ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

გავრისკავთ და ვიტყვით - კახა ცხადაძის მესამე მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო იყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ავსტრიულ ლინცში სხვანაირი საქართველო ვნახეთ და ის ტენდენციებიც გვენიშნა, სამომავლოდ რომ უნდა ჩავეჭიდოთ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქმე გვქონდა ძლიერ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდნენ კიევის "დინამოს", "შახტარისა" და "დნიპროს" ფეხბურთელები. ამ გუნდებმა კი, განსაკუთრებით, "დნიპრომ", ევროთასებზე წარმატებით ითამაშეს...

იხილეთ ფოტოგალერეა

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოსალოდნელი არჩევანი გააკეთა. გნებავთ, ხუთი მცველი დაარქვით, გნებავთ - სამი. ფაქტია, რომ "კულუარის" მოთამაშეებს, გიორგი ნავალოვსკისა და უჩა ლობჟანიძეს შეტევაში აქტიურად ჩართვა დაევალათ.

მწვრთნელმა მართებულად გააკეთა აქცენტი მინდვრის ცენტრის კონტროლზე. შეტევის ფორპოსტზე კი ბაჩანა ცხადაძე ვიხილეთ. ცხადაძის ხელმძღვანელობით, მისი ვაჟი ეროვნული გუნდის ძირითადში პირველად გამოჩნდა.

დაანონსებული ნოვაცია - ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მწვრთნელმა მოსკოვის "სპარტაკის" შუახაზელი ჯანო ანანიძე დააყენა.

ნათელი იყო, რომ ცხადაძემ შეგირდებს შემოქმედებითი ფეხბურთი შეუკვეთა. თამაში ნახევარდაცვის ოთხეულს უნდა "გაეკეთებინა"...

პირველი ტაიმი: მწყობრად, აგრესიულად, ქართულად!

იმთავითვე უნდა დავწეროთ - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული, თანამედროვე ფეხბურთი და რაც მთავარია, ითამაშა ქართულად. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რაც უკრაინელთა მკაცრმა პრესინგმა გამოიწვია, ბურთი უაზროდ არ მოგვიშორებია.

თუ არ ვაჯობეთ უკრაინელებს, არც არაფერში ჩამოვრჩით - ასე შეიძლება შევაფასოთ შეხვედრის პირველი 45 წუთი. ცოტა მეტი კლასი და ცივსისხლიანობა რომ გვქონოდა, გოლსაც გავიტანდით.

პირველი სახიფათო მომენტი კი უკრაინამ შექმნა. მეხუთე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა გარმაშმა მოიგო - ბურთი გიორგი ლორიას კარის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა არაზუსტად.

მე-15 წუთამდე ბურთს, ძირითადად, უკრაინის ნაკრები ფლობდა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის საერთო სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საქმეში ჩავრთეთ მოკლე პასი და სწრაფი გახსნა, რაზეც უნდა აიგოს სამომავლოდ საქართველოს ნაკრების თამაში. მოვუმატეთ მოძრაობასა და პრესინგს.

პირველი მომენტი იქვე შეგვექმნა - მინდვრის ცენტრში გამწესებულმა სანდრო კობახიძემ მძლავრად დაარტყა მეტოქის კარში. იმ ეპიზოდში ბოიკო თავისიანებს ნაღდად ვერ გადაარჩენდა, თუმცა ბურთი მიზანს ასცდა.

იქვე ბაჩანა ცხადაძემ, უჩა ლობჟანიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა სამსვლიანი კომბინაცია ჩახლართეს, თუმცა ყაზაიშვილს დარტყმული აუცდა. ამის შემდეგ იყო პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების ერთადერთი შეცდომა - ლაშა დვალმა ბურთი დაკარგა, თუმცა სელეზნიოვმა დიდი მანძილით ააცილა კარს.

38-ე წუთზე კი უნდა გაგვეტანა - ქართველთა შორის ყველაზე აქტიურმა გიორგი ნავალოვსკიმ კარგი პასი მისცა ყაზაიშვილს, რომელმაც ერთი მეტოქე სისწრაფეზე ჩამოიშორა და თითქოს საგოლედ მოიქნია, თუმცა... დარტყმა მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი: საჩუქარი და ქართული ენდშპილი

ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს ნაკრების გუშინდელი მატჩიდან მეორე ტაიმის პირველ ნახევარს ამოვჭრიდი. ეს იყო ჩავარდნა, რომელიც ცხადაძის გუნდს შეემთხვა.

ფაქტია - ფეხბურთელები ბოლომდე ცდილობენ კონცენტრაციის შენარჩუნებას, მაგრამ ეტყობა, ეს ჯერ ვერ გამოდის.

მეორე ნახევრის დასაწყისიდან ჩვენს გუნდში სამი ცვლილება მოხდა, ხოლო უკვე 50-ე წუთზე ვალდებულნი ვიყავით, ანგარიში გაგვეხსნა - აქტიურმა გიორგი ჭანტურიამ უკრაინელთა კარისკენ დაარტყა. ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ლევან ყენიას მიუვიდა, ეს უკანასკნელი კი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... მეკარე ბოიკოს ვერ აჯობა.

შვიდ წუთში კი უკრაინა დაწინაურდა. გოლამდე არტიომ კრავეცმა დაგვინდო, ხოლო მერე იქით გავუკეთეთ საჩუქარი - დვალმა ბურთი ლორიას მიუგორა, მაგრამ ისე ჩანდა, პასი ძლიერი გამოუვიდა, ჩვენმა კიპერმა ბურთი ვერ მიიღო და მოხვდა ძელს, საიდანაც კრავეცმა კარში მიუჩინა ადგილი.

ეს ეპიზოდი კურიოზული გოლების ნაკრებში აუცილებლად მოხვდება...

საქართველოს ნაკრები მოვლენათა ასეთმა განვითარებამ არია და ცხადაძეს გარკვეული დრო დასჭირდა, სანამ თავისი გუნდის თამაშს სიმწყობრეს დაუბრუნებდა. 64-ე წუთზე კი, თუ ტელეგამეორებამ არ მოგვატყუა, პენალტს ვიმსახურებდით - ნავალოვსკიმ ბურთზე აშკარად დაასწრო უკრაინელს, რომელმაც ქართველს ფეხში მოარტყა და გაზონზე დასცა, თუმცა ავსტრიელი არბიტრის სასტვენი დუმდა...

68-ე წუთზე უკრაინის ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. კონოპლიანკამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ წამით დაასწრო ლობჟანიძეს და ისეთი შეაგდო, როგორიც, ჩვეულებრივ, ვარსკვლავებს გააქვთ ხოლმე.

აუტსაიდერი საქართველო გატეხილი და საბოლოოდ განადგურებული ჩანდა, თუმცა ცხადაძის ბიჭებმა მაინც იპოვეს საკუთარ თავში ძალა და, ალბათ, ბოლო წლებში პირველად დარჩა ჩვენს მხარეს თამაშის ენდშპილი, თანაც - სერიოზულ მეტოქესთან.

74-ე წუთზე, შესვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ შესანიშნავი პასი მისცა ჭანტურიას, მაგრამ ბურთი უკრაინელი მეკარის ნადავლი გახდა.

79-ე წუთზე ნაღდი საგოლე მომენტი გვქონდა. ყენიამ რბილი პასი უბოძა კობახიძეს და ამანაც დაარტყა, თუმცა ბურთს უკრაინელთა მცველი ჩაუწვა და საფრთხეც განიმუხტა.

ორ წუთში გავიტანეთ გოლი, რომელსაც ალალად ვიმსახურებდით. ყენიამ ფლანგიდან დიდებული პასი გაუკეთა ვაწაძეს და დანიური "ორჰუსის" შემტევმაც ნახტომში თავურით ეფექტურად შეამცირა სხვაობა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის დასრულებამდე ორი საგოლე შანსი კიდევ გვქონდა - ჯერ ანანიძის ეშმაკურად დარტყმული მოიგერია ბოიკომ, მერე კი ჭანტურიამ შეიწია მარჯვნიდან ცენტრისკენ და მძლავრად დასცხო - თითქოს, ბურთი ხარიხას გაეხახუნა.

შეფასება: როდის ვნახეთ ასეთი საქართველო?

გავრისკავთ და ვიტყვით - კახა ცხადაძის მესამე მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო იყო მის ჯერაც მოკლე სანაკრებო საქმიანობაში. თუ მეორე ტაიმის პირველ ნახევარს არ ჩავთვლით, გუნდმა სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც მისგან ველით.

სხვა საქმეა, რომ გვაკლია გუნდური კლასი და შეტევაში თამაშიც ჯერ ისევ დასალაგებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ლინცში ერთ გატანილ ბურთს არ დასჯერდებოდა.

ჩვენგან ძალიან შორსაა ტერმინი "ღირსეული წაგება". ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს და ის სუსტების მოგონილია. ის კია, რომ ამ ნაკრებს, წლების განმავლობაში წაგებულის მენტალიტეტით დაღდასმულს, ჯერაც ოდნავი, მაგრამ უკეთესობა ემჩნევა.

ვეღარც კი ვიხსენებთ, როდის ვნახეთ ასეთი საქართველოს ნაკრები - შეცდომებით დამძიმებული, ორი ბურთით ჩამორჩენილი, მაგრამ ჟინიანი, მებრძოლი, ერთის გამტანი და მეორის კინაღამ შემგდები...

ამხანაგური მატჩი

09.06. ავსტრია. ლინცი

საქართველო-უკრაინა 1:2

გოლები: 0:1 კრავეცი (57), 0:2 კონოპლიანკა (68), 1:2 ვაწაძე (81)

საქართველო (5-4-1): ლორია - ლობჟანიძე (70. ალადაშვილი), ამისულაშვილი, დვალი, კაშია (46. სალუქვაძე), ნავალოვსკი - ყაზაიშვილი (70. ვაწაძე), ანანიძე, კობახიძე, ოქრიაშვილი (46. ყენია) - ცხადაძე (46. ჭანტურია).

სათადარიგოები: კვასხვაძე, რევიშვილი, მახარაძე, დაუშვილი, თოთაძე, პაპუნაშვილი, ცინცაძე.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

უკრაინა (4-5-1): ბოიკო - კსენძი, ხაჩერიდი, რაკიცკი, მოროზიუკი - გარმაში (46. სიდორჩუკი), გუსევი (46. შევჩუკი), როტანი (46. ტიმოშჩუკი), სტეპანენკო (46. რიბალკა), კონოპლიანკა (75. ოლეინიკი) - სელეზნიოვი (46. კრავეცი).

სათადარიგოები: პიატოვი, შევჩენკო, გლადკი, მალიშევი, პილიავსკი, კუჩერი, იარმოლენკო, ბუდკივსკი.

მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო

გაფრთხილება: ხაჩერიდი (7)

არბიტრი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• iraklis

ეგეთი კანონი ქონდათ 90-ანებში, ჰოდა ფეხბურთის მაგივრად ჟორდანია (და მის უკან მდგომნი) გამდიდრდა.

• roma

საქართველოს მართლაც გაუმარჯოს,მაგრამ ფეხბურთში ნამდვილად არაა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული,რა პროგრესი,რის პროგრესი ხალხო რეებს წერთ,საერთოდ აზრზე ხართ,ფეხბურთს უყერებთ თუ 'სვარკას'ვერ გამიგია,ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.

• irakli

ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლების შემდეგ რო უნდა მოხდეს ნაკრების აღზევება ეს ალბათ ყველა კომპეტენტურმა და არაკომეტენტურმა იცის, მარა ჯერი სახელმწიფოზეა, ოღონდ არა ფულის გამოყოფით და რაიმე პროექტის დაფინანსებით, არ ჭირდება ფეხბურთს სახელმწიფოს ფული, მაგას ჯობია კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა რასაც ამდენი წელია არ დაადგა საშველი, იმ ბიზნესმენების მთელი დღგ და საშემოსავლო რო მხოლოდ ფეხბუთში კი არა სპორტში წავიდეს, ვინც ფეხბურთში ფულს დააბანდებს, სტადიონებზე, ფეხბურთელების ხელფასებზე, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებზე ერთი თეთრის დახარჯვა აღარ მოუწევს სახელმწიფოს. რა გახდა ამის მოგვარება, რამდენი სპორტსმენი ათბობს სკამებს პარლამენტშ,

• giga

xorvatiastan mogebuli tamashi mirjevnia, wagebas, shedegia mtavari da ara tamashi, rac itamashes bijebma tavianti klasis xarjze es mwrtvnelis xeli ara gundirad gindi ver tamadhobs

• vato

სასაცილოა სატირალი რო არ იყოს

• hola

სანამ საქართველოს გამართული ეროვნული ჩემპიონატი არ ექნება, მინიმუმ ნახევრად სავსე სტადიონებით მანამდე ეროვნული ნაკრები უნდა დავივიწყოთ. რაც უფრო მალე მიხვდება ამას ყველა მით უკეთესი.

• don

დამბლოკეთ?

• gia

ლორია მაგარიააააააა!

• მანჩო

"არა შეჯდა მწყერი ხესა..."

• soso

სირცხვილია ასეთი ნაკრები 2 პასი ვერ გაუკეთებიათ ზუსტი, სირცხვილია უბრალოდ, პრესინგის დროს საკუთარ საჯარიმოში ბურთის გორაობა რა ჯანდაბაა ესეც ვერ გავიგე

• ika

აჰა ფიფია! რა ჭკვიანი კაცი ყოფილა ლორიასთან დაკავშირებით! :D:D:D:D:D

• mamuka

რაც გინდათ ის თქვით, ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები სუსტი თუ ძლიერი ეს განსჯის საგანია, მაგრამ რაც მთავარია მეტნაკლებად იცოდნენ რა ეკეთებინათ მოედანზე და არც ფეხები უკანკალებდათ შიშით. ჯერჯერობით ესეც შედეგია ამ მოკლე პერიოდისთვის, პერსპექტივაც ჩანს.

• bubu

ზალიან ცუდუ ნაკრები გკვავს კატასტროფა

• თემური

უკრაინა - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და საქართველო მას ღირსეულად ეთამაშა. მოზრდილი პაუზის შემდეგ არ მრცხვენოდა ჩვენების... თუმცა მაღიზიანებდა ლორიას გადამეტებული ჩართულობა ბურთის გადაცემებში... სამწუხაროდ, პირველი გაშვებულიც ამის შედეგი იყო... გუნდში საკმაოდ ბევრია სისუსტე - მარტო ლობჟანიძეს ნუ გადავაბრალებთ ყველაფერს - მაგრამ ამ ჯერზე ძლიერი მხარეებიც გამოჩნდა, როგორც იქნა... მთლიანობაში, იმედიანად განვეწყე პოლონეთთან თამაშის წინ!

• vaxovaxo

ბოლოს როდის ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ესეთი ფეხბურთი?ალბათ შოტლანდიასთან ტოპმიულერის ხელმძვანელობით..გუნდმა წააგო მაგრამ მომავალი არის ნათელი ბიჩებმა ბოლომდე ითამაშეს,ლობჟანიძე არის ძალიან სუსტი მარჯვენა მცველი არ ყავს საქართველოს ნაკრებს,ჩემი აზრით თავიდანვე ალადაშვილი უნდა დაეყენებინა,ყაზაიშვილს ძალიან მომატებული აქვს და მალე საქართველოს ნაკრებში ლიდერი იქნება,ჭანტურიამ გერმანიასთანც გაამწვავა და გუშინც და იმედი მაქვს მეტი სტაბილური იქნება,ვაწაძე კარგიაა და აქვს ამ ბიჭს პოტენციალი.კანკავა გვაკლდა და მისი თავგანწირული ორთაბრძოლები და მჭედლიძე რომელიც დგესდგეისობით ყველაზე კარგი ცენტრ ფორვარდია საქართველოსში.რაც მთავარია მე ამ ნაკრებსში დავინახე პოტენციალი და იმედი რომელიც დიდი ხნის მკვტარი იყო ქართულ ფეხბურთსში.საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!

• ვანო

რომელ სხვა ნაკრები ნახეთ, სეცდომები ეგივე.გუნდუ თუ თამაშობს მეკარე უბერავს მეკარე თუ თამაშობს გუნდი უბერავს.ჯერ ჯერობით ახალი ვეფერს ვერ ვხედავ

• fd

შეეშვით ფეხბურთს. ქართული ფეხბურთი მეტად ვერ განვითარდება. წარსულით აპელირებას თავი დაანებეთ ეგრე დიდგორიც მოგებული გვაქ და დღეს სხვა სიტუაციაა. რეალის და ბარსელონას ბილეტები საშუალოდ 400 ევრო ღირს და საშუალოდ 80 000 კაცი ესწრება. ქართულ გუნდებს კი 400 ევრო მთლიან ერთ თამაშზე არ შედით. არც შეუვათ მესიც რო თამაშობდეს სამტრედიაში და რონალდო ჩიხურაში. იმიტომაცაა ასეთი სხვაობა და იქნება ყოველთვის. არ გვემეტება ქართველ ხალხს ქართული ფეხბურთის საყურებლად ფული თორე ბარსელონა-რეალის თამშაზე მადრიდში ბილეთში ჩემ ცოლსაც კი არ დანანებია 500 ევრო. საერთოდ არ იცოდა და არც აინტერესებდა რამდენი კაცი თამაშობდა ფეხბურთს. გვინდა რო ბარსელონას დონის გუნდი გვყავდეს და სტადიონზე უფასოდ ვიაროთ და ისიც როცა გვეცლება. ეგრე კი არ არის და არც იქნება.

• 4t

თამაშამდე რამდენი მოიაზრებდით ლორიას ძირითადში? მემგონი ყველა. ცხადაძეც ასევე, და რა მაგის ბრალია რომ ლორიამ ასეთი შეცდომა დაუშვა

• Zaza

ფაქტია,სულ სხვა ნაკრებია.წარმატებებს ვუსურვებთ კახას და დიდი მადლობა ასეთი შემტევი ფეხბურთისთვის.

• giorgi

ლობჟანიძის მაგივრად კაკაბაძე , ცენტრში აბურჯანიაა .

• luk

Ara rac kargi iyo vtkvat... Vutevdit momentebi gvkonda....cota ar gagvimartla....par mesmis kvaskvadze rato pardaayena lorias 6 tvea apar utamashia lamis.mieca roinastvis shansi. Lobjana gadaglili chanda,araa cudi pexburteli mara ragac aklia. Tavxedurad unda vitamashot ufro.!!!!

• სირი ალექსი

ლორიამ მერამდენედ უნდა დაუშვას ბავშვური შეცდომა? რამდენჯერ?! ერთიდაიგივე სცენარი. მეკარის მოვალეობა არის, თანაც კაპიტნის, რომ ხმა ამოიღოს და მითითება მისცეს დაცვას. ლორია და დაცვა ყოველთვის სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ერთმანეთს ვერ უგებენ. ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა იყოს მოედანზე. პრესინგის დროს მეკარეს არ უნდა დაუბრუნო ბურთი როცა მეკარესთან ახლოს არის მოწინააღმდეგე! ვაწაძის გოლი ლამაზი იყო. ჭანტურია ეგოისტი! ყენია: წონა და სისწრაფე.

• თბილისი

ლობჟანიძეს ბიძინა კრიშავს? :)

• beqa

რარაც პროგრესი კი იგრძნობა ნაკრების ტამაშში, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ცხადაძის დებიუტი სტატისტიკურად ზალიან ცუდია. სამი ტამასიდან ოპი წაგება, მაშინ როცა, ქეცბაის მწვრთნელობისას, ერთი წლის განმავლობაში, ნაკრებს არ წაუგია.

• ჯუბა

ლობჟანიძის ნაირი ფეღბურთელი, რომ გეყოლება ამდენი წელი ნაკრებში, ვერც მოიგებ.აუტიდან ხელით ვერ აწვდის პასს და ფეხით ან თავით{უთავობით},რა უნდა გააკეთოს.ნახეთ ბოლო წლების არქივი 20-იდან 15 აუტს მეტოქეს აწვდის!

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა

მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება

გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

ალბანეთი

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია

უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში