"ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე-6 კალათაში გადასული გუნდის ათამაშება ადვილია და ცხადაძე შედეგს მალე მოიმკის, ძალიან ცდება"
ფოტოზე: ლევან ცქიტიშვილი, კახა კალაძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქართულ ფეხბურთში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს.

ჩვენი ინტერვიუ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა. ფიფას რეიტინგით, საქართველოს ნაკრები 139-ე ადგილზე დაქვეითდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. გაგვიუარესდა უეფას რეიტინგიც.

ამას ემატება ჩაწყობილი თამაშები და ტოტალიზატორებთან დაკავშირებული სკანდალები, ბოლოდროინდელი გაუგებარი დაუდევრობა ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის "დისკვალიფიკაციებზე", უარესდება კლუბების ფინანსური მდგომარეობა...

ამ პრობლემებზე ვეტერანი ფეხბურთელი ღიად ლაპარაკობს. ცქიტიშვილი არ მალავს, რომ ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ლევან კობიაშვილის მოსვლის მომხრეა...

- ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთში დღეს იმდენი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა, უკვე ბევრი რამ არის შესაცვლელი. შეიძლება ითქვას, ლამის ყველაფერიც.

- ზოგადად, ეს გასაგებია. თქვენ რას გულისხმობთ?

- მეტი საფეხბურთო სკოლის გახსნაა საჭირო, სადაც აუცილებელი პირობა ბავშვების უფასო ვარჯიში უნდა იყოს. მათ ოჯახებს საკმაოდ დიდი ხარჯები აქვთ, ცალკე ფორმების ფულია გადასახდელი, ბავშვებს ძვირად ღირებული ბუცები სჭირდებათ, ზაფხულში კი შეკრებაზე წასასვლელად ლამის კრედიტების აღება სჭირდებათ. აბა, ასეთ პირობებში, ფეხბურთი მასობრივი როგორ გახდება? თუ ამ პრობლემებს არ მოვუვლით, მასობრიობას ვინ ჩივის, დღევანდელი რაოდენობაც სანატრელი გაგვიხდება.

ისიც გასათვალიწინებელია, რომ ბოლო წლებში ფეხბურთმა პოპულარობა დაკარგა.

- ეს პრობლემები საფეხბურთო სკოლებს თავადაც ესმით და გადასახადის დაწევაც სურთ, მაგრამ მათაც ხუთავენ. ასეთ პირობებში რა გამოსავალს ხედავთ?

- გამოსავალი სახელმწიფოს თანადგომა იქნება. ფული უნდა ჩაიდოს, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი სკოლა დაარსდეს. ამაში ვგულისხმობ მწვრთნელთა გადამზადების, ბავშვების ეკიპირების, ტურნირებსა და შეკრებებზე გამგზავრების ხარჯებს. დღეს ორიოდე ძლიერი სკოლაა, რომლებიც ქართული ფეხბურთის ტვირთს საკუთარ ზურგზე ზიდავენ.

"საბურთალო", "დინამოს" აკადემია და "ლოკომოტივი" ძლიერ თაობებს ზრდიან. ასაკობრივ ნაკრებებშიც, უმთავრესად, მათი გაზრდილები არიან. მაგრამ წარმოიდგინეთ, კიდევ მინიმუმ 10 ასეთი სკოლა რომ გვქონდეს, რამდენად წინ ვიქნებოდით?

- ეროვნული ჩემპიონატი ცალკე თემაა. უეფას ბოლო რეიტინგში ფარერის კუნძულებმა ჩვენზე მეტი ქულა დააგროვა...

- ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. აქ იმდენად სერიოზული პრობლემებია და ისეთი ტემპით მივდივართ უკან-უკან, ამაზე ფიქრიც კი გულს მტკენს. ჩვენი ფეხბურთი ასეთ გავერანებას არ იმსახურებს. მას გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ვერ ვიყენებთ.

- თქვენი მეგობარი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას უმიზნებს. მაგრამ მისი გამარჯვების იმედი როგორ გაქვთ, როცა ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტიდან 27-28 უშუალოდ ფედერაციასთანაა დაკავშირებული?

- მე მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები ქართული ფეხბურთის მომავალზე დაფიქრდებიან და სწორ არჩევანს გააკეთებენ.

ფაქტია, ფეხბურთს შველა უნდა. ისიც ნაღდია, რომ ამ ფედერაციის ხელში უკან-უკან მივდივართ და მითხარით ლოგიკური არგუმენტი, რატომ უნდა დარჩნენ დღევანდელი მმართველები? რამდენი ხანია, ფედერაციაში არიან და ვერაფერი გააკეთეს და შემდგომ ოთხ წელიწადში რისი იმედი უნდა გვქონდეს?

მოკლედ, ჩემი აზრია, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი სისხლი სჭირდება. თუ ახლა არ ვუშველეთ, ფეხბურთში წასული თანხები სწორად არ დაიხარჯება და სულ ასეთ დღეში ვიქნებით.

ჯერ ის რა უბედურებაა, ჩემპიონატს 16 გუნდით რომ იწყებ და 15-ით ამთავრებ?! წინასწარ ხომ უნდა გათვალო, რამდენს აქვს ფინანსური სახსრები და რამდენია გაჭირვებული. ამ კრიტერიუმების დაწესებას წინ რა უდგას?

- გასაგებია, რომ "ახალ სისხლში", კობიაშვილის მოსვლას გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა? დარწმუნებული ვარ, ლევანი ის ფიგურაა, რომელიც ჩვენს ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს. ამას ჩვენი მეგობრობა კი არა, მისი პიროვნული თვისებები მალაპარაკებს.

- კობიაშვილი უდავოდ წესიერი კაცია, კარგი სახელიც აქვს და გულშემატკივრებში ნდობით სარგებლობს. მაგრამ სფფ-ს პრეზიდენტს საქმის ცოდნა და გამოცდილებაც მოეთხოვება...

- ყველაფერი იწყება ადამიანური ნიჭითა და ურთიერთობების უნარით. ლევანს ეს ყველაფერი გააჩნია. ახლა, რაც შეეხება მის ცოდნასა და გამოცდილებას - რატომ გგონიათ, რომ გამოუცდელია?

ჯერ ერთი, მთელი წელი მენეჯერთა კურსებს გადიოდა. ეს საქმე კი გერმანიაში ისეთ დონეზეა დაყენებული, ზოგიერთ ჩვენს უმაღლეს სასწავლებელზე მეტ განათლებას იძლევა. მეორეცაა - უკვე ერთი წელია, ის მენეჯერად მუშაობს "ჰერტაში" და საქმეს მშვენივრად უძღვება.

ასე რომ, "გამოუცდელობა" ლევანის დასაკნინებლად მოგონილი მიზეზია. მას ქვეყანა და ჩვენი ფეხბურთი სტკივა და უყვარს.

- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?

- ჩვენს ნაკრებს თავიდან აშენება სჭირდება. მთავარი იყო, კახა რა მიმართულებას აიღებდა. მის ხელში აბსოლუტურად სხვა მიმართულებასა და შენების პროცესს ვხედავ, თამაშის სტილი აშკარად შეიცვალა. ადრე თუ საკუთარ კარზე ვიყავით მიჯაჭვულები, ახლა გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული.

- ყველაფერი ტაბლოთი იზომება. ნაკრებმა კი ჯერ შედეგი ვერ აჩვენა...

- გერმანიასა და პოლონეთთან წაგებებით ნაჩქარევ შეფასებებს ნუ გააკეთებთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ დამარცხებული და მე-6 კალათაში გადასული გუნდის შეცვლა და ათამაშება ადვილია და ცხადაძე შედეგს მალე მოიმკის, ძალიან ცდება. გუნდის შენებას დრო სჭირდება. მაგრამ მისი მიმართულება შედეგს ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს.

ჩვენ ვთამაშობდით დაცვაში ჩამჯდრები, წინ თითქმის არ ვიხედებოდით. ამ ტაქტიკამ რა შედეგი მოიტანა? ბოლოს მაინც ვაგებდით, გუნდი ვერ გაიზარდა და არც ამ ფეხბურთის მომავალი ჩანდა. ამას არ სჯობია, გუნდმა შეუტიოს?

დღეს თუ ბევრი არაფერი გამოდის, ხვალ უკეთესი ნაკრები გვეყოლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dachi
Nაცების დროს ვინც იმალებოდა სირაქლემასავიტ Eგენი არ გამოდგებიან და Vინც არ იმალებოდა Eგენი არიან ჯამარა ყაველასჰვილი დემე Dა კალა კობიმ დემეს Dუმილიტ დაუჩIრა მხარი ეგ Aრაა კარგი საქციელი Mგონი. Dა არც ცკიტისჰვილი მახსოვს.
vako
დომენტის რაგითხრა მაგრამ ბიზინამ ნამდვილად იცის არველაძეები და დომენტი თავის მუქთა ვეტერანებით რომ მოშორდებიან ფედერაცია ეს დანამდვილებით ვიცით ჩვენ ხალხს და საზოგადოებას ბატონი ლევან კიფიანი გვსირს და ესეც იქნება
roma
ქართველებო,25_ი წელი გავიდა და ვერ გავიზარდეთ,ისევ არასწორ გზას ვადგივართ,ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც კი არ გვყავს ხალხო ევროპის დონის საშუალო და რაზე ლაპარაკობთ,რის კობიაშვილი,რის ყიფიანი,დავფიქრდეთ,ცოტა გონზე მოვიდეთ,25 წელი უკვე დიდი დროა,სანამ ფეხბურთელები არ გვეყოლება ილუზიებს დავანებოთ თავი რა,მთავარი ფეხბურთელებია,რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ,ფედერაცია და მწვრთნელი უკვე შემდეგ.
Juba
Es .... arunda movidnen fexburtis sataveshi levan da es vigindarebi droze unda chamovashorot davai levan sheubere mteli xalxis armia shentan vart
odala
ესეც ქართული მატრაკვეცობა ჟურნალისტისა: ფარერებმა წინა ციკლში ჩვენზე მეტი ქულა დააგროვა. რატომ აყენებ ვინმეს შეურაცხყოფას? რითი ხარ მათზე უკეთესი? საკუთარ თავზე თუ ლაპარაკობ ილაპარაკე საკუთარ თავზე. ფარერებმა საბერძნეთს გასვლაზე მოუგო. შენ გიბრალტარის გარდა გაქვს შანსი ვინმეს მოუგო გასვლაზე? მით უმეტეს ევროპის ყოფილ ჩემპიონს. ეგ მატრაკვეცობაც არის იმის მიზეზი რა ნაგავშიც ვართ. საქმე არ იცით თვითონ და სხვას აკნინებთ.
sos
... რო ძაღლივით გაგდებდნენ დაგავირწყდაა?
გუადუა
ქიბიაშვილი კი არფა მამაზეციერი ვერ უშველსი სანამ ყველა ლიგის ყველა კლუბში აუდიტი და პროკურატურა არ შევა და 1000 კაცი ციხეში არ აღმოჩნდება. შეეშვით ამ თითო კაცმანიაობას და ბელადომანიას. ჯერ პროკურატურა,მერე კი საქმე!
ar miqarot
ხალხო ეს არველაძეებზე ნაკლებად არ დააქცევს ფედერაციას ყაველა ჯობიააააა
Kakha
ფეხბურთს და ქვეკნის აშენებას ფული სჩირდება ---- უფროსად ჟირაფიც რომ დააკენოთ ისიც გაუდზგვება
zazas
გეთანხმები მიდი ლეოოოოო ჩვენ შენთან ერთად ვართ
zaza
კახი ლევან კობიაშვილს შენ უდგეხარ და ხალხის უმეტესი რაოდენობას გვსურს ლევან კიფიანი და რიგორ იქნება დავიჯერო მოგვერევით ვნახოთ ლევანი არის კველაზე დასტოინი კანდიდატურა
kako
ლევან კიფიანი არის კველაზე დასტოინი ადამიანი ვინცუნდა გახდეს პრეზიდენტი გასაგებია არველაძეებო და კობიაშვილებო
maia
ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად რა პრინციპით დანიშნეს? კალაძესთან ახლობლობის გამო?
luka
მაგდანას მოეხნება ერთი ადგილი :)
dato
ლევან კიფიანი არის კველაზე დასტოინი ადამიანი ვინცუნდა გახდეს პრეზიდენტი გასაგებია არველაძეებო და კობიაშვილებო
gocha
კობიაშვილს აქვს ხელისუფლების სრული მხარდაჭერა, პრობლემების გადაწყვეტის სწორი ხედვა, პატიოსნება და საქმის კეთების სურვილი... ამ ეტაპზე უალტერნატივო კანდიდატურაა...
raioooo
ჰოჰოჰოჰოჰო, მოიდა ყონყოლი.
დათო
რისი გამკეთებლებიხართ წადი რა დაიძინე.
გუჯა კახაძე
მასობრივობა აუცილებელია, მაგრამ ხარისხი განსაზღვრავს ყველაფერს და ვიდრე ქართული ფეხბურთი მასობრივი გახდება ვინც გვყავს იმათი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ თუ სწრაფი შედეგი გვინდა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თამაშის ტემპს თუ მოამატებინებთ მეექვსე კალათსაც მალე დააღწევთ თავს და სწრაფი წინსვლის იმედიც გაჩნდება!
Nukri
ხოდა ამდენი პრობლემები როა ... დომენტას და გადმოვუშვათ თავით იმ სკამიდან რაა.....რა გახდა მისი გადაყენება კიარა არამედ გაგდება..
Tamazi
გასაგებია!ცქიტიშვილს კობიაშვილი სჭირდება,მელაძეს ბერაძე და ა.შ.ფეხბურთს კი თავისუფლება სჭირდება არჩევანში და ფულში,სტილში და მიმართულებაში და ა.შ.
Tamazi
გასაგებია!ცქიტიშვილს კობიაშვილი სჭირდება,მელაძეს ბერაძე და ა.შ.ფეხბურთს კი თავისუფლება სჭირდება არჩევანში და ფულში,სტილში და მიმართულებაში და ა.შ.
vako
და ფედერაციას დავით კიფიანის ვაჟი ლევან კიპიანი სჩირდება პრეზიდენტად კველაზე დასტოინი კანდიდატურაა
dato
ლევან კობიაშვილს ლოგოპეტი სჩირდება და არა პრეზიდენტობა
ემზარი
ჩვენ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს პროფესიონალური მიდგომა ყურადღება მთავრობის მხრიდან დაფინანსება მაგრამ არა ჩარევა ფედერაციის მუშაობაში მხოლოდ ისეთ ფედერაციის რომელიც სამართლიანად იქნება არჩეული მარტო ვერც კობიაშვილი უსველის და ვერც სხვა მაგრამ ჩვენთან მოისპობა კი ნაცნობობის ზევიდან ჩარევის ჩაწყობის ჩვეულება? რაღაც არ მჯერა აქედან გამომდინარე ნაკლებად მჯერა რომ ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს კობიაშვილი თუ ვინმე სხვა
ლევან
მაგასაც ნახავთ ბიძია...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...