"ფეხბურთელებს, მაქსიმუმ, 1000-ლარიან ხელფასსა და 400-ლარიან პრემიას თუ შევპირდებით. ჩვენ მეტი საშუალება არ გაგვაჩნია"
თერჯოლის "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მალე ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგება.

შეკრებაზე, სიახლეებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე გვესაუბრება...

- დავიწყოთ იმით, რომ უმაღლესი ლიგისთვის გუნდს გაძლიერება დასჭირდება.

- რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია. ვერც ვიტყვი, რომ თბილისის "დინამოდან" და გორის "დილადან" ძვირად ღირებული მოთამაშეების გადაბირება გვსურს.

ფეხბურთელებს, მაქსიმუმ, 1000-ლარიან ხელფასსა და 400-ლარიან პრემიას თუ შევპირდებით. ჩვენ მეტი საშუალება არ გაგვაჩნია. მაგრამ ჩვენი ბიჭები ამ პირობებზეც თანახმა არიან.

- ასეთი პირობებით უმაღლესში დარჩენა არ გაგიჭრდებათ?

- მწირი ბიუჯეტი სულაც არ ნიშნავს, რომ უიმედოდ ვართ. ხელი არ ჩაგვიქნევია და არც გვძინავს. სასელექციო მუშაობის გაძლიერებას ვაპირებთ, კურსი ახალგაზრდა მოთამაშეებზე ავიღეთ და მათ დაწინაურებას შევეცდებით.

- შემადგენლობაში რა ცვლილებები მოხდა?

- ბიჭებს ვუთხარი, რომ დიდი ცვლილებები არ იქნება. გუნდის ბირთვს შევინარჩუნებთ, მაგრამ მოთამაშეების მიმართ მოთხოვნებს გავზრდით, ვიღაც მოვა, ვიღაცას კი წასვლა მოუწევს. თავიდან, "საპოვნელაში" 40 ფეხბურთელი ივარჯიშებს. 2 კვირის განმავლობაში საკონტროლო შეხვედრებს გავმართავთ და საუკეთესოებს დავტოვებთ. შესაძლოა, ფეხბურთელები დავიმატოთ "დინამოს" და "დილას" დუბლებიდან, "სამგურალიდან", "ტორპედოდან" და "ვიტ ჯორჯიიდან".

"ზესტაფონიდან" უკვე მოვიწვიეთ რობაქიძე, რომელიც 20 წლის ნიჭიერი ცენტრალური მცველია და თერჯოლელი გახლავთ. ფოთის "კოლხეთიდან" ნახევარმცველი შალამბერიძე დავიმატეთ, ბათუმის "დინამოდან" კი შემტევი ნახევარმცველი ბერიძე.

- შეკრებას როდის დაიწყებთ?

- ფეხბურთელები 10 ივნისს შევკრიბეთ, მზადებას კი 15-დან შევუდგებით. უცხოეთში გამგზავრებას ვერ მოვახერხებთ, ზღვისპირეთში მოვემზადებით. თუმცა, რომ იცოდეთ, ამბიციები გვაქვს და ხუთეულისთვის ბრძოლას ვგეგმავთ. მაჩანჩალა და უპრესპექტივო გუნდი არავის სჭირდება. ამაში სახელმწიფოს სახსრებს არავინ გადაყრის.

- თერჯოლის სტადიონზე უმაღლესი ლიგის თამაშების გამართვის უფლება თუ მიიღეთ?

- ჩვენ ბალახის მოედანი გვაქვს, რომლის მსგავსი საფარიც ბევრ სტადიონზე არ არის. გასახდელებსა და ადმინისტრაციულ შენობასაც არაფერი დაეწუნება. მაგრამ შესაძლოა, თავიდან თერჯოლაში თამაშის უფლება არ მოგვცენ. სანამ ჩვენი სტადიონი საბოლოოდ მოწესრიგდება, შესაძლოა, მანამდე მეტოქეებს ზესტაფონის ან ქუთაისის სტადიონზე ვუმასპინძლოთ. ამ არენების დირექციებთან მოლაპარაკება მალე დამთავრდება.

- თერჯოლის სტადიონზე თამაშის უფლება რატომ არ გაქვთ?

- პრობლემაა ძველი რკინის ძელები და ტრიბუნებზე არც ინდივიდუალური სკამებია. მაგრამ მოლაპარაკება დაწყებულია თბილისის მერიასთან, რათა "დინამო არენიდან" აღებული ძველი სკამები დაგვითმონ.

ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გვესტუმრა და შეგვპირდა, რომ ფედერაცია მოედანზე 400 ათას ლარს დახარჯავს, ტექნიკასაც მოგვახმარს და მოედნის დაგების გარდა, დრენაჟის სისტემასაც დაამონტაჟებს. მაგრამ ხალხს უმაღლეს ლიგაში "საპოვნელას" გადასვლა იმიტომ გაუხარდა, რომ თერჯოლაში ჩვენი ფეხბურთის ლიდერ გუნდებს იხილავს და ქალაქიც გამოცოცხლდება.

დავიჯერო, ყველა ქალაქში სტადიონების მოწყობა ასეთი პრობლემაა? ქართული ფეხბურთისთვის თაობები სწორედ რაიონებში იზრდებოდნენ, მხოლოდ თბილისი ამ ტვირთს ვერ ზიდავს. ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოსგან ყურადღება. ეს მხოლოდ თერჯოლელების სატკივარი არ არის. რაიონებში ყველა ამაზე ლაპარაკობს და მისი მოგვარება საკუთარ თავზე სახელმწიფომ და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღონ.

- ამბობენ, რომ პირობების არქონის გამო, რაიონებში ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება...

- აბსოლუტური სიმართლეა და გული ამიტომაც მიკვდება. ვიღაც გამოჩნდება და მათი წაყვანაც "ვეშაპებს" უფასოდ სურთ და რაიონსაც არაფერი რჩება. რეგიონებს თუ მიხედავენ და ადგილზე ყველა პირობა იქნება, მერე ბავშვები უფრო მასობრივადაც გაიზრდებიან და ქართული ფეხბურთის რეალური შესაძლებლობებიც გამოჩნდება.

აბა, დღეს, კარგი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა ორიოდე ქალაქშია, ევროთასების მატჩების ჩატარება კი მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. არადა, გუნდი ევროპელ მეტოქეს საკუთარ რაიონში რომ მიიღებს, გაცილებით დიდი სტიმულითა და ენერგიითი თამაშებს.

- თქვენ ადრე იმედოვნებდით, რომ "საპოვნელას" კერძო ინვესტორი დაეხმარებოდა. ამ კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- პირადი მოლაპარაკებები მეგობარ ბიზნესმენებთან გვაქვს. მაგრამ ეს ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა. თუმცა, რაიონის ხელმძღვანელობა გვერდში კიდევ ერთხელ დაგვიდგა და უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ წლის ბოლომდე 400 ათასი ლარი გამოგვიყო. ახლა დუბლშემადგენლობა და ჭაბუკთა ლიგის გუნდები დაგვემატებიან და მათი შენახვა დამატებითი ხარჯი იქნება.

მაგრამ არაფერია, უიმედოდ არ ვართ და გამოსავალსაც აუცილებლად გამოვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jio
MIRIAN FRIDONICHI GULIT, SULIT DA CXOVREBIT QARTULI FEXBURTIS MOJIRNAXULE DA MOAMAGEA. MIRIANIS MSGAVSNI ROM BEVRNI IKVNEN, QARTULI FEXBURTI AM DGESHI AR IQNEBODA. VISAC XELGECIFEBAT, DAUDEQIT MIRIANS MXARSHI DA TERJOLASAC GAAXAREBS DA NAKREBSAC SERIOZULAD, GARKVEUL CILAD MOAMARAGEBS...
gio1976
ფორცა საპოვნელაა...გეწაძე არის მაგარი მწვრთნელი. გიო აბაშა.
irakli apkhaidze
რამზესი ხარ თუ კლეოპატრა, კლავიატურას ნუ ეფარები ჭორაობის მაგივრად კონკრეტული ფაქტები დადე, მარა რა უნდა დადო რაც არაფერია დასადები. გუნდმა რომელმაც ენთუზიაზმით მოიგო I ლიგა 2 თვით ადრე, უმოტივაციოდ დარჩენილს 3 თამაში რო წაეგო არალოგიკურია? თან ვისთან წააგო: ,,სქურთან" რომელიც ვარდებოდა, ბორჯომთან და ბეთლემთან რომლებიც პლეი-ოფისთვის იბრძოდნენ და თითოეულ ქულას ოქროს ფასიჰქონდათ მათთვის. რაც შეეხება მირიანს ამ კაცს პირადად ვიცნობ და 15 წელი უანგაროდ ავარჯიშებდა ბავშვებს. და ასეთი გუნდი და მწვრთნელია ფურთხის ღირსი? და ისეთები მშობლებს რო ტყავებენ და შემადგენლობას პროტექციით და ფულით რო აყენებენ პატივსაცემი? არ მინდა უწმაწური რაღაცეები თორე ფურთხის ღირსი ვინცაა და რაცაა ძაან კარგად ვიცი (და შენც იცი ვფიქრობ)
CHERO
ფეხბურთი იქ უნდა იყვეს სადაც ხალხი დადოს სტადიონზე
ramzes 12
გუნდი, რომელიც მაყუთის გულისთვის უწვება მოწინააღმდეგეს, ფურთხის ღირსია[ბეთლემი, ბორჯომი], გეწაძე კი უბრალოდ უთავმოყვარეო და თახსირი კაცია...
gio1976
მახსოვს ოთხმოცდაათიან წლებში პირველი ლიგის საპოვნელამ სამი უმაღლესი ლიგის გუნდი გამოაგდო თასიდან, მათშორის მაშინდელი უძლიერესი რუსთავის გორდა.მეოთხედფინალში კი რომ არა ... მსაჯის კვარაცხელიას მიკერძოებული მსაჯობა, ქუთაისის ტორპედოსაც ზედ მიაყოლებდნენ.ხოლო ვისაც საპოვნელა სოფლის გუნდი გგონიათ ძალიან ცდებით, საპოვნელა ისევ იტყვის თავის სიტყვას.
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა