ავსტრიულ შეკრებაზე ნაკრებთან ერთად ორი "ახალწვეულია", ორი გამოცდილი და ორი უნივერსალი ფეხბურთელი: კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა!
3 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე მიემგზავრება; ფეხბურთის გულშემატკივრებმა უკვე იციან, რომ ჩვენი უპირველესი გუნდი 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს უკრაინის ნაკრებთან, 13 ივნისს კი საქართველოს ნაკრებს უკვე ოფიციალური მატჩი ელოდება - ვარშავაში, ჩვენი ჯგუფის ლიდერ პოლონეთის ნაკრებთან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით V ადგილზეა და საპლეიოფო, მესამე ადგილზე მყოფ შოტლანდიის ნაკრებს 7 ქულით ჩამორჩება.

რა თქმა უნდა, თეორიულად იმის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენმა ნაკრებმა პლეი ოფის საგზურისთვის რომ იბრძოლოს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის, კახა ცხადაძის უმთავრესი საფიქრალ-საზრუნავი ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა, მომდევნო შესარჩევ ციკლში ამბიციური მიზნები რომ უნდა ჰქონდეს...

დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების "დე ფაქტო" და "დე იურე" მთავარი მწვრთნელია; ანუ აზერბაიჯანული "ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს და ორი დღის მერე თავის პირველ სრულფასოვან შეკრებასაც დაიწყებს.

"პირველი და სრულფასოვანი" შემთხვევით არ გვიხსენებია: წინა ორი სანაკრებო მატჩისათვის (მალტასა და გერმანიასთან) მოსამზადებლად კახა ცხადაძეს ხომ, ფაქტობრივად, დრო არც ჰქონია. ახლა კი, ავსტრიულ შეკრებაზე ამის პრობლემა აღარ იქნება და ნაკრების თავკაცსაც მშვიდ გარემოში მოუწევს საკუთარი იდეების ფეხბურთელებთან "მიტანაც" თუ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებაც.

ჩვენი ნაკრების 24-კაციანი სია უკვე ცნობილია და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული მოულოდნელობა ამ სიაში არც ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, მალტასთან და გერმანიასთან ჩატარებულ მატჩებთან შედარებით ბევრი ცვლილება არ მომხდარა. უფრო ზუსტად, მხოლოდ ორი სიახლეა და ამაზე ოდნავ ქვემოთ; მანამდე კი ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, რომლებიც, ახლანდელისგან განსხვავებით, მალტასა და გერმანიასთან მატჩის წინ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ: ომარ მიგინეიშვილი, რევაზ თევდორაძე, მიხეილ ალავიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, ლევან კაკუბავა, ნიკა საბანაძე ( ყველანი - საქართველოს ჩემპიონატიდან), გიორგი ფოფხაძე, ნიკა ძალამიძე, გორგი მერებაშვილი, ოთარ მარცვალაძე.

როგორც იცით, პოლონურ "იაგელონიას" ქართველ ლეგიონერებს, ფოფხაძესა და ძალამიძეს თავის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვთ დარჩენილი; სამწუხაროდ, მარცვალაძესა და მერებაშვილს კვლავაც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, თორემ ამ ორივე შემტევს (ისე, როგორც ძალამიძესა და ფოფხაძეს), ძალიან დიდი ალბათობით, ნაკრების ახლანდელ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილავდით.

აი, რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების არყოფნას, ვფიქრობთ, არც ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო ვინმესთვის მოულოდნელი, რამეთუ ნაკრების თავკაცმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს ლეგიონერებზე გააკეთებდა.

თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს უპირველეს გუნდში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს ვერ ვიხილავთ. ამის დასტურად კონკრეტული ფაქტიც გვინდა მოვიყვანოთ: 29 მარტს, გერმანიის ნაკრებთან მატჩში ჩვენი ნაკრების განაცხადში 3 ფეხბურთელი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან: ლაშა თოთაძე, ლევან კაკუბავა და მიხეილ ალავიძე.

სხვათა შორის, ახლახან დასრულებული საქართველოს ჩემპიონატის, უდავოდ, საუკეთესო მეკარეს, მიხეილ ალავიძეს (ბათუმის "დინამო") სეზონის ბოლო მატჩებში ტრავმის გამო არ უთამაშია, თორემ, დიდი ალბათობით, ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზეც გაჰყვებოდა.

...როცა ცხადაძემ მალტასა და გერმანიასთან მატჩების წინ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, მაშინაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენს უპირველეს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა. ასე მაგალითად, ორწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ საქართველოს ნაკრებში ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან ყენია, მათე ვაწაძე; უფრო მეტის კი არა, საკმარისზე დიდი ხნის მერე დაუბრუნდნენ ეროვნულ ნაკრებს გიორგი ნავალოვსკი (შვიდწლიანი პაუზის შემდეგ) და კახა მახარაძე (ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ).

და აი, ავსტრიულ შეკრებაზე ნაკრებთან ერთად კიდევ ორი "ახალწვეულია", ორი გამოცდილი და ორი უნივერსალი ფეხბურთელი: კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა!

ალადაშვილიც და გოგუაც თანატოლები არიან (31 წლისანი) და ჩვენს უპირველეს გუნდს გარკვეული პაუზის მერე უბრუნდებიან. ამ ორივე გამოცდილ ფეხბურთელს ურიგო სეზონი ნამდვილად არ ჰქონიათ და მათი დიდი დამსახურებაც არის, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" რუსეთის პირველ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა.

ზემოთ ალადაშვილისა და გოგუას უნივერსალიზმი შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ ორივე ფეხბურთელს ხომ ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში სხვადასხვა პოზიციაზე და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.

ალადაშვილის "ზუსტი" ამპლუის განსაზღვრა ძალიან ძნელია: კარიერის დასაწყისში ფორვარდი გახლდათ, მერე - ფლანგის ნახევარმცველი თუ - გარემარბი, საყრდენ ნახევარმცველადაც ძალიან ბევრი მატჩი ჩაუტარებია და დაცვის მარცხენა ფლანგზეც ხშირად გვინახავს.

თუმცა, ყველაზე ოპტიმალურად მაინც დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში მიგვაჩნია, განსაკუთრებით, ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცის "საყვარელი" ტაქტიკური სქემის პირობებში: ცხადაძის გაწვრთნილ გუნდებში ხომ განსაკუთრებული როლი აკისრიათ ფლანგის მცველებს და კახა ალადაშვილმაც ჩვენს ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემა უნდა გადაჭრას.

ალადაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა, როცა გაიოზ დარსაძემ ყაზახეთთან ათამაშა.

ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა, თუმცა ჩვენი ნაკრების მომდევნო მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერიც დიდ ნდობას უცხადებდა ალადაშვილს, მაგრამ თბილისის "სპარტაკის", თბილისის "დინამოს", "ზესტაფონის", "დილას", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "ხარკოვის", "ზაკარპატიას" და "ანჟის" ყოფილ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 2006 წლის 7 ოქტომბრის მერე აღარ უთამაშია...

...არცთუ ისე შორეულ წარსულს გაგახსენებთ, როცა ჩვენი ნაკრები გოგიტა გოგუას გარეშე წარმოუდგენელიც იყო; თანაც, ალადაშვილის მსგავსად, ზეენერგიული და მუდამ უშიშარი გოგუას ზუსტი (გნებავთ - ოპტიმალური) ამპლუის "გარკვევაც" არ არის ადვილი საქმე: საყრდენადაც გვინახავს, გამთამაშებლადაც, ორივე ფლანგზე მოქმედ გარემარბადაც და... მარჯვენა თუ მარცხენა მცველადაც!

თანაც, გოგუას ასეთი უნივერსალიზმი მართლაც "მისწრებაა" ნებისმიერი ტაქტიკური განლაგების პირობების (4-4-2, 4-2-3-1, 4-3-3, 4-5-1, 5-4-1 თუ სხვა).

გოგიტა გოგუას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2002 წელს ჰქონდა, როცა ალენ ჟირესმა ლიტვის ნაკრებთან ათამაშა; გოგუას ენდობოდნენ ჟირესის მერე მოსული მწვრთნელებიც: გაიოზ დარსაძე და კლაუს ტოპმიოლერი; თუმცა, 2007 წლის 24 მარტის მერე გოგუას "ტოპიც" აღარ ენდობოდა: სტუმრად, შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ "რაღაც" მოხდა და გოგუასაც ნაკრებში დაბრუნება მხოლოდ ერთი წლის მერე მოუწია.

აი, "ტოპის" შემცვლელი, ექტორ კუპერი კი გოგიტა გოგუას (ისე, როგორც იმ დროისათვის რუსეთში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას) საერთოდ არ სწყალობდა და ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი თემურ ქეცბაიამ არ ჩაიბარა.

2010 წლის 3 მარტს, თემურ ქეცბაიამ სადებიუტო მატჩი რომ ჩაატარა საქართველოს ნაკრებში, სხვებთან ერთად, ბევრი "დაბრუნებული" ფეხბურთელიც ვიხილეთ, მათ შორის - გოგიტა გოგუაც. ეს უკანასკნელი ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების წამყვანი და ერთ-ერთი შეუცვლელი წევრიც გახლდათ და ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელიწადი; მერე კი იყო ის ინციდენტი, რომელიც ჩვენი ნაკრების ვარჯიშზე მოხდა (სტუმრად, ისრაელთან მატჩზე გამგზავრების წინ) და რის შედეგადაც, გოგუასათვის საქართველოს ნაკრების კარი დაიხურა.

და აი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "თბილისის", "დილას", თბილისის "დინამოს", ნალჩიკის "სპარტაკის", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", გროზნოს "ტერეკის", რამენსკოეს "სატურნისა" თუ "ხიმკის" ყოფილი უნივერსალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება!

ცხადაძემ შანსი მისცა გოგუას (ისე, როგორც ალადაშვილს), დანარჩენი კი უკვე თვითონ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ასე მუდმივად ამ პრინციპით სიარულმა ,,სატურნირო თვალსაზრისით აზრი არა აქვს" მოგვიყვანა 139-ადგილამდე რეიტინგში. ნაკრებში იმან უნდა ითამაშოს ვინც კონკრეტულ დროს უკეთეს ფორმაშია. რუსეთის I ლიგაზე მაგარი თუ ჩვენი ჩემპიონატი გგონიათ ძალიან ცდებით (ნუ სამწუხაროდ). ახალგაზრდამ კლუბში(და სასურველია მაღალ დონეზე/ჩემპიონატში) უნდა ითამაშოს სტაბილურად რომ ნაკრების დონემდე გაიზარდოს და არა პირიქით, ნაკრები არ გამოდგება ,,სანერგედ".
მწარე
ესენი არიან ,,უნივერსალებიი "" ? ისე ტრაბახით წერენ -,,რუსეთის პირველ ლიგაში შეინარჩუნა ადგილიო '' თითქოს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდეს ეგეც, შეეშვით ამ ,,ტრაბახა პენსიონერებს'' და მიეცით შანსი მართლაც ნიჭიერ ახალგაზრდობას!!!!!
Joni
ეს თამაშები არაფერს წყვეტს სატურნიროთვალსაზრისით .... ჯობდა ახალგაზრდები ეთამაშებინა!!!ასე არ შეიძლება .....რამდენი ტალანტია და ათამაშე შე ბედნიერო, რად გინდა ამდენი სტარტპერი !!((
mda.....
მგონი ამას მის დროს ნაკრებში რომ ფეხბურთელები იყვნენ, იმათ იძახებს და კიდევ მათ შვილებს. მგონი სულ დაასამარებს ქართულ ფეხბურთს :(
del piero 10
ცხადაძე რა გჭირს რას აკეთებ? რაღარ დროს ამათი ნაკრებია?????
gocha
სკა ენერგიამ პირველ ლიგაში ადგლი შეინარჩუნა.....რა გვეშველება?ხაბაროვსკიდან რო ფეხბურთელს გამოიძახებ და დინამოდან არავის,რაღაზეა ლაპარაკი...თავის შვილს რა დაავიწყებდა...ქეცბაია მოგვენატრება...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის
ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან