27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ესპანეთის ქალაქმა ვიტორიამ საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლა
27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ესპანეთის ქალაქმა ვიტორიამ საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლა. კემპი კლუბ "ლაბორალ კუჩას" ბაზაზე, მისი მფლობელი სპორტული კომპანია "სასკი ბასკონიას" ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნული კემპის შემაჯამებელი პრესკონფერენცია დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გაიმართა.

კემპში მონაწილეობა მიიღეს პერსპექტიულმა მოთამაშეებმა იტალიიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან. ვიტორიის საერთაშორისო კემპზე ქართველებს ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჰყავდათ. ესპანური კემპისთვის ქართველი მოთამაშეები 13-27 აპრილს თბილისში ჩატარებული "სასკი ბასკონიას" კემპზე შეირჩნენ.

თბილისის კემპში 4 ასაკობრივი ჯგუფის 160-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ესპანელმა მწვრთნელებმა 2-კვირიანი ვარჯიშების შედეგად ის 16 საუკეთესო მოთამაშე შეარჩიეს, რომლებიც ვიტორიის საერთაშორისო კემპზე მიიწვიეს. ვიტორიაში ჩატარებულ 2-კვირიან კემპზე მოზარდებს "ლაბორალ კუჩას" მწვრთნელები ავარჯიშებდნენ. ვარჯიშებზე მიწვეულნი იყვნენ ამერიკელი სპეციალისტებიც, რომლებიც თითოეულ მოთამაშეს აკვირდებოდნენ და წარმატებულებს ესპანურ კლუბში დარჩენის პერსპექტივა ჰქონდათ.

საქართველოს დელეგაციას ვეტერანი ქართველი კალათბურთელი - გივი ბიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ვიტორიაში იმყოფებოდა და ქართველების ვარჯიშებს ესწრებოდა.

ამჯერად მიმდინარეობს იმ მოთამაშეების შერჩევა, რომლებსაც "ლაბორალ კუჩა" კონტრაქტს გაუფორმებს და სავარჯიშოდ ესპანეთში წაიყვანს. ზოგადი ვარაუდით, ესპანელებმა 2-3 კალათბურთელი უნდა წაიყვანონ და მათ ვინაობასაც უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, "სასკი ბასკონიასთან" თანამშრომლობა გაგრძელდება და ის კალათბურთის სხვა სფეროებს მოიცავს.

გივი ბიჭიაშვილი:

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი დიდი მასშტაბის პროექტი ჩატარდა. საკალათბურთო კემპში სულ 160-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ესპანელ სპეციალისტთა მიერ 16 საუკეთესო მოთამაშე შეირჩა, რომლებიც ვიტორიაში გაემგზავრნენ და უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

ჰქონდათ მაქსიმალურად დატვირთული გრაფიკი, ვარჯიში უმაღლეს დონეზე ტარდებოდა და მწვრთნელები ყველა დეტალზე დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ. სასიამოვნოდ ვარ გაოცებული ბავშვების მონდომებითა და დისციპლინით, რაც ესპანეთში ყოფნისას გამოიჩინეს.

საინტერესოა, რომ ესპანეთში შევხვდით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც წარმატებული პროექტის ჩატარება მოგვილოცა და ბავშვებსაც კიდევ ერთი დიდი სტიმული მიეცათ".

ირაკლი კილაძე (კემპის მონაწილე):

"ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეულმა ჩვენგანმა ესპანეთში ყოფნით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღო. ძალიან მაღალი დონის ვარჯიშები გვიტარდებოდა, საკმაოდ დატვირთულები ვიყავით, ბევრი რამ ვისწავლეთ ისეთი, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

ამას გარდა, ესპანელი მეგობრებიც შევიძინეთ და კემპი ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იყო".

გიორგი გახოკიძე (კემპის მონაწილე):

"შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ძალიან მაღალი დონის კემპი იყო და მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება, ამ ყველაფრის მონაწილე ვყოფილიყავი. არაფერი გვკალდა, მწვრთნელები ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდნენ, ჩვენთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ყველაფერში გვეხმარებოდნენ".

დაჩი ქავთარაძე (კემპის მონაწილე):

"კემპმა საინტერესოდ და ძალიან კარგად ჩაიარა, ნასიამოვნები და კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულები ვიყავით, ესპანელი მწვრთნელები ყველაფერში გვეხმარებოდნენ, მეგობრული ატმოსფერო იყო და ეს ძალიან დაგვეხმარა".

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

qutaiseli
თუ კალათბურთს დროზე არ ეშველა ფეხბურთი მონაგონი იქნება.
1
ესპანელებმა შეარჩიეს არა ის ეგ ზღაპრები სხვებს მოუყევით 90 პროცენტი აკადემიის ბავშვები წაიყვანეს საწინააღმდეგო არაფერი მაკვს მაგრმ ჩაწყობას ვერ გადაეჩვიეთ
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჩაკვეტაძის აგენტი: გიოსთვის კარგი გუნდი რომ გამოჩნდეს, "გენტი" ვერ დააკავებს
გურამ კაშია: მერაბ ჟორდანია ისევ "ვიტესის" ბოსია
[იუბილე. გივი ბიჭიაშვილი 70] დიდი შრომა, დიდი სიყვარული თუ არ ჩადე...
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა [PHOTO]
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის პირველი ნაწილი რეგიონებში დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
საქართველოს 3×3 კალათბურთლთა U18 ნაკრები უნგრეთში ევროსაგზურისთვის იბრძოლებს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ქართული კალათბურთის დიდი დანაკლისი: გარდაიცვალა გივი ბიჭიაშვილი