საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდებიან
ფოტოზე: ბათუმი-შსს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი "დინამო" "შსს-აკადემიას" შეხვდება, 22 მაისს დაიწყება.

შაბათს საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გამოვლინდა - "შსს აკადემიამ" ბათუმში 2 ქულის სხვაობით იმარჯვა და სერია მშრალი ანგარიშით, 3:0 დაასრულა.

"რუსთავისა" და "დინამოს" დაპირისპირებაში ფინალისტის ვინაობა კვირას გაცხადდა: დინამოელებმა სერიის პირველი მატჩის წაგების შემდეგ სამი შეხვედრა მოუგეს ქვემოქართლელებს და 3:1. განსაკუთრებით დასაფასებელი "დინამოს" მიერ მეოთხე მატჩის შემოტრიალება იყო, რომლის მესამე პერიოდში "რუსთავი" 13 ქულით დაწინაურდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნახევარფინალური სერიის ყველა მატჩი მეტისმეტად დაძაბული გამოდგა, ასეთ დროს კი გინების მოსმენაც შესაძლებელია და... 17 მაისის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთავში ტრიბუნიდან ორი პლასტიკატის ბოთლი ისროლეს. ერთი არბიტრ ზაზა მაჩალაძეს მოხვდა ზურგში, მანაც საპასუხოდ იგივე ბოთლი ტრიბუნისკენ ისროლა, თუმცა არავის მოხვედრია...

სუპერლიგა. 1/2-ფინალი

16 მაისი. ბათუმი, სასპორტო სკოლა

ბათუმი-შსს აკადემია 74:76

32:13, 22:23, 10:25, 10:15

ბათუმი: იანგი (28ქ, 9მ, 4პ), რამიშვილი, მიქელაძე (10ქ, 8პ), ელიაშვილი, ლ. რევაზაშვილი (9ქ, 7მ), კელოგი (12ქ, 10მ, 3პ, 5ჩ), ფელჩერი (15ქ, 8მ, 4დ), ელიაძე.

შსს აკადემია: ბერიშვილი (3ქ, 10მ), მეტრეველი (4ქ, 5მ), როგავა (6პ), ჩიკვილაძე (14ქ, 5მ), ცინცაძე (21ქ, 6პ), შარაბიძე (19ქ, 13მ), წივწივაძე (6ქ), ლომოური (7ქ, 7მ), ბიბილური, ნადირაძე (2ქ).

სერია მოიგო შსს-მ 3:0

არაერთხელ მოგვისმენია: პლეი ოფში ყველაფერს გამოცდილება წყვეტსო. ამ სიტყვების სიმართლეში "შსს აკადემიამ" კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. გემახსოვრებათ, საოცრად მებრძოლ "სოხუმთან" აკადემიელები 1/4-ფინალის მეხუთე შეხვედრის ბოლო წუთებზეც რომ არ აღელდნენ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. 1/2-ფინალური სერია კი ორი თბილისური გამარჯვებით გახსნეს და ბათუმში სოლიდური ფორით ჩავიდნენ - 2:0.

მესამე ნახევარფინალური დაპირისპირების დასრულებას 7 წუთი უკლდა, როცა მასპინძელმა ლევან რევაზაშვილმა ორქულიანით ზღვისპირელები 66:61 დააწინაურა. სწორედ ამის შემდეგ იფეთქა შსს-მ და ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო (ორივე როგავას პასით ლომოურმა გამოიყენა) - 67:66.

შემდეგ იყო შარაბიძე-ცინცაძის ორქულიანები და ჩიკვილაძის სამიანი... საფინალო სირენამდე 1:50 წუთით ადრე შსს-ელებმა 4-ქულიანი ფორა მოიპოვეს, რომელიც დარჩენილ დროში გამოცდილებისა და კარგი დაცვის ხარჯზე არ გაფლანგეს. ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "უმძიმესი თამაში იყო, "ბათუმი" და მისი გულშემატკივარი სულ სხვა შემართებით დაგვხვდა. პირველივე წუთებიდან მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა და საკმაოდ დიდი სხვაობითაც ვაგებდით. თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. გამოვავლინეთ ჩვენი ხასიათი და ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს თამაშზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს".

