თბილისის "დინამომ" ევროპალიგა გამარჯვებით დაიწყო
2 ივლისს, თბილისის "დინამომ" უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი არაერთგვაროვანი გამოვიდა. მე-40 წუთამდე ტერიტორიული და სათამაშო უპარატესობა მასპინძელთა მხარეს იყო და რამდენიმე ეპიზოდში, გიორგი ქვილითაიას, ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ჯაბა ჯიღაურის ეფექტური თამაშის წყალობით, დინამოელები ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყვნენ.

თუმცა, ყველაზე გამოსარჩევი მაინც 37-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის მომენტი იყო, რომლის შორი მანძილიდან დარტყმის შემდეგ "გაბალას" კარი ძელმა იხსნა.

სამაგიეროდ, ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე "დინამოს" მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას მიეცა სანერვიულო. დინამოელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს, "გაბალას" ფეხბურთელებმა კი ზედიზედ სამჯერ აშკარა საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც შეხვედრის არბიტრმა როი რაინშრაიბერმა "დინამო" მოედანზე 10 კაცით დატოვა. 51-ე წუთზე, მოედნის ცენტრში მეტოქეზე უხეშობის გამო წითელი ბარათი გიორგი გველესიანს აუფრიალა.

აქედან 2 წუთში სტუმრებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა წესების დარღვევით და არ ჩაითვალა...

გია გეგუჩაძემ დინამოელთა რიგებში ცვლილება განახორციელა - ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა, გიორგი ქვილითაიას ნაცვლად კი ალექსანდრე იაშვილი შემოუშვა და ამით მთლიანად შეცვალა სურათი.

მასპინძლებმა რამდენიმეწუთიანი შტურმი მოუწყვეს "გაბალას", ერთ-ერთი იერიში კი გატანილი გოლით დასრულდა. 65-ე წუთზე პაპუნაშვილის გამჭოლი პასით მეკარის პირისპირ იაშვილი და ჯიღაური დარჩნენ. საბოლოო დარტყმაც ამ უკანასკნელმა ზუსტად შეასრულა - 1:0.

გოლიდან ერთ წუთში უკვე "იაშკა" ურტყამდა ძლიერად, თუმცა სტუმრები გადარჩნენ...

74-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ჯავით ჰუსეინოვმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით "გაბალას" ისტორიაში ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა - 1:1.

78-ე წუთზე უკვე "გაბალა" გადარჩა გაშვებულ გოლს - მათე ცინცაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა.

84-ე წუთზე მოხდა ის, რამაც "დინამო არენა" "ააფეთქა" - ჰრდლიჩკამ საკუთარი კარიდან მძლავრად დაარტყა წინ, ბურთს თავი შეცვლაზე შემოსულმა ლაშა პარუნაშვილმა შეაგება და პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც აზერბაიჯანელთა უკრაინელ გოლკიპერ დმიტრი ბეზოტოსნის შანსი არ დაუტოვა - 2:1.

დარჩენილ დროში დინამოელები, ძირითადად, თავდაცვაზე ზრუნავდნენ და კარის მშრალად შენახვა მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის განმავლობაშიც შეძლეს.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, 9 ივლისს, გაბალაში გაიმართება.

ცოტნე
მსაჯი რომ არა გავანადგურებდით!!!!!!!!!!!!!!!!
grisha
გაიხარეთ, მაგრები ხართ, ახვარ მსაჯს რა უთხარი თორემ დედას ვუტირებდით. არა უშავს აუცილებლად გავალთ შედეგ ეტაპზე. ბიჭებს საღოლ და გია მაგარი ხარ.
qutaiseli
გეგუჩაძეს ის .... თავიდან უნდა გამოეყვანა და რათქმაუნდა იაშკაც ქვილითაია ძალიან სუსტია მაგას ის ... ჯობდა სამტრედიასთან რომიყო ნუ ეროვნულ პირველობაზე შეიძლება გამოადგეს დინამოს მაგრამ ევროთასებზე გამორიცხულია ფიზიკა არააქ რაც აუცილებელია.პაპუნა კიდე მაგარი როა კიდე ერთხელ დაამტკიცა არ გამოვრიცხავ შოთამ ტრაბზონშიც წაიყვანოს აი რასაც ქვია ძალიან მაგარია ეს და გოგია მაგრად გააძლიერებენ დიდ ნაკრებს.ფლანგები დაცვის ძალიან სუსტები ყავს დინამოს და ამას მიხედვა უნდა ძალიან მომეწონა ჭანტურიშვილი.
levani
გილოცავთ ბიჭებო!!! მტავარი წინაა არ მოეშვათ
murtalo
გუნდი შენდება, არ უნდა გაეშვათ საზღვარგარეთ ბერიძე და ძმანნი მისნი, ორი სამი წელი ამ ბიჭებს და გამოჩნდება მათI ძალა, მარა რათ გინდა, მაშინვე გაგვიფრუბდებუა...თქვე ვაიჟურნალისტებო. სტატისტიკა სადაა?...გუნდების შემადგენლობა, მსაჟები, მაყურებლის რაოდენობა...მოკლედ ეს ყველაფერი საჭიროდ არ ჩათვალეთ, თუ ხვალამდე ვერ გაიგებთ?:)))
ემზარი
უზომოდ გახარებული და ნასიამოვნები ვარ ახალგაზრდა ყოჩაღო ბიჭების შესანიშნავი თამაშით ძველი ყიფიანის დინამო გამახსენდა არარატთან ერევანში გაგვიგდეს სულაქველიძე და მაინც მოვუგეთ 4 1 ახლაც გაგვიგდეს ყველაზე მეტი თუ მიცემოდა ყვითელი ბარათი მაგრამ მსაჯი შეცდა მაგრამ დავამტკიცეთ რომ ქართველები ვართ ასე ადვილად ვერ წაგვაქცევენ მადლობა შესანიშბავ ბიჭებს
ემზარი
ყოჩაღ ბიჭებს მონდომება შემართება ბევრს ნიშნავს Eრტი კაჩი გვაკლდა თითქმის მთლიანად მეორე ტაიმი მაგრამ კარგმა მონდომებულმა თამაშმა შეუძლებელი შეგვაძლებინა ახლა მთავაღია არ შეგვაშინოს იმან რომ მეტოქის მინდორზე გვიწევს თამაში ძალიან მძიმე თამაში გველის 2 1 არაა ისეთი ანგარიში რომ დამშვიდებული უნდა იყო მაგრამ არ შევდრკეთ მთერლი ძალები და გული უნდა ჩავდოთ საპასუხო მატჩში და გამარჯვებული წამოვიდეთ აზერბაიჯანიდან ჩვენ ეს შეგვიძლია ახალგაზრდები ხართ გამოუცდელები მაგრამ ნიჭიერები და ჭკვიანები
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა