაობა 3 ქულაა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და დიდი მობილიზება გვმართებს.

- როგორ გგონიათ, რას შეძლებს ამ ფორმაციის "დილა" ევროასპარეზზე?

- ჩვენთან კარგი პირობებია, კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ მთავარია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონემ აიწიოს. უცხოური გუნდი, თუნდაც საშუალო-ევროპული დონისა, სისტემატურად თამაშობს პრინციპულ, მაღალი დონის, დაძაბულ შეხვედრებს. ამაშია სხვაობა.

- საქართველოს ჩემპიონატი სადღეისოდ არნახულად დაძაბულია, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ ხარისხის თვალსაზრისით ადრე, თუნდაც სამი-ოთხი წლის წინათ, მდგომარეობა უკეთესი იყო. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- კი, ჩემი აზრით, იმ დროს უფრო მაღალი იყო დონე. იმედი მაქვს, უკეთესობის მომსწრენი ერთად ვიქნებით. კარგია, დაძაბულობამ რომ იმატა. ისიც კარგია, ბევრი ახალგაზრდა რომ დაწინაურდა, მაგრამ ხარისხი ყველას უკეთესი გვინდა.

- ვიცით, თავის დროზე, კიევის "დინამო" გამზადებულ კონტრაქტს გთავაზობდათ. მანამდე იყო ინტერესი სხვა გუნდებისგან. რომ არა მოჭარბებული ტრავმები, თქვენი აზრით, სად ითამაშებდა დღეს გიორგი ხიდეშელი?

- ალბათ, უკრაინის ჩემპიონატში. თავის დროზე არ ვჩქარობდი "ზესტაფონიდან" წასვლას. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მიზნად გვქონდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა. იყო კონკრეტული ინტერესი "ჰელსინგბორგიდან", ლვოვის "კარპატისგან", გერმანიის ბუნდესლიგიდან...

კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ გუნდი არ დაშლილიყო. ჩვენც გვქონდა რწმენა, რომ შეგვეძლო...

ჩემპიონთა ლიგის იმ გათამაშების შემდეგ "ზესტაფონიდან" უნდა წავსულიყავი. მოლდოვაში, "დაჩიასთან" მატჩში რაც მომივიდა, ყველამ ვიცით. არადა, კიევის "დინამო" მზად იყო ჩემთან თანამშრომლობისთვის....

- იმ მატჩს ტრიბუნიდან ვუცქერდი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ "დაჩიას" მოთამაშემ შეგნებულად მოგაყენათ ტრავმა...

- საშინელება იყო... ის ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. "დაჩია" აგრესიულად თამაშობდა. გახსოვთ, მტკივნეულად გადაიტანეს პირველ მატჩში მარცხი. მოლდოვაშიც პატარა ინციდენტი მოხდა. თან, იმ ეპიზოდში ბურთი არ მქონდა...

მაინც არ მგონია და ვერ ვიფიქრებ, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელი ასე გაწიროს. იმ ტრავმამ დიდი კვალი დატოვა ჩემში. დღესაც, ტელევიზორში ფეხბურთს რომ ვუყურებ და მოთამაშე მუხლზე ხელს რომ მოიკიდებს, ეკრანს ვშორდები. მე ხომ ვიცი, რა სიმწარეა...

- და მაინც, 27 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა მოტივაცია, მომავლის იმედი რომ დაკარგოს...

- რა თქმა უნდა, თან - პირიქით. ორმაგი მოტივაცია მაქვს. მე ფეხბურთის ფანატიკოსი ვარ. იმისაც მჯერა, რომ დაკარგულს დავიბრუნებ. ჩემს ასაკში ბევრის გადატანა მოვასწარი, თუმცა ყველაფერი განგების ნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
კიდევ რამდენი ქართველი ფეხბურთელი უნდა გაამწაროს ტრავმებმა ჩემი მეთოდის გამოკვლევა რომ მოინდომონ? ბ-ნო ალეკო!თუ გამოკვლევა პრობლემურია უბრალოდ ჰკითხეთ ჩემთან გაჯანსაღებულ ფეხბურთელებს და შემდეგ საზოგადოებას გააგებინეთ.
mamuka09ze
უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომ არა ტრამვა აუცილებლად იტყოდა მძლავრ სიტყვას ევროპის ტოპ-ლიგებში. ძალიან საწყენია, თუმც დანებება არ ეგების, გიორგი. ზესტაფონელი გულშემატკივრები შენს გვერდით გვიგულე...
levani
მიდი გიო არ დანებდე,მიყვარს შენნაირი მებრძოლი ფეხბურთელები,წარმატებები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]