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ დაღლა დაგვეტყო. ბოლომდე ვიბრძოდით, მოგების კარგი შანსიც მოგვეცა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. წინ მე-3 ადგილისთვის თამაში გველის და მაქსიმალურად მოვემზადებით".

16 მაისი. რუსთავი, ქიმიკოსების დარბაზი

რუსთავი-დინამო 70:78

21:14, 21:21, 14:27, 14:16

რუსთავი: ჰამსი (13ქ), ცეკვავა (4ქ), ოგლესბი (12ქ, 6მ, 3პ), აბაიშვილი (11ქ), ჩაჩანიძე (2ქ), ყველაშვილი (4ქ), ჭოჭუა (7ქ), ტუჯანი, დვალიშვილი (17ქ, 14მ, 4პ), გოგობერიშვილი.

დინამო: გამყრელიძე (13ქ, 6მ, 4პ), ბ. ლეჟავა (7ქ, 6პ, 3ჩ), ვახანია (3ქ), ლონდარიძე (10ქ, 10მ, 4ჩ, 2დ), დიდია (6ქ, 3პ), მათიაშვილი (8ქ, 10მ, 3დ), ორმოცაძე, შერმანი (24ქ, 10მ), ბაბუნაშვილი (7ქ, 3ჩ).

17 მაისი. რუსთავი, ქიმიკოსების დარბაზი

რუსთავი-დინამო 76:77 დ.დ.

17:23, 28:18, 18:18, 11:15, 2:3

რუსთავი: ჰამსი (9ქ), ცეკვავა (12ქ, 5მ, 7პ), ოგლესბი (8ქ, 3პ), აბაიშვილი (3ქ, 7პ), ყველაშვილი (7ქ, 5მ), ჭოჭუა (24ქ), ტუჯანი (2ქ), დვალიშვილი (11ქ, 8მ, 3დ).

დინამო: გამყრელიძე (13ქ, 9მ, 9პ), ბ. ლეჟავა (15ქ, 5პ, 4პ), ვახანია, ლონდარიძე (16ქ, 11მ), დიდია (6ქ, 3ჩ), მათიაშვილი (9ქ), ორმოცაძე (3ქ), შერმანი (8ქ, 6მ), ბაბუნაშვილი (7ქ, 5მ, 4ჩ).

სერია მოიგო "დინამომ" - 3:1

რუსთავში პლეი ოფის მატჩებზე დარბაზი პირთამდე რომ ივსება და ერთიანად გუგუნებს, კარგად მოგეხსენებათ. როცა შეხვედრა ოვერტაიმში გადადის, იოლი მისახვედრია - სანახაობრიობა არ აკლია. ხოლო დამატებით 5 წუთში ერთი გუნდი 3 ქულას რომ აგებს, ხოლო მეორე - 2-ს. თავად განსაჯეთ, რაოდენ დიდი უნდა იყოს დაძაბულობა.

გამოცდილი კალათბურთელისთვის ეს სასიამოვნოცაა, ქომაგისთვისაც სასარგებლოა ადრენალინის გამოყოფა, ყველაზე რთული მსაჯებისთვისაა - ერთ სასტვენს ერთი მხარე აპროტესტებს, მეორეს - მეორე მხარე.

სწორედ ასე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზე: სირენამდე 17 წამით ადრე არბიტრებმა ლევან ცეკვავას შეტევისას სადავო დააფიქსირეს, ხოლო საპასუხო იერიშისას რიჩარდ მათიაშვილზე - გარბენი.

რუსთაველები პირველ ეპიზოდში სადავოს აღნიშვნამ გააცხარა, თუმცა დინამოელები ამბობდნენ, ბურთი ჩვენ კალათბურთელებმა მართლაც დაიჭირესო. მეორე ეპიზოდში კი "დინამოს" მწვრთნელები გაცხარდნენ - რიჩარდზე გარბენი არ იყოო, რუსთაველები კი საპირისპიროს ამბობდნენ. ასეთი ეპიზოდი ძალიან ბევრი იყო და რთულია, გამეორების არქონის პირობებში გადაჭრით თქმა, ამა თუ იმ ეპიზოდში მსაჯი შეცდაო.

ბევრი შეცდომა ჰქონდა როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს. "დინამომ" ბურთი 19-ჯერ დაკარგა, ხოლო "რუსთავმა" - 16-ჯერ.

დინამოელებმა დაცვაში დაშვებული შეცდომების სიმწარე მესამე პერიოდში იწვნიეს: გამოვიდა დიდი შესვენების შემდეგ მიხეილ ჭოჭუა და რამდენჯერაც მეტ-ნაკლებად თავისუფალ სატყორცნ სიტუაციაში აღმოჩნდა, იმდენჯერ ჩააგდო სამქულიანი. შესაბამისად, "რუსთავი" საფინალო სირენამდე 15 წუთით ადრე 13 ქულით დააწინაურა.

სწორედ ამის შემდეგ განამტკიცა "დინამომ" დაცვითი ზღუდე, ძნელი გასახსენებელია ეპიზოდი, ბოლო 15 წუთში რუსთაველი უკანახაზელები პერიმეტრზე, სასროლ პოზიციაზე დარჩენილიყვნენ. ფარქვეშიდან ჩაგდებულ ბურთებს სტუმრებმა სამქულიანებიც მიაშველეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულითაც დაწინაურდნენ (74:68).

მასპინძლები არ დანებდნენ, ხუთჯარიმიანი ჰამსის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა ყველაშვილმა ძირითადი დროის ბოლოს ჩაგდებული ორი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი დროის ანგარიშზე ყურადღება ზემოთ გაგამახვილებინეთ: სამქულიანი დინამოელმა ლეჟავამ ჩააგდო, ხოლო 2 ქულა "რუსთავს" ცეკვავამ შესძინა...

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ახლა კი შემიძლია "დინამოს" თითოეულ მოთამაშეს მადლობა ვუთხრა და ფინალში გასვლა მივულოცო. ბოლომდე იბრძოლეს და მართლაც საამაყო გამარჯვება მოიპოვეს. რუსთავში ზედიზედ ორი მატჩის მოგება ძალიან ძნელია და ეს ჩვენ შევძელით. ახლა ვეცდებით, დავისვენოთ და ფინალურ სერიას მობილიზებით შევხვდეთ".

V-VIII ადგილები

15 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე

ქუთაისი-სოხუმი 79:54

11:13, 22:13, 18:14, 28:14

ქუთაისი: ფაშაევი (21ქ, 8პ), გრძელიძე (15ქ, 4პ), ქადარია (7ქ, 5მ, 2დ), კვიმსაძე (10ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (7ქ, 6მ), ლომინაშვილი (6ქ, 6მ), ნდოიე (4ქ, 11მ, 5დ), ბოისა (9ქ, 12მ).

სოხუმი: ჩლაიძე (14ქ, 4პ), დ. დვალიშვილი, შვანგირაძე (4ქ), ბააკაშვილი (6ქ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ჯგერენაია (11ქ, 12მ, 3ჩ), დეკანოიძე, პელე (8ქ, 5მ, 3პ), ბექაური (9ქ, 16მ).

17 მაისი. თბილისი, აკადემიის დარბაზი

სოხუმი-ქუთაისი 79:66

17:20, 24:15, 23:12, 15:19

სოხუმი: ჩლაიძე (28ქ, 9მ), შვანგირაძე (8ქ), ბააკაშვილი (6პ, 5მ), გ. რევაზაშვილი (1ქ), ჯგერენაია (14ქ, 11მ, 2დ), პელე (22ქ, 16მ, 5პ), ბექაური (6ქ, 10მ, 6დ).

ქუთაისი: ფაშაევი (10ქ, 5მ, 8პ), გრძელიძე (11ქ), ქადარია (11ქ), კვიმსაძე (6ქ), დ. ბარბაქაძე (10ქ), ლომინაშვილი, ნდოიე (6ქ, 11მ, 5დ), ბოისა (12ქ, 8მ).

სერიაში ანგარიშია 1:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
მიხეილ გიორგაძე მწვრთნელების და მსაჯების დაკავებაზე - ყოველთვის შეურიგებელნი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს