ეკლიანი ვარდი, მწვალებელი მონტერო და სხვანი
პრემიერლიგის მეორე ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ კი უიქენდის სიმბოლური ნაკრები უნდა შემოგთავაზოთ. კრისტიან ბენტეკესთან და "ლივერპულში" მის სადებიუტო გოლთან ბოდიში, გვჯერა, ის მომავალში არაერთხელ მოხვდება სიმბოლურ ნაკრებში. აი, შაბათ-კვირას კი ინგლისის სტადიონებზე ეს ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ...

მეკარე

ასმირ ბეგოვიჩი (ჩელსი)

იშვიათია, სიმბოლურ ნაკრებში ის მეკარე ხვდებოდეს, რომელმაც 3 გოლი გაუშვა, თანაც ისეთ პრინციპულ შეხვედრაში, როგორიც "სიტი"-"ჩელსი" იყო. თუმცა ის, რომ "ქალაქელებმა" უფრო დიდი სხვაობით არ მოიგეს და უფრო ადრე არ გადაწყვიტეს მატჩის ბედი, პირადად ბოსნიელის დამსახურებაა.

დისკვალიფიცირებული ტიბო კურტუას ნაცვლად მოთამაშე ბეგოვიჩმა 4 ექსტრაკლასის "სეივი" შემოგვთავაზა და სერხიო აგუეროს სისხლი გაუშრო, სანამ "კუნი" თავისას მაინც გაიტანდა.

"ლურჯებმა" ულაპარაკოდ წააგეს - 0:3, მაგრამ ბეგოვიჩს ვერაფერში დავადანაშაულებთ და ჟოზე მოურინიო საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ შეუძლია, ასმირის იმედი ჰქონდეს.

მცველები

სტივენ უიტეკერი (ნორვიჩი)

"სანდერლენდი", თითქოს, იმაზე ცუდად ვეღარ ითამაშებდა, როგორც პირველ ტურში - "ლესტერთან", მაგრამ დიკ ადვოკაატის ბიჭები "ნორვიჩთან" კიდევ უფრო უსუსურები იყვნენ. თუმცა ყველაფერს "შავი კატების" უნიათობას ნუ დავაბრალებთ, ეს "იადონელთა" კარგი თამაშის დამსახურებაც იყო და მათ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული - უიტეკერი გახლდათ. შოტლანდიელი შესანიშნავად დანავარდობდა ფლანგზე და, საერთოდ, ყველგან იყო. მოკლედ, სტივმა დიდებული მატჩი ჩაატარა.

ვენსან კომპანი (სიტი)

"სიტის" კაპიტანი ძალიან შემართულია. კომპანი და კომპანია შთამბეჭდავად იწყებენ და ის გაბრაზება და შიმშილი ეტყობათ, რომელიც წინა სეზონის წარუმატებლობისგან დაგროვდა. ბელგიელმა უკვე 2 გოლი გაიტანა და პირველ ორ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო. ამბობდა კიდეც, ბევრად მეტი შეგვიძლია და ეს ამ სეზონში უნდა ვაჩვენოთო. ჯერჯერობით, აჩვენებენ...

დეილი ბლინდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორივე შეხვედრაში კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა, მთავარი "დამნაშავეები" უკანახაზელები არიან. პირველ ტურში კრის სმოლინგი გახლდათ ძალიან კარგი და მან არც მეორეში შეირცხვინა თავი. მატეო დარმიანიც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ არ გამოგვრჩეს დეილი ბლინდი.

ლუი ვან გაალი თავის თანამემამულეს იქ აყენებს, სადაც სჭირდება ხოლმე და ბლინდიც საიმედოდ გამოიყურება. ექსაიაქსელი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ შეხვედრაში უაღრესად პროდუქტიული იყო და სიმბოლურშიც დაიმსახურა ადგილი. ვან გაალმა კი ამპლუით ცენტრალური მცველი უნდა შეიძინოს, რომ სმოლინგს შეუწყვილოს და ბლინდსაც მეტი თავისუფლება ჰქონდეს.

ნაჩო მონრეალი (არსენალი)

"სელჰარსტ პარკზე" თამაში ადვილი როდია, თან მას მერე, რაც "არწივები" ალან პარდიუმ ჩაიბარა და მათ რიგებში ფლანგებზე ისეთი მოუსვენარი მოთამაშეები ბურთაობენ, როგორებიც იანიკ ბოლაზი და უილფრიდ ზაჰა არიან.

ნაჩო მონრეალი ორივე მათგანს ბრწყინვალედ გაუმკლავდა და შეტევისთვისაც იცლიდა. ორივეს იმიტომ, რომ "არწივების" მოიერიშეები პერიოდულად ფლანგებს ცვლიდნენ. ესპანელმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ "მეთოფეებმა" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ნახევარმცველები

მესუთ იოზილი (არსენალი)

ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ისეთი ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელს, როგორიც მესუთ იოზილია. მას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. სხვა საქმეა, რომ ეს ყოველთვის არ გამოსდის და ბოლოს უფრო პრობლემური პერიოდიც ჰქონდა - "არსენალში" თავისი ტექნიკური არსენალის სრულად წარმოჩენას ვერ ახდენდა...

...მაგრამ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მან შესაშურად იბურთავა და თუ ასე გააგრძელებს, არსენ ვენგერის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

სანტი კასორლა (არსენალი)

მობილურმა, სხარტმა და ტექნიკურმა სანტი კასორლამ "არწივები" ააწიოკა. ესპანელზე მეტი შანსი გასულ უიქენდზე მხოლოდ მისმა თანაკლუბელმა და ჩვენ მიერ უკვე ხსენებულმა იოზილმა შექმნა - 5. სანტი კი ამ მხრივ მას მხოლოდ ერთით ჩამორჩა.

კასორლას მრავალმხრივობა და ტალანტი ლონდონელებს ასევე უნდა დაეხმაროს მაღალი მიზნების მიღწევაში. ფრანგი სპეციალისტიც კასორლას აქტიურად გამოყენებას აპირებს.

როს ბარკლი (ევერტონი)

წინა სეზონის შემხედვარე, თუ "ევერტონის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ასე კარგად დაიწყებდა ახალ კამპანიას, ძნელი სავარაუდო იყო. "კანფეტებმა" დამაჯერებლად დაამარცხეს "საუთჰემპტონი", თანაც - გასვლაზე და ეს მათი პირველი გამარჯვება იყო "სენტ მერიზე" 2002 წლის მერე.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ფანების კერპი - ბარკლი იყო. ცხადია, მასზე დადებითად იმოქმედა და თავდაჯერება შემატა პირველ ტურში გატანილმა ლამაზმა გოლმა და აგერ, მეორე ტურშიც, კარგი თამაში გოლით დააგვირგვინა.

თავდამსხმელები

ჯეფერსონ მონტერო (სუონსი)

პირველ ტურში ეკვადორელმა ბრანისლავ ივანოვიჩი აცვა ჯვარს, მეორეში კი დერილ იანმაატის ჯერი დადგა. შეუჩერებელმა მონტერომ, თავისი მოუსვენრობითა და ფინტებით, ჰოლანდიელი ისე გააბრუა და გამოიყვანა წყობიდან, პირველი ტაიმის მიწურულს აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში დაარღვევინა თამაშის წესი. იანმაატმა ნერვები ვეღარ მოთოკა და ვერ გაიაზრა, რომ ამის გამო გააძევებდნენ...

მონტერო ამ სეზონში, ალბათ, კიდევ ბევრს გაამწარებს, ისევე, როგორც მთლიანად მისი გუნდი. "თეთრი გედები" ძალიან კარგად გამოიყურებიან.

ჯეიმი ვარდი (ლესტერი)

როი ჰოჯსონმა ჯეიმი ვარდის აქამდეც დაადგა თვალი, ახლა კი, უბრალოდ, ვერ დატოვებს უყურადღებოდ ამ ფეხბურთელის შემართულ და, რაც მთავარია, შედეგიან თამაშს. ვარდი "სანდერლენდთანაც" კარგი იყო და "ბოლეინ გრაუნდზეც" დაანთო ცეცხლი "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში. მისი მწვავე გადაცემები, ზომიერად აგრესიული თამაში და დაუღალავი მუშაობა "მელიებისთვის" მორიგი 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.

მართალია, რიად მაჰრეზმა ისევ გაიტანა და უკვე 3 გოლი დაუგროვდა (მარკ ოლბრაიტონს 2 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა აქვს), მაგრამ პირველ რიგში მაინც ვარდია გამოსარჩევი, იმდენად აქტიური და პროდუქტიული იყო მოედანზე.

რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)

ბელგიელი ისევ ძველებურად ათამაშდა. სეზონის პირველ შეხვედრაში ის საგოლე კომბინაციებში მონაწილეობით დაკმაყოფილდა, "საუთჰემპტონთან" კი ორი მშვენიერი ბურთი შეაგდო და "ევერტონის" ქომაგები ძალიან გაახარა. მათ ესმით, რომ ლუკაკუს კარგი თამაში - გუნდის კარგ თამაშსა და შედეგებს ნიშნავს.

რომელუ კი, ისე ჩანს, ძალიან კარგ ფორმაშია. მთავარია, რობერტო მარტინესმა ის შეინარჩუნოს, თორემ მსურველები ნიჭიერ ფორვარდს კვლავ არ ეშვებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"მენატრები, ჯადოქარო" - ლუკაკუმ კვარაცხელიას მიმართა [PHOTO]
"ᓚᓘᓕᓔᓠᓞᓣᓚᓘ" ᓘᓐᓜᓕᓐᓠᓨᓘ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓔᓙᓐᓠᓘᓡ ᓨᓔᓫᓔᓜᓐᓡ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ
სანტი კასორლამ მეათე ოპერაცია გაიკეთა და ტოპ-დონეზე თამაშს აპირებს
La Gazzetta dello Sport: არც რასპადორია "კვარა" და არც ლუკაკუა ოსიმენი, ამიტომაა "ნაპოლი" უნაყოფო
"ყარაბაღიდან" "მილანში" - "როსონერიმ" ბოსნიელი მეკარე დაიმატა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს
გავიგებთ, როგორ იღებენ მსაჯები გადაწყვეტილებას - პრემიერლიგაში VAR-ზე ცვლილება იგეგმება
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
"ასტონ ვილამ" "მილანის" მეკარე პეპე რეინა ინათხოვრა
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
"ბაიერნმა" კომპანის გარანტიები მისცა - ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს
ხესუს ნავასი რეკორდს ვერ შესწვდა
“ლივერპულის” ლაზარეთი იზრდება, კლუბი კი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა
პრემიერლიგის შეხვედრები 10 დღით გადაიდება - დიდი ბრიტანეთი დედოფალს გლოვობს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ლონდონის "ჩელსი": არის პეტრ ჩეხის შემცვლელი, ტიბო კურტუასიც?
ათჯერ ნაოპერაციევმა სანტი კასორლამ ვარჯიში დაიწყო
პრემიერ ლიგამ "ევერტონს" 10 ქულა ჩამოაკლო
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
სანტი კასორლას ფეხზე მეცხრე ოპერაციას გაუკეთებენ
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
ჰალკი პრემიერლიგაში?
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
"ჩელსის" ყოფილი მეკარე "ყარაბაღში" გადავიდა
ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში გეი წყვილი თამაშობს
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
ათჯერ ნაოპერაციევმა 34 წლის კასორლამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]