დიდი ბრძოლა გაჩაღდა ქუთაისში სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის
დიდი ბრძოლა გაჩაღდა ქუთაისში სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. "ქუთაისისა" და "სოხუმის" დაპირისპირებაში გამარჯვებული ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის აგრძელებდა, ხოლო დამარცხებული მეშვიდე-მერვე ადგილების განაწილებისთვის "ოლიმპს" დაეჭიდებოდა. მეშვიდე და მერვეადგილოსანი კი "ა" ლიგის ორ საუკეთესო გუნდს სუპერლიგის საგზურისთვის უნდა ეთამაშოს.

ასე რომ, ქუთაისურ მატჩში გამარჯვება ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ავტომატურად ნიშნავდა. წაგებულს კი დამატებითი ბრძოლების გადატანა მოუწევდა.

მიზანთან ძალიან ახლოს იყო "სოხუმი", რომელმაც მასპინძლებს მესამე პერიოდში 31:13 სძლია და მეოთხე პერიოდის დასაწყისში 11 ქულის სხვაობით იგებდა. თუმცა ქუთათურებმა ბოლო პერიოდში სტუმრებს 3 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინეს და ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე ანატოლი ბოისამ ანგარიში გაათანაბრა - 70:70.

ოვერტაიმში "ქუთაისის" უპირატესობა აშკარა იყო - 94:84 და იმერლებმა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ისინი მეხუთე ადგილისთვის ორთაბრძოლაში "მგზავრები-არმიას" შეეჭიდებიან (ერთ მოგებამდეა), ხოლო "სოხუმი" მეშვიდე ადგილისთვის "ოლიმპს" შეხვდება (ორ მოგებამდე).

"ქუთაისი" რის "ქუთაისია", ერთი რეკორდი არ დააფიქსიროს - გუშინდელ შეხვედრაში მასპინძლებმა ბურთი 65-ჯერ მოხსნეს და სამი მოხსნით გააუმჯობესეს "ოლიმპის" მიერ დამყარებული 62-მოხსნიანი რეკორდი.

აქვე გთავაზობთ სუპერლიგის ფინალებისა და პლეი აუტის შეხვედრათა კალენდარს.

19 მაისი, ქუთაისი

ქუთაისი-სოხუმი 94:84 დ.დ.

21:17, 22:19, 13:31, 14:3, 24:14

ქუთაისი: ფაშაევი (29ქ, 9მ, 9პ), გრძელიძე (3პ), ქადარია (2ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ), ლომინაშვილი (4ქ), ნდოიე (6ქ, 7მ), ბოისა (13ქ, 14მ, 6პ, 5ჩ), სარალია (26ქ, 6მ, 3პ).

სოხუმი: ჩიტაშვილი, ჩლაიძე (20ქ, 8მ, 5პ),შვანგირაძე (11ქ, 8მ, 3პ), ბააკაშვილი (2ქ), ჯგერენაია (10ქ, 6მ), დეკანოიძე, პელე (20ქ, 11მ, 6პ, 4ჩ), ბექაური (21ქ, 10მ, 2დ).

სერია მოიგო "ქუთაისმა" - 2:1

ფინალი

22 მაისი, თბილისი

14:00 დინამო-შსს აკადემია

23 მაისი, თბილისი

14:00 დინამო-შსს აკადემია

25 მაისი, თბილისი

18:00 შსს აკადემია-დინამო

26 მაისი, თბილისი

18:00 შსს აკადემია-დინამო*

28 მაისი, თბილისი

18:00 დინამო-შსს აკადემია*

III ადგილისთვის

22 მაისი, რუსთავი

18:30 რუსთავი-ბათუმი

24 მაისი, ბათუმი

18:00 ბათუმი-რუსთავი

V ადგილისთვის

21 მაისი, ქუთაისი

15:00 ქუთაისი-მგზავრები/არმია

VII ადგილისთვის

22 მაისი, თბილისი

11:30 ოლიმპი-სოხუმი

23 მაისი, თბილისი

11:45 სოხუმი-ოლიმპი

* - თუ საჭირო გახდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს