ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ევროპაში შესასვლელი დაკეტილია!

[ოთხშაბათის საკითხავი] ევროპაში შესასვლელი დაკეტილია!

"დილა" "პარტიზანთან" სახე იყო ჩვენი გასაცოდავებული ჩემპიონატისა, რომელიც ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დააკნინა
გასული კვირა არ იყო ღარიბი საფეხბურთო მოვლენებით. ქართულ ფეხბურთში უმწვავესი კრიზისია და ჩვენც მეტწილად უსიამოვნო მოვლენებზე გვიწევს წერა, რაც, უნდა გამოგიტყდეთ, არ გვსიამოვნებს, თუმცა რეალობას ვერ მოვწყდებით, რადგან ჩვენს მთავარ მისიად სიმართლის თქმა მიგვაჩნია...

სახე იყო ჩვენი გასაცოდავებული ჩემპიონატისა...

მოდით, გორის "დილათი" დავიწყოთ და ჯერ პირველ, ბელგრადულ შეხვედრაზე ვთქვათ. "დილამ" ითამაშა ძალიან დაცვითი და ფრთხილი ფეხბურთი. უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა მწვრთნელია. მას აქვს თავისი შეხედულება ფეხბურთზე და არ უყვარს ის, რაც სერბეთის დედაქალაქში ვნახეთ.

ეს კია, რომ ნებისმიერ შეხვედრაში გუნდი ისე თამაშობს, როგორც მეტოქე აძლევს ამის საშუალებას. "პარტიზანმა" არ გვათამაშა და ჩვენც ვერ ვითამაშეთ. იყო სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მთელი რიგი, მაგრამ მთავარი ერთია - დღევანდელი რეალობით, ჩვენი გუნდები მიეჩვივნენ გასვლით მატჩებში საკუთარ საჯარიმოში გამოკეტვას.

ასე დღეს აღარავინ თამაშობს, სან მარინოსა და ანდორის გუნდების გარდა.

ამას წინათ, ზაგრების "დინამოსა" და ლუქსემბურგის "ფოლას" შეხვედრას შევავლე თვალი. სხვა რა მიზეზით უნდა მენახა ეს თამაში, თუ არა ლუქსემბურგის კლუბის ქართულთან შედარების სურვილი. ჰოდა, ამ "ფოლამ" ერთი ხომ გაიტანა და გასატანი კიდევ ჰქონდა. რაც მთავარია, "ფოლა" უტევდა და ამას საქმის ცოდნით აკეთებდა.

გორის მატჩში კი გამოჩნდა ერთი მთავარი მიზეზი მარცხისა - უკლასობა. ათწუთიანი აფეთქებით მატჩს ვერ მოიგებ. ცუდი იყო ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის კონფლიქტი, უფრო ცუდი კი - ტოტალური უიმედობის განცდა.

საქართველოს ჩემპიონი სახე იყო ჩვენი გასაცოდავებული ჩემპიონატისა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დააკნინა. "დილას" ამ შემადგენლობით თუნდაც ერთ წელიწადს რომ ეთამაშა, სხვა შედეგი იქნებოდა. ახლა კი...

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია ქართული ფეხბურთის არაკეთილმოსურნედ ყველა ის, ვინც "ექვსთვიანი" გუნდების გაკეთებას მიესალმა თავის დროზე ან ხელი შეუწყო...

მოკლედ, ევროთასზე ქართული გუნდი აღარ დარჩა. ევროპამ წითელი ბარათი აგვინთო. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს - ქართულ ფეხბურთშიც ბევრს აქვს ასანთები წითელი...

ბათუმი ღირსია...

გასულ კვირას მორიგი სკანდალი აგორდა ბათუმის სტადიონთან დაკავშირებით. ეს თემა ამ ბოლო წლებში იმ სერიალს დაემსგავსა, რომელიც არა და არ მთავრდება, არადა, უნდა დამთავრდეს.

ამ სკანდალში ერთხელაც ჩაღრმავებას არ ვაპირებთ და არც ის გვინდა, ამაზე დაუსრულებლად ვწეროთ - თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს! ოღონდ დაიხუროს ისე, როგორც ბათუმს და "დინამოს" ეკადრება.

საიდანაც გინდა, მიუდექი და როგორც გინდა, ისე გაზომე - ბათუმი ღირსია, ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონი, რომელიც ევროპული ტურნირის მატჩებს უმასპინძლებს.

ბათუმს ჰქონდა დიდებული სტადიონი. ჯერ კიდევ სულ ბავშვი ვიყავი იქ და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მოვიხიბლე. მერე და მერე ბევრი სტადიონი ვნახე, თუმცა იმგვარი მდებარეობის - ვერც ერთი.

მერე ის სტადიონი დაინგრა და ახალი აღარ აშენებულა. "დინამო" ხიზნად იქცა და დღესაც ასეა. ეს ხიზნობა უნდა დამთავრდეს და რაც შეიძლება - მალე. რატომღაც, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ჯერაც ვირტუალური სტადიონი თუ არ გაივსება ხოლმე, ხალვათობა ნაღდად არ იქნება...

პირდაპირ უნდა დავწერო - ბათუმის "დინამოს" ყველასგან გამორჩეული, ერუდირებული და ფეხბურთის კარგად მცოდნე ქომაგი ჰყავს და მეამაყება, ამ დიდი ამქრის რამდენიმე თავკაცს "ჩემი მეგობარი" რომ შემიძლია ვუწოდო - ახალ სტადიონს ისინი ნამდვილად არ მოაწყენენ.

რას იტყვით, ბატონო ილია?

ჩვენი გუნდების წარუმატებელი ევროოდისეა უფრო და უფრო ხშირად გვახსენებს "ზესტაფონს", დღეს მხოლოდ ქაღალდზე რომ არსებობს. ფაქტია - "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს. არა მხოლოდ კარგი სტადიონისა და კიდევ უკეთესი ბაზის გამო, არამედ იმადაც, რომ ამ კლუბს ევროთასებზე თავი და საქართველო არასოდეს შეურცხვენია.

ილია კოკაიას ქართულ საფეხბურთო სამყაროში არც მაქებარი აკლია და არც მაძაგებელი. კოკაიას არ მოსწონს დღევანდელი ფედერაციის შეფობა და 16-გუნდიანი ჩემპიონატი. მან გვერდზე დგომა არჩია, გული გაუტყდა და ამ ფედერაციის ყოფნის პირობებში აღარ აპირებს კლუბის დაფინანსებას.

კოკაიამ არაფრისგან შექმნა "ზესტაფონი". მოკლე დროში მოუტანა გუნდს არაერთი ტიტული და გააცნო ევროპას. მან შექმნა თანამედროვე სტადიონი და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა. კოკაიას მოსვლამდე ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭები ძროხებს დასდევდნენ, ბალახი რომ არ გაეფუჭებინათ.

ეს ყოველივე ფაქტებია და ისიც ცხადია, რომ ილია კოკაიას ჰქონდა და აქვს შეცდომები. ყველაფერი სასწორის ერთ პინაზე რომ შევაგდოთ, მივხვდებით - ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას ასეთ ინვესტორზე. კოკაიას ფეხბურთით არ უშოვია მილიონები და ბიზნესს რაც შეეხება, ზესტაფონში ბევრს ჰქონია ის, თუმცა 12 მილიონი არავის დაუხარჯავს.

ამ დროისთვის, საქმე ასეა - "ზესტაფონი" არც ერთ ლიგაში არ თამაშობს, არადა, უმაღლესი თუ პირველი ლიგის კალენდარი უკვე გაწერილია. "ზესტაფონის" მფლობელი კვლავ კოკაიაა და სწორედ მან უნდა უთხრას ქომაგს, რას აპირებს - აცდენს წელს თუ აპირებს თუნდაც რანგით დაბალ რომელიმე ლიგაში თამაშს?

უნდა უთხრას, რადგან ის, როგორც კლუბის მფლობელი, პასუხისმგებელია იმ ხალხის, იმ ქომაგის წინაშე, ვინც 11 წლის განმავლობაში ყველგან გვერდით ედგა "ზესტაფონს", გუნდის ჭირსა თუ ლხინს იზიარებდა.

აქვე დავწერ - ვერ ვეთანხმები ქართული ფეხბურთის სახლის ბინადრების პოზიციას, "ზესტაფონი" რომ მოკვეთეს და ახლა აღარაფერს კითხულობენ. კი ბატონო, დებულება დებულებაა და ის უნდა შესრულდეს, მაგრამ, ჯერ ერთი, რეგლამენტის მრავალგზის უგულებელყოფით თავად ქმნი პრეცედენტს, რომ მისი დარღვევა შესაძლებელია და მეორეც: უპრიანი იქნებოდა, ვინმე მაინც ჩასულიყო ზესტაფონში, ქომაგს შეხვედროდა, მისი ჭირ-ვარამი მოესმინა.

მოესმინა, რადგან ქართული ფეხბურთი არც სუპერთასით მთავრდება და არც იქ, ვაკის პატარა შემოღობილში...

რეიმსიდან ტრაბზონამდე

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ "რეიმსს" ელაპარაკება. ცხადია, სათამაშო დონით "დნიპრო" ფრანგულ გუნდს სჯობს, მაგრამ ეს შესაძლო ტრანსფერი ჩვენთვის სხვა კუთხით იქნება გასახარი და მისასალმებელი.

თუ გარიგება განხორციელდა, ლევან მჭედლიძის შემდეგ დღეისთვის მოქმედი ქართველი ფეხბურთელებიდან კანკავა იქნება მეორე, ვინც ევროპის 5 ტოპ-ჩემპიონატიდან ერთ-ერთში იასპარეზებს.

მეორეც: "ჰოვერლასა" თუ "ილიჩევეცთან" თამაშს "პარი სენ ჟერმენსა" და "მარსელთან" ჯახი სჯობს. რამდენიმე თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებ და მაღალი კლასის გუნდის თვალთახედვის არეშიც ექცევი.

გიორგი ლორია კი, ფაქტობრივად, გადასულია "ტრაბზონსფორში". შოთა არველაძეს "რუბინიდან" საბა კვირკველიას წაყვანაც სწადია, თურმე. ლორიას "ტრაბზონში" ძირითადი მეკარის სტატუსი ელის, "ოლიმპიაკოსს" კი გვარიანი მეკარეები ჰყავს.

მეკარისა თუ მინდვრის მოთამაშის შემთხვევაში საქმე ასეა - უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათამაშო პრაქტიკას. ლორიას სჭირდება პრაქტიკა, რათა საქართველოს ნაკრებს გამოადგეს.

გიორგი მერებაშვილი კი ბერძნულ "ვერიაში" მივიდა. მერებაშვილის თამაშის სტილი ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ფაქტია: ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ გამოკვეთილ ინდივიდუალისტზე საქართველოს ნაკრებმა უარი თქვას. კახა ცხადაძე კი ის მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც გიორგიმ პირველი ნაბიჯები გადადგა დიდ ფეხბურთში...

მათეგოლი

საქართველოს არ ჰყავს სუპერკლასის გამტანი ცენტრფორვარდი. ჩვენ მივეჩვიეთ შოთა არველაძეს, ზაზა ჯანაშიას, მიხეილ აშვეთიას... მაგრამ ჰორიზონტზე კი ჩნდებიან ისეთი ბიჭები, საშუალო დონის ნაკრებს რომ უნდა გამოადგნენ.

აგერ, მათე ვაწაძემ დუბლი შეუსრულა "ბრონდბიუს" და "ლივერპულში" გამობრძმედილი დანი აგერი დაჩაგრა...

ჩვენც ოპტიმისტურად დავასრულოთ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი

ზესტზ ზესტა ზესტა ფონი

• ზესტა

ბატონო ალეკო! როდემდე უნდა გააგრძელოთ ,,ზესტაფონზე'' წუწუნი?ზესტაფონის სტადიონზე ძროხები არასოდეს დარბოდნენ.კოკიას მოსვლის დროს არსებობდა მეტად სიმპათიური და ახალგაზრდული I ლიგის გუნდი.კოკაიამ არავის მოუსმინა და ისე იყიდა ადგილი უმაღლეს ლიგაში.აქცენტი თავიდანვე გააკეთა არაადგილობრივ კადრზე (როგორც ფეხბურთელებზე,ისე ადმინისტრაციაზე),ადგილობრივ ფეხბურთელებს არ აძლევდნენ გასაქანს(ამაზე უამრავი სასაუბროა,რომელიც ამ წერილში ვერ მოხერხდება),ჭაბუკთა ლიგაზეც კი (უფროსს ასაკში) არაადგილობრივი კადრი ჰყავდა,რომლებსაც ფეხებზე ეკიდა ზეტაფონი და ზესტაფონელები(აღარაფერს ვამბობ დუბლებზე და სხვა მწვრთნელებზე). რაც შეეხება ბაზას.თქვენ წერთ ზესტაფონს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვსო საქართველოში.ერთხელ მაინც თუ გინახავთ ეს ბაზა,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს,არსებობს შემოღობილი ტერიტორია,სადაც სამი მართლაც ბრწყინვალე მინდორი იყო,რომელთაგანაც ორი აიღო და თბილისში გადაიტანა,არა გასახდელი,არა საცხოვრებელი კორპუსი,არავითარი ნაგებობა,ტუალეტიც კი არ არის იქ.და ამას ეძახით საუკეთესო ბაზას?დღეისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზად იყო რუსთავის ანალოგიურად მოქცეულიყო,მაგრამ ბატონი ილია ამაზე არ დათანხმდა.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საფუძვლიანად მოკიდა ხელი ზესტაფონში ფეხბურთის განვითარების საქმეს.იქმნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა,რომლის გაკეთებას რატომღაც თავი ვერ მოაბა ბატონმა ილიამ.ამ სკოლაში თავს მოიყრის ყველა ზესტაფონელი ლიცენზირებული მწვრთნელი,რომელებიც გაწვრთნიან 8-17 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ.ამით იქმნება ქვაკუთხედი და საფუძველი ზესტაფონის (და არა ზესტაფონში) ფეხბურთის მომავლისათვის.თქვენ ეს ყველაფერი უნდა გაგეგოთ,უნდა შეხვედროდით მუნიციპალიტეტისა და საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობას,თუკი მართლა შეგტკიოდათ გული ზესტაფონის ფეხბურთზე.სასაუბრო კიდევ ძალიან ბევრია,მაგრამ ამ წერილში ამის დრო და ადგილი არ არის,ამიტომ თქვენ თუ მართლა გაინტერესებთ ყოველივე ეს,ჩამობრძანდით ზესტაფონში,გაარკვიეთ ყველაფერი და შემდეგ დაწერეთ წერილი ზესტაფონის ფეხბურთის ,,სიკვდილზე''.დასასრულს ა.წერეთლის უკვდავ სტრიქონებს მივუსადაგებ ზესტაფონის ფეხბურთის ,,სიკვდილზე'' მეოცნებეებს: ,,არ მომკვდარა,მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს, ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს''.!!

• ვავა

როდის უნდა მორჩეს კვალითელი ფანის ვიწროკუთხური გადმოსახედიდან გლობალური საკითხების მიმოხილვას ბატონი კაკაურიძე???

• irakli apkhaidze

ბოღმიანი არ ვარ და არავისი არაფერი მშურს, მარა გული მისკდება საკვალიფიკაციო თამაშების ნუსხას რომ ვუყურებ: სომხური, აზერული, ყაზახური, ბალტიური, ირლანდიურ-უელსური, ისლანდიური გუნდები (და არა თითო გუნდი) და არც ერთი ქართული გუნდი... რა ვიცი ყვითელი ბარათების ვერ დათვლას ნაკრებში, რეგიონის გუნდების გაყვლეფას, რომლების ისედაც სულს ღაფავენ, განვითარების მიმართულების არქონას და ა.შ. რომ თავი დავანებოთ, ფედერაციის ჩინოვნიკები თუნდაც იმიტომ უნდა გადამდგარიყვნენ, რომ ივლისში უკვე ევროპის გარეშე ვართ. (იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე დღეები დარჩა)

• gogi

არველააძე და სიჭინავა მოსცილდით ქართულ ფეხბურთს

• gorgin

ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობას სრულად ასახავს ანტირეკორდები, რომელსაც ქვეყანა ამყარებს: თუ 2011 წ. ევროთასებზე კლუბების გამოსვლის შეფასებით ის უეფას რეიტინგში 31-ე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა 36-ე საფეხურზეა (ლიხტენშტეინმაც გადაასწრო!), მაგრამ მომავალი სეზონის წინ ადრე მოპოვებული ქულების დაქვითვის შემდეგ კიდევ ორი საფეხურით ანუ 38-ე ადგილამდე დაქვეითდება; ამის გარდა, პირველივე ეტაპზე ოთხივე გუნდის გამოთიშვის მხრივ ქვეყანას ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს ბოლო დეკადის მანძილზე. ასეთი შედეგი მიმდინარე წელს კი მხოლოდ ფარერის კ-მა აჩვენა; იგივე 2011 წ.აპრილში ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 56-ე ადგილზე იყო, ამჟამად, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ის 153-ზეა!!! მოკითხვა დომენტის და რეზიკოს.

• odala

კაკაურიძე, ეს უაზრო მრავალწერტილები არ არის საჭირო. ცუდი მწერლის თვისებაა ;) ნაღდად ჭ კლასია ქართულ გუნდებში. არა და ზესტაფონი მართლა რა კარგად გამოვიდა რამდენიმე წელი. ოდნავი გამართლება და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა.

• გიორგი

გულშემატკრივებმა ვაიძულოთ ფედერაცის წევრებმა დატოვონ თანამდებობები

• Unknown

ფედერაციის არცევნები შეცვლის ბევრ რამეს

• Unknown

...///,ლლკლ

• lora

სიჭინავა მართლა გასაგდებია

• Misha

Rustaviiii

• tfui bliad

Zestafonis dashlistvis bare ors ....,vava sacodao fegburto

• giga

არველაძე და სიჭინავა, .................. რომ წახვიდეთ? თუ მაინც არ შეგაწუხებთ ნამუსი?

• sandro

ერთადერთი გუნდია ზესტაფონი, რომელიც ამ ნეხვს გაეცალა და უპირისპირდება. რცხვენოდეს სხვა ქართულ გუნდებს.

• 2

ყველა მოაზროვნე ადამიანი ხვდებოდა რომ კატასტროფა გველოდა ევროტურნირებზე. ვწერდი კიდევაც აქ ხშირად. ზოგიერთი კი იზახდა დაძაბული გახდა ჩემპიონატიო. რის ხარჯზე? დონის დაცემის ხარჯზე. 16 გუნდიანს არ ეთანხმებოდა კერძო კლუბები, რომლებიც ამინდს ქმნიდნენ ჩვენს ჩემპიონატში. დინამო და ზესტაფონი. ორივე მათგანმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ საჩემპიონო შემადგენლობები გაუშვა, გუნდი დაშალა. ამის ხარჯზე გახდა დილა ჩემპიონი სხვათაშორის. მოთხოვეთ ჟურნალისტებო, დაუსვით შეკითხვები ფედერაციას.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]

მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]

ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]

თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]

მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი

[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...

ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?

მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?

"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი

[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