რატომ გადაწყვიტა 34 წლის ფეხბურთელმა საჩხერის "ჩიხურას" დატოვება და რატომ მოსწონს "ტორპედო"?
მიმდინარე სატრანსფერო "ფანჯარა" ქუთაისის "ტორპედომ" რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გახსნა. სეზონის დასრულებისთანავე, რიონისპირელთა შორის რამდენიმე ახალწვეული ჩაირიცხა. ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე გახლავთ, რომელმაც "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რატომ გადაწყვიტა 34 წლის ფეხბურთელმა საჩხერის "ჩიხურას" დატოვება და რატომ მოსწონს "ტორპედო"? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- "ჩიხურას" სამი წელი კაპიტნობდით. ამდენად, გუნდიდან თქვენი წასვლა მოულოდნელი იყო...

- საჩხერეში ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითამაშე და ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. კლუბს, მის ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მხოლოდ მადლიერებით ვიხსენებ, მაგრამ ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გარემოს შეცვლა გსურს და ეს აუცილებელიც არის. გამონაკლისი არც მე ვარ. "ჩიხურასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და წამოსვლა გადავწყვიტე. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ იქ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

- ახლა მაინც გვითხარით, მართალია, თითქოს ეს ნაბიჯი გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძესთან კონფლიქტის გამო გადადგით?

- არა, რა სისულელეა?! უბრალოდ, ძნელია ითამაშო ისეთ გუნდში, სადაც სეზონის დაწყებამდე სულ გაურკვევლობაა - არ იცი, რა შემადგენლობა იქნება და ვის გვერდით ითამაშებ. სტაბილური გარემო გუნდს გაცილებით ძლიერს ხდის. მე ამას გამოვერიდე სწორედ, მაგრამ ეს ფრუიძის ბრალი სულაც არ არის.

- ქუთაისში უფრო სტაბილური გარემო და გუნდი დაგხვდებათ?

- ამის იმედი მქონდა და ამიტომაც გადავედი. მანამდე "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ კლუბს სერიოზული მიზნები აქვს. ასეთ გუნდში თამაში მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს. ასაკის მიუხედავად, ამბიცია არ გამნელებია და მინდა, ჩემი გუნდი სამეულისთვის იბრძოდეს. მგონი, ამაში ვერავინ გამამტყუნებს.

- პირობები ყოველთვის ბევრს ნიშნავს. გულახდილად თქვით, "ტორპედოში" უკეთესი კონტრაქტი შემოგთავაზეს?

- დიახ, პირობებიც უკეთესია და, რაც მთავარია, გუნდია უფრო ამბიციური. მაგრამ ვიმეორებ - საჩხერიდან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ. მათგან ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს.

შარშან, ევროპა ლიგაზე, "ჩიხურაში" ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. რა დასამალია და, გული დამწყდა, ეს აწყობილი გუნდი რომ დაგვეშალა. "ჩიხურამ" ევროპალიგაზე ლამაზი ფეხბურთიც აჩვენა და ხალხიც ბედნიერი იყო. იმ შემადგენლობას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებდით...

მაგრამ... რას ვიზამთ, ყველაფერს ფინანსები წყვეტს.

- ახალ სეზონში "ტორპედოს" რა მიზნები ექნება?

- გიორგი დარასელიას ამაზეც ველაპარაკე და ვიცი, რომ მინიმუმ, სამეულისთვის ბრძოლას აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- ბოლო დროს ქუთაისის "ტორპედო" პოლიტიკოსების დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ამ დროს მეკარეთა მწვრთნელი თქვენი ძმა თამაზ ოდიკაძეა და ხომ არ ფიქრობთ, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ამის გამო ნეპოტიზმის მორიგ ბრალდებას წაუყენებენ?

- (იცინის) ოოო, ეს სერიოზული ბრალდება იქნება... ხუმრობა იქით იყოს და, მსგავსი სულელური თემების ფეხბურთში გადმოტანა რომ სურთ, ძალიან ვხალისობ.

სხვათა შორის, თავის დროზე, მე და "ბუხომ" (თამაზ ოდიკაძის მეტსახელია - ავტ.) "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ. მაშინ ის მეკარე იყო, მე კი - თავდამსხმელი. კარიერას ხომ ამ პოზიციაზე ვიწყებდი და ბევრი გოლიც გამქონდა.

ასე რომ, ერთად წარმატებისთვის მიგვიღწევია და ვეცდებით, "ტორპედოშიც" იგივე გავაკეთოთ. მერე კი, თუ უნდათ ეს ნეპოტიზმად მონათლონ და უნდათ - ოჯახურ თუ კლანურ წარმატებად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ბესო აბაშიძე: მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს
მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
აღმასკომი აქციის აკომპანემენტით - დაიბრუნებს "ზესტაფონი" საარჩევნო ხმას?
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
კესო ჩხიკვაძე: "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო