საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი დააბრუნა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 3 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება.

9 ივნისს ცხადაძის შეგირდები ავსტრიულ ქალაქ ლინცში, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან უკრაინას, 13 ივნისს კი, ვარშავაში, პოლონეთის უპირველეს გუნდთან ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებენ.

ამ ორი მატჩისთვის ცხადაძემ ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. პირდაპირ უნდა ვთქვათ - დღეს არსებულ სიტუაციაში სანაკრებო სია ოპტიმალურია. აქ ყველა ის ფეხბურთელია, რომელთა იმედიც ამ ეტაპზე შეიძლება გვქონდეს.

რა არის ამ ფორმაციის სანაკრებო სიის თავისებურება? უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვარჩიოთ გოგიტა გოგუასა და კახა ალადაშვილის დაბრუნება. ორივე ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" ფეხბურთელია.

გოგუას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ამით ძალიან ფასეულია საქართველოს ნაკრებისთვის. ის ახლა იმ ასაკშია (31 წლის), როცა ოდინდელი ჭირვეულობა დავიწყებული უნდა ჰქონდეს.

თითქმის გოგუას კბილა ალადაშვილი კი ისეთი მარჯვენა მცველია, შეტევაში ჩართვა რომ უყვარს და ცხადაძის ხედვებს, წესით, ზედმიწევნით უნდა მოერგოს. ამას გარდა, ალადაშვილს "სტანდარტულების" კარგად შესრულებაც შეუძლია.

აღვნიშნავდით ნაკრებში გამოცდილი ლაშა სალუქვაძის ყოფნასაც, ბაქოს "ინტერის" უკანახაზელს ცხადაძე ხომ კარგად იცნობს...

თვალში გვხვდება ის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში არ არიან ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები. ჩვენს პირველობაზე მოთამაშეთაგან, ვინც ასე თუ ისე პასუხობს სანაკრებო მოთხოვნებს, ყველა ახალგაზრდაა. ისინი მშვიდად უნდა იყვნენ - მათი დროც მალე დადგება; და მეორეც - ისინი ახლა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სჭირდებიან სან მარინოსთან ევროშესარჩევ მატჩში.

სიაში არ არის გიორგი მერებაშვილი, ვინც სამომავლოდ ასევე უნდა გამოადგეს ეროვნულ გუნდს. დღეს ის უკლუბოდაა.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც გავეცნოთ:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

ბოლოს კი დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VaKo
არცერტი საქარტველოს გუნდიდან რომ არააა ;D
georgiano
თუ რამე ობიექტური მიზეზი არ არსებობს, ძალამიძის არ გამოძახება უდიდესი შეცდომაა. სალუქვაძე კიდევ საჯაროდ მაინც მოერიდოს სიგარეტის მოწევას, პარაოზივით რო ეწევა ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში(ტეხავს, გულშემატკივარს მაინც სცეს პატივი). დანარჩენი ამ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობაა.
მესები
31 მაისს, 3და 7 ივნისს ამ იაგელოანს უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს პოლონეთის ჩემპიონატში და ალბათ მაგიტომ არაა ნაკრებში. აცალეთ ამ კაცს ჯერ ხო უნდა ნახოს ყველა ფეხბურთელი, თქვა ამ დინამოს ბიჭებზე საბადოა ძალიან მაგრები არიანო, მაგრამ ჯერ ახალგაზრდულში ითამაშონო, თან ახლა ისინიც შესარცევს იწყებენ და ნელ-ნელა შემიყვნს მაგათაც. თავის თავის მტერი ხომ არ არის მოთამაშეებს არ დაუძახოს, მაგრამ სწორსაც შვება რომ ფრთხილობს ეგრევე ყველას ერთიანას შემოყვანას, გახსოვთ ეგეთმა ექსპერიმენტმა რა უქნა არანაკლებ კარგ თაობას (განუგრავა, გოცირიძე, წინამძღვრიშვილი... სად არიან დღეს????
giorgi
კარგი შემადგენლობაა წარმატებები ბიჭებს გფარავდეთ უფალი
ლადო ნაცვლიშვილი
ძალამიძე არა? ორი დღის წინ პოლონეთის ჩემპიონატში დაგლიჯა. "ვისლას" ფაქტიურად მარტომ მოუგო. თან პოლონეთს ვეთამაშებით. რა ვიცი... რა ვიცი...
irakli apkhaidze
ეს კაციც იმას იძახის რო ნაკრებს იმის ფუფუნება არა აქვს კლუბივით მხოლოდ მომავალზე გააკეთოს აქცენტი, დღეს ვინც ფორმაშია იმან უნდა ითამაშოს ასაკის და ამბიციების მიუხედავათო. ეროვნული ჩემპიონატიდან ვინმეს გამოძახება უფრო დიდი უზნეობა იქნებოდა იმის გათვალისწინებით რაც იქ/აქ ხდება როგორც საფეხბურთო ისე არასაფეხბურთო კუთხით... გოგუა კიდე ყველაზე კაი ფორმაშია ვაკოს , კაშიას და ყენიას შემდეგ. იმედია საკმარისი სათამაშო დრო დაეთმობა
irakli apkhaidze
მდაა
sergi
გოგუას გამოძახება სამართლიანობის აღდგენის პონტია?
Giorgi
ახალგაზრდებს ახლა თუ არ გამოიძახებს, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და რეალურად ეს შესარჩევი, მომდევნოსათვის მოსამზადებელი ეტაპია, მაშინ როდის უნდა გამოიძაოს ?
გუადუა
არავინაა ეროვნული ჩემპიონატიდან. ეგ უკვე უზნეობაა..
gio
ახალგაზრდების დროც დადგება,ვაცალოთ ბატონო ვაცალოთ
შაკო
ოპტიმალურისგან ძალიან შორსაა ეს შემადგენლობა. კაი მერება უგუნდოდაა ამ ეტაპზე. ძალამიძე სადაა, ან ლიპარტია, ან პაპუნაშვილი, ან კაკაბაძე რატო არ უნდა იყოს, ებრალიძეც, ცინცაძეც უნდა იყოს ჩემი აზრით
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლის კაპიტულაცია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა