მომავალი ჩემპიონატი წინაზე უარესი იქნება...
რა თქმა უნდა, 16-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელიც გაჭირვებით, თუმცა მაინც ნაკლულად დავასრულეთ, ქართული ფეხბურთის ყველა გასაჭირის მიზეზად ვერაფრით შეირაცხება, თუმცა თავისი სოლიდური წილი ამ უბედურებაში ჩვენს "თექვსმეტობანასაც" უდევს...

ახლა მოვიხმოთ ფაქტები და ვნახოთ, რას აღწევდნენ ქართული გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე მაშინ, როცა 16-გუნდიანი პირველობა არ გვქონდა...

თქმა არ უნდა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის დონის შესაფასებლად არ არსებობს ევროთასებზე უკეთესი ინდიკატორი. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, ბოლო წლებში რა შედეგები ჰქონდათ ქართულ კლუბებს ევროარენაზე.

2009-10 წლების სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა 10 გუნდი. ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა ორმა ქართულმა კლუბმა - "დინამომ" და "ზესტაფონმა".

2010-11 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში კვლავ ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შედეგი ასეთი მივიღეთ: "ზესტაფონმა" და "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშეს და ორ ქართულ გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რუსთაველმა ფეხბურთელებმა კი იმავე ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგორეს ბურთი.

2011-12 წლების სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 12-მა გუნდმა ითამაშა. პირველობის დასრულების შემდეგ ქართული კლუბებიდან ევროტურნირებზე ყველაზე უკეთ ითამაშა გორის "დილამ", რომელმაც ევროპალიგის პლეი ოფს უწია.

2012-13 წლების სეზონის უმაღლეს ლიგაში კვლავ 12 გუნდი იყო. ევროტურნირებზე თავი არ შეგვირცხვენია. ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშეს თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ".

2013-14 წლების სეზონი, ისევ 12 გუნდი. შედეგები თვალისმომჭრელი არ გვქონია, თუმცა ერთმა კლუბმა მაინც აგვიშალა საღერღელი - საჩხერის "ჩიხურამ" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

ბოლო ჩემპიონატი რა ფორმატითაც ჩავატარეთ, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენს მკითხველს არც ის შედეგები დაავიწყდება, რომელიც ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე აჩვენეს. როგორც იტყვიან, დასკვნები თავად გამოიტანეთ...

სხვა საქმეა, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩასატარებლად არც საკმარისი (საკადრო) რესურსი გვაქვს და არც - ინფრასტრუქტურა (სტადიონები). ესეც ფაქტია და ისიც, რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ ათასი ჭირი სჭირს.

სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ როგორც კი დავუბრუნდებით 10 ან 12-გუნდიან ფორმატს, მაშინვე გვეშველება, თუმცა შედეგები ძალიან საყურადღებოა - საყურადღებოც და მხედველობაში მისაღებიც.

მაშინ ჩვენ ქართული გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები არ გვაკმაყოფილებდა. მეტიც, გულისწყრომას ვერ ვფარავდით, როცა პლეი ოფში გასული ჩვენი კლუბები ჯგუფში შესასვლელად ბოლო ნაბიჯს ვერ დგამდნენ.

ყოველივე ამას, ლოგიკურად, რაღაც მომენტში პროგრესი უნდა მოეტანა, ერთი გუნდი მაინც უნდა გამძვრალიყო ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა მოხდა პირიქით და მივიღეთ შემდეგი სურათი: აგერ, ამ ზაფხულს, ევროთასებზე გასულმა ვერც ერთმა გუნდმა ვერ დაძლია პირველი ბარიერი.

კიდევ ერთხელ ვამბობთ - იმის ილუზია არ გვაქვს, რომ შევამცირებთ თუ არა გუნდების რაოდენობას, მაშინვე მთებს შეძრავენ ჩვენი კლუბები, მაგრამ ჩვენ საკუთარი ხელით მოვჭერით ის სუსტი ტოტიც კი, რომელზეც ვიჯექით.

ცუდი და საგანგაშო ისაა, რომ მომავალ ევროპულ სეზონშიც, დიდი ალბათობით, კარგი არაფერი გველის. ევრორეიტინგში, გუშინ რომ გამოქვეყნდა, კიდევ უფრო გაუარესდა საქართველოს პოზიცია.

საქართველომ უეფას საკლუბო რეიტინგში ორი ადგილი დაკარგა

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდები კვლავ ვერ იქნებიან განთესილთა შორის, თუნდაც პირველ ეტაპებზე...

საერთოდ, ქართული კლუბების სოლიდურმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, რა შემადგენლობით ითამაშებს მომავალ სეზონში. არადა, ეს ოხერი დროც აღარ ითმენს. სულ მალე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება...

ძალიან არ გვინდა ასე მოხდეს, მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ - მომავალი ჩემპიონატი წინაზე უარესი იქნება... საამისოდ ყველანაირი წინაპირობა არსებობს... თუმცა ამაზე მერე იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutauseli
მთავარია არა რაოდენობა არამედ ხარისხი თორე თუ გინდა 50 გუნდი ათამაშე ოღონდ თუ გყავს ეს 50 გუნდი და თუაქვთ ფინანსები და ინფრასტრუქტურა აკადემია.დ.ას.შ და კიდე ფული როგორ იხარჯება გუნდებში ამასაც დიდი მნიშვნელობა აქ ჩვენ ფეხბუთში კიდე გამეფებულია აღებ მიცემობა და ფულის უმიზნოთ ყრა და ასე ასი მილიონიც რო მიცე გუნდს წარმატების გარანტიას მაინც ვერავინ მოგცემს.ბიზნესიო არარის დაინტერესებული ფეხბურთითო და მინდა გკითხოთ სადარიან საქართველოში ბიზნესმენები რასაც ქვია.მითუმეტეს ფულიანებს ჩვენთან არ ახასიათებთ მოგების გარეშე რამეში ფულის ჩადება.და რაცარუნდა შეღავათები დაუწესო მაინც არ ჩადებს ფულს იქ სადაც მოგება არარის ეგ ზღაპარია ნუ ერთი ორი გამონაკლისის გარდა.და კიდე მარტო საქრთველოშია ესე რო გუნდს ყავს პრეზიდენტი ბუღალტერი ფეხბურთელები ფაქტიურად არი შ.პ.ს და ფულს იღებს სახელმწიფოდან.ამის მერე რაზე უნდა იყოს საერთოდ საუბარი სახელმწიფოს დანიშნულები არცერთი არარის და ფულს კითხოვენ.მახინჯი სახე მიიღო ამან ყველაფერმა.და დროა ეს ყველაფერი დალაგდეს.
hahaha
გუნდების შემცირება ბევრ რამეს შეცვლის. საინტერესო მატცებს გაზრდის. თბილისიდან მარტო დინამო დარჩება. ხალხის რაოდენობა სტადიონზე გაიზრდეა. კონკურენცია ახალგაზრდებში მოიმატებს. ამასობაში სხვა რეფორმაც წამოეწევა. აბა ვიჯდეთ და ვუყუროთ არველაძეებს?
irakli apkhaidze
ხო და ეს ყველაფერი იმის ბრალია რო რაც დრო გადის უფრო უინტერესო ხდება ფეხბურთი ბიზნესისთვის საქართველოში (გინდ ფედერაციას დააბრალეთ, გინდ მთავრობას და პარლამენტს სადაც უამრავი სპორტსმენი და ხელოვანი ზის... ფაქტია). მაგიტო იკლო ჩვენმა ,,მიღწევებმაც" წლიდან წლამდე, მაგიტო გადანაწილდა 16 გუნდში 12 გუნდის ფეხბურთელები და არ გამოჩდნენ ახალი სახეები არც ბავშვებიდან და არც უცხოეთიდან... და დღეს როცა ფეხბურთი დიდი ბიზნესია, მაგის ფონზე უფულობა უფრო მეტ სიავეს მოგვიტანს თუნდაც ოთხთა ტურნირი იყოს უმაღლესი ლიგა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გუნდების რაოდენობის გაზრდა-შემცირება საერთოდ არაფერს შეცვლის
misha
16 გუნდიანი ჩემპიონატი იმ შუაშია რომ ისედაც ცოტა (კარგი) ფეხბურთელები 12-ის მაგივრად გადანაწილდნენ 16 გუნდში,შესაბამისად დონემ დაიჭია დაბლა!
უპა
რატო იყო ცუდი 16 გუნდიანი, პირიქით ძალიან საინტერესო არა და 12 გუნდიანი რა არის – ერტმანეტს ეჯიბრებიან ესაა კარგი ხოკეისი
Gio
გუნდების რაოდენობა რა შუაშია ამიხსნით ვინმეე ??და კიდე მაშინ საქართველოს მაშტაბით გავაუქმოთ გუნდები აღარ იარსეოს დავტოვოთ დინამო და მერე დავისვენებთ ყველა
hahaha
ეგრე რა. შეგახსენებთ მერანის პრეზიდენტი ლობირებდა 16 გუნდიანს, რომ მიხვდა რაც მიიღო, თვითონ დაანება თავი ფეხბურტს-საერთოდ.
ზესტა
ალეკო,სურათზე ალბათ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონია გამოსახული კოკაიას მოსვლამდე.რაც შეეხება სტატიას,ზალიან სიღრმისეული და სწორი ანალიზია გაკეთებული.მასობრიობა მეორე ლიგაშია საჭირო და არა უმაღლესში.
dima
კარგი სტატიაა ..რვა გუნდიანი უნდა იყოს ჩემპონატი მასე უკეთესი იქნება
გაგა
ალეკო,სურათზე ალბათ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონია გამოსახული კოკაიას მოსვლამდე.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა