როგორც მოსალოდნელი იყო, XXVI ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმოტივაციო მატჩების სიმრავლე შეინიშნებოდა
როგორც მოსალოდნელი იყო, XXVI ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმოტივაციო მატჩების სიმრავლე შეინიშნებოდა; არადა, მთელი სეზონი იმას "შევხაროდით", რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ლამის "საფირმო ნიშანი" ინტრიგა და დაძაბულობა იყო.

თუმცა, სეზონის ბოლომდე 3 ტურით ადრე ყველაფერი გაირკვა: ახალი (და დამსახურებული) ჩემპიონი გვყავს, მეორე-მესამეადგილოსნების ამბავიც გადაწყვეტილია, "სიონიც" დაშორდა ცხრილის ქვედა ნაწილს და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაღა რჩებოდა.

სხვათა შორის, ეს კითხვა ბოლოსწინა ტურის მერეც აქტუალურია და ამ ერთადერთ ინტრიგას სწორედაც ბოლო ტური გაარკვევს: უმაღლეს ლიგას "პირდაპირ" ან "მეტალურგი" დატოვებს, ან კიდევ - "ვიტ ჯორჯია". აი, ამ ჩემპიონატის შემორჩენილი ერთადერთი ინტრიგა, გასულმა ტურმა კიდევ უფრო რომ გაამძაფრა ბრძოლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუმცა, XXIX ტურში სხვაც მოხდა მეტ-ნაკლებად გამოსარჩევ-აღსანიშნავი ფაქტი...

სამწვრთნელო გადაადგილება

სტუმრად "გურიასთან" ფრედ დამთავრებული მატჩის მერე თბილისის "დინამო" მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, გუშინ კი ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებებიც მოხდა: აწ უკვე მთავარ მწვრთნელს, კახა გოგიჩაიშვილს სეზონის დარჩენილი 2 მატჩის (ერთი - ჩემპიონატში, ერთიც - თასზე) ჩატარება აღარ დააცალეს და თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გაათავისუფლეს.

გუშინვე გაცხადდა ახალი თავკაცის ვინაობაც - გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოში" 10-წლიანი პაუზის მერე ბრუნდება!

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი პოსტის დატოვება მოუწიათ ბესიკ შეროზიას, ამირან გოგიტიძეს, კონსტანტინ ფროლოვს (ყველა - "შუქურა"), რამაზ მუმლაძეს ("ზუგდიდი"), გელა სანაიას ("სამტრედია"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), რევაზ ძოძუაშვილს ("ტორპედო"), ზურაბ ბერიძეს ("ვიტ ჯორჯია"), თეიმურაზ ლორიას ("გურია").

ამათგან შეროზიამ და სანაიამ ამ სეზონშივე "მოასწრეს" სხვა გუნდებში მუშაობის გაგრძელება, ამ სიას კი, როგორც ამჩნევთ, გია გეგუჩაძეც მიემატა...

რეკორდი და ანტირეკორდი

უმოტივაციო ტური იყოო, ზემოთ ვთქვით და ამ დროს, იმის აღნიშვნაც უპრიანი იქნებოდა, თუ როგორი შესაშური შედეგიანობით გამოირჩნენ ჩვენი ფეხბურთელები სეზონის ფინიშისაკენ. ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი ვაკეში გაიმართა, სადაც, საერთოდაც სეზონის რეკორდი დამყარდა: "ცხინვალმა", ფაქტობრივად, გასავარდნად განწირული "მეტალურგი" არ დაინდო და 7:2 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო "ცხინვალის" ისტორიაში სარეკორდო მოგება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში გამოჩენის დღიდან (2006 წლიდან) რუსთავის "მეტალურგს" ("ოლიმპს") ჩემპიონატის მატჩებში 7 გოლი არასდროს გაუშვია...

საბომბარდირო ინტრიგა

აღარ დარჩა ინტრიგაო, ვამბობთ და აქვე შესწორებაც უნდა შევიტანოთ: ბოლო ტურმა უნდა გაარკვიოს, თუ ვინ გახდება XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ჯერჯერობით ორი გამოკვეთილი ფავორიტია: "დილას" გამოცდილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე (14 გოლი) და თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მარჯვენა გარემარბი გიორგი პაპუნაშვილი (13).

ამათ დავაში, შესაძლოა, მშვენიერ ფორმაში მყოფი "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავაც ჩაერთოს: უმცროსმა კაჭარავამ "მეტალურგთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 11 გოლი დაუგროვდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ჰეთ-თრიკის მეოთხე შემთხვევა იყო: ამ ტურამდე ერთ მატჩში სამი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა ("დინამო" თბ), ნიკა კვეკვესკირმა ("დილა") და გიორგი ჩირგაძემ ("დინამო" თბ) გაიტანეს.

წარმატებული და წარუმატებელი სერიები

"ზესტაფონთან" უბრძოლველად მოგებული შეხვედრის ჩათვლით, "ცხინვალს" უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და კახა კაჭარავას გუნდიც სრულიად დამსახურებულად ჩაამთავრებს სეზონს თავისთვის მართლაც საპატიო მეოთხე ადგილზე! არადა, წინა სეზონში ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და პროგრამა-მინიმუმიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო.

ეგ კი არა, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალი თბილისის "დინამომ" რომ მოიგოს, "ცხინვალი" ევროპის ლიგაზეც იასპარეზებს! აი, "სამტრედიას" კი ჩემპიონატში უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (თანაც, ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო), მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილი გუნდი მთავარ აქცენტს სწორედაც თასის ფინალზე აკეთებს და, აქედან გამომდინარე, მართლაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ რომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს "სამტრედია": მეხუთეზე, მეექვსეზე, მეშვიდეზე, მერვეზე...

სადებიუტო გოლები

23 წლის გიორგი მჭედლიშვილი პირველ წრეში თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, ახლა კი "გურიაში" ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი სწორედ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა; ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში "ცხინვალის" 19 წლის შემტევმა ლაშა ქოჩლაძემ, 23 წლის ნახევარმცველმა ლევან ბერუაშვილმა და ასევე 23 წლის შემტევმა გიორგი ზვიადაძემ (ორივე - "მეტალურგი").

აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში ამ ტურამდე "მეტალურგს" (რომელსაც "ცხინვალთან" მატჩში ავადმყოფობის გამო მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია ვერ მოძღვრავდა) ცამეტ ტურში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი რუსთაველთა გუნდმა ერთ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, მაგრამ ეს არც თამაშის გადასარჩენად იყო საკმარისი და საერთოდაც, არავინ იცის, როგორ უნდა შეძლოს ყველასგან მიტოვებულმა "მეტალურგმა" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება?..

ყოფილი გუნდის კარში...

გიორგი მჭედლიშვილის გარდა, გასულ ტურში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა გაუტანა გოლი თავის ყოფილ გუნდს; ასე მაგალითად, "ტორპედო" - "შუქურას" მატჩში სტუმართა მხრიდან ორივე გოლი მასპინძელთა ყოფილმა მოთამაშეებმა, გიორგი გურულმა და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.

იმავეს ვიტყვით ზემოთ ნახსენებ ლაშა ქოჩლაძეზეც, რომელსაც თავის დროზე უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ "მეტალურგში" ჰქონდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გასული ტურის უდავოდ ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი: "გურიის" კაპიტანმა, 33 წლის ალექსანდრე კოშკაძემ თავის ყოფილ გუნდს, თბილისის "დინამოს" მართლაც ოსტატური გოლი გაუტანა "სტანდარტულიდან"...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0 - ასე ნანატრი...

ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული

ტორპედო-შუქურა 0:2 - გამზრდელი არ დაინდეს... [VIDEO]

ზუგდიდი-სიონი 1:3

ცხინვალი-მეტალურგი 7:2 - რბევა ვაკეში და კაჭარავას ჰეთ-თრიკი

მერანი-დილა 1:1 - მარტვილი ჩემპიონებს ღირსეულად შეხვდა [VIDEO]

გურია-დინამო (თბ) 2:2 - ლიდერთა რისხვა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
L’Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში "ლივერპულის" 5 ფეხბურთელი შეიყვანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ნეიმარის გარეშე - უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა